Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპარლამენტი უკრაინას: იმოქმედეთ ჩვენი კარნახით!

ევროპარლამენტი უკრაინას: იმოქმედეთ ჩვენი კარნახით!

842
ევროპარლამენტი უკრაინას: იმოქმედეთ ჩვენი კარნახით!

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნეგატიურად გამოეხმაურა უკრაინის რეფორმებსა და დონბასში მშვიდობის დამყარების პერსპექტივას

“ფასების მატება, შემწეობების შემცირება”. რეფორმების საერთო შეფასება

ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო, საგანმანათლებლო და საპენსიო სფეროებში ჩატარებული რეფორმების შედეგები სავალალოა.

ევროდეპუტატებმა აღნიშნეს ადამიანების იმედგაცრუება სოციალური პირობების გაუარესების გამო, მომავლის შიში, რეფორმების შედეგებით, აგრეთვე, ოლიგარქების ხელისუფლებისა და კორუფციით უკმაყოფილება.

“მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ქვეყნის საერთო განვითარებით”, _ ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში პროევროპული რეფორმა უფრო მეტი განხორციელდა, ვიდრე დამოუკიდებელი უკრაინის არსებობის განმავლობაში.

ჩნდება კითხვა _ თუკი ამდენი პროევროპული რეფორმა განხორციელდა, რატომ ეცემა მოსახლეობის ცხოვრების დონე, როგორც ამას აღიარებს თვით ევროპარლამენტი?

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 5 მლნ-ზე მეტი უკრაინელი წავიდა რუსეთში ან პოლონეთში, როგორც დიდი ხნით, აგრეთვე, სეზონურ სამუშაოზე.

კორუფცია

ევროპარლამენტი უკმაყოფილოა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მიმდინარეობით. “არსებული სასამართლო სისტემა კვლავინდებურად უეფექტოა, კორუფცირებული და პოლიტიკურად დამოკიდებული”, _ აღნიშნავენ ევროდეპუტატები.

განსაკუთრებით ხაზგასმულია ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობაში. “არის გენერალური პროკურორის ჩარევის პრობლემა და ანტიკორუფციული სამართლებრივი ბაზისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა”, _ თავს დაატყდნენ ევროდეპუტატები იური ლუცენკოს. მეტიც, ევროპარლამენტმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, “ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება კორუფციაში ბრალდებებისა, რომლებიც გაისმა გენერალური პროკურორის წინააღმდეგ.

ლგბტ პირების დაცვის სადარაჯოზე

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია ჟურნალისტებსა და ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმების შესახებ. დოკუმენტში “მკაცრად არის დაგმობილი ფიზიკური თავდასხმების მკვეთრი მატება სამოქალაქო უფლებების დამცველებსა და ჟურნალისტებზე”.

დოკუმენტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მოიმატა სისხლის სამართლის საქმეებმა, აღძრულმა იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოავლინეს კორუფციის შემთხვევები ან აკრიტიკებდნენ მთავრობას, აგრეთვე, მის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ.

სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დარღვევის ცალკე პუნქტად მოხსენებულია თურქეთისთვის იმ აქტივისტების გადაცემა, რომლებიც დაკავშირებული არიან ფეთჰულა გიულენთან _ ერდოღანის ხელისუფლების ოპოზიციონერ მოძღვართან. აღნიშნულია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური საიდუმლოდ გადასცემს ხოლმე თურქეთს ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.

ულტრამემარჯვენეების თავგასულობა

ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მთავრობამ აქამდე არ განაიარაღა “მემარჯვენე სექტორისა” და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების ქვედანაყოფები.

რეზოლუციაში არის “მოწოდება მთავრობისადმი, ბოლო მოუღოს უკანონობის ატმოსფეროს და შეიარაღებული რადიკალების თავდასხმებს უმცირესობასა და სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ”.

ევროდეპუტატებმა, აგრეთვე, დაგმეს მოსამართლეების დაშინების პოლიტიკა და არჩევნებზე გავლენის მცდელობა რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან. მოითხოვეს “იმ პირების განუხრელი დევნა, რომლებიც ასეთ სამართალდარღვევებს სჩადიან”.

ევროპა აღაშფოთა “ნაციონალურმა მანიფესტმაც”, რომელიც ახლახან მიიღეს პარტია “სვობოდამ”, “მემარჯვენე სექტორმა” და სხვა მემარჯვენე დაჯგუფებებმა. ისინი, ევროდეპუტატების აზრით, გამოდიან უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და მოუწოდებენ “ახალი გეოპოლიტიკური მიდგომებისკენ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის”.

არჩევნები _ 2019

ევროპა დაჟინებით მოუწოდებს უკრაინას, სასწრაფოდ მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი (ის უკვე მიიღეს პირველი მოსმენით და ითვალისწინებს მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას) ევროდეპუტატები, აგრეთვე, მოითხოვენ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, არჩევნების წინ მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას მანიპულაციები “რამდენიმე პირის ხელში პოლიტიკური, ეკონომიკური და მედიური ძალაუფლების კონცენტრაციის გზით”.

უმცირესობების ენა და უფლებები

ევროპარლამენტმა შეახსენა უკრაინის ხელისუფლებას, რომ მან დაიკისრა ვალდებულება, შეეცვალა კონსტიტუცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, პატივი ეცა უმცირესობის უფლებებისთვის. შეგახსენებთ: საუბარია ადამიანების ენობრივ უფლებებზე.

ამ მიზნით ევროდეპუტატები მოუწოდებენ, არ შეზღუდონ უმცირესობის ენაზე მასმედიის შესაძლებლობები, რათა ყველა ეროვნების მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარუფლებიანი წვდომა ინფორმაციაზე.

ეს არის პასუხი უკრაინიზაციის კანონპროექტებზე, რომლებსაც ახლა განიხილავს უკრაინის პარლამენტი: ამ კანონპროექტებში არის საფრთხე, რომ უკრაინაში გაუქმდეს ყველა რუსულენოვანი გამოცემა.

ამას გარდა, ევროპარლამენტმა მოითხოვა, ცვლილებები შეიტანონ განათლების კანონში _ შეიცვალოს სკანდალური ენობრივი მუხლი, გაიზარდოს გარდამავალი პერიოდი 2023 წლამდე და გათავისუფლდეს კერძო სკოლები ენობრივი მოთხოვნებისგან. უკრაინისგან, აგრეთვე, მოითხოვენ დიალოგის გამართვას ეროვნულ უმცირესობებთან განათლების საკითხებზე.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here