Home რუბრიკები სპორტი დოპინგ-სკანდალი დადგმული სპექტაკლია

დოპინგ-სკანდალი დადგმული სპექტაკლია

15 წლის რუსი ფიგურული მოციგურავის _ კამილა ვალიევას დადებითმა დოპინგტესტმა შოკი გამოიწვია სპორტის სამყაროში. ვალიევას .. საქმეში ბევრი რამ არის საეჭვო _ გუნდურ ფიგურულ სრიალში გამარჯვებული გოგონა (ვალიევას ავარჯიშებს სახელგანთქმული ქართველი მწვრთნელი _ ეთერ თუთბერიძე), რომელსაც არაჩვეულებრივი გრაციოზულობისთვის, “რუსი ფერიაშეარქვეს, 7 თებერვალს უნდა დაეჯილდოებინათ ოლიმპიური ოქროს მედლით, მაგრამ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო 25 დეკემბრის (?) დოპინგტესტის დადებითი პასუხის გამო.

ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გუნდური ტურნირის საბოლოო შედეგებზე, რომელშიც კამილა ვალიევა მონაწილეობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU) საქმის სრულად განხილვის შემდეგ, 15 თებერვლამდე კი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (ჩAS) დაადგენს, შეუძლია თუ არა გოგონას პირად შეჯიბრებაში მონაწილეობა. სპორტსმენი ინარჩუნებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას, რუსეთის ნაკრები კი ინარჩუნებს ოქროს მედალს მოციგურავეთა გუნდურ ჩათვლაში.

ეთერ თუთბერიძე და კამილა ვალიევა

მოვლენების ქრონოლოგია

ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გუნდური პირველობა 7 თებერვალს დასრულდა ვალიევას გამოსვლით თავისუფალ პროგრამაში. რუსეთის ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო ოქროს მედალი, ვერცხლის მედლები ერგოთ ამერიკელებს, ბრინჯაო _ იაპონელებს, მაგრამ დაჯილდოების ცერემონია დღემდე არ ჩატარებულა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერემონია გადაიდო ერთ-ერთი ამერიკელი მოციგურავის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, მაგრამ 9 თებერვალს დასავლურმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ნაკრებში პრობლემური დოპინგ-ტესტის შესახებ. მოციგურავის ვინაობა ცნობილი არ იყო და ამან ბევრი ვერსია გააჩინა, მაგრამ მალე დასახელდა კონკრეტული გვარ-სახელიც _ კამილა ვალიევა. მისი დადებითი დოპინგ-ტესტის შემდეგ ინფორმაცია ტესტირების საერთაშორისო სააგენტო ITA-მ გამოაქვეყნა.

ვალიევას სინჯი 25 დეკემბერს აუღეს რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარეობისას. მასში მოგვიანებით აღმოჩნდა ტრიმეტაზიდინი, რომელიც საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ 2014 წლიდან შეტანილია აკრძალული პრეპარატების სიაში. ბევრმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ტრიმეტაზიდინი გავლენას ვერ ახდენს სპორტსმენის შედეგებზე. სტოკჰოლმში აკრედიტებულმა WADA-ს ლაბორატორიამ ვალიევას დადებით დოპინგ-ტესტზე 8 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, ამის შემდეგ რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ვალიევა დროებით ჩამოაცილა შეჯიბრებას. სააგენტოს გადაწყვეტილება გააპროტესტა მოციგურავემ და ვალიევას ნება დართეს, განეგრძო ოლიმპიადაზე გამოსვლა.

ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, რუსი მოციგურავე განაგრძობს ვარჯიშს პეკინში, მაგრამ პირადი პირველობის დაწყებამდე სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (ჩAშ) განიხილავს აპელაციას, რომლითაც მას მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) ვალიევასთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის აკრძალვის გაუქმების თაობაზე.

მოკლე პროგრამა 15 თებერვალს იწყება და ამ დღეს საბოლოოდ უნდა იყოს ცნობილი, მონაწილეობს თუ არა ვალიევა ოლიმპიურ თამაშებში.

ოლიმპიადის ჩემპიონი გუნდურ ტურნირში – რუსეთის ნაკრები

ოქრო და შესაძლო დისკვალიფიკაცია

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ ზემოაღნიშნულმა პროცესებმა გუნდური ტურნირის შედეგების გადახედვა გამოიწვიოს, თუმცა კონკრეტულ ვარიანტზე ლაპარაკი მხოლოდ ვალიევას საქმის სრულფასოვნად გარჩევის შემდეგ შეიძლება. ეს კი, დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეს გასტანს, მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი რუსი მოციგურავისთვის ვერდიქტის გამოტანა მისთვის ოლიმპიური ოქროს მედლის გადაცემის ან ჩამორთმევის თაობაზე. იურიდიულად ოლიმპიადის ბოლომდე გუნდური ტურნირის კვარცხლბეკი არ უნდა შეიცვალოს, სპორტსმენებსაც პერსონალურ სანქციებს მხოლოდ მას შემდეგ უწესებენ, როცა საქმეს სრულყოფილად შეისწავლიან, თანაც ვალიევა 15 წლისაა და ის “დაცული პერსონების” სტატუსით სარგებლობს (16 წლამდე პირები), რაც საქმის გარჩევის პროცესში დიდ როლს ითამაშებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ვალიევას დოპინგ-სინჯში ტრიმეტაზიდინის დოზა ძალიან მცირე იყო. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ვალიევას სხვა ტესტების მიმართ კითხვები არ არსებობს. მისი ტესტი უარყოფითი იყო იანვარში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, აგრეთვე, პეკინის ოლიმპიადაზე. დეკემბერში აღებული ტესტის დადებითმა პასუხმა რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან ბიოლოგიური მასალის შემოწმების პროცედურის მიმართ კითხვები გამოიწვია.

“სინჯი სანქტ-პეტერბურგიდან 25 დეკემბერს წაიღეს შვედეთში, WADA-ს ლაბორატორიაში, ხოლო შედეგი გამოაქვეყნეს 8 თებერვალს, საერთაშორისო სტანდარტებით, WADA-ს ლაბორატორიისთვის სინჯის დამუშავება-შემოწმების ვადა 20 დღეა მისი მიღების დღიდან. უცნაურია, რომ სანქტ-პეტერბურგიდან სტოკჰოლმამდე სინჯი მიდიოდა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. როგორც ჩანს, ვიაღაცას, ასე ვთქვათ, შენახული ჰქონდა სინჯი მოციგურავეთა გუნდური ტურნირის დასრულებამდე და იდეალური მომენტი შეარჩია რუსული სპორტის იმიჯის გასაფუჭებლად”, _ განაცხადა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა.

დასკვნა

ვალიევას დოპინგ-სკანდალი დადგმული სპექტაკლია და აი რატომ:

1. რუსი სპორტსმენების ყველა ნაკრებს ყველაზე ხშირად და ზედმიწევნით ამოწმებენ. კონტროლი ტოტალურია;

2. ვალიევა რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. უმწიკვლო გოგონა;

3. საინფორმაციო ომში გამარჯვებისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, რომ აჩვენო: “ოქროს მედალის” გამო რეჟიმი მზად არის, მშვენიერი ბავშვიც კი გააწამოს;

4. ოლიმპიადაზე მიმდინარეობს საინფორმაციო ომი. მისი საშუალებაა, მაგალითად, გახსნის ცერემონიაზე NBC-ის დიქტორის სიტყვები ასიათასობით სამხედრო პირის შესახებ, რომლებსაც ალყაში ჰყავთ უკრაინა. ამას ემატება “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე;

5. ვალიევას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბრიტანული გამოცემა Insaide the Games-ის მთავარმა რედაქტორმა დანკინ მაკეიმ. ის, აგრეთვე, თანამშრომლობს NBC-სთანაც;

6. პრეპარატი ტრიმეტაზიდინი, რომელიც სპორტსმენს ვერ ეხმარება შედეგის მიღწევაში და, ფაქტობრივად, კარდიოვიტამინია, თითქოს დეკემბერში აღებულ სინჯში აღმოაჩინეს ძალიან მცირე რაოდენობით;

7. დეკემბრიდან მოყოლებული WADA-ში ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ჩუმად იყვნენ, მათ დაუშვეს ვალიევა ოლიმპიადაზე და ამით რუსეთს საშუალება არ მისცეს, ის შეეცვალათ სხვა სპორტსმენით, ამასთანავე, კამილას უფლება მისცეს, ტურნირი მოეგო;

8. ე.წ. მხილების კონცერტი დაჯილდოების ცერემონიამდე კარგა ხნით ადრე იყო დაგეგმილი _ სინჯში აკრძალული პრეპარატის გამოვლენიდან 2 თვის შემდეგ;

9. ე.წ. მხილების კონცერტმა სტარტი აიღო უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიო ლიდერების დაძაბული მოლაპარაკებებისა და აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე;

10. ასე რომ, ეს ან რუსეთის დასავლელი პარტნიორების სპეცოპერაციაა, ან ვიღაცის პირადი შეტევა ვალიევაზე პრეპარატის ჩაყრით. ეს პრეპარატი პლაცებოა. მის მიღებას ვალიევასთვის აზრი არ ჰქონდა, ყველა დოპინგ-სინჯი, გარდა დეკემბრისა, სუფთა იყო. ყველაფერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 15 წლის რუს მოციგურავეს, კამილა ვალიევას პეკინის ოლიმპიადაზე პირად შეჯიბრებაში მონაწილეობის ნება დართო. ამასთანავე, გაგრძელდება ვალიევას .. დოპინგის საქმე და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა იმ ოქროს მედლის ბედი, რომელიც რუსმა მოციგურავეებმა გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვეს.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here