Home რუბრიკები პოლიტიკა ეს ბზარი აქამდე იყო?

ეს ბზარი აქამდე იყო?

პუტინმა სამჯერ გაისროლა და... ბაიდენი სამჯერ წაიქცა!

პუტინმა სამჯერ გაისროლა და... ბაიდენი სამჯერ წაიქცა!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეცხრე გამოშვება

ჩვენ მკვლელების საზოგადოება ვართ, მკვლელობა სარკმელია ამერიკულ კულტურაში”.
ოსტინ სარატი
(ამერიკელი იურისტი, პროფესორი)

ბავშვი იქამდე, სანამ ლაპარაკს ისწავლის, ქცევის წესების შესწავლას იწყებს, ზრდილობის შესწავლას იწყებს. იგი ისე იქცევა, როგორც ჩვილი უნდა იქცეოდეს, ანუ მისი ასაკის ადეკვატურია. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ 78 წლის პრეზიდენტი ბაიდენი თავის ასაკსა და მდგომარეობასთან ადეკვატურობას ავლენდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მკვლელი უწოდა. მისი ეს საქციელი არათუ პოლიტიკური ეთიკის ნორმებში ვერ თავსდება, შერაცხადობის (ნორმალურობის) კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს.

ბაიდენის განცხადების შემდეგ მსოფლიო დაიძაბა. არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის პასუხი _ პრეზიდენტის შეურაცხყოფა ხომ სახელმწიფოსა და ხალხის შეურაცხყოფაა?! ამგვარ უპასუხისმგებლო ნათქვამს ომების გამოწვევა შეუძლია. ყველას აინტერესებდა, რა ფორმისა და შინაარსის იქნებოდა პასუხი, რომელიც აშშის პრეზიდენტის ამ უღირს საქციელს აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა. პასუხი დიდებული იყო _ გამაოგნებლად დიდებული. პუტინმა შეურაცხმყოფელ კოლეგას, რომელმაც კოლეგიალობის, დიპლომატიისა და თვით ადამიანური ეთიკის საყოველთაო ნორმები ფეხქვეშ გათელა, მარტივად რომ ვთქვათ, უკადრებელი იკადრა, ჯანმრთელობა უსურვა.

“ჯანმრთელობას ვუსურვებ, _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და იქვე დაამატა, _ ყოველგვარი ირონიის გარეშე”. ბევრმა შეიძლება თქვას, მეტი ირონია რაღა უნდა იყოსო. პუტინს ავადმყოფობა არც უხსენებია, მან ჯანმრთელობისთვის ხაზის გასმით მხოლოდ მიგვანიშნა ავადმყოფობაზე, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულია. იგი შესაძლებელია ფიზიკური იყოს, შესაძლებელია _ ფსიქიკური… პუტინს, რა თქმა უნდა, ეს არ დაუზუსტებია.

ეს იყო პუტინის პირველი გასროლა ბაიდენის მიმართულებით.

ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი ამაზე შორს ვერ წავიდოდა, მაგრამ მთლიანობაში ვერც ამაზე გაჩერდებოდა, მას მოვლენის ახსნაც უნდა მოეცა და მოგვცა კიდეც, რომელიც ისეთივე დიდებული აღმოჩნდა, როგორიც ავადმყოფობაზე მინიშნება იყო: “«В детстве, когда мы водворе спорили друг с другом, мы говорили так: кто так обзывается, тот так и называется. И это не случайно, это не просто шутка, психологический смысл в этом очень глубокий. Мы всегда в другом человеке видим свои собственные качества и думаем, что он такой же, как и мы. Исходя из этого, оцениваем его действия». პუტინმა შესანიშნავი წიაღსვლა გააკეთა. მან მარტივად და გასაგებად ახსნა ეს ფსიქოლოგიური მომენტი, რითაც სრულიად არაორაზროვნად გვითხრა, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ბაიდენის მიმართულებით პუტინის მეორე გასროლა იყო.

რუსეთის პრეზიდენტს არც ისტორიული მოვლენები გამორჩენია მხედველობიდან: «Сознание американской элиты складывалось в непростых условиях, в частности, связано с истреблением местного населения, с прямым геноцидом индейских племен, а затем последовал очень большой период рабства, очень жестокий».«Все это идет по истории, до сегодняшнего дня сопровождает жизнь Соединенных Штатов. Иначе откуда бы взялось движение Black Lives Matter? До сих пор афроамериканцы сталкиваются с несправедливостью и истреблением. Руководствуясь такими соображениями правящий класс Соединенных Штатов решает и внутриполитические, и внешнеполитические проблемы. Ведь США единственная страна в мире, которая применила ядерное оружие».

ეს ბზარი აქამდე იყო?

ეს ბაიდენის მიმართულებით პუტინის მესამე გასროლა იყო…

ნუ შევალთ დისკუსიაში საკითხზე, არსებობს თუ არა მისტიკა. იმას ხომ ვერავინ უარყოფს, რომ არსებობს მოვლენათა ისეთი უცნაური დამთხვევა, მისტიკურ ელფერს რომ ატარებს. სამჯერ გაისროლა პუტინმა ბაიდენის მიმართულებით _ ირონიულად, ფსიქოლოგიურად და ისტორიულად. მეორე დღეს ატლანტაში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას პრეზიდენტი ბაიდენი სამჯერ წაიქცა. წაქცევებს შორის დროის დაახლოებით ის ინტერვალი იყო, რა ინტერვალებითაც პრეზიდენტი პუტინი ბაიდენის შესახებ საუბრისას ირონიიდან ფსიქოლოგიაზე, ფსიქოლოგიიდან კი ისტორიაზე გადადიოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ტრაპზე სირბილით (რამდენადაც ეს ოთხმოცს მიტანებულ ბერიკაცს შეუძლია) ამსვლელ ბაიდენს პუტინი დამიზნებით ესროდა. არ ვამტკიცებ, რომ ამ ფაქტში მისტიკა ერია, უბრალოდ, საინტერესო დამთხვევა იყო _ პუტინის მიერ მიყოლებით სამი გასროლა და ბაიდენის ზედიზედ სამჯერ წაქცევა. რაკი ალეგორიის ენით ვლაპარაკობთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ პუტინმა მეოთხედაც (საკონტროლო) გაისროლა. მან ბაიდენს ღია ეთერის რეჟიმში დისპუტი შესთავაზა. მე არ ვისურვებდი ამგვარი დებატების მოსმენას. არ მიყვარს, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში სუსტის დაჩაგვრის მოწმე ვხდები. კაცი, რომელიც საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ხოლო საკუთარი მოადგილე (ვიცეპრეზიდენტი) კამალა ჰარისი აშშის პრეზიდენტი ჰგონია, პუტინთან დებატებში ძალიან უმწეო და საცოდავი იქნება

აშშ ის სახელმწიფოა, ომის გარეშე ერთი დღე რომ არ უცხოვრია. დედამიწის ზურგზე არსებულ არც ერთ სახელმწიფოს იმდენი არ უომია, რამდენიც ამ სახელმწიფომ იომა. მათ მიერ ნაწარმოები თითქმის ყველა ომი უსამართლო და დამპყრობლური იყო. აი, ამას ჰქვია მკვლელობა. აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

პუტინს არ უხსენებია, მაგრამ რუსებს ერთი შესანიშნავი ანდაზა აქვთ: “Каждый судит в меру своей испорченности”. ეს ანდაზა ზუსტად ჯდება ამ კონტექსტში. ადამიანი მსჯელობს და ამ მსჯელობაში იგი საკუთარ თავს უფრო ავლენს, ვიდრე აღწერს იმ საგანს, მოვლენას, ფაქტს, რომლის შესახებაც მსჯელობს. პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის, სად და ვინ მოკლა პუტინმა. მის სახელმწიფოს კი უამრავი მკვლელობა აქვს ჩადენილი.

რომელი ერთი შეგახსენოთ:

* ალბათ, გახსოვთ აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, რეაქცია, როდესაც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ლინჩის წესით გასამართლების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო. ეს ქალბატონ კლინტონის ქაბულში ვიზიტისას სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც იგი ჟურნალისტთან ინტერვიუს წერდა, ამიტომაც აღმოჩნდა ეს ეპიზოდი ვიდეოფირზე აღბეჭდილი.

_ მივედით, ვნახეთ, იგი მკვდარია! _ სიხარულისგან გაბრწყინებული სახით ამბობს ჰილარი კლინტონი და გულიანად კისკისებს. ეს შემზარავი სცენა მთელმა მსოფლიომ იხილა. აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

* მსოფლიომ იხილა ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის არანაკლებ შემზარავი სცენა, რომელიც ამერიკელებმა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის საბაბით ჩაიდინეს, რაც მათ მიერვე მიზანმიმართულად იყო შეთხზული. ეს დანაშაული მოგვიანებით თავადვე აღიარეს. აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

* მთელმა მსოფლიომ იცის იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის ჰააგის საპყრობილეში მკვლელობის შესახებ. მილოშევიჩი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ამერიკელთა მითითებით, მიზანმიმართულად დატოვეს მკურნალობის გარეშე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მილოშევიჩი მსოფლიოს გასაგონად აცხადებდა: “მე ვფიქრობ, რომ დაჟინებული უარყოფა ჩემთვის რუსეთში მკურნალობის საშუალების მოცემისა, პირველ რიგში, მოტივირებულია შიშით, რომ კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები ნათელს მოჰფენს, როგორი წინასწარი მიზანდასახულობით მოქმედებენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჩემი ჯანმრთელობის საზიანოდ. ეს ფაქტი რუსი სპეციალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა”.

აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

* ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ სპეციალურად ამ მიზნით განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს მოკლეს ისლამური რევოლუციის დამცველთა ელიტური რაზმის, “ქუდსის”, მეთაური ყასემ სოლეიმანი. აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

* აშშ სხვადასხვა პერიოდში მიზნობრივ მკვლელობებს მიმართავდა მრავალ სახელმწიფოში _ სალვადორში, ნიკარაგუაში, კოლუმბიაში, ვიეტნამში, სომალიში, რუანდაში, იუგოსლავიაში, ავღანეთში, პაკისტანში, იემენსა და სხვ… აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

* აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა სპეციალური ოპერაციების შემსწავლელმა უნივერსიტეტმა 2019 წელს გამოაქვეყნა 250-გვერდიანი მოხსენება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სხვა სახელმწიფოთა საქმეებში ვაშინგტონის ჩარევის ისტორია. დოკუმენტში აღწერილია 47 მისიის საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო სხვა სახელმწიფოებში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად ან რეჟიმის შესაცვლელად. ნათქვამია, რომ, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, აშშ-ის უკლებლივ ყველა პრეზიდენტი ატარებდა ანალოგიურ ოპერაციას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ამ ოპერაციების ფარგლებში იყენებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის, მკვლელობებს. აი, ვინ არიან და სად არიან მკვლელები!

ეს, რაც შეეხება, საზოგადოდ, პრეზიდენტ ბაიდენის ხულიგნურ გამოხდომას, რომელმაც, ერთი შეხედვით, პუტინის პასუხიდან გამომდინარე, თითქოს მარტივად და მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ სინამდვილეში, ჩაიარა თუ არა, ძნელი სათქმელია. მე იმ აზრისკენ ვიხრები, რომ არაფერსაც არ ჩაუვლია, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. ის კი, რაც ახლა იწყება, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ძალიან ცუდი ამბებია. იწყება მზადება სამკვდროსასიცოცხლო შერკინებისთვის. მსოფლიოში ბევრი ანალიტიკოსი იმშვიდებს თავს იმით, რომ, ვინაიდან ბირთვულ ომში გამარჯვებული არავინ იქნება, ბირთვული ომი არ დაიწყება. ეს მცდარი ფორმულაა. მსოფლიოში სამი დიდი მოთამაშეა _ აშშ, რუსეთი, ჩინეთი (რა თქმა უნდა, არის გაერთიანებული ევროპის ფაქტორიც, მაგრამ გლობალური დაპირისპირების შემთხვევაში იგი ბრძოლის ველად უფრო გადაიქცევა, ვიდრე დამოუკიდებელ მოთამაშედ. უკეთეს შემთხვევაში, რაც ევროპამ შეიძლება მოახერხოს, ეს იქნება რომელიმე გლობალური ძალის მოკავშირეობა, რასაც გადაწყვეტს ევროპელთა არა ზნეობრივი პოზიციები და სულისკვეთება, არამედ გადარჩენის ინსტინქტი და პრაგმატული მიდგომის აუცილებლობა). სამ დიდ მოთამაშეს შორის მხოლოდ აშშ აცხადებს ღია პრეტენზიას მსოფლიო ლიდერობაზე, მაგრამ ამერიკელთა ეს პრეტენზია უნაყოფო ოცნებად დარჩება იქამდე, სანამ ისინი ვერ მოახერხებენ რუსეთისა და ჩინეთის დეგლობალიზაციას. ამერიკელები ცდილობენ, რომ ამ ორი სახელმწიფოს როლი გლობალური დერჟავადან რეგიონულ დერჟავამდე ჩამოაქვეითონ. ესაა ამერიკული საერთაშორისო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ საკითხავი ისაა, რეალურია თუ არა ეს ამოცანა, შეეგუებიან კი ამერიკელების მიერ საერთაშორისო სტატუსის ხელოვნურად ჩამოქვეითებას სტრატეგიული შეიარაღების თვალსაზრისით აშშთან შედარებით შესამჩნევად წინ წასული რუსეთი და ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით სასწაულებრივი ტემპებით განვითარებადი ჩინეთი? გამორიცხულია, რომ უკვე მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ აშშ-თან, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური კრახის წინაშე დგას, ან რუსეთმა და ან ჩინეთმა ქედი მოიდრიკოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ უნდა შეეგუოს იმპერიული დაისის მოახლოებას და საკუთარი თავისთვის საპანაშვიდო მუსიკის შეკვეთაზე იზრუნოს. თუმცა, ამერიკელები მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას საფუძველშივე რომ გამორიცხავენ, ეს ყველაფრიდან ჩანს. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რას მიიჩნევენ რომელიმე მხრიდან კომპრომისის რესურსად ისინი, ვინც უღრუბლო ზეცისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტს ბირთვულ პარიტეტში ხედავენ, მით უმეტეს, როცა რუსეთის ბირთვულ არსენალში თანამედროვე ტიპის შეიარაღების მთელი კომპლექსის გაჩენის შედეგად ეს პარიტეტიც უკვე დარღვეულია?!

როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ წარმოუდგენლად არადიპლომატიური ჟესტი გააკეთა, რომელსაც აშშ-იდან რუსეთის ელჩის მყისიერი გამოძახება მოჰყვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ალიასკაში ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვით იყო დაკავებული. ბლინკენის გამაღიზიანებელ ნათქვამს, რომ აშშ მსოფლიოში წესრიგის დამყარებით არის დაკავებული, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა კომისიის მეთაურმა იან ძეჩიმ კატეგორიულობით უპასუხა: აშშ არ აქვს არავითარი უფლება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ქედმაღლურად ელაპარაკოს. ჩვენთან ეს არ გაგივათ”. შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული სანქციების გაფართოება. აგრეთვე, აშშ-ის, იაპონიის, ავსტრალიისა და ინდოეთის მონაწილეობით ვირტუალური შეხვედრა QUAD-ის ფორმატში, რომელსაც აზიურ ნატოს უწოდებენ და პეკინში ანტიჩინურ წარმონაქმნად მიიჩნევენ.

გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ დაძაბულობა, რომელსაც აშშ მსოფლიოში ქმნის, ფიზიკურად დაუძლურებული ბაიდენის ბებრული ხუშტურების გამოვლენაა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ აშშის იდეოლოგიასა და პოლიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ განსაზღვრავს და არც მართავს. მას ის ფარული ძალები აკეთებენ, რომლებიც საჯაროდ არასოდეს ჩნდებიან, მაგრამ ტრანსნაციონალურ კაპიტალს სრულად განაგებენ და მსოფლიოს მართვაზე პრეტენზიას აცხადებენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე ძალები უკვე შეტევაზე გადავიდნენ. საგულისხმოა ერთი დეტალი: ამერიკელები შეტევაზე ერთდროულად ორი მიმართულებით გადავიდნენ _ რუსეთისა და ჩინეთის, რაც უდავოდ უმძიმესი შეცდომაა. საერთაშორისო საქმის უდიდესი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ აშშ უნდა შეეცადოს რუსეთისა და ჩინეთის დასუსტებას, მაგრამ ამ პროცესში მან არ უნდა დაუშვას ამ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება ისეთი ძალის პირისპირ, რომლის დაძლევის რესურსი მას არ გააჩნია.The New York Times- ში 2017 წელს პოლ ვასერმანის თანაავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა: მსოფლიო წესრიგი დარღვეულია. დღეს არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია იმ ურთულესი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ზვავივით დაგვასკდება თავს. ამ პრობლემათა ერთობლიობამ და მსოფლიო მნიშვნელობის ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობაში არსებულმა ქაოსმა, შესაძლებელია, საშინელი შედეგები გამოიწვიოს. მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება სამ ზესახელმწიფოს შორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი) დიალოგის გზით იქნება შესაძლებელი”. ავტორები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ აშშ ჩინეთსა და რუსეთს უნდა ელაპარაკოს არა ზემოდან და ექიდნურად, არამედ თანაბარი პოზიციებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისა და ჩინეთის დაახლოვება გარდაუვალი იქნება”, _ ასკვნიან ისინი. გამოცემის იმავე ნომერში საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკული ორგანიზაცია “საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს” ხელმძღვანელი რიჩარდ ჰაასი: “რუსეთთან ურთიერთობა უნდა აიგოს ამ ქვეყნის არა საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკის მიხედვით. ამ ურთიერთობებში აშშ-მა უნდა გამოიჩინოს მეტი თავშეკავება, ამიტომ, უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლის პროცესი უნდა დაკონსერვდეს”. ამ მოსაზრებების გამოთქმიდან თითქმის ოთხი წელიწადი გავიდა, მაგრამ ამერიკელები არც ნატოს გაფართოებაზე ამბობენ უარს და, პარალელურად, როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ, თავშეკავების ნაცვლად გასაოცარ აგრესიას ავლენენ. შედეგმაც არ დააყოვნა.

ეს ბზარი აქამდე იყო?

22 მარტს ჩინელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა: ჩვენ უნდა შევქმნათ იმ ქვეყნების მაქსიმალურად ფართო კოალიცია, რომლებიც პრინციპულად აღუდგებიან წინ ამ უკანონო (იგულისხმება აშშ-ის მიერ სანქციების ენით ლაპარაკი და მოქმედება _ ვ. კ.) პრაქტიკას. პარალელურად, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ხომ ხედავთ, აშშ როგორ ცდილობს, შეზღუდოს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ სანქციებით გამოწვეული რისკები ჩვენ უნდა შევამციროთ ანგარიშსწორებისას ეროვნულ ვალუტებზე ან დოლარის ალტერნატიულ სხვა საერთაშორისო ვალუტაზე გადასვლით. უარი უნდა ვუთხრათ დასავლეთის მიერ კონტროლირებად საერთაშორისო საგადასახადო სისტემებს. ცხოვრება გვკარნახობს, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის ისეთი მიმართულების მიცემას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული იმსასწაულებზე”, რომელთა დემონსტრირებასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ახდენენ. ისინი თავს გვახვევენ იდეოლოგიზებულ დღის წესრიგს, რომლი მიზანი სხვათა შევიწროვების ხარჯზე თავიანთი დომინირების შენარჩუნებაა. ეს პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის ობიექტურ ტენდენციებთან და, როგორც ნათქვამია, იმყოფება ისტორიის არასწორ მხარეს. ისტორიული პროცესი მაინც თავისას გააკეთებს”.

ეს უაღრესად სერიოზული განცხადებაა. ამერიკელებმა ვერ შეიგნეს გაფრთხილება, რომ მსოფლიოზე გაბატონებისკენ მიდრეკილი მათი პოლიტიკა აუცილებლად შექმნის ეგზისტენციური მიზნით შეკავშირებულ იმ ჩინურრუსულ მონსტრს, რომელთანაც არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც იდეოლოგიური დაპირისპირების რესურსი წინააღმდეგობათა ღრმა კრიზისში შესულ აშშ არ გააჩნია. უნდა ვიფიქროთ, რომ აშშ ამ დაპირისპირებაში აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ (დანარჩენი სახელმწიფოები) მოვლენათა პასიური დამკვირვებლები ვიქნებით და არაფერი შეგვეხება. ეს დაპირისპირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური, დიპლომატიური და ინფორმაციული ომის ჩარჩოებს არ გასცდება, მსოფლიოს კოლოსალური პრობლემების წინაშე დააყენებს (არაფერს ვამბობ სამხედრო დაპირისპირების შედეგებზე, რომლებსაც, ბირთვული პარიტეტის იმედად მყოფ ექსპერტთაგან განსხვავებით, სულაც არ გამოვრიცხავ). ასე რომ, მსოფლიოში ვითარება, ნებისმიერ შემთხვევაში, უკიდურესად დაიძაბება…

ვალერი კვარაცხელია

P.S. ამ წერილში მისტიკა ვახსენე, თუმცა მისტიკის შესახებ მსჯელობა აღარ განვაგრძე და მოვლენათა უცნაურ დამთხვევაზე ვისაუბრე. არც ახლა ვაპირებ მისტიკის შესახებ საუბარს, მაგრამ მისტიკას ჰგავს თბილისში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობებზე გაჩენილი ბზარები.

ელდარ შენგელაის დიდებულ ფილმშიცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავიერთი პერსონაჟი ჭერს შეჰყურებს და შემაძრწუნებელ შეკითხვას სვამს:

_ ეს ბზარი აქამდე იყო?

საბჭოთა კავშირის ერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი შენობის ჭერზე გაჩენილი ბზარი საბჭოთა კავშირის ნგრევის სიმბოლო აღმოჩნდა.

თბილისის ერთერთ ფერდობზე გაჩენილი ბზარი ჩვეულებრივი მეწყერის მაუწყებელია თუ თბილისის განაშენიანებაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების (დანაშაულის) გაცილებით უფრო მძიმე შედეგების მომტანი პროცესის დასაწყისი?

ერთერთ წერილში იმ უთავბოლო და ქაოსურ მშენებლობებს, რომლებიცდამოუკიდებელსაქართველოში მიმდინარეობს, ასე ვუწოდე _ ნგრევა შენებით. სახლები შენდება, ქალაქი კი ინგრევა. ერთი მხრივ, მშენებლობის აგრესიული ბუმით გამოწვეული არქიტექტურული კოლაფსი აფუჭებს და შლის თექვსმეტსაუკუნოვანი ქალაქის იერსახეს. მეორე მხრივ, უხეში და უგუნური ჩარევის გამო მთაგორიანი ქალაქის გეოლოგიური ქსოვილი რღვევას იწყებს, რაც, შესაძლებელია, სრული კატასტროფით დასრულდეს. ის პროცესი, რომელიც დღეს ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობებზე დაიწყო, ხვალ სხვა მხარეს იჩენს თავს. მთაწმინდისა და ნარიყალას ძირში მიმდინარე სამშენებლო პროცესები კარგ შედეგამდე რომ არ მიგვიყვანს, ამას, გეოლოგები კი არა, ტაქსისტები და პარიკმახერებიც გეტყვიან.

სპეციალისტებმა მაპატიონ ეს ჩემი სრულიად არაპროფესიული გეოლოგიური გადახვევა. სხვა მიმართულებით გამექცა სიტყვა.

_ ეს ბზარი აქამდე იყო? _ ეს შეკითხვა, როგორც ვთქვი, დიდმა ხელოვანმა საბჭოთა კავშირის ნგრევის სიმბოლოდ აქცია. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. საქართველოსა და რუსეთს შორის გაჩენილი პოლიტიკური ბზარი საქართველოს ნგრევას დაედო საფუძვლად. ჩვენ დღესაც ამ ბზარის გაღრმავებას ვცდილობთ. და ჰა, თბილისის ფერდობებზე ნაპრალები ჩნდება. არავითარი სასწაული. ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი უცნაური დამთხვევები ხდება, რომ, სანამ არსს ჩასწვდები, ყველაფერი მისტიკის საბურველში ეხვევა. გნებავთ, მისტიკა დაარქვით, გნებავთ _ მოვლენათა დამთხვევა, მაგრამ ბაიდენისა და მის მსგავსთა გვერდით დგომით რუსეთთან არსებულ ნაპრალს უფრო თუ გავაღრმავებთ, საქართველოს შიგნით არსებული ნაპრალებიც გაღრმავდება. მერე დავდგეთ და ვიმკითხაოთ:

_ ეს ბზარი აქამდე იყო?

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here