Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებას მუდმივად აძლევენ “რეკომენდაციებს”, დროულად დააკანონოს ერთი და იმავე სქესის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებას მუდმივად აძლევენ “რეკომენდაციებს”, დროულად დააკანონოს ერთი და იმავე სქესის პირთა ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები სამკვიდრო სამართლის მათზე მორგებისა და ბავშვების აყვანის უფლებით

UNICEF-ი ხელისუფლებისგან ლიბერალური რეფორმების ახალ ტალღას ითხოვს

1161

გაეროს ბავშვთა ფონდის თბილისის ოფისმა საქართველოში ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. “კვლევა”, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, წინა მსგავს ანგარიშებთან შედარებით, ყველაზე კრიტიკულია. კერძოდ, “დოკუმენტის” თანახმად, დღეს საქართველოში 1-დან 14 წლამდე ბავშვების უმრავლესობას მშობლებისგან ძალადობა გამოუცდია: “მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, აღზრდის ძალადობრივი მეთოდები ძალიან გავრცელებულია საქართველოში. კვლევის განხორციელებამდე ერთი თვის განმავლობაში ბავშვების (ასაკი 1-14 წელი) დაახლოებით 70%-ს გამოუცდია ძალადობრივი აღზრდის, სულ მცირე, ერთი ფორმა; ბავშვების 66% იყო ფსიქოლოგიური აგრესიის მსხვერპლი, ხოლო 31% _ ფიზიკური დასჯის”.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ, ბავშვების 5% თურმე მძიმე ფიზიკური დასჯის მსხვერპლია, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და სახელმწიფოსგან სერიოზულ ჩარევას საჭიროებს: “ბავშვების 5% მძიმე ფიზიკური დასჯის მსხვერპლთა კატეგორიას განეკუთვნება; თითქმის ყველა მშობელი (90%-ზე მეტი) მიმართავდა აღზრდის არაძალადობრივ ფორმებს, მაგრამ ეს ფორმები ხშირად აღზრდის ძალადობრივ ფორმებთან კომბინაციაში გამოიყენებოდა; ბავშვების მხოლოდ 28%-ის მიმართ გამოიყენებოდა არაძალადობრივი აღზრდის მეთოდები; დისციპლინის ძალადობრივი ფორმების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ შინამეურნეობების ნახევარზე მეტში ბავშვებს უყვიროდნენ, ბავშვების 20%-ს კი სილა გააწნეს ან დაარტყეს…” კვლევის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებებზე, რომლებიც თურმე ოჯახებში ძალადობრივ ფონს განაპირობებს. მათი მტკიცებით, უპირველესი და უმთავრესი მიზეზი “განათლების” ნაკლებობაა, შესაბამისი ცოდნის დეფიციტი და მიდგომების არარსებობა.

ცნობისთვის: ზემოაღნიშნული კვლევა unicef-მა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაწეული აქტიური ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით განახორციელა. მათ შორის არიან: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო ბანკი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა მსგავსი კრიტიკული ანგარიში 2018 წლის დეკემბერშიც გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველოში მშობლების უმრავლესობა “აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს”. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებდა ხელისუფლების “უმოქმედობასაც”, რომელსაც თან ერთვოდა მკაცრი რეკომენდაციები. ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ე.წ. ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვა დაიწყო, რაც საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი შეიქნა. მიუხედავად ამისა, განხილვა გაიმართა და “კანონი” მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ დამტკიცდა

რა საკანონმდებლო ცვლილებებია ამჯერად მოსალოდნელი და რას ნიშნავს ბოლო ანგარიშში ხაზგასმული სიტყვები, რომპრობლემისაღმოსაფხვრელად აუცილებელიარეფორმების უწყვეტობა”?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა მორიგი კრიტიკული ანგარიში, რომლის თანახმად, თურმე საქართველოში მშობლების უმრავლესობა ბავშვებზე ძალადობს და ამის მიზეზიგანათლებისნაკლებობაა. “კვლევაშიხაზგასმულია, რომ აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ რეაგირებას საჭიროებს, რომელიც უწყვეტ რეფორმებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში უნდა გამოიხატებოდესრას ემსახურება დღევანდელ ვითარებაში ეს ანგარიში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის კვალდაკვალ?

_ უწინარესად, მადლობა თქვენს გაზეთს, რომ ინტერესედებით ამ თემით, აშუქებთ და საზოგადოებას აწვდით ობიექტურ ინფორმაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა მედიაველი, ფაქტობრივად, მონოპოლიზებულია ე.წ. ლიბერალური ძალების მიერ და მსგავს საკითხებს საერთოდ არ აშუქებენ. რაც შეეხება კონკრეტულ “დოკუმენტს”, დავიწყოთ იმით, რომ UNICEF კვლავაც რჩება გაეროს ერთერთ ინსტრუმენტად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ვინაიდან ქართული ეთნოფსიქოლოგია, პირდაპირ ვთქვათ, მათთვის დაუძლეველი ბარიერია. სხვათა შორის, ამ ბარიერის გადალახვის ყველაზე ნათელი მცდელობა იყო საგანმანათლებლო პროგრამებში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2015 წლიდან აქტიურად დაიწყო. წარმოიდგინეთ, ამ ცვლილებების ფარგლებში ზუსტ სოციალურ მეცნიერებებს დაუკავშირეს საგანი “მე და საზოგადოება”, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ნამდვილ საგანმანათლებლო პროცესთან და ობიექტურ მეცნიერულ ცოდნასთან. არაფერს ვამბობ პედაგოგების გადამზადების პროცესზე, რომელსაც, ფაქტობრივად, მასწავლებლების ახალი კასტა უნდა შეექმნა. რეალურად ეს იყო ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტი, რომლის მიზნებშიც არის .. გენდერის თეორიის დანერგვა დამესამე სქესისადმიგარკვეული თანაგრძნობის გაჩენა. რას მოიტანს ეს ყველაფერი პრაქტიკულ ასპექტში, ბევრმა შეიძლება არ იცის. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 2000 ბავშვია გამოცალკევებული ოჯახებიდან. მათგან 600 ბავშვი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე წართვეს მშობლებს და გადასცეს სხვა ოჯახებს მინდობით აღზრდით, ხოლო 1400 ბავშვი უშუალოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლადაა აღიარებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში სულ ორად ორი ბავშვთა ფსიქოლოგია, რომელთა დასკვნის გარეშე ამ ბავშვების თავიანთ ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, 2000 საქმეზე სულ ორი ადამიანი მუშაობს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ოჯახებიდან გამოცალკევებული ბავშვების ისევ ოჯახებში დაბრუნების პროცედურა ხელოვნურადაა გართულებული?

_ არსებობს კონკრეტული ფაქტი, რომელიც ამაზე მიუთითებს?

_ ერთ მაგალითს გეტყვით. არის ასეთი ქალბატონი ნანა შარაშენიძე, რომელიც 11 წელი ელოდა შვილს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, როცა შეეძინა, ე.წ. სოციალურმა სამსახურმა წაართვა. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ბავშვის წართმევის მიზეზი იყო ის, რომ თურმე დედას არ ჰქონდა სათანადო სოციალური პირობები… მე ამ ქალბატონს დროებითი სარგებლობისთვის გადავეცი ერთოთახიანი ბინა, ბატონმა ლევან ჩაჩუამ გაუფორმა მეურვეობა ბავშვზე, ბატონმა კონსტანტინე მორგოშიამ დაასაქმა იგი თავის კომპანიაში და დაუნიშნა ჯამაგირი 500 ლარი, ბატონმა ილია ძოწენიძემ რუსეთის ფედერაციიდან გადმოურიცხა 6000 ლარი… რეალურად ეს უკვე გულისხმობდა ყველა პირობას, რომ დედას წართმეული შვილი დაბრუნებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტო და ქალბატონი ნინო იობაშვილი, რომელიც კურატორობს ამ პროცესს, დღემდე უარს გვეუბნებიან ბავშვის დედასთან დაბრუნებაზე. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ არის თუ არა ეს მიზანმიმართული პოლიტიკა? არის თუ არა ეს ფაშიზმი, რომელიც ანგრევს და ანადგურებს ადამიანს მორალურად თუ ფსიქოლოგიურად?

_ გამოდის, ისინი არც მალავენ თავიანთ ნამდვილ მიზანს.

_ ნაწილობრივ ასეცაა და ეს ლოგიკურია, რადგან იმ პირობებში, როცა ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური, ისე მედიაველი მთლიანად მონოპოლიზებული აქვს ერთ ძალადობრივ სისტემას, სახელად “ნეოლიბერალიზმს”, ცხადია, ისინი არხეინად არიან.

რაც შეეხება მიზანს, იუვენალური ფაშიზმის შედეგად დამკვიდრებული ბავშვთა განცალკევების ფენომენი, საბოლოო ჯამში, უკავშირდება მატერიალურად მდგრადი და მორალურად გახრწნილი ახალიპარტნიორულიურთიერთობების შედეგად შექმნილიოჯახებისინტერესების დაკმაყოფილებას. ამ საკითხზე ევროკომისიები, უკვე დიდი ხანია, იძლევიან მკაცრ მითითებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად ეძლევარეკომენდაციები”, დროულად დააკანონოს ერთი და იმავე სქესის პირთა .. პარტნიორული ურთიერთობები სამკვიდრო სამართლის მათზე მორგებისა და ბავშვების აყვანის უფლებით

_ სხვათა შორის, უკვე არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ ახალი პარლამენტი ახლო მომავალში დაიწყებს მსჯელობას ლგბტ პირებისთვის ქორწინების უფლების გარკვეული ფორმით დაკანონებაზე, თუმცა ბევრისთვის ეს, უბრალოდ, დაუჯერებელია

_ ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ არ გვყავს საზოგადოების ნების გამომხატველი ხელისუფლება. ჩვენ გვყავს დანიშნული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველაფერზე, მათ შორის ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე, მათთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებაზე, გეიაღლუმების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფასა და .. დაუფიქრებლადაა წამსვლელი, თუკი, კიდევ ვიმეორებ, გარედან უბრძანებენ და თან რაიმე ფინანსურ სარგებელს შეჰპირდებიან. ბრძანებაც აქვთ და სარგებელის პირობაც მიიღეს, როგორც ჩანს.

რაც შეეხება “რეფორმების უწყვეტობას, რომელზეც unicef-ის ანგარიშშია საუბარი, საქართველო ისევ ერთ-ერთი საუკეთესო “ლაბორატორიაა” მავნე სოციალური ექსპერიმენტებისთვის, რომლებსაც საზოგადოება და განსაკუთრებით მომავალი თაობები მიჰყავს ერთმანეთისგან სრულ გათიშვამდე. ეს არის მოსახლეობის დეგრადირების პოლიტიკა, რომელმაც ბავშვი მშობელს _ დედას, მამას უნდა გადაჰკიდოს და მის ცნობიერებაში მშობლის ცნება დააკავშიროს ძალადობის პოტენციურ საფრთხესთან. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ გვექნება გაცილებით მძიმე სტატისტიკა მშობლებისთვის წართმეული შვილების, “შვილზე ძალადობისბრალდებით პასუხისგებაში მიცემული დედებისა და მამების და ..

_ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი თუნდაც ნაწილობრივ შეჩერდეს?

_ ეს პროცესი ნაწილობრივ ვერ შეჩერდება, ეს პროცესი ან დასრულდება აგრესიული ლიბერალური ტირანიის სრული აღმოფხვრით, ან გაგრძელდება და მიგვიყვანს კიდევ უფრო მკაცრ ტერორამდე. თუმცა აქ გადამწყვეტი როლი აკისრია საზოგადოებას, რომელსაც, მართალია, აწუხებს ეს ყველაფერი და სწორი პოზიცია უკავია, მაგრამ დახშული აქვს ყურები. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სანამ საზოგადოების დიდი ნაწილი ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ ეს პრობლემა ჩემამდე არ მოვა, არ შემეხება ან ბრძოლას მაინც არ აქვს აზრიო, გარედან მართული, დამღუპველი და დამანგრეველი ე.წ. ლიბერალური ცვლილებების კასკადი გაგრძელდება. ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ დაკარგულ თაობებს, რომლებსაც საერთო არაფერი ექნებათ ადამიანურ ღირებულებებსა და ფასეულობებთან. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ თაობებს უკვე დაკარგული ექნებათ ისტორიული მეხსიერება და მათთვის საქართველო მხოლოდ რაღაც ნომინალური ცნება შეიძლება იქნეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. შვილებზე მზრუნველობა,აღზრდა და განათლება ქართველთა ოჯახების მთავარი საზრუნავი იყო ოდითგან.ამით მოვაღწიეთ დღემდე.ეს ქართველი დედების ისტორიული დამსხურებაა,განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.ამას ცოდნა უნდა.ქართველი დედები ზრდიდნენ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს,სწავლულებს,დღეს რომ დიდ ქართველებად მოვიხსენიებთ.დღეს ჩვენს ერს ღვთის წინაშე მეოხად ყავს ქართველი დედების მიერ აღზრდილი და სარწმუნოებისათვის თავდადებულ წმინდანთა დასი და როგორც უწმინდესი ბრძანებს,საქართველოს ამ მხრივ ვერავინ შეედრება. ამასაც ცოდნა ჭირდება შვილის აღმზრდელი რწმენა,სიკეთე და სიყვარულია. უამრავი ხელშეუხებელი სიმდიდრე გვაქვს ქართველებს,მაგრამ გამორჩეული ოჯახი და ეროვნული სიმდიდრეა…..რომელსაც არ განვაზოგადებ.თუ ამასაც ვერ დავიცავთ,აღარ ვიქნებით ის,რანიც ვიყავით .ყველაფერს ამას მატერიალური კეთილდღეობა ჭირდება.აი ამაზე ზრუნვა ნამდვილად გვმართებს და არა დაუკანონებლის დაკანონება.ის რისთვისაც მავანი იბრძვის ბოროტებაადა მას სიკეთე გაასამართლებსნ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნანა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here