დასასრული. დასაწყისი იხ. #45, 2021წ
მივმართავ არა მხოლოდ გიორგი კანდელაკს, არა მხოლოდ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც არაფერი იციან წინაპრების საქმიანობის შესახებ, არა მხოლოდ იმ თვალდავსებულ ადამიანებს, რომლებიც მაშინაც და ახლაც მრუდე სარკეში უყურებენ საქართველოს ისტორიას, არამედ მათაც, ვინც, 30 წელია, ხელისუფლების სათავეშია:
ზემო ქედის კოლმეურნეობა (ხელმძღვანელი არსენ კობაიძე), არხილოსკალო, ქვემო ქედი, ჯაფარიძის სახელობის კოლმეურნეობა (ნიკო ყოჩიაშვილი), ფიროსმანის სახელობის კოლმეურნეობა (ფიროსმანი), არბოშიკი, მახარაძის რაიონის სოფელი შრომა (მიხაკო ორაგველიძე), ნატანების (გივი წითლიძე) მახარაძის რაიონის სოფელ ძიმითის კოლმეურნეობა (მუხაშავრია) და უამრავი სხვა ასეთი კოლმეურნეობა ნასოფლარებად არის ქცეული და არავითარი დოვლათის კვალი სოფლებში არ ჩანს, მაშინ, როდესაც მხოლოდ მახარაძის რაიონის (ახლა ოზურგეთი) სოფელ შრომის კომეურნეობაში 27 სოციალისტური შრომის გმირი ეწეოდა გმირულ შრომას სოციალისტური საქართველოს ძლიერებისა და ქვეყნის სახელის გასატანად საზღვრებს გარეთ. საქართველოს ათეულობით კოლმეურნეობაში ერთი შრომადღის ღირებულება იმხანად 75 მანეთს აღწევდა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი სახის შრომის ანაზღაურება დღიურად ორი შრომადღით განისაზღვრებოდა (მწყემსი, მწველავი, ტრაქტორისტი, მჭედელი და სხვა) გამოდის, რომ ერთი კაცის შრომის ანაზღაურება დღეში 150 მანეთად ფასდებოდა, რომლის მყიდველუნარიანობა შემდეგი ციფრებით აღინიშნებოდა: ფქვილი (საშუალო ხარისხის) 70 კგ-იანი ტომარა 18 მანეთი ღირდა და 150 მანეთით ადამიანს დაახლოებით 8 ტომარა პურის ყიდვა შეეძლო, შაქარი 1კგ 56 კაპიკი ღირდა და დაახლოებით 267 კგ-ს იყიდდა, 93%-იან ბენზინს 1500 ლიტრს იყიდდა და ა. შ. დღეს ამ კოლმეურნეობათა ტერიტორიებზე უმსხვილესი ფაბრიკა-ქარხნების (საკონსერვო და ჩაის) კვალსაც ვერ იპოვით…
ქობულეთის რაიონის ჩაის მკრეფავი ქალის შრომა გაცილებით აღემატებოდა თურქეთის ვილაიათების ხელმძღვანელთა ფულად შემოსავლებს. საქართველო 20 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, შემდეგ კი საექსპორტოდ გაჰქონდა 700 მილიონზე მეტი საქონელი, ხოლო ცეკავშირმა “ცენტროსაიუზის” მეშვეობით ერთ-ერთ გამოფენაზე 86 მილიონი მანეთის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაგზავნა. მახარაძის რაიონის ანასეულის სუბტროპიკულ მცენარეთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტით წარმოადგენდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთსო კვლევით ცენტრს, სადაც ახალ-ახალ აღმოჩენებს უყრიდნენ საფუძველს არა მხოლოდ ქართველი მეცნიერები, არამედ ევროპის სახელგანთქმული საუნივერსიტეტო ჯგუფები და ცალკეული სპეციალისტები. დღეს ანასეული არათუ მსოფლიოს, ადგილობრივ ახალგაზრდობასაც აღარ ახსოვს. 90%-ით მექანიზებულ თვალუწვდენელ ჩაის პლანტაციებს დღეს ეკალ-ბარდები აქვს მოდებული და ქართველი ქალები დღეს თურქეთის მთების კენწეროებზე გაშენებულ მეჩხერი ჩაის ბუჩქებს ნამგლით ჩეხავენ და მონური შრომით ჩაის ფოთლები თივის სათრეველებით ვაკეზე ჩამოაქვთ, რათა შემდეგ სატვირთო მანქანებზე ატვირთონ და ქარხნებში ჩააბარონ. ეს მაშინ, როდესაც ნახევარი საუაკუნის წინათ ჩაის მკრეფავ მანქანას გვერდით სპეცტრაქტორი მიჰყვებდა საზიდარით და პირველი ხარისხის ჩაის დუყებს ქარხანაში იმ დღესვე აბარებდა. ჩაის საკრეფი მანქანის გამოგონება კოსმოსში ადამიანის გაგზავნის ტოლფასი იყო.
არასოდეს გამჩენია სურვილი, სტალინი ქართველი ერის ინტერესებით დატვირთულ სახელმწიფო მოღვაწედ წარმომეჩინა, მაგრამ ზოგიერთმა არამზადამ “კედელთან მიმაყენა” კითხვით _ “რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?” და მეც იძულებული ვარ, განვმარტო, რომ სტალინი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და ადამიანთა მხსნელის მისიით კი არ იყო მოვლენილი ამქვეყანად, არამედ “ჩათლახობითა” და “გოთვერნობით” სახელგანთქმული ზოგიერთი ქართველის გასაკეთილშობილებლად და მათზე ყალბი დიდების ისტორიის შესაქმნელად _ ეს, რა თქმა უნდა, სარკაზმით.
მას შემდეგ, რაც ზაჰესმა გაანათა საქართველო და ფართო გზა გაუხსნა თბილისის ინდუსტრიულ განვითარებას, მას მოჰყვა რიონჰესი, ხოლო რიონის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებას _ ქუთაისის, როგორც მეორე ინდუსტრიული ქალაქის, გაჩენა საქართველოში. მიზეზთა გამო სწრაფი ტემპით დაიწყო აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სარეკორდო დროში დასრულდა. ყოველგვარი რეკლამის, ინვესტორის ძებნისა და დროშების გადმოკიდების გარეშე დაიწყო საუკუნის მშენებლობა _ ბაქო სანავთობო მაგისტრალით დაუკავშირდა ბათუმს, სადაც აშენდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამიერკავკასიის რკინიგზა პირველი იყო საბჭოთა კავშირში ელექტროწევის მხრივ. ეს როგორ, ენერგეტიკის სფეროში ყველაზე ჩამორჩენილ რესპუბლიკას როგორ უნდა ჰქონოდა პრეტენზია, ყოფილიყო ენერგიით ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი?.. ენერგეტიკის განვითარებამ საშუალება მისცა საქართველოს, ფართოდ გაეშალა ბარიტის, მაგნეტიტის ქვიშის, გუმბრინისა და არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელი მრეწველობა. მძლავრი ტემპით განვითარდა ჩარხმშენებლობა და მანქანათმშენებლობა.
მკითხველო, დღეს მე გიყვებით არა ანეკდოტებსა და სტალინისადმი მიძღვნილ დითირამბებს, არამედ გელაპარაკებით საქმეებზე, რომლებიც სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით გაკეთდა რესპუბლიკაში. მეორე ხუთწლედში ჩარხმშენებლობის დარგს შეემატა კიროვის ჩარხმშენებელი ქარხანა, შეიქმნა საჩამომსხმელო ქარხანა “ცენტროლიტი”, ქუთაისის სამთო–საშახტო მოწყობილობათა ქარხანა; 1929 წელს ამუშავდა თბილისის მაუდის ფაბრიკა, მომდევნო წელს გაიშალა ტყავ–ფეხსაცმლის, აბრეშუმის მრეწველობის, სამკერვალო ფაბრიკების მშენებლობა. მშენებლობა გაჩაღდა რაიონებშიც: აშენდა ხის დამამუშავებელი საწარმოები, ამუშავდა თბილისის ფირფიცრის ქარხანა, ასეთივე ქარხანა აშენდა ბათუმში, სახელი გაითქვა მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკამ, ცხინვალის ხეტყის კომბინატმა, ახმეტის ხეტყის ქარხანამ, ზუგდიდში შექმნილმა გიგანტურმა ქაღალდ–ცელულოზის კომბინატმა და სხვ. ყველა ეს საწარმო გეგმის მიხედვით აშენდა და ქაოსურად არ მიმდინარეობდა საქართველოს ტყეების განადგურება. ხეტყეზე მომუშავე ყველა ქარხანა თუ საწარმო რუსეთიდან შემოზიდული მასალით მუშაობდა. დღეს კი ქვეყანაში არც ერთი ქარხანა არ მოქმედებს, ტყეები ნადგურდება და ნედლეული საზღვარგარეთ გადის.
1923 წელს საქართველოში ჩატარდა სოფლის მეურნეობის მანქანა-იარაღების აღწერა და გაირკვა, რომ საქართველოში იყო:
1. ხის გუთანი _ 7406 ცალი;
2. ხის კავი _ 162 947 ცალი;
3. რკინის გუთანი _ 17 785 ცალი;
4. ხის ფარცხი _ 54752 ცალი;
5. რკინის ფარცხი _ 3002 ცალი.
* 1923 წელს საქართველოში იყო 338 480 მეურნე (გლეხის ) ოჯახი, მათგან სახნავი იარაღი არ ჰქონდა 210 092-ს, სატრანსპორტო ინვენტარს არ ფლობდა (ურემი, მარხილი, ორთვალა და სხვ.) 235 674 ოჯახი. 1940 წელს, ე.ი. 17 წლის შემდეგ საქართველოში იყო 2 448 ტრაქტორი. დიდი სამამულო ომიდან 7 წელიწადში, 1952 წელს, ტრაქტორების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 6 144 ცალს მიაღწია.
* ბუნების გარდაქმნის დიადმა სტალინურმა გეგმამ, რომელიც 1948 წელს შემუშავდა და 1953 წლამდე, სტალინის გარდაცვალებამდე, ხორციელდებოდა, გრანდიოზულ შედეგები გამოიღო. სტალინს ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებული ჰქონდა 1921 წლიდან და შედეგებზეც ასე თავისუფლად იმიტომ საუბრობდა. სტალინს საქართველოში უკვე აშენებული ჰქონდა კულაშ-ღანირის, ლაში-მისაქციელის, რიონი-მაშველის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის სარწყავი სისტემები, რომლებმაც გააცოცხლა 330 000 ჰა მიწის ფართობი; ამას ემატებოდა 105 000 ამომშრალი დაჭაობებული მიწის ფართობი. ნარინჯების ქვეყნად იქცა 220 000 ჰა კოლხეთის დაჭაობებული მიწისთვის მოტაცებული 60 000 ჰა, რომელზეც სრულიად ახალი სიცოცხლე გაჩნდა. მიუხედავად ასეთი გიგანტური შრომითი ნაბიჯებისა, რომლებსაც საქართველო დგამდა 1921-დან 1940 წლამდე, 1940 წელს სტალინმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელ პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს უთხრა:
“საქართველოს მრეწველობა ძალიან ნელა ვითარდება, თქვენ კი ამ საკითხს საკავშირო ორგანოების წინაშე არ აყენებთ. ივიწყებთ, რომ, სანამ ბავშვი არ იტირებს, დედა მას ყურადღებას არ მიაქცევს. თუ ეს თავმდაბლობით მოგდით, ძალიან ცდებით. თქვენ შეგიძლიათ და კიდეც უნდა იყოთ თავმდაბალი პირად ცხოვრებაში. ამ საქებარი თვისებით რესპუბლიკის, ხალხის სასიცოცხლო ინტერესების ანგარიშზე თავმოწონება კი დანაშაულს უდრის. ჩვენ აქ ამხანაგებთან ვიმსჯელეთ და საჭიროდ ვცანით, საქართველოში ამ ხუთწლედში დამატებით შევუდგეთ სამი დიდი საწარმოს _ მეტალურგიული ქარხნის, საავიაციო ძრავებისა და თვითმფრინავების ქარხნების _ მშენებლობას. მოიფიქრეთ ამ ქარხნების მშენებლობის საკითხები, შეიმუშავეთ სათანადო წინადადებები და ჩამოდით მოსკოვში სახკომსაბჭოს თავმჯდომარესთან ერთად”.
დიდი სამამულო ომის შემდგომი 8 წელიწადი, 1945-1953 წლები, საქართველოში, ისევე, როგორც ყველა მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკაში, სოციალისტური მრეწველობის მძლავრი აღმავლობის პერიოდი იყო. რესპუბლიკის მოსახლეობის თავდადებული შრომით ამ პერიოდში აშენდა და მწყობრში ჩადგა სოციალისტური მრეწველობისა და ენერგეტიკის 300-მდე ობიექტი, მათ შორის, რესპუბლიკის მშრომელთა სიამაყე _ ი.ბ. სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხანა, აგრეთვე, ქიმიური და ცემენტის ქარხნები რუსთავში, ელმავალმშენებელი ქარხანა თბილისში, ს. ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხანა ქუთაისში, ბამბეულის მძლავრი კომბინატი და ზუსტი ხელსაწყოების ქარხანა გორში, გამამდიდრებელი ფაბრიკები ჭიათურასა და ტყიბულში, ქვანახშირის, მარგანეცის, ტყვია–თუთიისა და ბარიტის ახალი შახტები და მაღაროები ტყიბულში, ტყვარჩელში, გელათში, ახალციხეში, ჭიათურაში, ქვაისაში, ირში და სხვ., ქარხანა “ელექტროავტომატი”, “ელექტროგამშვები”, “მიკროძრავა” და “გაზაპარატი”, ჰიდრომეტეოროლოგიური ხელსაწყოების, ლითონის სახეხი დაზგებისა და ტექნიკური ქვის ქარხნები თბილისში, გემთმშენებელი, ჩაის მრეწველობის, მანქანათმშენებელი და ელექტრომექანიკური _ ბათუმში, მიწასაწოვი მანქანებისა და ექსკავატორების ქარხანა _ ფოთში, ქარხანა “ემალსადენი” და ელექტროვიბრომანქანების ქარხანა სტალინირში (ცხინვალი), საშახტო მოწყობილობისა და ელექტრომექანიკური ქარხნები _ ქუთაისში, კაბელების ქარხანა _ ზესტაფონში, ხრამის, სოხუმის, ჭითახევის, ტყიბულის, შაორის, გუმათის, ლაჯანურის მძლავრი ჰიდროელსადგურები, ჩაის ფაბრიკები, ღვინის, საკონსერვო, ეთეროვანი ზეთების, ტუნგოს ზეთსახდელი, ყველისა და რძის ქარხნები და სხვ.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი 1946 წლის 22 თებერვალს აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საბჭოთა კავშირში, ჯორჯ კენანმა, თავის ცნობილ “გრძელ დეპეშაში” მოუწოდა ამერიკის მთავრობას, გაეწია წინააღმდეგობა საბჭოთა კავშირის მზარდი ექსპანსიისთვის და განეხილა იგი არა როგორც მოკავშირედ, არამედ, როგორც მოწინააღმდეგედ, ხოლო ჩერჩილმა თავის ცნობილ ფულტონის სიტყვაში 1946 წლის 5 მარტს პირდაპირ განაცხადა, რომ საბჭოთა რუსეთს “სურს, ბოლომდე გამოიყენოს გამარჯვება და ძალით გაავრცელოს თავისი თეორიები”.
* 1946 წლის მარტში აშშ-ის ელჩმა თურქეთში _ ვილსონმა მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული კრიზისის მიზეზების განმარტებისას აღნიშნა: “საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილ უსაფრთხოების ზონაში ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე თურქეთი ქმნის დიდ სიცარიელეს, რადგან აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკა და დახმარებისა და განმარტებისთვის მიმართავს დასავლეთის სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირს არ სურს ამაზე თვალის დახუჭვა, ამიტომაც დაისახა მიზანი _ დაიშალოს დღევანდელი დამოუკიდებელი თურქული მთავრობა და შეიქმნას ვასალური ან “მეგობრული” მთავრობა, რითაც დამთავრდება დამოუკიდებელ ქვეყანათა ჯაჭვი სსრკ-ის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან, აგრეთვე, დამთავრდება დასავლეთის გავლენა თურქეთზე”.
* 1946 წლის ივლისში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოამზადა საიდუმლო მოხსენება: “სსრკ-ის საგარეო და სამხედრო პოლიტიკა”, სადაც გამოტანილია დასკვნა, რომ შუა აღმოსავლეთის რეგიონი საბჭოთა კავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანია საზღვრების გაფართოების თვალსაზრისით, ვიდრე აღმოსავლეთი ევროპა, რადგან აქ არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქოს ნავთობი _ საჰაერო თავდასხმის ობიექტი პოტენციურ ომში”.
* 1946 წლის აგვისტოში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დ. აჩესონი თავის ერთ–ერთ დეპეშაში აფრთხილებდა მთავრობას, რომ, “თუ საბჭოთა კავშირი დაუწესებს კონტროლს თურქეთს, მაშინ ძნელი იქნება საბერძნეთის, მთელი ახლო და შუა აღმოსავლეთის გადარჩენა მისი გავლენისგან. გამოცდილებით ვიცით, რომ, თუ საბჭოთა კავშირი აიღებს ზედამხედველობას რომელიმე ტერიტორიაზე, იქ მაშინვე გაქრება ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის გავლენა. ამერიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გააუვნებელყოს თურქეთისა და დარდანელის მიმართულებით ყოველგვარი მუქარა და შანტაჟი საბჭოთა კავშირის მხრიდან”.
* 1946 წლის ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის სამმართველოს უფროსი, ჰენდერსონი, თავის საიდუმლო მემორანდუმში, აგრეთვე, მიუთითებდა, რომ საბჭოთა კავშირი დაამყარებდა პოლიტიკურ კონტროლს თურქეთზე. ამას ექნებოდა ძალიან მძიმე შედეგები ამერიკისთვის ხმელთაშუა ზღვაზე, ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში, ამიტომაც აუცილებლად მიაჩნდა თურქეთისთვის დახმარების გაწევა დიპლომატიური, მორალური, ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებით. თურქეთის მთავრობამ უფრო ენერგიულად დაიწყო დახმარების ძებნა დასავლეთში, რამაც განაპირობა კიდეც თურქეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ევოლუცია და მნიშვნელოვნად დააჩქარა მისი მოძრაობა ნატოსკენ. 1951 წლის მაისში აშშ-მა ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფლანგის გამაგრებისა და ახლო და შუა აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების გაძლიერების მიზნით, თანხმობა განაცხადა ნატოში თურქეთის მიღებაზე, რაც განხორციელდა კიდეც 1952 წელს. 1945-1946 წლებში სტალინის მიერ ძალის გამოუყენებლობა ზემოაღნიშნული ტერიტორიების დასაბრუნებლად განპირობებული იყო იმით, რომ მსოფლიოსთვის მეორედ აეცილებინა კატასტროფა, რომელიც უფრო დიდ მსხვერპლს მოითხოვდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი.
* 1949 წელს სტალინის დაბადების დღისთვის საბჭოთა ატომური ბომბი უკვე შექმნილი იყო და მან იმედის თვალით შეხედა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას. ძლევამოსილმა წითელმა არმიამ კი აქტიურად დაიწყო შავი ზღვის ნაპირებზე სამხედრო წრთვნები. აღარავის ახსოვდა ამერიკის პრეზიდენტ ტრუმენის მუქარა 1945-1946 წლებში საბჭოეთის 20 დიდი ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის თაობაზე, პირიქით, ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ქალაქებში _ ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში პრესტიჟული უბნებიდან მილიონობით დოლარს იხდიდნენ საბჭოთა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიებზე აშენებულ საცხოვრებელ ბინებში, რადგან ფიქრობდნენ, რომ სტალინი საბჭოთა საელჩოს ატომურ ბომბებს არ დაუშენდა.
* მოსკოვში სათანადო კონსულტაციებსა და მითითებებს იღებდა ცნობილი თურქი პოეტი და კომუნისტი ნაზიმ ჰიქმეთი. მას უნდა ეხელმძღვანელა ქვეყნის იმ ნაწილისთვის, რომელიც თურქეთს მალე ჩამოეჭრებოდა და საქართველოს იურისდიქციაში გადმოვიდოდა. საქართველოს ისტორიულად კუთვნილი მიწა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მიზნით მიუერთდებოდა საქართველოს, დაყოფილი იყო ხუთ ადმინისტრაციულ რაიონად. თითოეულ რაიონში დანიშნული იყვნენ რაიკომის პირველი მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები, მილიციის უფროსები, პროკურორები და მოსამართლეები. ნატოში თურქეთის შესვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა და დააჩქარა სტალინში შურისძიების აღსრულება. სასწრაფოდ დაიწყო კონფლიქტისპირა ტერიტორიების განწმენდა არაქართველი მოსახლეობისა და საბჭოთა წყობილებაზე განაწყენებული ადამიანებისგან.
* მსოფლიომ იცოდა, რომ, თუ სტალინის ნიჭსა და აზროვნების სისხარტეს ზემძლავრი იარაღის ძალაც დაემატებოდა, სტალინს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა. კაპიტალისტური მსოფლიო ერთი კაცის წინააღმდეგ აღდგა, სადაც ჩართული აღმოჩნდა უძლეველი საბჭოეთის ხელისუფლების ზოგიერთი ნაძირალა კომუნისტი, რომელთა ხელშეწყობით კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს თავიანთი ბინძური საქმიანობა და ხალხის მასების აბუჩად აგდება. სტალინის საუკუნო განსასვენებელში წასვლა მსოფლიო ხალხების სისხლის მწოველთა ხელშეწყობითა და მონდომებით დაჩქარდა.
* მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირმა თურქეთთან გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოება და უარი თქვა ტერიტორიულ პრეტენზიებზე იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკვე ნატოს სრულუფლებიანი წევრი იყო. 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა მთავრობამ საბოლოოდ განაცხადა უარი თურქეთთან საზღვრების გადახედვაზე. დოკუმენტში ნათქვამი იყო: “კეთილმეზობლური დამოკიდებულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით საქართველოსა და სომხეთის მთავრობები უარს ამბობენ თურქეთთან სასაზღვრო პრეტენზიებზე. რაც შეეხება სრუტეების საკითხს, საბჭოთა მთავრობამ გადახედა პოზიციას ამ საკითხზე და შესაძლებლად მიაჩნდა საზღვრის დაცვა სრუტეების მხრიდან ისეთი პირობებით, რომლებიც თანაბრად მისაღები იქნება, როგორც საბჭოთა კავშირისთვის, ისე თურქეთისთვის. ამგვარად, საბჭოთა მთავრობა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს არ აქვს არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ”.
აი, თურმე რა მოჰპარა სტალინმა საქართველოს და ეს თურმე შენ არ იცოდი.
რაც ახლა გითხარი, ეს იმ “მოპარულის” 10%-ია, რაც სტალინის “ხელცივობას” მიეკუთვნება, მაგრამ ვნახოთ, როგორ შეავსებს ჩემი ეს მონათხრობი შენს ცარიელ თავს და, თუ რამე პრეტენზია გაგიჩნდება, ცილისმწამებელო არსებავ, კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამატებელი…
მანამდე კი მკითხველს უნდა მივაწოდო სტალინისდროინდელი საქართველოს აყვავებისა და გაბრწყინების ნამდვილი ფაქტები, სანამ ამის წაკითხვა არ მოსწყინდება. მე კი მოვუწოდებ ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ნუ მოსწყდებით სინამდვილეს, შეხედეთ დღევანდელ მსოფლიოს და გაითვალისწინეთ დიდი შოთა რუსთაველის XII საუკუნეში ნათქვამი: “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების”! ეს დრო კარს არის მომდგარი.
სტალინის საფლავზე ნაგავი აღარ ყრია, ის ისტორიის დაუნდობელმა ქარმა გაფანტა. “უკვდავების შარავანდედით” შემოსილი ლიბერალიზმის ორმოციც მალე გვექნება გადასახდელი.
გრიგოლ ონიანი
кутаисели вар-литопонис кархана -резинис накетобата кархана(ориве ам кархнебис гарда мтелс сссрк-ши арсебобда мхолод 2 асетиве кархнеби)авто карханаши болос мушаобда 21000 адамиани…кутаисши функциониребда:мцире габаритиани тракторебис \электромеканикури\бамбис саксови\ маудис\абрешумис …\сагренажо\адгилобриви мрецвелобис сашен масалата комбинати- ацармоебда лурсмнебс чвеулебрив да мшрал сагебавебс гранитис накетобебс автомобилебис самухруче ситхес сувениребс да асе шемдег…асеве:авангарди кархана аиси-продукциа сазгваргаретадац гадиода….амис гарда рамодениме бетонис кархана трести сахлтмшенеблобис комбинати навтобаза аведжис комбинати металобаза саконсерво лудис сакондитро да схва мравали ес арис ис рац цхел гулзе гавихсене…..