Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ესპანეთში ლუდისგან ნაყინი დაამზადეს

ესპანეთში ლუდისგან ნაყინი დაამზადეს

ნაყინი ლუდისგან

ესპანელმა კულინარებმა ლუდისგან ნაყინი დაამზადეს და მას Enigma Origen უწოდეს.

დესერტი წარმოდგენილი იქნა გასტრონომიულ გამოფენა, რომელიც მადრიდში 24-27 აპრილს მოეწყო. აღნიშნულ ნაყინზე მუშაობდა ლუდის სახარში კომპანია Cervezas Enigma-ს რამდენიმე წარმომადგენელი და ნაყინის მწარმოებელი კომპანია Acaram Helados-ი.

აღსანიშნავია, რომ დესერტი დამზადებულია ნატურალური პროდუქტებისგან, ყოველგვარი არომატიზატორებისა და კონსერვანტების დამატების გარეშე. ნაყინი ღია ქარვისფერია, აქვს შოკოლადის, კაკაოსა და კარამელის გემო, რომელიც დამახასიათებელია ლუდის ერთ-ერთი სახეობისთვის, რომელსაც კომპანია Cervezas Enigma აწარმოებს.

მომავალში ლუდის ნაყინის შეკვეთა შესაძლებელი იქნება ესპანეთის ზოგიერთ რესტორანში.

შარშან სამხრეთ კორეაში დაიწყეს “ნაბახუსევის საწინააღმდეგო” ნაყინის წარმოება. დესერტი სახელწოდებით “გამაგრდი” შეიცავს ხის _ ტკბილი ჰოვენიის წვენს, რომელიც კორეაში ჯერ კიდევ XVII საუკუნიდანაა ცნობილი, როგორც ბახუსის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here