Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: ჟვანია იდგა ბუხართან, კარისკენ ზურგით და, რომ შემობრუნდა, ხელები უცახცახებდა,...

ვალერი ხაბურძანია: ჟვანია იდგა ბუხართან, კარისკენ ზურგით და, რომ შემობრუნდა, ხელები უცახცახებდა, ის ტიროდა

13732
ვალერი ხაბურძანია

როდის დაიწყო მზადებავარდების რევოლუციისთვის”? რა კონტრზომები შესთავაზეს ედუარდ შევარდნაძეს? რა იყო სააკაშვილის თიკუნი? რატომ ტიროდა ზურაბ ჟვანია შევარდნაძესთან მოლაპარაკების შემდეგ? სად წავიდა კობა ნარჩემაშვილი სააკაშვილთან დაპირისპირების შემდეგ?

ვინ დაარწმუნა შევარდნაძე, რომ ის უნდა ჩასდგომოდა სათავეშიმოქალაქეთა კავშირისსაარჩევნო სიას? _ ამ და სხვა მრავალ საინტერესო საკითხზევარდების რევოლუციიდან” 14 წლის თავზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია:

_ “ვარდების რევოლუციისთვის” მზადება მაშინ დაიწყო, როდესაც პარტიული სიები იწერებოდა, დაახლოებით 2003 წლის ივნისში. რადგან სიები ვახსენე, აქვე გეტყვით, ალბათ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელშიც დღემდე 3 მილიონი ადამიანი ვერ დაუთვლიათ, და XXI საუკუნეში გვაქვს საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვით უბანზე ბიულეტენების დამთვლელი ხალხის პარტიული კუთვნილება წყვეტს არჩევნების ბედს. იმხანად ამ სიების შესაქმნელად ამერიკის საელჩომ და ამერიკულმა ორგანიზაციებმა ათასგვარი გრანტი დაარიგეს. “რუსთავი 2” აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. სახელმწიფო სტრუქტურებიდან სიების ფორმირებას შს სამინისტრო და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მაია ცაცანაშვილი კურატორობდა. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ პროცესს ნორმალურად ვერ მიადევნეს თვალი, რაც კარგად გამოიყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადრინდელზე უარესი დომხალი წარმოიქმნა. ეს იყო ერთ-ერთი საბაბი “ვარდების რევოლუციისა”.

_ თქვით, სახელისუფლო სტრუქტურებმა სიების ფორმირებას ვერ მიადევნეს თვალიო, ეს მიზანმიმართული ქმედება ხომ არ იყო?

_ ალბათ, უფრო ზერელე, თვითდაჯერებული დამოკიდებულება იყო საკითხისადმი. თავიდანვე, როდესაც სიებზე ქაოსური ვითარება შეიქმნა, ვხედავდი, რომ პროცესები რთულად წარიმართებდა. გახსოვთ, ალბათ, რომ უშიშროების სამინისტრო მაქსიმალურად ჩამოაშორეს პოლიტიკას _ აგვეკრძალა პოლიტიკურ პარტიებზე მუშაობა და ეს სწორიცაა, თუმცა დღეს უშიშროების მხრიდან პოლიტიკურ პარტიებზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ასევე ყველას გვახსოვს, რა წარმატებით მუშაობდა სააკაშვილის რეჟიმის უშიშროების სამსახური პოლიტიკურ პარტიებზე. არადა, პოლიტიკური პარტიების კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როცა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან აქვთ დადასტურებული კავშირი.

_ რევოლუციის ლიდერები გარე ძალებთან რომ თანამშრომლობდნენ, ნათელი იყო. თვითონაც თქვით, რომ ამერიკის საელჩო და ამერიკული კომპანიები აფინანსებდნენ პროცესს, ეს არ იყოდადასტურებული საფუძველიიმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებზე გემუშავათ?

_ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ოფიციალურ დონეზე იყო ეს ურთიერთობა განსაზღვრული და “რევოლუციონერებს” დაფინანსებაც ღიად ეძლეოდათ. როდესაც ენ-დი-აი, აი-რა-ი, იუსაიდი, ამერიკის საელჩო დაუფარავად არის პროცესში ჩართული და აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უშიშრობამ რაზე უნდა იმუშაოს, აქ ხომ მუშაობის გარეშეც ჩანს დამფინანსებელიც და დაფინანსების მიმღებიც?! დასადასტურებელი და გამოსაკვლევიც არაფერია…

_ თუ ყველაფერი დადასტურებული იყო, რატომ არ მოხდა რეაგირება?

_ ამაზე შეიძლება იმსჯელოს პროკურატურამ და შს სამინისტრომ, და თუ დანაშაული იკვეთება, საქმეს სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია და მსვლელობა მისცეს; ამაზე შეიძლება ისაუბროს მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალამ, მაგრამ სპეცსამსახურების ამ საქმეში გამოყენება დანაშაულია. მოცემულ შემთხვევაში სპეციალურად იყო გახსნილი ეს ურთიერთობა, “რევოლუციური ძალები” სპეციალურად ფინანსდებოდნენ ღიად, რათა სპეცსამსახურებს არ ჰქონოდათ ვითარების კრიმინალად კვალიფიცირების საფუძველი. იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რომლებიც ჩვენს პარტნიორებად ითვლებიან, ურთიერთობა სრულიად ღია იყო და ასეა დღესაც. ასეთ დროს უფრო პოლიტიკური რეაგირება უნდა მოხდეს და არა ფარულად უშიშროების სამსახურების.

_ დავუბრუნდეთვარდების რევოლუციისმომზადების პერიოდს… …

_ როგორც გითხარით, სრულად ჩამომაშორეს პოლიტიკურ პროცესებს და, მართალი გითხარათ, ვითარების შესწავლის არც ძალა გვქონდა და არც რესურსი. ყველაფერი პირად ურთიერთობებსა და ინტუიციაზე იყო დამოკიდებული. ივნისში, როდესაც უკვე ჩანდა, რომ პოლიტიკური ესკალაცია მზადდებოდა, შევარდნაძეს ვუთხარი: თქვენ ისევ “მოქალაქეთა კავშირის” სიის სათავეში ხართ და პროცესები, შესაძლოა, რთულად განვითარდეს-მეთქი. სიის შედგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მაია ცაცანაშვილი, ვიტალი ხაზარაძე, ავთანდილ ჯორბენაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე. ლევან მამალაძეს ცალკე ფლანგი ჰქონდა, ცალკეულ ბიზნესჯგუფებს თავიანთი ხალხი ჰყავდათ და მე არც დამიძახეს. მიდგომა იყო ასეთი: უშიშროების მინისტრს არავინ ეკითხება, სიაში ვის ჩავწერთო.

_ რა გიპასუხათ შევარდნაძემ, როდესაც უთხარით, რომ საქმე რთულად იყო?

_ მითხრა: რა რთულია სიის შედგენა, იცი? ჯანსუღ ჩარკვიანიც კი ვერ ჩავსვით სიაშიო. მივხვდი, რომ, ცუდად კი არა, ძალიან ცუდად იყო საქმე. მიუხედავად ამისა, მაინც გავაცანი ჩვენი, ე.წ. საჯაიას ბიჭების (ასე გვეძახდნენ) ინიციატივა. შევარდნაძეს შევთავაზეთ, ახალ სიას არ ჩასდგომოდა სათავეში და ორგანიზებას გავუწევდით სხვა სიის შედგენას, რომელსაც სათავეში ქარიზმული და ნიჭიერი ადამიანი, კონტროლის პალატის იმჟამინდელი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ჩაუდგებოდა. მოლაშვილის ხმაურიანი გადადგომა და ახალი სახეების გამოჩენა შანსებს ერთი-ორად გაზრდის, ბოლოს კი ყველა გამარჯვებული პარტია თქვენთან მოვა, ბატონო ედუარდ-მეთქი. თანაც არჩევნების მთავარი გამყალბებლები _ მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი _ ოპოზიციაში იყვნენ და სახელისუფლო გუნდს გაყალბების ტექნიკური ბაზაც არ ჰქონდა. ეს ახალი ინიციატივა გვეკუთვნოდა მე, სულხან მოლაშვილს, კობა ნარჩემაშვილს, სულხან პაპაშვილსა და ლადო ჭანტურიას, ისიც იყო ამ პროცესში ჩართული, თუმცა მერე ისეთი როლი ითამაშა

_ რას გულისხმობთ?

_ ლადო ჭანტურია ბოლოს მოვიდა შევარდნაძესთან და უთხრა, რომ არჩევნების შედეგების პროპორციული ნაწილი უნდა გავაუქმოო. მაჟორიტარული დატოვეს. ამან კიდევ უფრო დიდი დომხალი გამოიწვია და აბსურდამდე მივედით. ლადოს ეს პოზიცია მანამდე რომ დაეკავებინა, პროცესები, შესაძლოა, სხვაგვარად განვითარებულიყო. სამწუხაროდ, ამ საუბრის შემდეგ შევარდნაძე ერთი კვირის განმავლობაში არ დაკავშირებია მოლაშვილს. სხვათა შორის, სულ მიკვირდა ერთი რამ: კონტროლის პალატის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს არ ჰქონდათ ისეთი ურთიერთობა, რომ ყოველდღიური სასაუბრო ჰქონოდათ, მაგრამ სულხანი თვითონ იყო აქტიური კაცი და ხშირად ესაუბრებოდა პრეზიდენტს. მე ვიცოდი ამის შესახებ, რადგან ჩემი უწყების საქმე იყო იმის კონტროლი, ვინ რეკავდა პრეზიდენტთან. სხვათა შორის, შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის საუბრები რომ გამოქვეყნდა, ვიღაცებმა დაარწმუნეს შევარდნაძე, თითქოს მე ვუსმენდი. არადა, ეს საუბრები აბაშიძის ჩაწერილი იყო. მერე გაბრაზებულმა ჩემზე ისიც კი თქვა, სულ ორჯერ მყავს ნანახი, წესიერად არც კი ვიცნობდიო.

_ ბატონო ვალერი, თქვით, თქვენი შეთავაზების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში არ დაურეკა პრეზიდენტმა მოლაშვილსო, რა მოხდა შემდეგ?

_ მოლაშვილმა თქვა, ბაბუ ჩვენზე გაბრაზდა და ახლა ყველას მოგვხსნისო. სხვათა შორის, მალევე გავრცელდა ხმა, თითქოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდით მე, ნარჩემაშვილი და პაპაშვილი. ამ ხმების გავრცელებას ხელი შეუწყო ფინანსთა იმჟამინდელმა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა. გახსოვთ, ალბათ, ნავთობპროდუქტების შემოტანაზე პრობლემები შეიქმნა. სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს ვუთხარი, გოგიაშვილი პრობლემებს ქმნის, ვერ ხედავს საკითხს ამ კუთხით და იქნებ დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, გვითხრას, რა უჭირს-მეთქი. გოგიაშვილმა ჩათვალა, რომ მას დავუპირისპირდით, გაბრაზებული გაგვექცა საუბრისას, მივიდა შევარდნაძესთან და მიიყვანა თავისი მამა _ ომარი, პატარა ბავშვივით მოიქცა. სხვათა შორის, სწორედ ომარ გოგიაშვილმა და, როგორც ვიცი, რეზო ამაშუკელმა დაარწმუნეს შევარდნაძე, რომ საარჩევნო სიას სათავეში ჩასდგომოდა. ეს შევარდნაძემ თვითონ მითხრა. როგორც აღვნიშნე, ნავთობპროდუქტების შემოტანა-რეალიზაციის საკითხში პრობლემები იყო და შევთავაზე პრეზიდენტს, ამ საკითხის კონტროლს საკუთარ თავზე ავიღებ-მეთქი. კობა ნარჩემაშვილს კონტრაბანდული სიგარეტის გაკონტროლება ჩააბარეს. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი მქონდა, ვიდრე შს მინისტრს. რადგან საწვავის ძირითადი ნაწილი თბილისში იყიდებოდა, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები დავაყენეთ ბენზინგასამართ სადგურებზე. ახლა, შესაძლოა, ვიღაცამ მითხრას, მოგიშიშვლებია სამინისტრო და, ჯაშუშების დევნის ნაცვლად, ბენზინს აკონტროლებდიო, მაგრამ რა ჯაშუშების დევნაზეა საუბარი, არაფრის თავი არ გვქონდა და სადღაც ხომ უნდა გვქონოდა შედეგი. თუ მანამდე 12 ათასი ტონა საწვავის რეალიზაცია აღირიცხებოდა, კონტროლის შედეგად ეს რაოდენობა 50 ათას ტონამდე გაიზარდა. შევარდნაძეს მონაცემები რომ გავაცანი, თქვა, შედეგი ხელშესახებია, მაგრამ გოგიაშვილმა მითხრა, თითქოს რეალიზატორებს აშინებთ, რომ ამ თვეებში მეტი საწვავი შემოეტანათო. ხუმრობით ვუპასუხე: თუ ჩემი შიშით შემოაქვს ამ ხალხს ამდენი საწვავი, მაშინ სხვა თანამდებობაზე უნდა ვიყო-მეთქი.

ბურჯანაძე-სააკაშვილი-ჟვანია
ბურჯანაძე-სააკაშვილი-ჟვანია

_ თქვენ მიერ შევარდნაძისთვის შეთავაზებული გეგმის განხორციელებას რამ შეუშალა ხელი?

_ მოლაშვილს უნდა გაეკეთებინა ხმაურიანი განცხადება და გადამდგარიყო. ჩვენ ვერ ვაიძულებდით მოლაშვილს ამის გაკეთებას. სამწუხაროდ, სულხანმა ეს ნაბიჯი ვერ გადადგა. მას უნდოდა, ეს ყველაფერი შევარდნაძის მხარდაჭერით მომხდარიყო და ჩათვალა, რომ ეს მხარდაჭერა არ ჰქონდა. თანაც “ნაციონალური მოძრაობა” იმხანად სერიოზულად არ აღიქმებოდა. როდესაც არჩევნები დამთავრდა, დაიწყო ე.წ. ეგზიტპოლების ომი. ერთ მხარეს იყო ბადრი პატარკაციშვილი “იმედით”, მეორე მხარეს _ ეროსი კიწმარიშვილი “რუსთავი 2”-ით. ვფიქრობ, ეგზიტპოლები არც ჩატარებულა, ისე დადეს ციფრები ტელევიზიებმა. სხვათა შორის, კიწმარიშვილმა სააკაშვილზე არჩევანი ბოლოს გააკეთა, მანამდე ის ბურჯანაძესა და ჟვანიას უჭერდა მხარს. როდესაც დაინახა, რომ მათთვის საარჩევნო ბარიერის გადალახვა პრობლემა იყო, ტორპედოდ აქცია სააკაშვილი, რომლის პოლიტიკური თიკუნიც იყო არმაგედონი, დამანგრეველი და ასეთად დარჩა პოლიტიკაში.

_ ვინ შეარქვა სააკაშვილს ეს მეტსახელი?

_ ეროსი კიწმარიშვილმა. და სააკაშვილს ყველა არმაგედონს ეძახდა… ეგზიტპოლების პარალელურად ცესკოს წინასწარი მონაცემებიც ცნობილი შეიქნა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” რეალურად დააგროვა იმდენი ხმა, რამდენიც წინასწარი შედეგით ჩანდა. ძალიან ცუდი როლი ითამაშა აჭარის ხელისუფლებამ, როდესაც ხელოვნურად გაზარდა ამომრჩეველების რაოდენობა და ისეთი შედეგი მიიღო, სააკაშვილი აღმოჩნდა მესამე ადგილზე. ამის შემდეგ დაიწყო ვაჭრობა. სააკაშვილი ჯორბენაძეს ევაჭრებოდა, რომ არ შეეშვათ პარლამენტში ბურჯანაძეჟვანიას ტანდემი; არ შეეშვათახლი მემარჯვენეებიდა გაეყოთ პირველი და მეორე ადგილებინაციონალურ მოძრაობასადამოქალაქეთა კავშირს”. ვაჭრობის პროცესში ჩაერთო პატარკაციშვილიც, რომელიცახალი მემარჯვენეებისპარლამენტში შესვლას ითხოვდა, და იყო დიდი ვაჭრობა გაჩაღებული. საბოლოო შედეგიც არ გამოაქვეყნა ცესკომ. ამ პერიოდში ოპოზიციური ფლანგი ძალებს იკრებდა, ხელისუფლება კი უფრო სუსტდებოდა. სააკაშვილის დათვლით, მას 36 მანდატი ეკუთვნოდა, ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ ნაციონალებმა 30 მანდატი მოიპოვეს და ამ 6 საპარლამენტო ადგილს გადააყოლეს ყველაფერი.

_ გამომდინარე იქიდან, რაც თქვით, უფრო მყარდება მოსაზრება, რომ შევარდნაძე შეთანხმებული იყო სააკაშვილსა და ჟვანიასთან და მათ ლანგრით მიართვა ხელისუფლება

_ არა, ეს სისულელეა. შევარდნაძემ იცოდა შექმნილი ვითარების შესახებ, მაგრამ, ჩემის აზრით, მას ადეკვატურად ვეღარ აფასებდა. ფიქრობდა, რომ ისევ გაუმართლებდა და გაძვრებოდა. გარდა იმისა, რომ ჭკვიანი და ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ამასთანავე, იღბლიანიც გახლდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გამოძვრა სიტუაციიდან. ყველაფერს ართულებდა ის, რომ ჩვენ ფული არ გვქონდა _ არც ერთმა ბიზნესმენმა არ მოიტანა ფული. შევარდნაძის ოჯახთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმაც კი არ მოიტანეს. ყველა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ინახავდა ფულს.

_ ვის ამზადებდა შევარდნაძე მემკვიდრედ?

_ ვფიქრობ, ერთხანს ყველაზე მეტად ლადო ჭანტურიაზე ფიქრობდა, უშიშროების საბჭოს მდივნობაც შესთავაზა, მართალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ეს დაქვეითება იქნებოდა, მაგრამ ამით შევარდნაძე მას კარტბლანშს აძლევდა, ლადომ კი უარი თქვა. ამის შემდეგ შევარდნაძე სხვებთანაც სინჯავდა ნიადაგს, ამას ეუბნებოდა სულხან მოლაშვილს, კობა ნარჩემაშვილს, მეც მეუბნებოდა, ხანდახან იმასაც იტყოდა, როგორც ალიევმა ქნა, მეც ისე ხომ არ მოვიქცევიო. გია ჭანტურიაზეც იყო საუბარი, ალბათ, ჯორბენაძესაც ეუბნებოდა იმავეს. შევარდნაძის უბედურება იყო ის, რომ მან არ განსაზღვრა თავისი მემკვიდრე და ამიტომ ყველა ერთმანეთს ჭამდა. არსებული ვითარებით კი კარგად ისარგებლა ოპოზიციურმა სპექტრმა. ეს სცენარი სურათების ფრიალითა და რადიკალური ნაბიჯებით ამერიკულმა კომპანიამ ჟვანიას დაუწერა, მაგრამ მან ეს ვერ გააკეთა. ნათქვამია, სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟი ქალაქს გარბოდაო.

_ გაიხსენეთ ეპიზოდი, როდესაც პარლამენტის კარი გააღეს

_ ამას წინათ სულხან მოლაშვილის აპარატის უფროსის ინტერვიუ წავიკითხე, ამბობდა, პირველ ზოლს ხაბურძანია აკონტროლებდა, მეორეს _ პაპაშვილი და მათ გაყიდეს შევარდნაძეო. შე მამაცხონებულო, რომ არ იცი, ნუ ლაპარაკობ მაინც! პარლამენტის დაცვა მთლიანად, სამივე კორდონით, საკუთარ თავზე ჰქონდა დაკისრებული შს სამინისტროს, რომელმაც ეს ფუნქცია ვერ შეასრულა, და მე ვეუბნებოდი ყველას, რომ პარლამენტის დაცვა გაჭირდებოდა. ბოლო, გაფართოებულ თათბირზე მითხრეს, შენ პანიკიორი ხარ, დაჯექი, არავინ არ გისმენსო.

_ ვინ გითხრათ, პანიკიორი ხარო?

_ შევარდნაძემ მითხრა, ვიცი შენი მოსაზრება, ჩავატარებ სესიას და ყველაფერი კარგად იქნებაო. მე კი ვთქვი, რომ შს სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა პარლამენტის დაცვას. მშიერმწყურვალი ჯარი, რომელიც მთავრობის წევრებს გვაგინებდა, შეასრულებდა დავალებას? განწყობა ჩვენი საწინააღმდეგო იყო. გარდა ამისა, რა აზრი აქვს ჯარით პარლამენტში სხდომის გამართვას? მომიტინგეებმა პირველი კორდონი რომ გაარღვიეს, მეორე კორდონთან თვითონ შს მინისტრი დახვდა სააკაშვილს, მაგრამ მანაც ხომ გაატარა?

_ მაშინ, ალბათ, სხვა გზა უკვე აღარ იყო

_ გადამრევთ თქვენ მე! მაშინ მე რატომ მაბრალებთ, რომ მე გავუღე კარი?!

_ ჩვენ ნამდვილად არაფერს გაბრალებთ

_ თქვენ არა, საზოგადოება ვიგულისხმე. გაიხსენეთ, რა მოხდა შემდეგ, სად წავიდა შს მინისტრი? წავიდა და დაჯდა სამინისტროში. პარლამენტს, როცა მის კარს მოადგნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავდა. მომიტინგეებს ნინო ბურჯანაძე მოუძღოდა, რომელმაც დაცვას მიმართა: გაატარეთ პარლამენტის თავმჯდომარეო, და მათაც გახსნეს კარი. ყველა გაიქცა. მე სულელივით დავრჩი იქ, რადგან შემრცხვა გაქცევის. დღესაც ვისჯები ამისთვის. სააკაშვილს, რომელსაც ჯავშანჟილეტი ეცვა და კორდონებს არღვევდა, იცით, ვინ იცავდა? _ პოლიცია. ვთვლი, რომ დაცვას შევარდნაძე არ უნდა გაეყვანა პარლამენტიდან. ვერაფერს იზამდნენ და იქვე მოხდებოდა ესკალაციის ლოკალიზება. სტაცა დაცვამ ხელი აკანკალებულ მოხუცს და გაიყვანა სხდომათა დარბაზიდან, მერე ჩაიყვანეს აჭარიდან ჩამოსული მოსახლეობის მიტინგზე, ჩასვეს მანქანაში და გააქციეს. მხედართმთავარი გაიქცა და დამთავრდა ომი. მას შემდეგ, რაც შევარდნაძე წაიყვანეს, წავედი სამინისტროში. დამირეკეს, _ შევარდნაძე უკვე რეზიდენციაშია და მოდიო. დაუძახეს კობა ნარჩემაშვილს, თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ სულხან პაპაშვილს. შევარდნაძემ თქვა, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოვაცხადოო, და დაიწყო დავალებების მიცემა ნარჩემაშვილისა და თევზაძისთვის. მე უკვე ალმაცერად მიყურებდა ყველა. ვერ მოვითმინე და ვიკითხე: დათო, რომ იწერ ამას, ჯარს გამოიყვან-მეთქი? უარი თქვა, პარლამენტის ნებართვის გარეშე როგორ გამოვიყვანო. მაშინ რატომ იწერ, სადაა პარლამენტი-მეთქი? სულხან პაპაშვილი მიხვდა, რომ ეს ბოლო წვეთი იყო და შევარდნაძეს უთხრა: ბატონო პრეზიდენტო, რასაც ახლა ამათ ავალებთ, შემსრულებელი არც ერთი არ არისო. შევარდნაძემ, _ წადით და გეგმა შეიმუშავეთო. წავედით შს სამინსიტროში. გზაში ავთო ჯორბენაძემ თქვა: რაღაც ვერ ვარ კარგად, ოფლი მასხამს და თქვენ წადითო. წავედით მე, კობა ნარჩემაშვილი და აკაკი ზოიძე, ახლაც ხელისუფლებაშია ორივე. დაიბარა ნარჩემაშვილმა ქალაქის სამმართველოს უფროსი ლევან მაისურაძე და ეუბნება: პარლამენტის შენობა უნდა გავათავისუფლოთო. ვუთხარი, ამდენი თუ შეგეძლოთ იქ არ იყავით, გათავისუფლებისას მსხვერპლი ხომ იქნება-მეთქი? _ კი მსხვერპლი იქნებაო, _ დამეთანხმა ნარჩემაშვილიც. ლევან მაისურაძე მიხვდა, რომ მისი გასაკეთებელი გახდებოდა ეს საქმე და მხარი დამიჭირა. პარლამენტში იარაღი უკვე შეტანილი იყო და, როგორც კი იქ პოლიცია შეიჭრებოდა, სისხლი დაიღვრებოდა. მოკლედ, ვითათბირეთ და კრება დარჩა მხიარული, ჯორბენაძესაც მოვახსენეთ ამის შესახებ და, რადგან გვიანი იყო, შევთანხმდით, რომ დილით შევარდნაძესთან შევიკრიბებოდით. ამასობაში გვამცნეს ახალი ამბავი, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე თედო ჯაფარიძე ანზორ ბალუაშვილმა ჩაანაცვლაო. შევარდნაძესთან რომ შევიკრიბეთ, მოვიდა ლადო ჭანტურია და შევარდნაძეს განუცხადა, არჩევნების შედეგის პროპორციული ნაწილის გაუქმებას ხელი უნდა მოვაწეროო. შევარდნაძე ძალიან გაბრაზდა (შეეტყო გამომეტყველებაზე) და თქვა: იქნებ მაინც დაელაპარაკოთო. ლადომ უთხრა, რომ მოლაპარაკებაზე წავიდოდა. მივხვდი, იქ ჭანტურიას მარტო გაშვება არ შეიძლებოდა და შევარდნაძეს ვუთხარი, მეც გავყვები-მეთქი.

_ როგორ წარიმართა მოლაპარაკების პროცესი?

_ სააკაშვილს, ბურჯანაძესა და ჟვანიას დაახლოებით ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ: გაუქმებულიყო არჩევნების შედეგები და პრეზიდენტი გადამდგარიყო. ერთმანეთში მოსალაპარაკებლად ერთი საათი ითხოვეს დრო. მე და ჭანტურია უზენაეს სასამართლოში წავედით. ვატყობდი, ცუდად გვქონდა საქმე. რომ დავბრუნდით, სააკაშვილი კიბეზე ჩამორბოდა. შეგვეჩეხა და ჩვეული სულელურად გაბადრული სახით გვითხრა, შინაგანი ჯარი ჩვენკენ გადმოვიდა და აღარ მოვდივართ მოლაპარაკებაზეო. ჩაიქროლა და გაიქცა. დავრეკე და დამიდასტურეს, გულუას სპეცრაზმი მთლიანად სააკაშვილის მხარეს გადავიდაო. ვნახეთ ჟვანია და ბურჯანაძე, მათაც იგივე გვითხრეს. ლადომ თქვა, მე ამ ინფორმაციით შევარდნაძესთან ვერ დავბრუნდებიო და წავიდა. მე კი კრწანისის რეზიდენციაში მივედი. ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი იგორ ივანოვიც ჩამოვიდა. მის ჩამოსვლას, ფაქტობრივად, არანაირი დატვირთვა არ ჰქონია. მოგვიანებით, სააკაშვილმა და ჟვანიამ ბურჯანაძე დატოვეს აქციაზე და თვითონ წამოვიდნენ რეზიდენციაში მოლაპარაკებაზე. შევარდნაძემ დაუძახა ჯორბენაძეს, ამ მომენტში მე ვიყავი მასთან, იქვე იყვნენ ირაკლი ალასანია და ლაშა ნაცვლიშვილი. შევარდნაძემ თქვა, ზედმეტი ხალხი გავიდესო, ალასანია აღარ მოსწონდა უკვე. შემოვიდა ჯორბენაძე და უთხრა, მოლაპარაკებაზე შევიდეთო. მე გამოვედი გარეთ, დავუძახე ნარჩემაშვილსა და პაპაშვილს, ვუთხარი, შევარდნაძე გადადგება და ჩვენ ასე დაგვტოვებს-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაფითრებულმა სააკაშვილმა ჩამოირბინა კიბეზე, შევარდნაძეც გამოვიდა და მესმის სიტყვები: “წავედი სახლში”. იქვე იყო ჯორბენაძეც. არ ჩანდა ზურაბ ჟვანია. შევედი ოთახში, ჟვანია იდგა ბუხართან, კარისკენ ზურგით, და, რომ შემობრუნდა, ხელები უცახცახებდა, ის ტიროდა.

_ რატომ ტიროდა?

_ ისეთი რაღაცები ილაპარაკა ედუარდმა, მათ შორის, ნანულიზე, თავი ვერ შევიკავეო. რადგან ტრიუმვირატს გადაბარდა ხელისუფლება, მიშა უკვე ფიქრობდა, როგორ მოეხდინა ხელისუფლების სრული უზურპაცია. სააკაშვილი ის კაცი არ არის, ვინმესთვის გაენაწილებინა ძალაუფლება. ასე ვითარდებოდა მოვლენები, რაც ე.წ. ვარდების რევოლუციით დაგვირგვინდა.

ესაუბრა

ნიკა გელაშვილი

4 COMMENTS

  1. უვიცების და უგუნურების სამფლობელო, ვინ მართავს ქვეყანას, ჩმორები და ჩამშვებები. სრული ქაოსია და გაუგებრობა, ნაცბანდიტები საბოტაჟის სრულ რეჟიმში არიან. აი სად მიგვიყვანა “დემოკრატიულმა” განუკითხაობამ. მთელი ერი ტუტუცი ბოკუჩავასა და ვიღაც მთარგმნელი სამადაშვილის ჭკუაზე დაიარება. გენიოსების ქვეყანაში რეგვენები ბობოქრობენ, სახალხო ომბუდსმენის თანამდებობაზე უწიფარი და ნასტუდენტარი “ნაცლომჯარია” ინიშნება. ყოჩაღ დასავლეთი და მადლობა მათ რომ თავდაცვის მინისტრად არ დაგვინიშნეს ეს ჩმორები.

  2. ШЕВАРДНАДЗИС ДРО КВЕЛАСТВИС ГАСАГЕБЯ МАТХОВРОБА КУРДОБА ХАЛХИС МОТАЦЕБА , МИУХЕДАВАД АМИСА ЦЕЦХЛЗЕ НАВТИ ДААХСА СААКАШВИЛС ГАДААБАРА ВЛАСТИ ГИЖС. Д А М Н А Ш А В Е А. СХВАГВАРАД РОГОР ГАВИГОД ПАКТЕБИС ЦИНАШЕ ВДГАВАРТ.

  3. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული პროცესი სხვა არაფერი იყო, თუ არა ქვეყნის გარედან დაგეგმილი და ქვეყნის შიგნიდან განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ქვეყნის საზიანოდ. ეს რომ არ მომხდარიყო, ქვეყანას ამისთვის ჰყავდა უშიშროების სტრუქტურა, რომელსახ ხაბურძანია ხელმძღვანელობდა, მან კი პირიქით – ერთ-ერთი პირველი მიეყიდა მტერს და ნარჩემაშვილისგან განსხვავებით მთელი სტრუქტურა ქვეყნის საზიანოდ ამუშავა. მაგას რამე დაეჯერება?

  4. ამირანოვიჩი
    დღევანდელი ყოფა განსაზღვრა ქართველების უვიცობამ, სულსრაფობამ, უღმერთობამ და უტვინობამ! გააბარეს ხელისუფლება ჯერ გამსახურდიას, მერე ნაგავ შევარდნაძეს და ბოლოს მძორ სააკოვს!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here