Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის პროვოკაციულ-წამქეზებლური პოლიტიკის მიმდევრობის ლოგიკური შედეგი – უკრაინის სახელმწიფოებრიობის კრახი

დასავლეთის პროვოკაციულ-წამქეზებლური პოლიტიკის მიმდევრობის ლოგიკური შედეგი – უკრაინის სახელმწიფოებრიობის კრახი

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და დადო მათთან ხელშეკრულებები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების, მათ შორის, სამხედრო დახმარების შესახებ. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის არმიას დაავალა, უზრუნველეყო დონეცკისა და ლუგანსკის უსაფრთხოება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკვე მისცა თანხმობა ქვეყნის პრეზიდენტს საზღვარგარეთ არმიის გამოყენებაზე.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა რუსეთის სამთვიანი საერთაშორისო მოლაპარაკებები დასავლეთთან, ძირითადად, აშშ-თან, საფრანგეთთან, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან გლობალური უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო უარის თქმა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე და კიევის მიერ ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულება (რომლის გარანტორებიც გერმანია და საფრანგეთი იყვნენ). ვერც ერთი ამ მიმართულებით პროგრესი ვერ შედგა _ დასავლეთმა რუსეთის საკვანძო მოთხოვნები უგულებელყო, უკრაინამ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა, თანაც 17 თებერვლიდან განაახლა დონეცკისა და ლუგანსკის დაბომბვები, რამაც ინტენსიური ხასიათი მიიღო 20-21 თებერვალს, ხოლო 21-ში რამდენიმეკაციანმა უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა რუსეთის სასაზღვრო მონაკვეთზე მიიტანა იერიში, მაგრამ დივერსანტები რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს.

თებერვალში ინგლისის თაოსნობით გამოცხადდა გამოკვეთილად ანტირუსული შინაარსის სამმხრივი კავშირის შექმნა ინგლისიპოლონეთიუკრაინის მონაწილეობით. გამოცხადებისთანავე დაიწყო ამ კავშირში საქართველოს შეყვანის თუ შეტყუების ინტენსიური მცდელობა და ეს გრძელდება დღემდე.

19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წამოიწყო კონსულტაციები “ბუდაპეშტის მემორანდუმის” ირგვლივ. ამ მემორანდუმით უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე 1994 წელს. ამ კონსულტაციების წამოწყებით უკრაინამ, ფაქტობრივად, ბირთვული იარაღის წარმოების განაცხადი გააკეთა. უნდა ითქვას, რომ მას ამის პოტენციალი, _ შეზღუდული, მაგრამ მაინც, _ აქვს.

ამ ყველაფერს უკრაინის ხელისუფლება ბედავდა და აკეთებდა აშშ-ის, ევროკავშირისა და ინგლისის ფარული თუ აშკარა წაქეზება-მხარდაჭერით. დღევანდელი უკრაინა წარმოადგენს უუფლებო, კოლონიის დონეზე დაყვანილ ტერიტორიას, რომელიც მთლიანად გარე მმართველობის ქვეშაა მარიონეტული ხელისუფლების მეშვეობით. მათი მხრიდან რამე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

მინსკის შეთანხმებებზე უნდა ითქვას, რომ, როგორც ჩანს, უკრაინამ თავის დროზე ეს საერთაშორისო ვალდებულებები _ საფრანგეთისა და გერმანიის მონაწილეობით და გარანტიებით _ იკისრა ისე, რომ იმთავითვე არც ფიქრობდა მათ შესრულებას. როგორც ჩანს, ცდილობდა, დრო გაეყვანა იმ იმედით, რომ “დასავლელი პარტნიორების” ხელშეწყობით მოახერხებდა მინსკის შეთანხმების შესრულებისგან თავის დაძვრენას. ეს რომ არ გამოუვიდა, ახლა უკვე ოფიციალურად თქვა უარი მის შესრულებაზე, პარალელურად წამოიწყო სამხედრო პროვოკაციები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით და გააჩაღა ინტენსიური დაბომბვები. რას აკეთებს ამ დროს უკრაინის (და საქართველოს) “მეგობარიდასავლეთი? არც არაფერს. მათ, ფაქტობრივად, ჯერ წააქეზეს უკრაინა სახელმწიფოებრივ თვითმკვლელობაზე, შემდეგ კი მიატოვეს, გაბრაზებულ რუსეთს შეატოვეს. დასავლეთის ქვეყნებისსასიკვდილო სანქციები”, რომლებითაც აქამდე იმუქრებოდნენ, იმაში გამოიხატა, რომ თავიანთ კომპანიებს აუკრძალეს დონეცკსა და ლუგანსკთან სავაჭროეკონომიკური ოპერაციები დაშეაჩერესისედაც შეჩერებულიჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის სერტიფიკაცია. მორჩა.

21 თებერვალს, ღამით, უფრო სწორად, 22-ში გამთენიისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული სამხედროების მისამართით სროლის ბრძანებას არ გასცემს, თუმცა ამის პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინული შეიარაღებული ფორმირებები განაგრძობენ კონცენტრაციას დონეცკისა და ლუგანსკის მისადგომებთან. გრძელდება დაბომბვები.

რა საზღვრებში ცნო რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკი? აქ ცოტა გაუგებრობა იყო, მაგრამ ყველაფერს წერტილი პუტინმა დაუსვა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები ცნო მათი კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებში. ეს კი არის მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. დღევანდელი მდგომარეობით, აღიარებული რესპუბლიკები აკონტროლებენ ამ ოლქების მთლიანი ტერიტორიების დაახლოებით 30%-ს.

რა იქნება შემდეგ? ეს შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ ფაქტების მოშველიებით:

ა) რუსეთის უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადეს, რომ მარტო აღიარება არაა საკმარისი და უნდა “წაივიდეთ წინ” (надо идти далъше);

ბ) საგარეო დაზვერვის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის მიღებას რუსეთის ფედერაციაში, რასაც მოჰყვა პუტინის რეპლიკა, რომ ახლა ამ საკითხს არ განიხილავენ;

გ) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს საჯარო გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე უკრაინა ჩამოყალიბდა ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად და რომ მას თამამად შეიძლება ეწოდოს ვლადიმერ ლენინის სახელობის უკრაინა, რომ ლენინი არის დღევანდელი უკრაინის ავტორი და არქიტექტორი. “ლენინის მკაცრი დირექტივებით დონბასი თითქმის იძულებით მიატმასნეს უკრაინას. ახლა კი რას ვხედავთ?” _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, _ “მადლიერი შთამომავლები” ლენინის ძეგლებს ანგრევენ ყველგან და ამას “დეკომუნიზაციას” ეძახიან. “დეკომუნიზაცია” გინდათ (ე.ი., არ გინდათ ის ყველაფერი, რაც სსრკ-ის წყალობით მიიღეთ)? კი ბატონო, ჩვენ ეს ხელს გვაძლევს, მაგრამ შუა გზაზე გაჩერება არ ღირს. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია (ე.ი. ყველაფრის დაკარგვა, რაც “კომუნიზაციის”, ე.ი. საბჭოთა კავშირის პერიოდში და მისი წყალობით მიიღეს).

პუტინის გამოსვლის ეს ნაწილი საქართველოსთვის არის ფრიად საყურადღებო.

მოვლენათა განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ძალიან მალე, ნებაყოფლობით თუ იძულებით, ჩვენც მოგვიწევს პრინციპული არჩევანის გაკეთება _ “დეკომუნიზაციაგვინდა, ჩვენიდასავლელი კეთილისმყოფელებისრჩევით (მითითებებით) ნატოევროკავშირი (სადაც არავინ არ გვიღებს და, თუ მიგვიღებენ, მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფუნქციისთვის) და, მაშასადამე, სახელმწიფოებრივი თვითლიკვიდაცია, თუ სჯობს, წარსული გამოცდილება გავიხსენოთ, ისტორიულ მეხსიერებას მოვუხმოთ, ქვეყნის სტრატეგიული სასიცოცხლო ინტერესები გავაცნობიეროთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ?

მიგვაჩნია, რომ პირველი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედოს, არის კონსტრუქციული პასუხის შემუშავება და გამოქვეყნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ამა წლის 1 თებერვლის მოთხოვნაზე, რომელიც მან ეუთოს წევრ ქვეყნებს დაუგზავნა უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ პრინციპის განმარტებისთვის და რომლითაც რუსეთმა თითოეული ქვეყნისგან მოითხოვა პოზიციის გარკვევაჩამოყალიბება: თქვენ ვისთან ხართ _ ჩვენთან თუ ნატოსთან? და დააზუსტა, რომ ელოდება პასუხს უმოკლეს ვადაში. ამ პასუხზეა დამოკიდებული, რუსეთი ამა თუ იმ ქვეყანას მტრად განიხილავს თუ მეგობრად. ჩვენი გაზეთი ამის თაობაზე წერდა ამა წლის მე-4 ნომერში.

რა მოიგო უკრაინამ რუსეთთან მტრობით და დასავლეთის იმედად ყოფნით, ვხედავთ.

ახლა ჯერი საქართველოზეა.

გაზეთსაქართველო და მსოფლიოს

სარედაქციო კოლეგია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here