- კუდენხოვე–კალერგი _ ერთიანი ევროპის “სულიერი მამა”
რიჰარდ ნიკოლაუს კუდენხოვე–კალერგი (1894-1972) იყო ვაჟიშვილი ჰენრიხ კუდენხოვე–კალერგისა, რომელიც წლების განმავლობაში დიპლომატიის სფეროში მოღვაწეობდა. გარემო, რომელშიც იგი იზრდებოდა, უკიდურესად კოსმოპოლიტური იყო: დედა იაპონელი ჰყავდა; მამა იმ ოჯახიდან გახლდათ, რომლის ფესვები ფლამანდიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ნორვეგიის, გერმანიისა და საფრანგეთის არისტოკრატიების უძველეს საგვარეულოებში იყო გადგმული.
დაიბადა ტოკიოში, აღიზარდა ბოჰემიის გერმანულ ნაწილში, სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საცხოვრებლად აირჩია ჩეხოსლოვაკია და მისი მოქალაქე გახდა. 1922 წელს იგი გაწევრდა ვენის მასონურ ლოჟა Humanitas-ში, რომელიც მოგვიანებით მიატოვა, თუმცა შეინარჩუნა კავშირი ცენტრალური ევროპის, ინგლისისა და აშშ-ის მასონობასთან. განსაკუთრებულად აინტერესებდა იუდაიზმი, რაც განპირობებული იყო მამამისის იდეური შეხედულებებით, რომელიც ანტისემიტურ პრობლემას შეისწავლიდა და თეოდორ ჰერცლთან მეგობრობდა. ჰენრიხ კუდენხოვე-კალერგიმ დისერტაცია “ანტისემიტიზმის არსი” პრაღის უნივერსიტეტში სწორედ მაშინ დაიცვა, როცა იქ თომაშ მასარიკი ასწავლიდა. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. საიტერესოა ისიც, რომ რიჰარ კუდენხოვე-კალერგის პირველი და ბოლო (მესამე) ცოლები ებრაელები იყვნენ.
1921 წელს რიჰარდმა გამოაქვეყნა წერილი “ჩეხები და გერმანელები”, რომლებშიც პირველად მიმართა პანევროპეიზმის იდეას. 1922 წელს ბერლინის ყოველკვირეულ გაზეთ Vossisch Zeitung -ში გამოაქვეყნა სტატია “ევროპის გათავისუფლება”, რომელშიც წამოაყენა ევროპის გაერთიანების იდეა, მოაწყო თავისი თანამოაზრეების კრება ექვსი ათასი დელეგატის მონაწილეობით. მომდევნო წელიწადს იგი აქვეყნებს წიგნ-მანიფესტს “პან-ევროპა” და იწყებს ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემას, რომელიც მოძრაობის ორგანო გახდება. მისი ეროვნული სექციები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში უკვე 1924 წელს ყალიბდება.
პანევროპიზმის ოფიციალური მიზნები ჩამოყალიბებულია მანიფესტსა და წიგნში “ბრძოლა პანევროპისთვის”. მათი არსი შემდეგია: ევროპის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გაერთიანება შიდა და გარე ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ევროპაში ახალი კონფლიქტების გაჩაღებას, და ევროპული ჰეგემონიის უზრუნველყოფას აშშ-სა და სსრკ-თან ურთიერთობისას. იგი უარყოფდა ინგლისთან კავშირს. გაერთიანების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდა ფრანგულ-გერმანულ თანამშრომლობას, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნებოდა ორივე სახელმწიფოს რესურსების კოლექტიური გაკონტროლება. გაერთიანების ეტაპები ითვალისწინებდა პანევროპული კონფერენციის გამართვას, პანევროპული ბიუროს შექმნას, სახელმწიფოთა შორის საარბიტრაჟო და საბაჟო კავშირის დამყარებას, დასასრულ, ევროპული კონფედერაციის დაარსებას.
მაგრამ გაერთიანებული ევროპის შექმნის მთავარ პირობად, კუდენხოვე-კალერგის თვალსაზრისით, იყო ერთიანობა ერთიანი კულტურის საფუძველზე, რომელიც აღმოცენდა ქრისტიანულ-ელინური ფესვებიდან და რომელიც უფლებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ ერთიან “ევროპულ ერზე”. ამ მხრივ დამახასიათებელია, რომ, თუ პოლიტიკურად იგი მსოფლიოს ყოფდა ამერიკის, ევროპის, აღმოსავლეთ აზიის, რუსეთისა და ბრიტანეთის გავლენის სფეროებად, კულტურის კუთხით მხოლოდ ოთხად ანაწილებდა: ევროპულ, ჩინურ, ინდურ და არაბულ ნაწილებად. ამრიგად, ცნებას “ევროპა” კუდენხოვე-კალერგი ფართო ცივილიზაციურ-კულტურული გაგებით გამოიყენებდა, ევროპის შეერთებულ შტატებს ან პანევროპულ ფედერაციას კი ევროპის გაერთიანების მეექვსე პროექტად მიიჩნევდა, ალექსანდრე მაკედონელის (ელინური), იულიუს კეისრის (რომაული), კარლოს დიდის (გერმანული), ინოკენტი II-ის (პაპისეული), ნაპოლეონ I-ის (ფრანგული) იმპერიების მომდევნო პროექტად.
ამ მეექვსე პროექტისთვის გზა გაიხსნა რევოლუციების შემდეგ, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და შესაძლებელი გახდა “დემოკრატიული პროექტის” განხორციელება.
კუდენხოვე–კალერგი რუსეთსაც ევროპად თვლიდა, მიიჩნევდა, რომ იგი დროებით გამოეყო ევროპულ დემოკრატიას და რომ მომავალში კულტურული საზღვრები აზიასა და ევროპას შორის ურალზე კი არ გაივლის, არამედ ალტაის მთებზე, ხოლო ევროპა გავრცელდება ჩინეთისა და იაპონიის იმპერიებამდე და წყნარ ოკეანემდე. “მეექვსე ევროპა, _ ამბობდა კუდენხოვე–კალერგი, _ გადაიჭიმება აღმოსავლეთით ისე შორს, რა შორსაც გავრცელდება დემოკრატიული სისტემა”.
კუდენხოვე-კალერგი “ერსაც” კულტურის კუთხით განიხილავდა, მიიჩნევდა, რომ ერის გამოყოფა სისხლით ნათესაობაზე დაყრდნობით დიდი შეცდომაა, რასაც მოწმობს ევროპელი ხალხების ისტორია. სისხლისმიერ ნათესაობას იგი უპირისპირებდა სულიერ ნათესაობას. გამოყოფდა ერთიან “ევროპულ ერს”, როგორც სულიერ ერთობას, რომელსაც საერთო სულიერი მოძღვრები ჰყავს. “როცა არსებობისთვის ბრძოლაში ეს პანევროპული კულტურის სულისკვეთება გაიმარჯვებს, მაშინ ყველა წესიერი გერმანელი, ფრანგი, პოლონელი ან იტალიელი შეიძლება კარგი ევროპელიც გახდეს…” ცნება “თავისი ქვეყნის მოქალაქე” თავის თავს რომ მოჭამს, ისევე, როგორც ცნება “ეკლესია”, ადგილს დაუთმობს პრინციპს: თავისუფალი ერი თავისუფალ სახელმწიფოში”.
კუდენხოვე–კალერგი გეგმავდა, რომ “პანევროპული საკანონმდებლო ორგანო გაილაშქრებს ხელოვნურად შექმნილ ნაციონალისტური დევნის წინააღმდეგ განათლების სისტემასა და პრესაში. კანონის თანახმად, ნაციონალური სიძულვილის პროპაგანდა განიხილება, როგორც ევროპის სახელმწიფო ღალატი და სასტიკად დაისჯება. საკუთარი კულტურის ფორმირებას ევროპა შეძლებს მხოლოდ დიადი პანევროპული ეკონომიკის საზღვრებში”.
ეს ყველაფერი იყო მოძრაობის ოფიციალური გეგმები, რომლებმაც ბევრი უპასუხო კითხვა გააჩინა, მათ შორის _ რა იგულისხმებოდა ცნებაში “ევროპელთა სულიერი ერთობა”. ამ ცნების რეალური შინაარსი გადმოცემულია მის მეორე წიგნში, რომელიც მცირე ტირაჟით გამოიცა და უეჭველად მკითხველთა ვიწრო წრისთვის იყო განკუთვნილი. იგულისხმება 1925 წელს გამოცემული წიგნი “პრაქტიკული იდეალიზმი”, რომლის მთავარი დანიშნულება იყო იუდაიზმის სულიერების დასაბუთება ევროპულ ცივილიზაციაში, ეს ერთი. და, მეორე _ ებრაელების ევროპის ხელმძღვანელ ელიტად ჩამოყალიბება. როგორც ერთმა მკვლევარმა, რომელიც ახასიათებდა ამ იდეოლოგიურ სტრუქტურას, განაცხადა, “ის, რაც საიდუმლო საზოგადოებებს აზრად აქვთ, კალერგის პირში არ უჩერდება”.
კუდენხოვე–კალერგის მიხედვით, ქრისტიანობა იუდაიზმის მხოლოდ რეგენერაციაა, რადგან ეთიკურად იგი ესეებმა (იუდეველთა ერთ–ერთმა სექტამ) მოამზადეს, სულიერად კი _ ალექსანდრიელმა იუდეველებმა, ამიტომაა, რომ ევროპული ეთიკა თითქმის მთლიანად იუდაიზმშია ფესვგადგმული “და, თუ აღმოსავლეთში ეთიკურად დომინირებენ ჩინელები, დასავლეთში _ იუდეველები”.
კუდენხოვე-კალერგისთვის მთავარი იყო, დაესაბუთებინა ებრაელთა უპირატესი როლი, რომელთაც “ევროპის წინამძღვარ სულიერ რასას” უწოდებდა… ევროპელთა მთელი მასიდან, რომელსაც იგი “რაოდენობის ადამიანებს” უწოდებდა, გამოჰყოფდა ორ რასას _ “ხარისხის ადამიანებს”, რომელთაც სჯერათ თავიანთი უმაღლესი მისიის, თავიანთი სისხლისმიერი უპირატესობის _ თავადაზნაურობასა და ებრაელებს, მაგრამ ამ არისტოკრატიის წამყვანი ბირთვი მაინც ებრაელები არიან, როგორც “სამყროსადმი თავიანთი “განსაკუთრებული ეთიკური დამოკიდებულების”, ასევე მათი გონებრივი უპირატესობის გამო. ისინი ქმნიან ე.წ. თავადაზნაურობის ტვინს, ანუ “სულიერ არისტოკრატიას”, რომელსაც კაცობრიობის მმართველობისთვის ბრძოლაში წამყვანი პოზიცია უკავია. ეს მათი ისტორიით იყო განსაზღვრული…
…ევროპის მომავალი, კუდენხოვე–კალერგის მიხედვით, შემდეგნაირად წარმოგვიდგება: ევროპელები აღირევიან სხვა რასებსა და ხალხებში და გაქრებიან, როგორც ინდივიდუალურობა, მათ ელიტებს კი ჩაენაცვლება ებრაელი ბელადების სულიერი კასტა…
ასეთი იყო კუდენხოვე-კალერგის “პრაქტიკული იდეალიზმის” მთავარი დებულებები, რომლებიც განსაცვიფრებლად ემთხვევა ან იმეორებს აჰად-გაამის “სულიერი სიონიზმის” იდეებს…
1925 წელს პანევროპული კავშირის ოფისი გადავიდა ვენაში, 1926 წელს კი იქვე ჩატარდა პანევროპული კონგრესი და კუდენხოვე-კალერგი მოძრაობის პრეზიდენტი გახდა.
მოძრაობა თანმიმდევრულად არჩევდა თავის კადრებს ინტელექტუალების, ფილოსოფოსებისა და პოლიტიკოსების მასიდან, რომლებსაც მომავალში დაეკისრებოდათ სულიერი ავტორიტეტების როლი. მიჩნეულია, რომ მათ მოსაზიდად იყენებდნენ სიონის პრიორატის საიდუმლო არხებს. კუდენხოვე-კარელგის მოძრაობას უდიდესი ენთუზიაზმით მხარი დაუჭირეს ინტელიგენციის ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორებიც იყვნენ: ბერნარდ შოუ, პოლ ვალერი, ჰენრიხ და თომას მანები, ხოსე ორტეგა–ი–გასეტი, სტეფან ცვაიგი, რაინერ მარია რილკე, ზიგმუნდ ფრეიდი, ალბერტ აინშტაინი, მიგელ დე უნამუნო…
გერმანიაში კუდენხოვე-კალერგის იდეას მხარი დაუჭირა იალმარ შახტმა, რომელმაც 1932 წელს ბაზელში გამართულ პანევროპულ კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა: “სამი თვის შემდეგ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვა… ჰიტლერი შექმნის პანევროპას. მხოლოდ ჰიტლერს შეუძლია პანევროპის შექმნა (ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, თუ ვინ იყო იალმარ შახტი: იალმარ ჰორას გრილი შახტი ჰიტლერის რაიხის მთავარი ბანკირი და ნაცისტური გერმანიის სამხედრო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
ამერიკელმა ჟურნალისტმა დოროტი ტომპსონმა 1931 წელს ჰკითხა მას: _ ნაცისტები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას ვერც ფინანსური, ვერც ეკონომიკური კუთხით. ვინ დაადგამს ამას თავს?
შახტმა უპასუხა:
_ ნაცისტებს არ შეუძლიათ მართონ ქვეყანა, მაგრამ ამის გაკეთება მე შემიძლია და მე გავაკეთებ.
გერმანელი მემარცხენეები საყვედურობდნენ შახტს, რომ, როცა რაიხსბანკს ხელმძღვანელობდა, იგი იყო “არა მხოლოდ სახელმწიფოში სახელმწიფოს ხელმძღვანელი, არამედ სახელმწიფოსი სახელმწიფოზე”.
ახლა მკითხველი იოლად გაარკვევს, თუ რას ნიშნავდა კუდენხოვის პანევროპული ზესახელმწიფო).
პანევროპული კავშირის გეგმის თანახმად, უნდა შემოეღოთ ევროპის ჰიმნი (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “სიხარულის ოდა”), ევროპის დროშა (ოქროს წრის ფონზე ჩახატული წითელი ჯვრითა და 12 ვარსკვლავით), უნდა დაეარსებინათ ევროპული ვალუტა, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის აკადემია (რომელიც პრაღაში დაიდებდა ბინას), ევროპის, ერთიანი პარტია, ევროპის რეფერენდუმი, საერთო შეიარაღებული ძალები, მიეღოთ საერთო კონსტიტუცია, განეხორციელებინათ ერთიანი საგარეო და უშიშროების პოლიტიკა (ესეც დღევანდელ ერთიან ევროპულ სტრუქტურასთან შესადარებლად. _ მთარგმნელის შენიშვნა).
მიუხედავად იმისა, რომ “ევროპის მშენებლობის” კონცეფცია მზად იყო, ჩრდილოვანი ხელისუფლება მას განიხილავდა, როგორც პროგრამა-მაქსიმუმს, რომლის რეალიზაციას ხანგრძლივი დრო სჭირდებოდა. საქმე ეხებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, რომელთა განხორციელებასაც შეძლებდნენ ერთიანი საფინანსო-ეკონომიკური სივრცის შექმნის მართვის ძლიერი ცენტრის არსებობის პირობებში. მაშინ ბოლო მოეღებოდა ევროპული სახელმწიფოების ეროვნულ გეოპოლიტიკურ პროექტებს. ევროპელებს თავს მოახვევდნენ მათი მომავლის ერთიან იმპერიულ ხედვას და საერთოევროპული მთავრობის იდეას, როგორც ერთადერთ სწორ და უალტერნატივო საშუალებას. ამ მიზნებისთვის გამოიყენებდნენ ძალის გამოყენებით ევროპის გაერთიანების ნაცისტურ პროექტს, რომელსაც ვატიკანის აქტიური მონაწილეობით მმართველობის ყველა საფეხურზე უნდა გამოეყვანა “იმპერიული” აზროვნების ადამიანები ახალი საერთოევროპული ელიტის ბირთვი.
- ნაცისტური გერმანია და კულისებსმიღმელთა გეგმები
იმაზე, რომ მესამე რაიხი ინგლისურ-ამერიკული და სიონისტური ფინანსური წრეების პროექტი იყო, არაერთი ნაშრომი დაიწერა და გამოქვეყნდა, რომელთა ავტორებმა დაწვრილებით აღწერეს ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის უზრუნველმყოფი მექანიზმები. მეცნიერების კუთხით ამ დებულების უარყოფა შეუძლებელია, შეიძლება მხოლოდ იგნორირება ან მიფუჩეჩება, როგორც ამას დღეს აკეთებენ დასავლეთის ინტელექტუალური ელიტები, რადგან შესანიშნავად ესმით, რა შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოს უმაღლესი საფინანსო წრეების მიერ პასუხისმგებლობის ოფიციალურ აღიარებას მეორე მსოფლიო ომის სასაკლაოსა და ნაცისტების “წარმატებული” ექსპერიმენტების მხარდაჭერის გამო.
რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავდნენ კორპორაციული ელიტები, როცა ხელს უწყობდნენ ნაცისტური რეჟიმის დამკვიდრებას?
- მთავარი გეოპოლიტიკური ამოცანა იყო საბჭოთა კავშირის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, განადგურება, რომელიც მსოფლიო ფინანსურ ოლიგარქიას რეალურ საშიშროებად და ალტერნატივად ესახებოდა.
დასავლეთს არ სჭირდებოდა დიდი ძალისხმევა, ჰიტლერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რომ აემხედრებინა. მისი აგრესიული გეგმები სსრკ-ის წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოაყალიბა წიგნში “მაინ კამპფ” (“ჩემი ბრძოლა”), კარგად იყო ცნობილი. მასში დაუფარავად არის მითითებული, რომ საფრანგეთი არის გერმანიის მთავარი მოწინააღმდეგე (მოწინააღმდეგე ევროპაზე კონტროლის დამყარებაში), დიდი ბრიტანეთი და იტალია _ მთავარი მოკავშირეები, რუსეთი მხოლოდ დასაპყრობი ტერიტორიაა, რომელიც კოლონიად უნდა იქცეს.
ჰიტლერი წერდა: “ნაციონალ-სოციალისტები სავსებით შეგნებულად უარვყოფთ გერმანიის ომამდელ საგარეო ურთიერთობას. ჩვენ გვსურს, დავუბრუნდეთ იმ პუნქტს, რომელზეც შეწყდა ჩვენი ძველი განვითარება 600 წლის წინათ. ჩვენ გვსურს, შევაჩეროთ ჩვენი საუკუნო მისწრაფება ევროპის სამხრეთისკენ და დასავლეთისკენ და გარკვევით მივუთითებთ იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც აღმოსავლეთით არის განლაგებული.
ჩვენ უარს ვამბობთ ომამდელი დროის კოლონიურ და სავაჭრო პოლიტიკაზე და შეგნებულად გადავდივართ ახალი ტერიტორიების დაპყრობაზე ევროპაში. “როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპაში ახალი ტერიტორიების დაპყრობაზე, ვგულისხმობთ, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ რუსეთს და იმ განაპირა სახელმწიფოებს, რომლებიც მას ემორჩილებიან” (მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც! ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ქართველების ბრძოლას ფაშისტების მხარეზე ამართლებს მოღალატეთა “პატრიოტიზმით”, კომუნისტური რეჟიმის დამხობით საქართველოს გათავისუფლების არგუმენტით. ნაცისტები საქართველოს გასათავისუფლებლად კი არ მოდიოდნენ, არამედ მის დასაპყრობად. ამას ამბობდა ფიურერი და არა ვიღაც მოხელე ან დღევანდელი ცრუექსპერტებივით გათავხედებული რაიხსკანცელარისტი).
1941 წლის სექტემბერში ჰიტლერმა დააკონკრეტა: “ევროპასა და აზიას შორის საზღვარი ურალზე კი არ გადის, არამედ იქ, სადაც მთავრდება ნამდვილი გერმანელების დასახლებები… ჩვენი ამოცანაა, გადავწიოთ ეს საზღვარი რაც შეიძლება უფრო შორს აღმოსავლეთით, თუ საჭიროა _ ურალს იქითაც. შხამიანი ბუდე _ პეტერბურგი, რომლიდანაც დიდი ხნის განმავლობაში აზიური საწამლავი იღვენთებოდა ბალტიის ზღვაში, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა… აზიელები და ბოლშევიკები განიდევნებიან ევროპიდან. აზიელობის 250-წლიანი ეპიზოდი დამთავრებულია… აღმოსავლეთი დასავლეთ ევროპისთვის გასაღების ბაზარი და ნედლეულის წყარო გახდება”.
ცნობილია, რომ “აღმოსავლური” პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ჩამოყალიბებული იყო “ოსტის” “გენერალურ გეგმაში”, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ამ გეგმის ტექსტი იპოვეს მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს. გერმანიის ფედერალურმა არქივმა იგი სრულად გამოაქვეყნა 2009 წელს.
დოკუმენტი შემუშავებული იყო 1941 წელს იმპერიის უშიშროების სამმართველოს მიერ და ითვალისწინებდა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის დასავლეთის მიწების მოსახლეობის მასობრივ ეთნიკურ წმენდას გერმანელებისთვის “სასიცოცხლო სივრცის გასათავისუფლებლად”. მას წინ უსწრებდა ოკუპირებული ტერიტორიების რაიხსმინისტრ ალფრედ როზენბერგის მიერ შემუშავებული პროექტი.
აღმოსავლეთ ევროპის ეროვნულ-ეთნიკური გარდაქმნის გეგმები ეფუძნებოდა სწავლული ექსპერტების ნაშრომებს, რომლებსაც აფინანსებდა სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება. იგი დაარსდა 1920 წელს, როგორც “გერმანიის მეცნიერების ურთიერთდახმარების საზოგადოება”, რომელმაც ნაციონალ-სოციალიზმის დროს თავი მოუყარა მთელ თავის რესურსს და დარაზმა რეჟიმისთვის ხელის შესაწყობად. 1949 წელს გფრ-ის შექმნისთანავე საზოგადოება ორგანულად ჩაეწერა პლურალისტურ დემოკრატიაში, ხოლო 1990-იანების ბოლოდან მისმა პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა ინიციატივების მთელ რიგს, რომლებიც მიმართული იყო საკუთარი ისტორიის “ტოტალიტარული სულისკვეთებით” ყოვლისმომცველ გადახედვაში.
აშშ-ის დაზვერვა ადოლფ ჰიტლერის თვალსაზრისს “მაინ კამპფის” გამოცემამდე იცნობდა. 1922 წელს მიუნხენში ერთმანეთს შეხვდნენ ადოლფ ჰიტლერი და გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ატაშე, კაპიტანი ტრუმენ სმიტი, რომელმაც ამ წიგნის შესახებ დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინა თავის ხელმძღვანელობას ვაშინგტონში _ სამხედრო დაზვერვის სამმართველოს. მან მაღალი შეფასება მისცა ნაცისტების ლიდერს.
სწორედ სმიტის მეშვეობით ჰიტლერის ნაცნობთა წრეში შეაღწია ერნსტ ფრანც ზედვიკ ჰანფშტაგელმა (პუტციმ), ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰიტლერის, როგორც პოლიტიკოსის, ჩამოყალიბებაში; დაეხმარა ფინანსურად და უზრუნველყო მისი დაახლოება ბრიტანეთის მაღალი თანამდებობების პირებთან. 1937 წელს ჰანფშტაგელმა დატოვა გერმანია და ამერიკაში ჩავიდა, სადაც ომის დროს ფრანკლინ დელანო რუზველტის მრჩევლად მუშაობდა.
ასე რომ, დასავლური წრეები ჰიტლერელთა მიზნებში კარგად ერკვეოდნენ, მაგრამ მას (პარტიას) “გაყინულ” მდგომარეობაში ამყოფებდნენ. “გაადნეს” მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოს, როცა ჩაიფუშა სტალინის ჩამოშორების ტროცკისტული გეგმა. ეს სიტუაცია აღწერა ტროცკის ერთგულმა მიმდევარმა რაკოვსკიმ გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებებში, რომლებიც გამოქვეყნებულია დოქტორ ლანდოვსკის წიგნში “წითელი სიმფონია”. ამ ნაშრომში გამჟღავნებულია მსოფლიოს მმართველობის მექანიკა. ლანდოვსკის გადმოცემით, რაკოვსკი ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ სტალინმა ხელი შეუშალა ინტერნაციონალური კომუნიზმის აშენებას, რომლის სათავეში ფინანსური კლანების მესვეურები (რომელთაც რაკოვსკი მოიხსენიებს ნაცვალსახელით _ “ისინი”) განიხილავდნენ ლეიბა ტროცკის.
ლანდოვსკის მიხედვით, რაკოვსკი ამბობდა: ჩვენთვის სტალინი კომუნისტი არ არის, ბონაპარტისტია… იმის შედეგად, რომ სტალინი სსრკ–ის დიქტატორად და კომუნისტური ინტერნაციონალის ხელმძღვანელად მოგვევლინა, “ისინი” ვეღარ აკონტროლებენ კომუნისტურ ინტერნაციონალს. “მათ”, რა თქმა უნდა, თითქოს გამოასწორეს ვითარება დაუესისა და იანგის გეგმებით, იმ იმედით, რომ ამასობაში ტროცკისტული ოპოზიცია სსრკ–ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაგრამ… არც ეს მოხდა. თუმცა “ისინი”, როგორც რევოლუციის სათავე, განაგრძობენ მოქმედებას (“ისინი”, როგორც რევოლუციების სათავე საუკუნის წინანდელი; ისინი, როგორც ჩვენი დღეების “ფერადი რევოლუციების” ავტორები… ამ პარალელს ხომ არ გაავლებენ ჩვენი პატივცემული მკითხველები? _ მთარგმნელის რეპლიკა).
გერმანიის გაპარტახებული ეკონომიკა, რასაკვირველია, ბუნებრივად გამოიწვევდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, მაგრამ “ისინი” ცოტას შეასწორებენ პროლეტარიატის ამ გააფთრებას: კომუნისტური რევოლუციის ნაცვლად იმარჯვებს ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია. ეს დიალექტიკურად გააკეთეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. აუცილებელი იყო, რომ გერმანიაშიც ტროცკისტებსა და სოციალისტებს გამოღვიძებული პროლეტარიატის მასები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ ინსტრუქციების თანახმად. ჩვენც ამ საქმიანობით დავკავდით.
მაგრამ უფრო მეტი იყო საჭირო: 1929 წელს გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური პარტია ზრდის სიძნელეებს განიცდიდა _ არ ჰქონდა ფული. მაშინ “მათ” გაუგზავნეს თავიანთი კაცი. მე ვიცი მისი სახელი. იგი ვარბურგების ერთ-ერთი ბანკირი იყო. ჰიტლერთან პირისპირ მოლაპარაკების დროს ჩამოაყალიბეს გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის დაფინანსების წესი და ორი წლის განმავლობაში ჰიტლერი უოლ–სტრიტიდან იღებდა თავის მილიონებს, მილიონობით დოლარს იღებდა გერმანელი ფინანსისტებისგან შახტის მეშვეობით საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ჰიტლერი აირჩიეს იმ ფულით რომელიც “მათ” საამისოდ გაიღეს… ჰიტლერი ძლიერდება და აფართოებს მესამე რაიხის საზღვრებს; მომავალშიც უფრო გაძლიერდება და სსრკ–ზე თავდასასხმელად და სტალინის დასამხობად გაემზადება”.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)