Home რუბრიკები პოლიტიკა ვაჟა ოთარაშვილი: რასაც ამერიკა ეტყვით, როგორც ცირკის გოშიები, ისე ასრულებენ ყველაფერს

ვაჟა ოთარაშვილი: რასაც ამერიკა ეტყვით, როგორც ცირკის გოშიები, ისე ასრულებენ ყველაფერს

2979
ვაჟა ოთარაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გვესაუბრება:

_ ქართული მიწების გასხვისება დიდი პრობლემაა. ჩვენი მიწები უცხოელებს ჩალის ფასად უვარდებათ ხელში, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა წაგვართვა მიწები, მაგრამ არაფერს ვამბობთ თურქეთის მიერ დღეს წართმეულ მიწებზე. მთელი აჭარა, მთელი საკურორტო ზონა თურქების ხელშია, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დედაქალაქის ცენტრი, ისტორიული უბნები ირანულთურქული წარწერებით არის მოფენილი. თითქოს თბილისში ხელახლა დაბრუნდა ოსმალთა ჯარი, დაბრუნდა შაჰაბასი.

თბილისიდან ქართლისკენ რომ მივდივართ, ისტორიული ხეობაა ხეკორძულა, კავთურა, ნორტურა… გავყვეთ უფლისციხემდე, მარჯვნივ თუ მარცხნივ მიწები სულ არაბებს აქვთ შესყიდული, შემოღობილი აქვთ. ასეთივე ვითარებაა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე _ ისტორიული თხოთის მთა, ადგილი, სადაც მირიან მეფემ ღმერთი იწამა და დაიჩოქა, დღეს არაბებს მიჰყიდეს. ლამისყანა გაყიდულია და იქ არაბული სოფელი შენდება, გაყიდულია ქსნის მიმდებარე ტერიტორიები. ვსაუბრობთ, რომ ასი მეტრით გადმოწია საზღვარი რუსის ჯარმა და არაფერს ვამბობთ იმ ათასობით ჰექტარ მიწებზე, რომლებიც ჩალის ფასად უვარდებათ ხელში არაბებს, ჩინელებს, ირანელებსა და თურქებს. ამ დროს ადგილობრივ თვითმმართველობებში მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს არ უმტკიცებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ერთმა კაცმა სოფელ მეტეხში 1917 წელს გაცემული დოკუმენტი მიიტანა გამგეობაში, რომ მიწა მის წინაპრებს ეკუთვნოდათ და არ დაუმტკიცეს, სამაგიეროდ, უცხოელს არ შეექმნება პრობლემა.

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იღონა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო: უცხოელისთვის ქართული მიწის მიყიდვა აკრძალულია, მაგრამ გააკეთეს ჩანაწერი _ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა არ იყიდება. მუხრანთან არის უზარმაზარი ტერიტორია და აწერია _ იყიდება არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთი. საინტერესოა, ვინ ანიჭებს მიწას სტატუსს? მუხრანის მიწები ისტორიულად სასოფლო-სამეურნეო მიწებია. წაიკითხონ “ქართლის ცხოვრება” და გაიგებენ, რომელი მიწაა სასოფლო-სამეურნეო და რომელი _ არა. ტერიტორიას, რომელზეც უნიკალური ვაზის ჯიშები ხარობს, აწერია _ იყიდება არასასოფლო დანიშნულების მიწა.

ასეთივე ვითარებაა დედაქალაქშიც. შენდება უზარმაზარი შენობები და არავინ კითხულობს, _ ქართველებისთვის შენდება? ამ შენობებში უცხოელები არ სახლდებიან? ხვალ ჩამოსული მიგრანტები აბორიგენ მოსახლეობას გადააჭარბებენ, პოლიტიკურ პარტიასაც შექმნიან, რომელიც შეიძლება ხელისუფლების სათავეშიც მოვიდეს და სახელიც კი გადაარქვას საქართველოს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქართველების მოღალატეა და გაყიდული. ხელისუფლებაში არ არსებობს ქართული ცნობიერების მქონე ქართველი. დიდი შეცდომა დაუშვა ჩვენმა ქვეყანამ, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკა აირჩია; შევცდით, რომ არ შევასრულეთ მედიატორის როლი რუსეთსა და ამერიკას შორის, ევროპასა და რუსეთს შორის. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვეძლო მედიატორის როლის შესრულება, მაგრამ დავიწყეთ ბრძოლა იმპერიების წინააღმდეგ, რომელმაც კრახამდე მიგვიყვანა. ჩვენი ხელისუფლება კი ასეთ მძიმე ვითარებაში ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს, მას ქვეყანა განადგურებამდე შეგნებულად მიჰყავს.

_ ხელისუფლება რით ანადგურებს ქართველს ერსა და ქვეყანას?

_ მიზანმიმართულად მიმდინარეობს მომავალი თაობის გარყვნა ანტიეროვნული განათლების სისტემის დანერგვით. ბავშვებს ავიწყებენ, “ვისი გორისა არიან”. ბავშვებს ცოდნას არ აძლევენ, სახელმძღვანელოები, რომლებითაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს, შემთხვევითი ადამიანების დაწერილია. ყოველი მომდევნო განათლების მინისტრი ახალ სახელმძღვანელოს გამოსცემს. სკოლაში საფუძვლიანად არ ისწავლება მშობლიური ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა. ამ საგნებს დათმობილი აქვს მინიმალური საათები, ხოლო ცეკვასა და სიმღერას _ გაცილებით მეტი. ეს შეგნებულად კეთდება, ახალგაზრდებმა წარსული რომ დაივიწყონ, არ ცნონ ჩვენი უკვდავი კულტურა. ახალგაზრდებმა არ იციან ბუმბერაზი ქართველი მწერლების შემოქმედება.

ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს ამას დასავლელი დამკვეთების მითითებით.სკოლებში გამოცდები აკრძალეს. არადა, ბავშვები სკოლაში ამ გამოცდების გამო დადიოდნენ. საბჭოთა პერიოდში განათლების იდეალური სისტემა იყო, რომელიც სამამულო ომის შემდეგ სტალინმა შემოიღო. როდესაც ქვეყანას ჰყავს იაკობ გოგებაშვილი და ბავშვს სისულელეს ასწავლი, დასაღუპავად წირავ. როდესაც აკაკი შანიძის გრამატიკას არ ასწავლი ბავშვს, რა უნდა მოსთხოვო მომავალში მას?

მოკლედ, მოსკოვის უღელი გადავაგდეთ და ვაშინგტონის უღელი დავიდგით. რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანა მაინც იყო და საერთო ღირებულებები გვქონდა, რითაც გადავრჩით, თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ. დღეს ყველაფერი ცუდი მივიღეთ _ ლიბერასტული პოლიტიკა, მოსახლეობის პედერასტიზაცია, მარიხუანიზაცია. ჩვენ პატარა ერი ვართ, გადავშენდებით, გავქრებით. ეს ყველაფერი ხელისუფალთა ბრალია, რომლებიც ქართველთყლაპია დამკვეთების სურვილს ასრულებენ. ქართველ პოლიტიკოსებს ისინი ეუბნებიან: ჭამეთ, რამდენიც გნებავთ; გამოიწერეთ პრემიები, რამდენიც გინდათ; აკეთეთ ბიზნესი, ოღონდ შეასრულეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებთ. ჩვენი ხელისუფლება ამერიკის საელჩოს ყურმოჭრილი მონაა.

_ რასაც ამბობთ, შესაძლოა, მართლია, მაგრამ ხალხს არ აქვს პროტესტის განცდა, გულისტკივილი

_ ხელისუფლებებმა დაკარგეს ავტორიტეტი, პოლიტიკურმა პარტიებმა დაკარგეს ავტორიტეტი. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ მთავარია, რომ ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, რომელმაც უნდა იტვირთოს ამ ქვეყნის მომავალი, ქართველობა აღარ სტკივა, სისხლი აღარ უჩქეფს და ეს წინა და ამჟამინდელმა ხელისუფლებებმა გააკეთეს.

ამიტომ ვამბობ, რომ განათლება უმთავრესია. მოისმინეთ, რას ლაპარაკობენ პრემიერი და განათლების მინისტრი _ სისულელეებს როშავენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ შემთხვევითი პიროვნებები ამხელა თანამდებობებზე აღმოჩნდებოდნენ. საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟული თანამდებობაა განათლების მინისტრობა, თანაც იმ ქვეყანაში განათლებაში დასახარჯი ფული გაცილებით მეტია, ვიდრე თავდაცვაში. აშკარაა, რომ საფრანგეთში განათლება პრიორიტეტია (და არა მხოლოდ საფრანგეთში). ეროვნულად, სახელმწიფოებრივად მოზროვნე ყველა ქვეყანამ იცის, რომ განათლებაშია ქვეყნის მომავალი. საქართველოში დეგრადირებულია ეს სფერო. ბავშვებს არაფერს ასწავლიან, მასწავლებელი დაკნინებულია. სააკაშვილმა სკოლაში მანდატურების შეყვანით ფაშიზმი დაამკვიდრა, მომავალი თაობა დააშინა, მასწავლებელს კი ყველა ფუნქცია ჩამოერთვა, საყვედურის თქმის უფლება არ აქვს. ბავშვები “დაგულაობენ” და ეს თურმე ბავშვთა უფლებების დაცვაა. სწავლა არ არის უმაღლეს სასწავლებლებში. დიპლომს იღებს ის, ვისაც ფული აქვს, ამ ფულის გამო ლექტორიც იძულებულია, ნიშანი დაწეროს, რათა სასწავლებელი არ დაიხუროს. დიპლომიან ახალგაზრდას კი არავითარი პერსპექტივა არ აქვს. აინშტაინიც რომ გაჩნდეს, ნიკო მუსხელიშვილი რომ დაიბადოს ან ივანე ჯავახიშვილი, დოქტორის წოდებას ვერ მიიღებენ, თუ 7-8 ათასს არ გადაიხდიან. მეცნიერებსა და სამინისტროს შორის კომერციული გარიგებაა. პროფესორის ხელფასი 700 ლარია, აკადემიკოსისა _ 1000, ასეთი ხელფასის პატრონმა რა ცოდნა უნდა მისცენ მომავალ თაობებს? მივდივართ ვითომ ევროპისაკენ და უფსკრულში კი ვიჩეხებით.

_ გსურთ, თქვათ, რომ წინა და და ამჟამინდელი ხელისუფლებები ასე შეგნებულად იქცევიან?

_ ეს ერთი და იგივე ძალაა, “ნაც-ქოცები” ჰქვია მათ. ხელისუფლებას ქართველი ერის განადგურება სურს, მისი ქმედება შეთქმულებაა ქართველების წინააღმდეგ და სხვა არაფერი.

ქართული სოფლების უმრავლესობა დაცლილია. მე თვითონ სოფელში ვცხოვრობ და ვიცი. ვიზალიბერალიზაციამ გააქცია ხალხი სოფლიდან. ხელისუფლებამ არ იზრუნა წარმობების შექმნაზე. გავყიდეთ ეროვნული სიმდიდრეები და ხელში ჩავუგდეთ ნაძირლებს. არაფერი შეგვრჩა ისეთი, რის გამოც მომავალ თაობებს სამშობლოში დავაკავებთ.

თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, ოც წელიწადში ქართველი აღარ იარსებებს ან, უკეთეს შემთხვევაში, უმცირესობაში აღმოვჩნდებით.

ხელისუფლება მოსახლეობისთვის ისეთ პოლიტიკას არ ატარებს, რომ ხალხმა თვითონ შეძლოს თავის რჩენა. ჯარიმები დააწესეს, რომელიც რეალობის არაადეკვატურია, წელში გაწყვიტეს მოსახლეობა გადასახადებითა და ჯარიმებით. საპენსიო ფონდი მოიგონეს, ისედაც მწირი ხელფასიდან ფულს აჭრიან ხალხს; არც იკითხეს, უნდოდათ თუ არა ამის გაკეთება. ხელისულება ყველანაირად ცდილობს, დათრგუნოს მოსახლეობა. დიზელი ბენზინზე ძვირი ღირს; ერთი ჰექტარი რომ მოხნას გლეხმა, 150 ლარი სჭირდება. 500 ლარი მაინც უჯდება მიწის დამუშავება. მოუვლელია მიწების ნახევარი რაიონებში, მერე მოდიან უცხოელები და ჩალის ფასად ყიდულობენ ყველაფერს.

ჩვენი მამაპაპა იმისთვის იბრძოდა, რომ აქ უცხოელები დასახლებულიყვნენ? ამ ხელისუფლებამ გაგვცეს პასუხი: რისთვის ასახლებდა შაჰაბასი თათრებს ჩვენს მიწაზე? ესაა ირანისა და თურქეთის დამპყრობლური პოლიტიკა. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, უფრო ზუსტად, იციან, მაგრამ მოღალატეები არიან და გაყიდულები. რასაც ამერიკა ეტყვით, როგორც ცირკის გოშიები, ისე დარბიან და ასრულებენ ყველაფერს. სიმართლე უნდა ითქვას: ამ ხელისუფლებას ამერიკასთან ერთად ქართველი ახალგაზრდები “პუტანკებად”, მოსამსახურეებად, ხელისბიჭებად სჭირდებათ; მათ არ სურთ, ჩვენი შვილები პოეტები, მეცნიერები, დრამატურგები, მწერლები იყვნენ. მოსპეს და გაანადგურეს ქართული ლიტერატურა, წიგნის პალატა გააუქმეს, საარქივო წიგნები დაკარგეს.

უნდა გამოვფხიზლდეთ, ძალიან მძიმე ჟამი გვიდგას, ასეთი მძიმე პერიოდი ჩვენ არ გვქონია, ბევრი მტერი გვყავს და თავი უნდა დავიცვათ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

4 COMMENTS

  1. განა ისეთი რა ძნელია ჭკვიანი და.პატრიოტი ქართველების თავმოყრა და სამოქმედო გეგმის შექმნა, და თანამიმდევრული განხორციელება, თუ ვაფიქსიროთ რეალობა და.ვიყოთ.

  2. ყველაფერში ვეთანხმები ერთის გარდა,დღევანდელი მთავრობაა საქართველოს დამანგრეველი.6 წელია მოსული არიან და დანგრევის მეტს არაფერს აკეთებენ,რუსეთიც ჩვენი მტერია და არა მოყვარე,ვინაიდან მათ დაშალეს სსრკ,ასე რომ მეგობრობა არც მაგათ უნდათ,თურქეთთან მოილაპარაკებენ და საქართველოს გაიყოფენ,აჭარა თურქს დანარჩენი რუსს,ქართველისათვის საქართველო აღარ იარსებებს ასეთი მთავრობის ხელში,გვჭირდება პატრიოტი ხალხი სათავეში,ქვეყნის მოყვარული და არა ფულის…

  3. მთლიანად ვეთანხმები ჩვენს საყვარელ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ნაღდ მამულიშვილს ვაჟა ოთარაშვილს. “პატრიოტთა ალიანსმა” უნდა გაამართლოს თავისი სახელი, ორგანიზება გაუკეთოს და გააერთიანოს ეროვნულად და პროგრესულად მოაზროვნე ყველა ძალები 2020 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად და ქვეყნის გადა
    სარჩენად!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Zaza Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here