Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ექიმები გვირჩევენ: რასთან ერთად არ შეიძლება ჩაის დალევა?

ექიმები გვირჩევენ: რასთან ერთად არ შეიძლება ჩაის დალევა?

ჩაი

ჩაი შაქრიანი გვიყვართ თუ თაფლიანი?

ყველაზე სასარგებლო პროდუქტიც კი მისი არასწორად გამოყენებისას ჩაისთან ერთად არამხოლოდ დაკარგავს თავის დადებით თვისებებს, არამედ, შესაძლოა, გადაიქცეს საშიშ კანცეროგენად.

ჩაი შაქრით

მეცნიერები ამ ნარევს სხვადასხვაგვარად უყურებენ. არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვით ის ხალხი, რომელმაც უარი თქვა ჩაიში შაქრის დამატებაზე, იშვიათად ავადდება ონკოლოგიური დაავადებებით. მხოლოდ ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მეტწილად შავ ჩაის ეხება. მათი აზრით, მწვანე ჩაის დადებით თვისებებზე შაქარი არ მოქმედებს _ პირიქითაც: აძლიერებს მის სამკურნალო თვისებებს, რადგან ორგანიზმს ეხმარება სასმელში არსებული კატეხინების უკეთ გათავისებაში.

ჩაი რძით

ჩაი შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს _ კატეხინებს, რომლებიც საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია. სწორედ ისინი ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, რომლებიც აზიანებს უჯრედებს და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. ამას გარდა, კეტეხინები ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას. ოღონდ გაითვალისწინეთ, როდესაც ჩაის რძეს დაუმატებთ, ეს უნიკალური სამკურნალო თვისება ნაწილობრივ დაიკარგება.

ჩაი ლიმონით

ლიმონი ცხელ სასმელში არ უნდა ჩავდოთ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით მასში მთლიანად იშლება ჩ ვიტამინი და სხვა ძვირფასი კომპონენტები. ლიმონის სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად არ ღირს მისი იმწამსვე ჩაიში ჩადება. რეკომენდებულია, დაელოდოთ, სანამ ჩაი არ შეგრილდება.

ჩაი თაფლით

თაფლი შაქარზე უფრო სასარგებლოა, მაგრამ ვინც ცხელ თაფლიან ჩაის სვამს, თავის ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. 40 გრადუსის ზევით თაფლში მთლიანად იშლება დიასტაზის ფერმენტი, უფრო მაღალ ტემპერატურაზე (60 გრადუსზე) თაფლი კანცეროგენად იქცევა _ მასში შემავალი ფრუქტოზა მჟავად გარდაიქმნება, რომელსაც შეუძლია კუჭში, ნაწლავებსა და საჭმლის მომნელებელ სხვა ორგანოებში ავთვისებიანი წარმონაქმნების პროვოცირება მოახდინოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here