უსაფრთხოების მიზნით პარიზის მთავრობამ გადაწყვიტა, ეიფელის კოშკს შემოავლოს 2,5 მეტრი სიმაღლის შუშის კედელი, _ იტყობინება Prensa Latina.
პროექტი 20 მილიონი ევრო დაჯდება, მშენებლობა კი 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ამ გადაწყვეტილების მიღება საფრანგეთის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის ზრდამ განაპირობა. ახალი კონსტრუქცია შეცვლის ლითონის ღობეს, რომელიც 2016 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის წინ გააკეთეს. პარიზის მერიას ასევე განზრახული აქვს ეიფელის კოშკის მოდერნიზებაში 300 მილიონი ევროს ჩადება.