Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღეს თუ შევეგუებით იმ უკანონობას, რომელსაც კოლექტიური ლომჯარიების ზეიმი ჰქვია,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღეს თუ შევეგუებით იმ უკანონობას, რომელსაც კოლექტიური ლომჯარიების ზეიმი ჰქვია, ხვალ ისინი შინ შემოგვიცვივდებიან

417
დიმიტრი ლორთქიფანიძე

.. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო ატეხილმა ისტერიულმა წივილკივილმა, რომლის სამიზნეშიც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაწესებულება, არამედ მთლიანად ეკლესია და სამღვდელოებაა, პიკს მიაღწია. მადისკრედიტირებელმა კამპანიამ, მათ შორის საპატრიარქოს მისამართითაც, უკვე აშკარა ცილისწამების ხასიათი მიიღო (ბრალდებები ისმის პირადად მეუფე სპირიდონისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ, რაც, როგორც წესი, ომბუდსვუმენის აპარატის თანამშრომლებისა და ცალკეულიუფლებადაცველებისმხრიდან დაუსაბუთებლად კეთდება).

პროცესში აქტიურად ჩაერთნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ლგბტ აქტივისტებიც, რომლებიც ბავშვების პანსიონიდან გამოყვანას და მათ სხვა ადგილას დაბინავებას ითხოვენ. ამასთანავე, ისინი არა მხოლოდ დაწესებულების საქმიანობის შესწავლის, მისი საერთოდ დახურვისა და გაუქმების ულტიმატუმს აყენებენ: “ანაფორა იმუნიტეტი არ არის”, “ანაფორა ძალადობას ვერ ფარავს” და ა.შ. ამ ლოზუნგებით გამართეს მათ წინა კვირას აქცია პროკურატურასთან, სადაც სამართალდამცველი სტრუქტურებისგან საქმეზე “დროული” რეაგირება და პანსიონში თუნდაც ძალის გამოყენებით შესვლა მოითხოვეს…

შეგახსენებთ: 3 მაისს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონში ე.წ. სოცმუშაკები შეუშვა. შედგა შეხვედრა პანსიონის თანამშრომლებთან, მეუფესა და აღსაზრდელებთან. შესვლიდან მალევე მათ დაწესებულებიდან რამდენიმე ბავშვი გამოიყვანეს, თუმცა, როგორც შემდეგ მედიასთან განმარტეს, მონიტორინგი გრძელდება და, თუ დარღვევები გამოიკვეთა, შესაძლოა, პანსიონის დახურვის საკითხიც დადგეს…

რას ემსახურება ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ატეხილი ხმაური, რა ძალები დგანან ამ ყველაფრის მიღმა და რა პრეცენდენტი შეიქმნება ქვეყანაში, თუ ლგბტ თემისა და უცხოეთიდან დაფინანსებული ანტიქართული (ლიბერალური) ძალების კარნახით ხელისუფლება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებას ლიცენზიას ჩამოართმევს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ლომჯარიას მიერ მიზანმიმართულად ატეხილი ცრუ განგაში, შეიძლება ითქვას, ფართომასშტაბიან ანტისაეკლესიო, ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქართულ კამპანიაში გადაიზარდა. ეს უკვე ყველა ასპექტში აშკარაა. შეტევაში ყველა ლიბერალური ფლანგი მონაწილეობს, დაწყებული .. უფლებადამცველებით, დამთავრებული ლგბტ პროპაგანდისტებითრა პროცესია ეს რეალურად და, რაც მთავარია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას?

_ შეტევა ეკლესიასა და სამღვდელოებაზე ლიბერალური ფლანგის წარმომადგენლებისგან სიახლე არ არის. ამას უკვე ვხედავთ, რამდენიმე წელია, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ნინოწმინდის პანსიონის გარშემო, ან ის, რაც რამდენიმე კვირის წინათ ხდებოდა ჭყონდიდის ეპარქიაში, უპრეცენდენტო შეტევაა. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის სხვა ეტაპი, რომელიც, განსხვავებით ადრინდელიებისგან, მოიცავს ფიზიკურ ძალადობას, შეჭრას, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას, დაუსაბუთებელ უმძიმეს ბრალდებებს, ცილისწამებას და ..

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, რომელიც უკვე ღიად ამჟღავნებს კატეგორიულ მიუღებლობას ეკლესიის მიმართ, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: სახალხო დამცველი _ ეს არის პირობითი დასახელება ლომჯარიას თანამდებობის, იმიტომ, რომ რეალურად ის უცხო ქვეყნის დივერსანტია და გარედან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უდგას სათავეში.

ახლა რა არის საბოლოო მიზანი და რატომ ამოირჩიეს ეკლესიაზე შეტევისთვის მაინცდამაინც ნინოწმინდის პანსიონი: პირველი _ მოგეხსენებათ, ამ დაწესებულებას ხელმძღვანელობს მეუფე სპირიდონი (აბულაძე), რომელიც გამორჩეული მქადაგებელი და მამხილებელია სოდომიზმის. ის არც ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდება და არც ოპოზიციის, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლიბერალებს. აი, ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მეუფე სპირიდონი პირველი ამოიღეს სამიზნეში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ამოცანა და ამ ყველაფრის მიღმა მდგომ ძალებს სხვა არანაკლებ შორს მიმავალი გეგმებიც აქვთ ეკლესიისთან მიმართ…

_ რას გულისხმობთ?

_ პანსიონზე თავდასხმითა და მასთანსამართლებრივიბრძოლის მოგებით უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ ეკლესია დამარცხდა. ყველამ უნდა დაინახოს, უწინარესად კი _ კონსერვატიულმა საზოგდოებამ, რომ აგერ, სასულიერო პირი, მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი ინსტიტუტის წარმომადგენელი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი იდეოლოგიური დღის წესრიგის გამტარებელ ინსტიტუციას რომ დაუპირისპირდა, დამარცხდა. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებსა და ცილისწამებებს პანსიონატის თანამშრომლების მიმართ, მათ გამოიყენეს ერთერთი ბენეფიციარი გოგონა, რომელიც რამდენიმე თვეში გახდება სრულწლოვანი. ის წლების განმავლობაში იზრდებოდა პანსიონში და შემდგომ ნათესავებმა _ ბიცოლამ და ბიძამ, წაიყვანეს, თუმცა მათთან ხუთი თვის ცხოვრების შემდეგ კვლავ აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში, რომლებიც მინდობითი აღზრდისა და დროებითი თავშესაფრების საკითხებით არიან დაკავებულნი. აი, ზუსტად ამის შემდეგ მოულოდნელად შედის განცხადება მისი ხელმოწერით ნინოწმინდის პოლიციაში, თითქოს რამდენიმე წლის წინათ ის პანსიონში გააუპატიურეს. რა თქმა უნდა, მყისვე აღიძრა საქმე და დაიწყო გამოძიება, მაგრამ, როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა, ეს ბავშვი აღმოჩნდა ხელუხლებელი. არ აღენიშნებოდა გაუპატიურების კვალი. ცხადია, გამოძიებამ დაიწყო ფიქრი, რომ საქმის წარმოება შეეწყვიტა, მაგრამ კონსპირატორებისთვის, კოლექტიური ლომჯარიებისთვის, ეს არ იყო მისაღები…

_ რატომ?

_ მათი ჩანაფიქრის მიხედვით, აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართალწარმოება დიდი ხანი უნდა გაგრძელებულიყო. შემდგომ ხმაური უნდა აეტეხათ და საქმის გაჭიანურება მოეყვანათ მთავარ მიზეზად, რათა სასამართლოს განჩინების ძალით ბავშვები გაეყვანათ პანსიონიდან. აი, ამის გამო გოგონას მეორედ შეატანინეს განცხადება და მან ისევ იმავე ადამიანს დაადო ხელი. სხვათა შორის, ეს არც ერთ ტელევიზიას არ უთქვამს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გაუპატიურება ამჯერად მოხდა ხაშურში. შემდეგ მესამედაც შეატანინეს განცხადება, თითქოს ქუთაისში მოხდა გაუპატიურება ისევ იმ პირის მხრიდანეს გაჭიანურებული პროცესი გამოიყენეს იმისთვის, რომ აეტეხათ ხმაური და მედიის ფართო ყურადღების ფონზე ეწარმოებინათ უმძიმესი ცილისმწამებლური კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამის საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებების გარეშე დაიწყეს საუბარი კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებიც ბავშვების წამებას, მათდამი არაადამიანურ მოპყრობასა და სექსუალურ ძალადობას ეხება. არაფერს ვამბობ იმ სპეკულაციებზე, რომ, თურმე, ხელისუფლება, ეკლესიასთან ერთად, ხელს აფარებს ამ ყველაფერს… ყველაზე ცუდი ამ პროცესებში რა არის, იცით? ის, რომ საზოგადოება არ არის დეტალურად ინფორმირებული საქმეზე, ამიტომაც მივმართე გენერალურ პროკურატურას და მოვუწოდე, რომ სასწრაფოდ დაიკითხოს ის გოგონა. ერთი მხრივ, ეს გამოავლენს, ვინ დგას ცრუ საჩივრების უკან და, მეორე მხრივ, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ სასამართლოც გარკვეულწილად შეცდომაშია შეყვანილი…

_ თქვით, რომ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ობიექტური გამოძიება და გაარკვიოს, ვინ დგას ცრუ ბრალდებების უკან, რომლებიც ეკლესიის მადისკრედიტებელი კამპანიის ნაწილია. დღევანდელი პროკურატურა, რომელშიც, სასამართლოს მსგავსად, ბევრია ლიბერალი კადრი, ამას გააკეთებს?

_ პროკურატურისთვის ეს ყველაფერი იქნება ლაკმუსის ქაღალდი. გამოიძიებენ და დაუსვამენ წერტილს ამ ბინძურ სპეკულაციებს? დავიჯერებთ, რომ ამ სტრუქტურაში ყოფილან კეთილსინდისიერი ადამიანები; არ გამოიძიებენ და ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველაფერი? ჩვენც საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაც, ამ ფულზე გაყიდულ ჭინკებთან ერთად მონაწილეობენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გაუგონარ უზნეობაში.

_ ვთქვათ, პროკურატურამ არ გამოიძია ეს ყველაფერი და ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გაგრძელდა ბრძოლა, რა გზა რჩება ეკლესიასა და საზოგადოებას ამ პროცესის წინ აღსადგომად?

_ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო პირების კრებული. ეკლესია მრევლისა და სამღვდელოების ერთობაა, ამიტომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ მხოლოდ ეკლესიის მხრიდან პროტესტის გამოხატვის აუცილებლობაზე განცხადებებს. მგონი, ეს ცხადია და ამ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, ისევე, როგორც მხოლოდ ერისკაცებისთვის არ უნდა იყოს მინდობილი შემდგომი პროტესტის განხორციელების გზები და საშუალებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრევლმა და ეკლესიამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა. ეს ერთი. მეორე _ თუ ჩვენ დღეს შევეგუებით იმ უკანონობას, რომელსაც კოლექტიური ლომჯარიების ზეიმი ჰქვია, ხვალ ისინი შინ შემოგვიცვივდებიანსხვათა შორის, ის ხალხი, რომელიც დღეს ნინოწმინდის პანსიონატს ებრძვის, 5 ივლისისთვის გეიაღლუმს გვიმზადებს

_ ის ერთიანობა, რომელიც ახსენეთ, შესაძლებელია დღევანდელ ვითარებაში? საზოგადოება ხომ სრულ ნიჰილიზმშია?

_ სანამ ბახტრიონის აჯანყება მოხდებოდა, ზუსტად ანალოგიური განწყობა იყო, მაგრამ, როდესაც მოხდა ისეთი რამ, რაც ყველას ღირსებას შეეხო, სრულიად საქართველო, დიდი და პატარა, ფეხზე დადგა. აქ საუბარია ხალხის ისეთ აზვირთებაზე, რომ ქვა ქვაზე არ დარჩა _ მთელი ალაზნის ველი მოფენილი იყო მოძალადე მტრის გვამებით. თუმცა ჩვენ, ქართველებს, ერთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და დიმიტრი უზნაძე თავის გენიალურ “განწყობის თეორიაში” ამაზე პირდაპირ მიუთითებს. თუ ჩვენ სწრაფად არ მოვახდენთ ამა თუ იმ მოვლენაზე რეაგირებას, შემდეგ გაწელილ პროცესში ყოველთვის ვაგებთ. ე.ი., ქართველობა მაშინ არის ძლიერი, როდესაც, გამოიკვეთება თუ არა მტრის ხატი და მოხდება საფრთხის იდენტიფიცირება, იმწამსვე იწყებს რეაგირებას. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გამოიკვეთოს მტრის ხატი და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. მხოლოდ ამას მოჰყვება კონსოლიდაცია და განწყობების მატერიალიზაცია, რაც, ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია. სხვა გამოსავალი არ არსებობს, თუ გვინდა ამ ლიბერალურ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიოთ და არ გვსურს, ხვალ-ზეგ კოლექტიური ლომჯარიები ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ლოზუნგით ოჯახებში შემოგვიცვივდნენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. უნდა დავძლიოთ ე. წ. ლგბტ ტერორი , უნდა დავძლიოთ ბიოლოგიური ტერორი და უნდა დავძლიოთ ჰესების ტერორი . ამას სჭირდება ნაცრეჟიმის ნარჩენების და მოღალატე მთავრობის განეიტრალება რაც შეიძლება , მშვიდობიანად .

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ალექსანდრე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here