“ევროკავშირში უკრაინელთა უვიზოდ შესვლის რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ კიევი კვლავ განაგრძობს ანტიკორუფციული რეფორმების საბოტაჟს”, _ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში _ ჰიუგ მინგარელიმ.
“უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დაიწყებს უკანსვლას ანტიკორუფციულ რეფორმებში”, _ განაცხადა მინგარელიმ და დასძინა, რომ, ანტიკორუფციული რეფორმების საბოტაჟის გარდა, უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს უკრაინელი მიგრანტების რაოდენობის მომატების გამო, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვენ, აგრეთვე, უკრაინისა და ევროკავშირის თანამშრომლობის დაბალი დონის გამო რეადმისიის საკითხზე.