Home ახალი ამბები საქართველო ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქე გამოაძევეს

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქე გამოაძევეს

1124

28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.


აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი _ 73 ადამიანი, გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა _ ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან _ ამ ქვეყნებიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქე გამოაძევეს.

ქვეყნების მიხედვით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:

ესპანეთი _ 16, საფრანგეთი _12; ბელგია _11; საბერძნეთი _11; შვედეთი _10; შვეიცარია _10; იტალია _ 9; პოლონეთი _ 9; ავსტრია _ 6; ლიტვა _ 6; დანია _ 5; პორტუგალია _5; ნიდერლანდები _ 4; ნორვეგია _3.

28 მარტიდან საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

1 COMMENT

  1. იმის აღრიცხვა თუ გაქვთ, ამ პერიოდში რამდენი ადამიანი გავიდა და უკან რამდრნი დსბრუნდა თავისით. ეს დეპორტი გასაგებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here