Home რუბრიკები სპორტი დაუმარცხებელი მოკრივე მეტსახელად “ფული”

დაუმარცხებელი მოკრივე მეტსახელად “ფული”

დაუმარცხებელი მოკრივე მეტსახელად “ფული”

რამდენიმე დღის წინათ პოპულარულმა გამოცემაფორბსმაგამოაქვეყნა ბოლო ათწლეულში მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების სარეიტინგო სია, რომელშიც 915 მლნ დოლარით პირველი იყო ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი. შემოსავლების მხრივ მან დაჯაბნა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ (800 მლნ) და ლიონელ მესი (750 მლნ). ასე რომ, ფლოიდ მეივეზერს ტყუილუბრალოდ არ ეძახიან money (ფულს).

ფლოიდ მეივეზერუმცროსი გამოჩენილი სპორტსმენების დინასტიის წარმომადგენელია. ის 1977 წლის 24 თებერვალს დაიბადა მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-რაპიდსში. მამა თავის დროზე კრივში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობდა. ერთ-ერთმა ბიძამ, როჯერმა, კი მსოფლიოში უძლიერესის ტიტული მოიპოვა, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, ბიჭმა სპორტის ეს სახეობა რომ აირჩია. ვარჯიშები რომ არ გაეცდინა, ფლოიდმა სკოლას თავი დაანება. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ სიღარიბემ უბიძგა _ მამამ ოჯახი მიატოვა, დედა კი შვილებს ძლივს უვლიდა. მოყვარული მოკრივის კარიერა ფლოიდმა 1993 წელს დაიწყო. მან სამი წლის განმავლობაში ზედიზედ მოიგო ნახევრადპროფესიონალთა მთავარი პრიზი _ “ოქროს ხელთათმანები”. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდა მოკრივემ 90 ბრძოლა გამართა და მათგან მხოლოდ 6-ში დამარცხდა. ფლოიდი ოსტატურად არიდებდა თავს დარტყმებს და მისთვის წარბი არასოდეს გაუხეთქავთ, ამიტომ კოლეგებმა მას ლამაზი ბიჭი შეარქვეს.

ფლოიდ მეივეზერი საერთაშორისო არენაზე პირველად გამოჩნდა ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა.

173 სმ სიმაღლის ფლოიდი თავდაპირველად ცოტას იწონიდა _ 60 კგ-ს, მაგრამ კარიერის განმავლობაში მან რამდენჯერმე შეიცვალა წონითი კატეგორია. თავისებური სტილით ატარებდა შეხვედრებს. მისი ბრძოლები არ გამოირჩეოდა სანახაობრივად, მაგრამ ძალიან ეფექტიანი იყო, რაც გამარჯვების მოპოვებაში ეხმარებოდა.

1998 წელს 21 წლის მეივეზერი შეხვდა ძლიერ, ტიტულოვან მოწინააღმდეგეს _ ჯენაროჩიკანიტოერნანდესს, ყველასთვის მოულოდნელად, ნოკაუტით დაამარცხა და, WBC (მსოფლიოს კრივის საბჭოს) ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ავტორიტეტულმა გამოცემა Ringმა ფლოიდი წლის მოკრივედ დაასახელა, ეს ტიტული მან კიდევ ოთხჯერ მოიპოვა _ 2002, 2005, 2006 და 2007 წლებში. იმ პერიოდის საუკეთესო ბრძოლებად მიიჩნევენ შეხვედრებს არტურო გატისთან, ზაბოი ჯუდოისა და ოსკარ დე ლა ჰოიასთან, რომელმაც კინაღამ დაჯაბნა ახალგაზრდა ფლოიდი.

ფლოიდ მეივეზერ-უმცროსი

2013 წლის სექტემბერში მეივეზერი და საულ ალვარესი ერთმანეთს შეხვდნენ WBA შუპერ-ის, WBC-სა და Ring-ის წოდების მოსაპოვებლად.

ალვარესი კარიერაში პირველად დამარცხდა. ტაბლოიდებმა გამოთვალეს, რომ მექსიკელის დამარცხებამ ფლოიდს 75 მლნ დოლარი მოუტანა.
ფლოიდ მეივეზერ-უმცროსიმეივეზერის კარიერაში ერთ-ერთ დაძაბულ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს მისი ორთაბრძოლა მარკოს მაიდანთან _ ფლოიდი შეხვედრაში კინაღამ დამარცხდა. სწორედ ამ ბრძოლაში, რომელიც 2014 წელს გაიმართა, მიიღო მან ყველაზე მეტი დარტყმა მოწინააღმდეგისგან, თუმცა მატჩი მაინც მოიგო ტექნიკის წყალობით.

ამ პერიოდში ფლოიდი დაუმეგობრდა ახალგაზრდა პოპ-მომღერალ ჯასტინ ბიბერს და მისი მწვრთნელი გახდა.

მეივეზერი და ჯასტინ ბიბერი
მეივეზერი და ჯასტინ ბიბერი

2015 წელს გაიმართა მეივეზერისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს ორთაბრძოლა. მოკრივეებმა 3 პროფესიული ასოციაციისა და ოსკარ დე ლა ჰოიას კომპანია Golden Boy Promotions-ის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლეს წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად. ამ ორთაბრძოლისთვის ფლოიდმა 210 მლნ დოლარი მიიღო, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით _ 280 მლნ.

თანამემამულე ანდრე ბერტოსთან 49-ე შეხვედრის ჩატარების შემდეგ, რომელშიც კვლავ გაიმარჯვა, ფლოიდ მეივეზერმა როკი მარჩიანოს რეკორდი გაიმეორა წაუგებელი ტურნირების მიხედვით.

2016 წელს პრესამ გაავრცელა ინფორმაცია მეივეზერისა და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შორის ორთაბრძოლის გამართვის შესახებ. 2017 წლის 26 აგვისტოს ლას-ვეგასში მაკგრეგორთან გამართული ბრძოლა წლის მოვლენად იქცა.

პრესკონფერენციამ, რომელზეც ბევრი იყო ურთიერთშეურაცხმყოფელი გამოხდომები, კიდევ უფრო გააღვივა საზოგადოების ინტერესი ორთაბრძოლის მიმართ. იმ მომენტში მეივეზერის ქონება 765 მლნ დოლარად იყო შეფასებული. მან მიიღო გამოწვევა და განაცხადა: სულელი არ ვარ, უარი ვთქვა 300 მლნ გამომუშავებაზეო.

მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი
მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი

ირლანდიელი მისთვის დამახასიათებელი მანერით ყოველ შეხვედრაზე არწმუნებდა ჟურნალისტებს, რომ 40 წლის მეივეზერს მეორე რაუნდში დაამარცხებდა, მაგრამ, როგორც ორთაბრძოლამ წარმოაჩინა, ირლანდიელი, როგორც შოუმენი, უფრო ნიჭიერია, ვიდრე როგორც მოკრივე. მეივეზერმა მე-10 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მაკგრეგორი და საუკუნის ორთაბრძოლა მოიგო. შერეული სტილის ორთაბრძოლების ორგანიზაცია UFC-ს მებრძოლმა ნეიტ დიასმა და რუსმა ჰაბიბ ნურმამედოვმაც ვერაფერი გააწყვეს მეივეზერთან, აი ამის შემდეგ განაცხადა ფლოიდ მეივეზერმა, რომ დაასრულა კარიერა, თუმცა 2019 წლის ბოლოს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია რინგზე მეივეზერის დაბრუნების შესახებ.

მეივეზერი და მენი პაკიაო
მეივეზერი და მენი პაკიაო

ფლოიდს 4 შვილი ჰყავს 2 სხვადასხვა ქალთან, რომლებზეც არ დაქორწინებულა. პაპარაცები მოკრივეს ხშირად ნახულობენ სტრიპტიზის მოცეკვავეებს შორის. ძალიან მოსწონს ფუფუნებაში ცხოვრება. ჰყავს 14 “როილს-როისი”, აგრეთვე, 3,5 მილიონად ღირებულად “ბუგატი” და 35 მილიონად შეფასებული თვითმფრინავი Gulf Strem-ი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here