28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი _ 73 ადამიანი, გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა _ ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან _ ამ ქვეყნებიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქე გამოაძევეს.
ქვეყნების მიხედვით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:
ესპანეთი _ 16, საფრანგეთი _12; ბელგია _11; საბერძნეთი _11; შვედეთი _10; შვეიცარია _10; იტალია _ 9; პოლონეთი _ 9; ავსტრია _ 6; ლიტვა _ 6; დანია _ 5; პორტუგალია _5; ნიდერლანდები _ 4; ნორვეგია _3.
28 მარტიდან საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
იმის აღრიცხვა თუ გაქვთ, ამ პერიოდში რამდენი ადამიანი გავიდა და უკან რამდრნი დსბრუნდა თავისით. ეს დეპორტი გასაგებია.