Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამერიკის შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, გვაიძულებს, დავიჩოქოთ და მოგებული საქმე გამოვაცხადოთ...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამერიკის შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, გვაიძულებს, დავიჩოქოთ და მოგებული საქმე გამოვაცხადოთ წაგებულად

“რა არის ეს, თუ არა 21-ე საუკუნის კოლონიალიზმი, რომელსაც თავს გვახვევენ დემოკრატიის სახელით”

3169

ამერიკულ ნავთობკომპანიაფრონტერასთანხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინათ მიღებულუცაბედგადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის, ალბათ, მოულოდნელობას წარმოადგენდა, მმართველ გუნდში ერთგვაროვანი შეფასებებით გამოეხმაურნენ. დაწყებული მინისტრებით, დამთავრებული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებით _ ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქვეყანამ ამით საერთაშორისო ასპარეზზე თავისი რეპუტაცია დაიცვა. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მედიასთან განმარტა, რომ კომპანიასთან კონტრაქტის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიულმა ინტერესებმა განაპირობა, რაც არავითარ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო. მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვტილება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსთვის აშშთან სტრატეგიული პარტნიორობა უმთავრესია

ასეთივე შინაარსის იყო ეკონომიკის მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების შეფასებებიც, თუმცა არც ერთ მათგანს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურებოდა კონტრაქტის აღდგენა კომპანიასთან, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინათ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაუუქმეს.

მთავრობის მიერ კომპანიასთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ოფიციალური განცხადების გავრცელებისთანავე კონგრესმენების ნაწილმა (ადამ კინზინგერმა და სხვებმა) განაცხადეს, რომ თავის დროზე იმედგაცრუებული დარჩნენ, როცა ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩააგდო. თუმცა, იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროექტი მომავალში განხორციელდება და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი რუსული ინვესტიციების გარეშე მოხდება.

ცნობისთვის: კომპანია “ფრონტერასთან” საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კონტრაქტი 2020 წლის 20 აპრილს გააუქმა საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ხელისუფლება კომპანიას ვალდებულების შეუსრულებლობას ედავებოდა, თუმცა, თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლობა ბრალდებებს უარყოფდა და მმართველ გუნდს კონტრაქტის მიზანმიმართულად გაწყვეტაში ადანაშაულებდა…

რა სტრატეგიულ ინტერსებს ემსახურება დღეს საქართველოსთვის ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტის განახლება და რა შედეგებს მოუტანს ეს უახლოეს მომავალში ქვეყანას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომფრონტერასთანკონტრაქტის გაგრძელება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებითაა განპირობებული. ასე აფასებენ აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტის გაგრძელებას მინისტრები და პირადად მთავრობის მეთაური გიორგი გახარიაც. თქვენი აზრით, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ვფიქრობ, ამ ყველაფერზე პასუხი ძალიან მარტივია. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-დან საქართველოში პირდაპირი ინვესტიცია, პრაქტიკულად, ერთხელ განხორციელდა, როდესაც დაიწყო მეგაპროექტი “ეიეს თელასი” და შემდეგ ის რუსულ კომპანიას მიჰყიდეს. ეს ისტერიკა “ფრონტერას” გარშემო დაკავშირებულია სწორედ პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობასთან. თუმცა ერთია ისტერიკა და აჟიოტაჟი, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას სჭირდება, და მეორეა ის, რომ ამ წლების განმავლობაშიფრონტერასმიერ მოპოვებული და წარმოებული პროდუქციის შესახებ რამე სტატისტიკა არ არსებობს. სხვათა შორის, ერთხელ წერილობით კონკრეტული შეკითხვით მივმართე ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რა მოცულობის სამუშაოები აწარმოა ამ კომპანიამ და რა მოგება მიიღო აქედან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმამეთქი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ეს იყო რამდენიმე წლის წინათ. ყველას კარგად გვესმის, რომ “ფრონტერას” მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც სადაზვერვო-მოძიებითი საქმიანობით არიან აქ დაკავებულნი (სადაზვერვოში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიებას, დაზვერვას), რეალურად აკონტროლებენ ეკონომიკის ყველაზე მძლავრი პოტენციალის ბერკეტებს, რასაც, ცხადია, აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ამაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც ის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურობს ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი, მაგალითად, ჯეიმს რიში, ადამ კინზინგერი და სხვები, რომელთა წერილებშიც, თავის დროზე, ხაზგასმით იყო აღნიშნული ამერიკის სტრატეგიული ინტერესები…

_ ის, რომფრონტერასთანკონტრაქტის გაგრძელება დაკავშირებულია ანაკლიის პორტის თემასთან, სიახლე არავისთვისაა. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა საბოლოოდ ამ კოლოსალურ პროექტს იმის გათვალისწინებით, რომ მასში ვაშინგტონის სტრატეგიული ინტერესები უკვე ქმნის გარკვეულ დაბრკოლებებს?

_ ანაკლიის პორტზე ცნობილია ის, რომ აშშ, ფაქტობრივად, აკონტროლებდა და დღესაც აკონტროლებს პროექტის განხორციელების პროცესს, მაგრამ, ამასთანავე, იქ სერიოზული პრობლემები ექმნებოდა თავისუფალ საინვესტიციო გარემოსაც. ვგულისხმობ იმას, რომ ვერ ხერხდებოდა, მაგალითად, ჩინური კომპანიის ჩართვა ამ მეგაპროექტში, რომელსაც აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის უნდა გაეხსნა დამატებითი დერეფანი აფრიკის კონტინენტის მიმართულებით. აი, ეს იყო სწორედ ჩინეთის მთავარი ინტერესი, მაგრამ პეკინსა და ვაშინტონს შორის გაჩაღდა უმწვავესი ეკონომიკური ომი და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ვიმეორებ, ამერიკელების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ჩინურ კომპანიებს არ მიეღოთ პროექტში მონაწილეობა

_ სხვათა შორის, ამერიკის სტრატეგიული ინტერესები ახსენეთ და ამ დღეებში კონგრესმენმა კინზინგერმა ღიად განაცხადა, რომ მთავარია, პორტი რუსული ინვესტიციების გარეშე აშენდესო. მისი თქმით, ეს გეოპოლიტიკის საკითხია და ამერიკელებს ესმით საქართველოს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოს ეროვნულსტატეგიული ინტერესები, ფაქტობრივად, ჩაკარგულია ამ პროცესში?

_ მთლიანობაში ეს ყველაფერი, გნებავთ, ანაკლიის პორტის თემა ავიღოთ, გნებავთ _ “ფრონტერას” საკითხი, მოდავებული შარია საქართველოსთვის _ “მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო”, რაც გასაგებია, რომ გარკვეულ ინტერესებს ემსახურება. ანუ, წარმოიდგინეთ, რა ხდება: ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აღიარებული გვყავს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად და მეგობარ სახელმწიფოდ, პრაქტიკულად, გვაიძულებს, დავიჩოქოთ და მოგებული საქმე გამოვაცხადოთ წაგებულად. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა არის ეს, თუ არა 21- საუკუნის კოლონიალიზმი, რომელსაც თავს გვახვევენ დემოკრატიის სახელით? ეს პარტნიორულ ურთიერთობებს შეესაბამება?! რა თქმა უნდა, არა. ისე, კარგი იქნება, ქალბატონმა კელი დეგნანმა, რომელიც გამუდმებით ქართულ დემოკრატიასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბრობს, აი, ამ ამბავზეც გაამახვილოს თავის გამოსვლებში ყურადღება… რაც შეეხება შეკითხვას კინზინგერის განცხადებაზე, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში რუსული ინვესტიციების გამორიცხვას შეეხებოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მალავს თავის გეოპოლიტიკურ ზრახვებს, ღიად დაუპირისპირდეს ჩინეთს და დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელთა შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მაღალ საფეხურზე აყვანა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება. საერთოდ, რუსეთიინდოეთიჩინეთი _ ეს არის ის ეკონომიკური სამკუთხედი, რომლის გაძლიერებისაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ეშინია. გამომდინარე აქედან, ამერიკელებს სურთ, ანაკლიის პორტის სახით შავ ზღვაში ჰქონდეთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულების და აქ, რა თქმა უნდა, კონკურენტები არაფერში სჭირდებათ.

_ საქართველოს ინტერესებზეც ვისაუბროთ. გასაგებია, რომ შეერთებულ შტატებს საკუთარი მიზნები ამოძრავებს; გასაგებია, რომ ჩინურ კომპანიებსაც თავიანთი გათვლები აქვთჩვენი სტრატეგიული ამოცანა რა არის ამ პროცესში?

_ არსებობს ასეთი ქართული გამოთქმა: აქლემების ჭიდილში კოზაკი გაიჭყლიტაო… ზუსტად ასეა ჩვენი საქმე და მეტიც _ დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, არც ერთ პოლტიკურ გათვლაში არ ვართ გათვალისწინებული _ არც დასავლეთის და არც აღმოსავლეთის, იმიტომ, რომ ერთსაც და მეორესაც ამ შემთხვევაში აქვს საკუთარი გეოეკონომიკური მიზანი, პოლიტიკურზე რომ არაფერი ვთქვათ.

რაც შეეხება გამოსავალს ამ ვითარებიდან, რა თქმა უნდა, საქართველო, თავის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო მსოფლიო გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესთა გადაკვეთის არეალი, მაგრამ სწორი, ადეკვატური მმართველობის პირობებში ქვეყანა მეტ-ნალკებად ახერხებდა გარკვეული ბალანსის მოძებნას. ეს არის წარმატების ქვაკუთხედი. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბალანსის პოლიტიკა კი არ განიხილება, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, არამედ ერთი კონკრეტული პოლუსის, ამ შემთხვევაში ვაშინგტონის სრული პოლიტიკური მონოპოლია ქვეყანაში, რაც სხვა არაფერია, დაუფარავად გაცხადებული კოლონიალიზმის გარდა, რომელიცფრონტერასსაკითხმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

_ გამოდის, ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ საქართველო ოდესმე შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პორტის მშენებლობა?

_ არა მხოლოდ ხელისუფლების, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პირობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ერთ რომელიმე პარტიაში არ არის პრობლემა, პრობლემა მდგომარეობს მახინჯ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არის სტაბილური. აი, ეს უნდა შეიცვალოს _ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს მყარი ხიდი მსხვილ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის, როგორიცაა, ერთი მხრივ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, ხოლო, მეორე მხრივ, ევრაზიული კავშირი. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებით იმ დროს, როცა მესამე გეოპოლიტიკური ცენტრი _ ევროკავშირი განიცდის კრიზისს და, ფაქტობრივად, დაშლის პირასაა.

რაც შეეხება ამჟამინდელ ხელისუფლებას, ვეჭობ, ეს გუნდი იმ ტიპის ფუნდამენტურ ცვლილებებს, როგორიც სჭირდება სახელმწიფოს, ვერ განახორციელებს და არც უნდა ველოდოთ. ვერ განახორციელებს თუნდაც იმიტომ, რომ დღეს საქართველო, პრაქტიკულად, არის ვასალი ქვეყანა. ვისიც _ გასაგებია. დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომლის სუვერენიტეტიც და დამოუკიდებლობაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის ფარატინა ქაღალდი; დღეს საქართველო არის 21- საუკუნის კოლონია, რომლის მიმართაც დასავლეთი უკვე ფორმალურადაც აღარ იცავს მის მიერვე ნაქადაგებ დემოკრატიულ პრინციპებს და პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვეუბნება, რომ ჩვენ კი არ ვწყვეტთ ჩვენს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მდგომარეობას, არამედ ის, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებისა და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: პრომეთე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here