Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება

ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება

829
ჰიუგ მინგარელი

ევროკავშირში უკრაინელთა უვიზოდ შესვლის რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ კიევი კვლავ განაგრძობს ანტიკორუფციული რეფორმების საბოტაჟს”, _ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში _ ჰიუგ მინგარელიმ.

“უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დაიწყებს უკანსვლას ანტიკორუფციულ რეფორმებში”, _ განაცხადა მინგარელიმ და დასძინა, რომ, ანტიკორუფციული რეფორმების საბოტაჟის გარდა, უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს უკრაინელი მიგრანტების რაოდენობის მომატების გამო, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვენ, აგრეთვე, უკრაინისა და ევროკავშირის თანამშრომლობის დაბალი დონის გამო რეადმისიის საკითხზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here