Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: როდესაც მიგრანტთა ნაკადი მოგადგება, გაერო წარმოგიდგენს აღებულ ვალდებულებას და გეტყვის:...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: როდესაც მიგრანტთა ნაკადი მოგადგება, გაერო წარმოგიდგენს აღებულ ვალდებულებას და გეტყვის: კეთილი ინებე, მიიღე დევნილები შესაბამისი კვოტით!

3443
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ვებგვერდმითების დეტექტორზერამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია: “2019 წლის 28 იანვარს დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებისას განაცხადა, თითქოს გაეროს მიგრაციის კომპაქტზე ხელმოწერით საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ოდენობით მიგრანტების მიღების ვალდებულება აიღო”. ეს თემა 27 იანვარს განავრცო ტვობიექტივისგადაცემაღამის სტუდიისწამყვანმა გიორგი კასრაძემ. მისი მტკიცებით, გაეროს კომპაქტის საფუძველზე მიგრანტების დასაფინანსებლად საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი გამოყო. დეკანოზ თეოდორე გიგნაძისა და ტვობიექტივისწამყვან გიორგი კასრაძის განცხადებები გაეროს მიგრაციის პაქტის შესახებ დეზინფორმაციაა, რადგან აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივად სავალდებული არ არის და შესაბამისად, არც ფინანსურ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კრემლისტურმა აქტორებმა, მათ შორის, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებმა გააქტიურეს თემა, თითქოს გაეროს “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი” საქართველოში მიგრანტების რიცხვის ზრდას გამოიწვევს. მიგრაციის კომპაქტის შესახებ მსგავსი დეზინფორმაცია გაავრცელეს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, “სპუტნიკ-საქართველომ”, ტვ “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა, _ წერსმითების დეტექტორი”.

გვესაუბრება პრიმაკოვის სახელობის ქართულრუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ვიდრე მთავარ თემაზე, “მითების დეტექტორზეგასულ ინფორმაციაზე ვისაუბრებთ, გკითხავთ, რა მოხდა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ითხოვდით, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოეღოთ ორი ტერმინი _ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა?

_ 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელშიც გამოყენებული იყო ორი ტერმინი _ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ეს ტერმინები სრულად ასახავდა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა უფლებას მათ მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვაზე _ სურთ უზნეობა დააკანონონ. 2014 წელს საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ჩაიარა ამ პროექტის განხილვამ, მაგრამ მაშინდელი “ქართული ოცნების” დეპუტაციამ ასი პროცენტით დაუჭირა მხარი კანონს. ფაქტია, ანტიდისკრიმინაციული კანონი უზნეობის და გარყვნილებას ქადაგებს. ხუთი წელიწადი გავიდა, ბევრი იმდროინდელი დეპუტატი დღესაც პარლამენტარია, მაგრამ არიან ახლებიც, ამიტომ “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე და დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან და სხვა შვიდი კანონიდანაც ამოეღოთ ტერმინები _ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გაგვეგო, რა შეიცვალა ხუთი წლის განმავლობაში პარლამენტში და დაუჭერდნენ თუ არა მხარს ჩვენს მოთხოვნას ის დეპუტატები, რომლებიც ეროვნულ პოზიციაზე დგანან.

ამა წლის 11 თებერვალს ჩვენ ვნახეთ, ვინ იყო ჩვენს მხარეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ _ ალექსანდრე ერქვანია, უხუცესი პარლამენტარი არველაძე და “პატრიოტთა ალიანსი”. ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით ფართო სპექტრით, ჩვენთან ერთად იყვნენ სამღვდელოების წარმომადგენლები საპატრიარქოდან. ყველანი ერთსულოვანი ვიყავით _ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული ტერმინებია და ისინი არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც ისედაც განსაზღვრავს თანასწორობას.

ვითარება ასეთია _ თუკი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იტყვის, რომ ის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისაა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით მშობლებს უფლება არ აქვთ, ჩამოაშორონ აღმზრდელობით საქმიანობას. ეს პირდაპირ ლახავს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების პაქტის 34-ე მუხლს, რომელშიც წერია, რომ მშობელს უფლება აქვს, დაიცვას შვილი ისეთი ჩარევებისგან, რომელიც აღზრდის ზნეობრივ ფაქტორებზე იმოქმედებს. საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან შეუსაბამობის გამო მოვითხოვეთ კანონიდან ტერმინების ამოღება პარლამენტში, მაგრამ დეპუტატებისგან კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ხუთსაათიანი დებატები ისე დასრულდა, რომ კენჭისყრაზე უარი თქვეს, გაიპარნენ დარბაზიდან. ჩვენ გვახლდნენ ბლოგერები, რომლებიც პირდაპირი ეთერით აშუქებდნენ პროცესს. ვფიქრობ, ამ ჩართვის გამო დატოვეს დარბაზი და თვითლუსტრაციაც მოახდინეს. იქ იყვნენ: კობა კობალაძე, სოფიო კილაძე, გიგი წერეთელი და სხვები.

_ ვისი ეშინიათ?

_ ეს არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში ევროპული კომისიის მიერ გაცემული დავალებები ჩვენი მთავრობისთვის. ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში აღნიშნულმა კომისიამ პრეტენზია გამოთქვა, რომ, მიუხედავად დაპირებებისა, საქართველოში დღემდე მოუგვარებელია ერთი და იმავე სქესის პირთა შორის პარტნიორული ურთიერთობა საკანანმდებლო დონეზე, ასევე ტრანსგენდერებისთვის ოპერაციისთვის აუცელებელი საკანონმდებლო რეგულაციები. ეს ის საშინაო დავალებებია, რომლებიც ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებელად უნდა შესრულდეს, რათა დღეს ხელისუფლებაში არსებულმა კონკრეტულმა პიროვნებებმა განაგრძონ ხელისუფლებაში ყოფნა. თუკი ამას არ შეასრულებენ, მათ, უბრალოდ, დაატოვებინებენ სახელისუფლო პოზიციებს. სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს.

შტეფან ფულე, რომელიც 2014 წელს საქართველოში ჩამოვიდა, პატრიარქს არწმუნებდა, ევროკავშირი საქართველოს თავს არ მოახვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონსო, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა. გარდა ანტიდისკრიმინაციული კანონისა, შეუწყნარებლობისა და რასისზმის ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ამბიონიდან მართლმადიდებელი მღვდლები სიძულვილს ქადაგებენ, რადგან ისინი სოდომურ ცოდვებს გმობენ.

_ ვებგვერდმითების დეტექტორზეთქვენ და თქვენი თანამოაზრეები დაგადანაშაულეს, რომ .. მიგრანტთა პაქტზე ტყუილუბრალოდ ტეხთ აჟიოტაჟს, რადგან აღნიშნული პაქტით საქართველოს არ ეკისრება მიგრანტთა აუცილებელი შემოყვანა

_ “საქართველო და მსოფლიო” იყო პირველი გაზეთი, რომელმაც გაეროს “მიგრანტთა პაქტის” შესახებ ინფორმაცია ვრცლად გააშუქა, მასალა პირველ გვერდზე იყო გამოტანილი სახელწოდებით “ღალატი”. როგორც ჩანს, ამან სისტემაზე გავლენა იქონია. აქ არ არის საუბარი ქოც-ნაცურ ალიანსზე. “მითების დეტექტორი” არის სისტემური ანარეკლი, რომელიც ჩვენი მხრიდან საკითხის გაშუქებას მოჰყვა, პირველ რიგში, თქვენი გაზეთით. მათ “საქართველო და მსოფლიოდან” ამონარიდები დამახინჯებულად მოიყვანეს და ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ისინი აცდენილი არიან რეალობას.

ეს ქვეყნები შეუერთდნენ “მიგრანტთა პაქტს”, პასუხისმგებლობა აიღეს აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტთა შემოდინებაზე. ბელგიაში, შვედეთში, კანადასა და სხვა განვითარებულ ქვეყანაში მიგრანტთა პრობლემამ მთავრობები ჩამოშალა.

მიმღებლობისა და ემპათიის გაჩენის მიზნით პროპაგანდისტული საქმიანობის წარმოებისთვის ლიბერალური მედიის არაერთმა წარმომადგენელმა საქართველოში მიიღო გრანტი 4 მილიონ 800 ათასი ევროს ოდენობით. ამ თანხის გამცემი ორგანიზაცია არის მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც, თავის მხრივ, ამ ფულს ევროკავშირისგან იღებს. ევროკავშირისგან საქართველოსთვის მისაცემი 3 მილიარდ 400 მილიონი ლარის ერთი მესამედი, გაუგებარია, რა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის უნდა დაიხარჯოს. ვიცით, რომ ამ თანხის ორი მესამედი გზებისთვის იხარჯება, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ თანხის ერთი მესამედი სწორედ იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, რომელიც პროცესების შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო, მიიღონ და ღირსეული ცხოვრება მისცენ მიგრანტებს და იგივე პროცესისათვის 4 მილიონ 800 ათასი წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვთ მედიისთვის.

როდესაც სისტემა ვამხილეთ შეხმატკბილებული კამპანიის შეთქმულებაში, მათ საპასუხო დარტყმა სცადეს დეზინფორმაციებით.

ჩვენ დღესაც ვამბობთ, 2018 წლის 10 დეკემბერს საქართველოს მიგრაციის საკითხების უწყებეთაშორისმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს თეა წულუკიანი, დაავალა საგარეო უწყებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ზალკალიანი, რომ მარაკეშში კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობისთვის მიევლინა საგანგებო დავალებათა ელჩი, რომელიც აღმოჩნდა კახა სიხარულიძე. სიხარულიძემ კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობით დაადასტურა, რომ საქართველო იღებს პასუხისმგებლობას გაეროს გლობალური მიგრაციის პაქტში მონაწილეობაზე, რაც არის გაწერილი 23 პუნქტად. საქართველომ უნდა უზრუნველყოს მიგრანტები საცხოვრებელითა და სამუშაო ადგილებით.

_ “მიგრანტთა პაქტს”, თუკი ის ასეთი უწყინარია, როგორც ცდილობენ, წარმოაჩინონ, რატომ არ მოაწერა ხელი აშშმა?

_ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება მიგრაციის პოლიტიკის რეგულირების საკითხს ეხება. მან შვიდ ისლამურ სახელმწიფოს უარი უთხრა მიგრანტების მიღებაზე და არა მხოლოდ მიგრანტების, ტურისტებისაც. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მონაწილეობით ამერიკის კონგრესმა გამოყო დიდძალი თანხა, რათა აღმართულიყო კედელი მექსიკასა და შეერთებულ შტატებს შორის. ამერიკა მსოფლიო ჰეგემონია, მაგრამ ის გამორიცხავს მიგრაციის პოლიტიკის გლობლურ აქტში მონაწილეობას, რადგან მისი ინტერესებისთვის ეს მიუღებელია. იგივე პოზიცია აქვს მეორე ზესახელმწიფო რუსეთს, რომელიც სირიის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არც ერთი კვოტა არ აქვს გამოყოფილი სირიიდან დევნილებისთვის, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის. რუსეთმაც, როგორც ამერიკამ, უარი განაცხადა “მიგრანტთა პაქტში” მონაწილეობაზე. უარი განაცხადეს ასევე: უნგრეთმა, ჩეხეთმა, ავსტრიამ, ლატვიამ, ჩილემ და კიდევ ბევრმა ქვეყანამ.

როდესაც ამბობენ, რომ ეს არ არის იურიდიულად მავალდებულებელი დოკუმენტი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხდება მანიპულირება იმით, რომ ეს არის პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტი და ქვეყანას მასზე მიერთება პოლიტიკურ ვალდებულებას აკისრებს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ, როდესაც მიგრანტთა ნაკადი მოგადგება, გაერო წარმოგიდგენს ევროკავშირის შუამდგომლობით აღებულ ვალდებულებას და გეტყვის: აჰა, შენ გრანტი და კეთილი ინებე, მიიღე დევნილები შესაბამისი კვოტით! იურიდიულად მავალდებულებელი დოკუმენტები არის ხელშეკრულებები, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შეთანხმებასთან და ამით მანიპულირებს ხელისუფლება.

საქართველომ დევნილები რომ უნდა მიიღოს, არ უარყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ჩვენ მათ შევხვდით. ასევე ველაპარაკეთ ცხელ ხაზს, ეს ჩანაწერი ჩემს ფეისბუქგვერდზეა. მთელი რიგი გადაცდომებია: დოკუმენტი არ არის ნათარგმნი ქართულად, მედიაში არაფერი თქმულა ამ ფაქტის თაობაზე. თეა წულუკიანის უწყებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვეს, მედიისთვის მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია. თუ ასეთი სასარგებლო და კარგი იყო, თუკი მავალდებულებელი დოკუმენტი არ არის, რატომ მოაწერეს პაქტს ხელი საზოგადოების გვერდის ავლით? გამოდის, ცრუობენ და პაქტი სახიფათოა, მაგრამ სასაგრებლოა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელსაც მომავალი გრანტების მოლოდინში ნერწყვი დუჟად აგდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შერლოკ ჰოლმსი. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here