Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: მათთვის ჩვენ ვართ მცირე ზომისა და წონის პოლიტიკური იარაღი. დასჭირდებათ...

გურამ ნიკოლაიშვილი: მათთვის ჩვენ ვართ მცირე ზომისა და წონის პოლიტიკური იარაღი. დასჭირდებათ _ რაღაცაში გაგვცვლიან, დაგვახურდავებენ და მორჩა…

გურამ ნიკოლაიშვილი

რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს მუცლით მეზღაპრე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ხან ეკონომიკურ სასწაულებზე ლაპარაკობს თავის სატელევიზიო გამოსვლებში, ხან გასაოცარ დემოკრატიაზე, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კიდევ ერთხელ დააყენა სიცრუის კორიანტელი და ამაყად განაცხადა, რომ ამერიკასაქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მისი შეფასებით, მსგავსი მხარდაჭერა თბილისს ვაშინგტონისგან თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია, რაც თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და სწორი პოლიტიკური კურსის შედეგია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, ოფიციალურ თბილისს არ მოაკლდება ვაშინგტონის მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, რაც არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების, არამედ ამერიკის მთავრობის ურყევი პოზიციაა: “საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოში გაწევრების გზაზე…” პომპეომ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია საქართველოსთვის, რათა იგი არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ… პომპეოს შეფასებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ალიანსის გაფართოებაზე გაკეთებულმა განცხადებამ, შესაძლოა, “დამღუპველად იმოქმედოს” რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე…

რას ნიშნავს საქართველოსთვის ზემოაღნიშნული განცხადებები და რას უნდა ველოდოთ ნატოს დეკემბრის სამიტზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ამერიკასაქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეაშეესაბამება რეალობას ეს განცხადება?

_ საქართველოს შეერთებული შტატების მიმართ ასეთი ვასალური პოლიტიკა არასდროს ჰქონია. დღეს ყველა საკითხის მიმართ, რომელბიც ვაშინგტონს აინტერესებს, გვაქვს ერთგვარი ყრუ დამოკიდებულება და ყველაფერს უსიტყვოდ ვეთანხმებით. არადა, იქიდან გვესმის ღია განცხადებები, რომ ვაშინგტონი ვერ დაიკისრებს ვინმეზე ან რამეზე პასუხისმგებლობას, თუ ეს მისი ინტერესით არ იქნება ნაკარნახევი. ახლა ვიღაცისთვის ეს ცალხმრივი თავგადაკლული პარტნიორობაც შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ ღირებულებას წარმოადგენდეს, მაგრამ სახელმწიფოებს შორის პარტნიორობა სხვა რამეს ნიშნავს. პარტნიორობაა, როცა ორივე მხარე რაღაც სარგებელს ნახულობს და ამ ურთიერთობაში თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების თუნდაც ნაწილობრივ რეალიზებას ახდენს. ჩვენ ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, ვხარჯავთ კოლოსალურ თანხებს, უსიტყვოდ ვასრულებთ მათ დირექტივებსა და მითითებებს და ამ ყველაფრის შედეგი არის მხოლოდ ერთი რამ _ დასავლეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად აღიარებს. მერე რა? როდემდე შეიძლება ვიცხოვროთ იმ ზღაპრით, რომ, ეს მხარდაჭერა რომ არა, პუტინი თბილისს აიღებდა, ვინ უშლიდა?

რაც შეხება ნატოში შესაძლო მიღებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან მიიღო მაქსიმუმი, რის მიღებაც უნდოდა და მომავალშიც მიიღებს, თუ რამე დასჭირდა. ეს შეიძლება იყოს ტერიტორია გარკვეული სამხედრო გადაადგილებებისთვის, შეიძლება იყოს პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოყენება მესამე სახელმწიფოსთან და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკვე ორ მილიარდ ლარზე მეტია გადახდილი ბიუჯეტიდან ნატოს სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობაზე და შედეგი არის ნული სხვათა შორის, გაგახსენებთ 10 იანვარს ნატოს წარმომადგენლების შეკრებაზე ბენ ჰოჯესის განცხადებას, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეეხებოდა. მან პირდაპირ უთხრა ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ზუსტად ამის შემდეგ დაინტერესდნენ ისინი რუსეთთან დიალოგით და ლიტვის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. ანუ რისი თქმა მინდა: ალიანსი, რომელიც დახმარებაზე უარს ეუბნება მის წევრ ევროპულ სახელმწიფოებს და აცხადებს, რომ ვერ იქნება პასუხისმგებელი ვერავის უსაფრთხოებაზე, ჩვენ, ვისაც არაფერი გვაკავშირებს ამ ალიანსთან, გარდა აბსურდისა, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, თან ტერიტორიული პრობლემები გვაქვს, დაგვიცავს?! ვისაც ეს სჯერა, შეუძლია ამ ცრუ იმედით იცხოვროს სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ, ვისაც ანალიზის უნარი აქვს, იმისთვის ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. ჩვენ დაგვიცავს ნატო, რომელმაც ბალტიისპირეთზე ხელები დაიბანა?! სხვათა შორის, მათ თავის დროზე, როცა რუსეთ-თურქეთს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ასევე მკაფიოდ უთხრეს ოფიციალურ ანკარასაც პირდაპირ დახმარებაზე უარი. ზუსტად ამის შემდეგ ერდორანი იძულებული შეიქნა, პეტერბურგში ჩასულიყო და, ფაქტობრივად, მუხლებში ჩავარდნოდა ვლადიმერ პუტინს…

_ გინდათ, თქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც, ადრე თუ გვიან, მოუწევს მოსკოვში ჩასვლა?

_ ყოველ შემთხვევაში ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: იმ პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც დღეს ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, პროდასავლური კურსი მალე შეიყვანს ქვეყანას ჩიხში, რომლის იქით პოლიტიკური არჩევანი აღარ გვექნება, გარდა რუსეთთან დიალოგისა. ვშიშობ, ეს არ იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ერთია, როცა ორ სახელმწიფოს შორის დიალოგის დაწყება განპირობებულია ორივეს ინტერესით; მეორეა, როცა ეს დიალოგი განპირობებულია იმით, რომ ერთერთ მათგანს, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვს

რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ ამერიკა დაგვიცავს, ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ა.შ. თავის დროზე, როცა საკითხი დადგა, დაეწესებინათ თუ არა სანქციები თურქეთისთვის, ტრამპს ჰკითხეს _ კი მაგრამ, ამან ხომ სხვა ქვეყნებიც შეიძლება დააზარალოს, მაგალითად საქართველო, რომელიც ეკონომიკურად მჭიდროდაა თურქეთთან დაკავშირებულიო? მან მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა: არ მაინტერესებს! მორჩა! აქ ჩანს ყველაფერი, რაც ჩვენთვის დღევანდელი პოლიტიკის პირობებში საშიშია, თორემ ტრამპის პოზიციიდან სწორი და პრაგმატული ხედვაა.

_ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საქართველოს არ მოაკლდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

_ ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ და გავისხენოთ, სად, რომელი ტრიბუნიდან რა თქმულა ან რა დაპირებები მოგვისმენია ალიანსში მიღებაზე, მივხვდებით, რომ ყველა მსგავსი განცხადება არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ჟონგლიორობა, რომლის მიღმაც არანაირი რეალური სურვილები არ დგას. რას გულისხმობენ მხარდაჭერაში, იმას, რომჯაველინებიმოგვყიდეს 75 მილიონ დოლარად და თითოსტინგერში” 80 ათასი დოლარი რომ გადაგვახდევინეს?! თუ იმას, რომ ჯარი მოგვიმზადეს? მოგვიმზადეს ჩვენივე ფულით. სხვათა შორის, 18 მილიონი ლარია თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმისთვის, რომ 9 ბატალიონი სამი წლის განმავლობაში მოამზადონ ამერიკელმა სპეციალისტებმა. რა, ჩვენები ვერ მოამზადებდნენ?

_ ქართველ სამხედროებს რატომ არ ანდეს ეს საქმე?

_ მარტივი მიზეზის გამო _ ამერიკული ფული ამერიკაში უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება პომპეოს განცხადებას თუ მინიშნებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, დაჩქარდეს საქართველოს ნატოში მიღების პროცესი, როგორც ჩანს, ახლა ამერიკელებს ახალი სავაჭრო თემები სჭირდებათ რუსეთთან და ხელოვნურად წევენ ტემპერატურას მაღლა. ანუ, იქმნება ილუზია, რომ ნატო, შესაძლოა, აღმოსავლეთით გაფართოვდეს.

_ შესაძლოა, ეს ყველაფერი თვის ბოლოს იაპონიაში ტრამპიპუტინის შეხვედრისთვის კეთდებოდეს?

_ ყოველ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური თამაში რომ არის და საქართველო არავის აინტერესებს, ფაქტია. მათთვის ჩვენ ვართ მცირე ზომისა და წონის პოლიტიკური იარაღი: დასჭირდებათ _ რაღაცაში გაგვცვლიან, დაგვახურდავებენ და მორჩა. რა ნატო?! ნატოს ლიდერებმა გასაგებად განაცხადეს, რომ ალიანსის გაფართოებაზე ჯერჯერობით საუბარიც ზედმეტია

_ მაშინ რას ნიშნავდა კარასინის შეფასება იმის თაობაზე, რომ პომპეოს განცხადებამ, შესაძლოა, “დამღუპველად იმოქმედოსრუსულქართულ ურთიერთობებზე?

_ ეს იყო გაფრთხილება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ ის არანაირი ფორმით არ დაუშვებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემოსვლას რუსეთის უსაფრთხოების არეალში. ჩვენმა პრემიერმა კი აკეთა ომახიანი განცხადებები: არავის საქმე არ არის, სუვერენული სახელმწიფო სად წავა და რა არჩევანს გააკეთებსო, მაგრამ პოლიტიკაში ხომ ასე არ არის? როგორ გინდა, კრემლი დაარწმუნო იმაში, რომ, ვთქვათ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება, როცა ამერიკელები თავს იკლავენ, ააშენეთო? რატომ არიან ამერიკელები ასე დაინტერესებულნი? იმიტომ, რომ ღამე არ სძინავთ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფიქრით?! თანაც იზორიამ განაცხადა: ჩვენი ნავსადგურები ყოველთვის მზად იქნება, ნატოს გემებს მოემსახუროსო. ცხადია, რუსეთი არ დაუშვებს არანაირ ცვლილებებს ამ რეგიონში, რომლებიც მის უსაფრთხოებას რამე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და მას ამისთვის უამრავი ბერკეტი აქვს.

_ მაგალითად?

_ უამრავი საკითხია, რომლებზეც ხელისუფლებას, არა თუ ხედვა არ გააჩნია, მგონი, საერთოდ ნაფიქრიც არ აქვს. მაგალითად, რა პოზიცია ექნება მეზობელ სომხეთს, რომელიც რუსეთის პირდაპირი მოკავშირეა, თუ საქართველო საჯილდაო ქვა გახდება დიდ სახელმწიფოებს შორის? ასევე არავინ იცის, რა პოზიციას დაიკავებს თურქეთი… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქვეა ცხინვალის ბაზა, აფხაზეთის, გიუმრის 102-ე… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიჩუმათებული ტერიტორიული დავა გვაქვს აზერბაიჯანთან, პრობლემები გაქვს სამცხე-ჯავახეთში… საერთოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი ვერ აცნობიერებენ, რომ საქმე გვაქვს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთ დიდ მოთამაშესთან, რომელსაც ყველა ანგარიშს უწევს, ჩვენ გარდა.

_ გამოსავალი რა არის?

_ დღეს საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი მიუმხრობლობის პოლიტიკაა. ჩვენ არ უნდა მივემხროთ არც ერთ პოლიტიკურ ბანაკს, არც ერთ სამხედრო ბლოკს. ნებისმიერი მიდგომა, რომელიც გათვლილი იქნება რომელიმე ვექტორის მიმხრობაზე, ქვეყანას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადააქცევს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად. ამ დაპირისპირებაში კი დამარცხებული იქნება მხოლოდ საქართველო და ქართველი ხალხი, რომელიც შედეგად მიიღებს ნგრევას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here