Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს კანონი ე.წ. მოწყვლად ჯგუფებს კი არ იცავს, არამედ სადამსჯელო...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს კანონი ე.წ. მოწყვლად ჯგუფებს კი არ იცავს, არამედ სადამსჯელო ინსტრუმენტია ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ

მავნებლობები, რომლებიც მოუტანა ქვეყანას 7 წლის წინათ მიღებულმა ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა კანონმა

7 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული .. ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან 7 წელი გავიდა. ცვლილება, რომელიც გარედან თავს მოხვეული ლიბერალური იდეოლოგიის ერთერთ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შორის უშუალოდ ამ კანონის მიმღებნიც იყვნენ, მას დასავლური ღირებულებების ერთგულების დასტური უწოდეს; “პროდასავლურმა ოპოზიციამკი, როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის მისამართით კრიტიკა არ დაიშურა და განაცხადა, რომ კანონი კარგია, მაგრამ მისი ეფექტიანად აღსრულება, ხელისუფლების უნიათობის გამო, ვერ ხერხდება.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში, რომელიც ბოლო 7 წლის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს, აღნიშნულია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რიგი სოციალური ჯგუფების უფლებები, მათ შორის გაუმჯობესდა ქალთა, რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა, რაც, ერთი მხრივ, თურმე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია: “ამ პერიოდში გაუმჯობესდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა; რიგ შემთხვევებში, საჯარო უწყებებმა თუ კერძო კომპანიებმა გაითვალისწინეს შიდა რეგულაციებისა და პოლიტიკის დაგეგმვისას თანასწორობის პრინციპი; გაიზარდა სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის საკითხებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. ამ წინსვლის შედეგად, არაერთმა ქალმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა, ლგბტ+ თემის წევრმა თუ სხვა დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელმა შეძლო დარღვეული უფლებების აღდგენა…”

ცნობისთვის: “ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოში ასობით ადამიანს აბსურდული ბრალდებით დააკისრეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მათ შორის, საქმეები აღიძრა იმის გამოც, რომ მოქალაქეებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს ქუჩაში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ლგბტ პირების მხრიდან პროვოკაციულ ქცევაზე… “ანტიდისკრიმინაციული კანონით”, “დისკრიმინაციაა” და შესაბამისად ისჯება, თუ, მაგალითად, მოქალაქე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე (ან სადმე სხვაგან) მდგომ ე.წ. ტრანსგენდერს უზნეოს და ამორალურს უწოდებს…

რა მოუტანა ქვეყანას 7 წლის წინათ მიღებულმა ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა კანონმა, რა შეცვალა მან ადამიანების ცხოვრებაში და რა შეიძლება შეცვალოს მომავალში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, 7 მაისსდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისამოქმედებიდან 7 წელი გავიდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი დროა დასკვნებისთვის. რა შეცვალა რეალურად ამ კანონმა, რა დღის წესრიგი მივიღეთ და რა შეიძლება შეცვალოს მან მომავალში?

_ მოკლედ ვიტყვი იმას, რაც არავისთვისაა სიახლე: ამ “კანონით” ჩვენ მივიღეთ უმცირესობის სახელით უპრეცედენტო დიქტატურის დასაწყისი, რომლითაც უნდა დადგეს ახალი მსოფლიო წესრიგი უმცირესობათა იმ ნომინაციების მიღმა, რომლებსაც ისინი უწოდებენ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით გაერთიანებულ თემებს. ისინი თავიანთ თავს თემს უწოდებენ და ესეც, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხდება. ეს უკვე არის გეგმაზომიერი, დროში გაწერილი სადამსჯელოსპეცოპერაცია კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილის წინააღმდეგრაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ცხადია, შემთხვევითი არ არის, რომ მსგავსი ტიპის სადამსჯელო სპეცოპერაციები საკანონმდებლო დონეზე წარმოებს სწორედ იქ, სადაც რელიგია პირდაპირ განსაზღვრავს ცხოვრების წესს. აქ, უწინარესად, ვგულისხმობ მართლმადიდებელ სახელმწიფოებს. სხვათა შორის, დღეს რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, ბელარუსთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ასეთმა კაბალურმა კანონმდებლობამ ფეხი ვერ მოიკიდა. მეტიც, იქ მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა გეიპროპაგანდისგან დაცვის შესახებ, რომელიც უკრძალავს სიტყვის თავისუფლების უკან ამოფარებულ გეიაქტივისტებს ქუჩაში ტრანსპარანტებით გამოსვლას. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ყოველი წლის 17 მაისს გარკვეული ჯგუფები გეგმავენ და აანონსებენ ამორალურობის ზეიმს, რომლის უკან დგას 4-ტრილიონიანი ბიუჯეტის მქონე ლგბტ ლობი…

_ სხვათა შორის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ წელსაც იგეგმება 17 მაისისთვის გარკვეული ღონისძიებებიუმცირესობებისუფლებების დამცველების მიერ

_ ეჭვიც არ მეპარება და, ალბათ, ამ ყველაფერს დემონსტრაციულადაც გააკეთებენ, მაგრამ ჩვენთან, საბედნიეროდ, 17 მაისს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას _ რომ საქართველოში გეიაქტივისტების მიერ თავსმოხვეული კანონმდებლობა ვერასოდეს იმუშავებს. რაც შეეხება გარე ფაქტორებს, მინდა, გაგახსენოთ, რომ, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, საქართველოში ჩამოსული იყო ევროკომისარი შტეფან ფულე, რომელიც საპატრიარქოში მივიდა და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არწმუნებდა პატრიარქს, რომ ეს კანონი სულაც არ არის მიმართული ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ. გვახსოვს, ალბათ, ეს შეხვედრა და შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც. თუმცა მოდი, შევხედოთ რეალობას: “ანტიდისკრიმინაციულ კანონს” წინ უსწრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომელშიც წერია, რომ ყველანი ვართ თანასწორნი კანონის წინაშე, განურჩევლად კანის ფერის, რასის, პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებებისა და კუთვნილებისა. რატომ მომყავს ახლა ეს: თუ იქ ჩაიხედავთ, დაინახავთ, რომ სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხზე არასდროს არანაირი ჩანაწერი არ ყოფილა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამით მანიპულაციები არ დაიწყონ.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია და ამის გამო სამსახურში დევნიან, ავიწროებენ და მოითხოვოს ის პრივილეგიები, რომლებითაც დაცული იქნება დისკრიმინაციული დევნისგან. სხვათა შორის, ასეთი მანიპულაციის შედეგად არაერთი ადამიანი ევროპაში თავშესაფარს ტყუილის თქმით იღებდა. ისინი ცრუობდნენ, რომ მიეკუთვნებოდნენ სექსუალურ უმცირესობას და ამიტომ დევნიდნენ. არ შეიძლება, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა იყოს ანტიმადისკრიმინირებელი ნიშანი ადამიანის უფლებების განხილვის პროცესში, ვინაიდან ე.წ. სექსუალური მადის ნიშნით რამე პრეტენზიის არსებობა არის უზნეობის გამოხატულების აქტი. მე ასე მესმის.

_ დავუბრუნდეთ ისევ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. რა არის ამ და სხვა მსგავსიკანონებისსაბოლოო მიზანი?

_ მიზანი ნათლად ჩანს თუნდაც ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგალითად, ჩემს მცირეწლოვან შვილს თუ სკოლაში თავის კლასელებთან ერთად პედაგოგი გაკვეთილზე გამოუცხადებს, რომ ტრანსგენდერია და თავს არ გრძნობს იმ სქესის წარმომადგენლად, რომელსაც ბიოლოგიურად წარმოადგენს, მე ვერ უნდა გავბედო ხმის ამოღება. როგორც გითხარით, ეს კანონი .. მოწყვლად ჯგუფებს კი არ იცავს, არამედ სადამსჯელო ინსტრუმენტია ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ, რომელსაც პროპაგანდით ვერაფერი მოუხერხეს. აი, ეს არის რეალობა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ ზევით ნახსენები კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს, ასამოქმედებელია საქართველოშიც

_ საქართველო 2017 წელს შეუერთდასტამბოლის კონვენციას”, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით პრევენციულ ღონისძიებებს გულისხმობს. ეს კონვენცია თურქეთმა უკვე დატოვა იმ მოტივით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ოჯახის ინსტიტუტს. საქართველომაც ხომ არ უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯები?

_ “სტამბოლის კონვენცია” იყო ბოროტების საფუძველი, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის აწესებს ერთიან სტანდარტს. ამ სტანდარტის გამო დღეს საქართველოში დაახლოებით ოთხი ათასამდე ადამიანი _ მეუღლე, იხდის სასჯელს აბსურდული ბრალდებით და ეს ტერორი გრძელდება. სხვათა შორის, ამ კონვენციის ყველაზე შენიღბული და რეპრესიული მოქმედება ვლინდება იმაში, რომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდებაზე კი არ არის, არამედ მამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოიყვანოს მამაკაცმა, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული. უკვე ისე შორს წავიდა ეს პრაქტიკა, რომ, თუ ქალი ამბობს, კაცი ჩემზე ძალადობდაო, ეს აპრიორი საკმარისი საფუძველია კაცის პასუხისგებაში მისაცემად. ეს არის საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის დამანგრეველი პრაქტიკა და არ შეიძლება, საერთო ჰქონდეს სამართალთან. საქართველომ უნდა დატოვოს ეს კონვენცია და, დარწმუნებული ვარ, დატოვებს კიდეც, როცა გვეყოლება ეროვნული ხელისუფლება; ისევე, როგორც გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომლის ამოქმედებიდან დღემდე ასევე ასობით ადამიანი აბსურდული ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული.

_ დღევანდელ ვითარებაში, როცა ეროვნული ხელისუფლება არ გვყავს, გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ უწინარესად, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო ლიბერთი ბანაკს, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან აღიზიანებს ჩვენი არსებობა, ვგულისხმობ რუსულქართულ საზოგადოებრივ ცენტრს, რომლის დირექტორიც ვარ. ნუთუ ასე ამოწურა თავი ქართულმა დემოკრატიამ, რომ სოროსის მიერ დაფინანსებული 250 არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდით ერთი ქართულრუსული საზოგადოებრივი ცენტრი პრობლემად ექცათ?! ნუთუ ასე ძნელია მათთვის ჩვენი ატანა?! სინამდვილეში ძნელი კი არა, მოუნელებელია და მოუნელებელია იმიტომ, რომ ზუსტად იციან ერთი რამ: რაც უფრო მჭიდრო კავშირი იქნება საქართველო-რუსეთს შორის, მათ შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისითაც, მით მოახლოვდება მათი იდეოლოგიური აღსასრული აქ. აი ამის ეშინიათ და გული უსკდებათ. რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელიც, მადლობა ღმერთს, წარმოვადგენთ უმრავლესობას, უნდა გავერთიანდეთ კონკრეტული გეგმის გარშემო. მხოლოდ ასე შეიძლება რეალური იდეოლოგიურ-პოლიტიკური ცვლილების განხორციელება იმისათვის, რომ იმ 4-ტრილიონიანი ბიუჯეტის მქონე ლგბტ ლობიმ, რომლის მიღმაც მსოფლიო გლობალისტური ელიტის ბნელი ინტერესებია დამალული, მიზანს ვერ მიაღწიოს. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here