Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: საქართველოში არის ამერიკის აგენტურა, რომელიც ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას

გულბაათ რცხილაძე: საქართველოში არის ამერიკის აგენტურა, რომელიც ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას

3424
გულბაათ რცხილაძე

რუსეთში მოღვაწეობს ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელსაც შეუძლია ლაპარაკი ყველასთან, ვინც საჭიროა. რატომ არ მიმართავენ ას, რომ თავისი პოტენციალი აამოქმედოს?”

29 აგვისტოს ღამეს, ალბათ, არც ერთ ქართველს არ უძინიაცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს სოფელ წნელისთან ქართული ბლოკპოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმება. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ულტიმატუმი არ შეასრულა. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო ბლოკპოსტი განათავსეს სამხრეთ ოსეთისა და საქართველოსსაზღვრისმონაკვეთზე სამხრეთ ოსეთის სოფლის უისტას (წნელისის) შემოგარენში. სოფელი უისტა ყოველთვის იყო სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში და მის შემოგარენში ქართული ძალოვანი სტრუქტურების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხეა”, _ განაცხადეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ვის აძლევს ხელს დაძაბულობა საქართველოში? ვინ ასხამს ცივ წყალს რუსეთსაქართველოს შორის სულ ოდნავ დამთბარ ურთიერთობებს? როგორ და რა გზით არის შესაძლებელი, რომ საქართველოს მოსახლეობამ მშვიდად იცხოვროსამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვასაუბრება:

_ რა მოხდა ოსეთ-საქართველოს ე.წ. საზღვართან ამ დღეებში, ეს, ალბათ, ხელისუფლებამ უკეთ იცის, რადგან ინფორმაციები საკმაოდ წინააღმდეგობრივია. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ წნელისშია ბლოკპოსტი, მერე თქვეს, ჩორჩანაშიაო. ეს ორი სხვადასხვა სოფელია, სხვადასხვა მიმართულებით. რამ გამოიწვია ასეთი მძაფრი რეაქცია ოსებში, გასარკვევია. ფაქტია: ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბედავს, დაემუქროს საქართველოს ხელისუფლებას, რაც ტრაგიკომიკურია.

ვითარებას რაც შეეხება, ეს არის ერთი ლოკალური ამბავი, რომელიც, რა თქმა უნდა, საშიშია და “ლოკალური”; შესაძლოა, ერთ წუთში გახდეს ფართო მასშტაბიანი, ამიტომაც ეს ფაქტი არ არის განსახილველი, როგორც ერთი, ცალკე აღებული შემთხვევა. ეს ფაქტი არის არასწორი პოლიტიკის შედეგი, უფრო ზუსტად, რუსეთის მიმართ პოლიტიკის არარსებობის შედეგი. ბიბილოვი თავისი შესაძლებლობების იმედით არ იმუქრება, მას სამხედრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რუსეთთან, მას ზურგი აქვს რუსეთისგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა დაუკვეთა, წნელისთან და ჩორჩანასთან დაემუქრე ქართველებსო. რუსეთს სულ არ აინტერესებს, რა იქნება ამ ადგილებში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა და წაყრუება იმაზე, რომ არსებობს რუსეთი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს კავკასიაზე, შეუძლია ბევრი რამის გაკეთება და გაფუჭებაც, მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

მოძველებულია ჩვენი ხელისუფლების მიდგომა _ საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს, რუსეთი ოკუპანტია და ა.შ. ეს ოცი წლის წინათ გავლილი ეტაპია (თუმცა მაშინაც მცდარი მიდგომა იყო), მაგრამ ჩვენ იქ ჩავრჩით და ვერ ვხვდებით, რომ იცვლება გეოპოლიტიკა; იცვლება რუსეთის, ამერიკისა და სხვა დიდი სახელმწიფოების ურთიერთობის მოდელი. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან დიალოგის გარეშე, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე ქვეყანა ადეკვატურად არ გამოიყურება.

_ ჩვენც ვხედავთ და რუსული საინფორმაციო საშუალებებიც წერენ, რომ, როგორც კი რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა დაიწყება, მაშინვე ახალი პროვიკაციები ჩნდებავისი ბრალია ეს: ამერიკელების თუ რუსეთში არსებული ლიბერალური ძალების? აქვე აღვნიშნავ, რომ რუსული საინფორმაციო საშუალებები ხოდორკოვსკისა და ნავალნისაც ასახელებენ

_ ხოდორკოვსკი და ნავალნი არაფერ შუაში არ არიან, სისულელეა ქაცარავასი და ნავალნის ან ხოდორკოვსკის ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება. პატარა პროვოკატორები, რომლებიც აქ გვყავს, ვერაფერს იზამენ, ამ ყველაფრის თავიდათავი 20 ივნისის მოვლენებია, რომლებიც აშშის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის, საგარეო პოლიტიკის მრჩევლისა და აშშის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ კარპენტერის, სიტყვებს მოჰყვა. მან თქვა: როგორ შეიძლება საქართველოში ამდენი ტურისტი იყოს, აქ ყიდულობენ ქონებას რუსეთის მოქალაქეებიო. და სწორედ მისმა სიტყვებმა გამოიწვია მათი სატელიტების ხელახალი აგრესია რუსეთის მიმართ. ეს ისეთი ნათელი მაგალითია ამერიკის ჩარევისა ქართულ პოლიტიკაში, რომ ამაზე ცოცხალ მაგალითს ვერ მოვიყვან. ამერიკას თავისი ცუდი ინტერესი აქვს რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ. ამერიკას არ სურს, მაგრამ საქართველოს ინტერესებში ეს უნდა იყოს _ თუ ჩვენი ხელისუფლება გადაწყვეტს, მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. ამერიკელები შეეცდებიან, თვითონ მიესადაგონ ქართველების გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები ვინმეჭიჭიკოებმაკი არ უნდა აწარმოონ, არამედ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლია რუსეთთან, იცნობენ რუსეთს და იციან ისტორია, თანაც რუსეთში უნდა ენდობოდნენ ამ ადამიანებს.

_ ვინ არიან ეს ადამიანები და ვის შეიძლება დაელაპარაკოს ოფიციალური რუსეთი, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა?

_ რუსეთში მოღვაწეობს ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. მას შეუძლია ლაპარაკი ყველასთან, ვინც საჭიროა. რატომ არ მიმართავენ, რომ თავისი პოტენციალი აამოქმედოს? ამის გაკეთება შემიძლია მეც… ოფიციალური რუსეთი დაელაპარაკება ყველას, ვისაც საქართველო წარადგენს, ზუსტად ისევე, როგორც ზურაბ აბაშიძეს. სამწუხაროდ, აბაშიძე არ არის აქტიური ადამიანი, მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ რუსოფობიური განცხადებები დაუშვებელია.

_ გამორიცხავთ, რომ რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლების ხელიც ერიოს ამ ყველაფერში ამერიკასთან ერთად?

_ არასოდეს მსმენია, რომ ნავალნი ჩარეულიყოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და ამიტომ ეს თემა საუბრიდან ამოვიღოთ. საქართველოში არის ამერიკის ინტერესი და მისი აგენტურა, რომელიც ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. საქართველოში უამრავი იდიოტია, ნავალნი კი იდიოტი არ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყველა რუს ლიბერალს ცივი წყალი გადაასხა 20 ივნისის მოვლენების დროს, უფრო ზუსტად, როცა იდიოტმა გაბუნიამ შეიგინა, პუტინმა განაცხადა: _ ვიღაცამ შეიგინა, მერე რა მოხდა, დაწყნარდითო. ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია და სწორი მიდგომა. ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ რუსეთის პრეზიდენტზე და არა ვიღაცებზე.

_ რა საკითხებზე უნდა ისაუბროს საქართველომ რუსეთთან, თუკი ასეთი რამ მოხდება?

_ აუცილებლად უნდა შედგეს დღის წესრიგი, გზამკვლევი უნდა გავაკეთოთ: პირველი _ სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები; უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა; უნდა შევცვალოთ რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობა უფრო თბილი მიდგომებით; გავაუქმოთ ქარტიის გადაწყვეტილება საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვის თაობაზე. მართალია, რუსეთს აღიარებული აქვს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ, თუკი ჩვენ წავალთ დიალოგის გზით, ამ პრობლემას პირველ ჯერზე ვერ შევეხებით, ჯერ სხვა რამ უნდა დალაგდეს, გამოირიცხოს დაპირისპირება საერთაშორისო ფორუმებზეც. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლო იქნება სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადასვლა. რუსეთი ამის წინააღმდეგი არ იქნება, დამიჯერეთ.

_ სწორი გადაწყვეტილება იყო საზღვართან ბლოკპოსტის აშენება?

_ შესაძლოა, სწორი იყო, არ ვიცი. ვიცი ის, რომ მართლა არ შეიძლება სულ ცალმხრივად ხდებოდეს საზღვრის გავლება. ის მხარეც ითხოვდა, რომ მოგველაპარაკებინა, სად იყო გამმიჯნავი ხაზი. თუკი აიგება ქართული პოსტები, ღობეები აღარ იქნება საჭირო. აქედან გადაბოდიალდებიან ხან მეცხვარეები, ხან _ პროვოკატორები, ქაცარავასნაირები, მერე ამბობენ, გაიტაცესო. საპატარძლოები ხომ არ არიან, რომ გაიტაცონ? უბრალოდ, არღვევენ გამყოფ ზღვარს, აკავებენ, გადაჰყავთ განყოფილებაში და მერე ისევ უშვებენ. თუ ქართული მხარე რუსეთთან და ოსეთთან შეთანხმებით დაუშვებს გამმიჯნავი ხაზის არსებობას, მსგავსი პროვოკაციები აღარ მოხდება. ჩვენ რომ შეთანხმება გვქონოდა, გუგუთიანთკარის ნაწილი აქეთ დარჩებოდა, არავის უნდა ეზოს ნახევრის წაღება, რომ ბოსტანი იქით დარჩეს და ბოსელი _ აქეთ. ამას მოლაპარაკება სჭირდება.

_ ამბობთ, რომ პუტინმა დაინდო ივნისში ქართველი ხალხი, მაგრამ რამ განაპირობა ბიბილოვის ულტიმატუმი და ვინ მისცა მის საქციელს ბიძგი? მართლაც ხომ არ აქვთ სეპარატისტებს რუსული ოპოზიციის ზურგი?

_ ბიბილოვს, საზოგადოდ, აქვს ზურგი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან ასე ვთქვათ, იპოპულისტა. ხომ ნახეთ, რომ მის ულტიმატუმს მოსკოვში არავინ აჰყვა. ჩორჩანას გამო რუსეთი ომს არ დაიწყებს. არ აჰყვა რუსეთი და ბიბილოვიც უმალვე კონსტუქციული გახდა. ეს მისი შეცდომა იყო.

ამიტომ ვამბობ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, დალაპარაკება მსგავს დაძაბულობებს მოგვიხსნის. ჩვენ თუ რუსეთთან კონსტრუქციულად ვილაპარაკებთ, ოსებიც და აფხაზებიც გაცილებით დამყოლები გახდებიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. ამერიკას უდიდესი ცოდვა აქ საქართველოს წინაშე ჩადენილი მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ. მაგათი ბრალია საბჭოთა კავშირის დაქუცმაცება. რაში გვაწყობდა ჩვენ ასეთი მომავალი თუკი ეს გველოდა? საქართველო მთლიანიც იქნებოდა და არც ამდენი ქართველი გაიქცეოდა საზღვარგარეთ. რას გავს ეს და რა ვითარება გვაქ ეხლა ქვეყანაში? ესაა ცხოვრება? რატო მოგვატყუეს მაგ გასამწარებლებმა თუ განზე უნდა გამდგარიყვნენ და ეყურებინათ ჩვენი გენოციდისთვის? ეს უნდოდათ?

  2. 30- წელია ამერიკის აგენტურა ანადგურებს საქართველოს!!! ასე მათ დაუმატეთ, ევროპის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერების აგენტურა!!! გვყავს კი ამდენი სსუსის თანმშრომელი?

  3. ახლახან რუსულ ტელეარხზე იყო გადაცემა ცნობილ ქართველ ბალეტმეისტერ ცისკარიძეზე. ცოტა ადრე იყო გადაცემა ნანი ბრეგვაძეზე, ვალერი მელაძეზე და სხვა ქართველებზე და ყველგან იგრძნობოდა უდიდესი სიყვარული, სითბო და პატივისცემა ქართველებისადმი. რუსები ვალში არიან ჩვენთან პეტრე ბაგრატიონის და თუნდაც სტალინისა და ბერიას გამო. ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ძმური ურთიერთობების დამყარება ერთმორწმუნე რუსეთთან დიდად წაადგებოდა ქვეყნის როგორც სოციალურ–ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გამოსავალს ვხედავ 2020–ის ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვებაში.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here