Home რუბრიკები პოლიტიკა თბილისში გეიაღლუმების ჩატარებაც რუსეთის მოგონილია?!

თბილისში გეიაღლუმების ჩატარებაც რუსეთის მოგონილია?!

3830
თბილისში გეიაღლუმების ჩატარებაც რუსეთის მოგონილია?!

რამდენიმე დღის წინათ თბილისში ჩატარებულ ინტერნეტმმართველობის ფორუმზე ქართულ მედიაშირუსული პროპაგანდისკვალზე, ამპროპაგანდისსაფრთხეებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დასავლური გრანტებითა და სოროსის პრემიებით გულუხვად დაფინანსებულმაექსპერტებმაერთხმად განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნული პროპაგანდა ქვეყანაში ყალბი ცნობების, .. Fake Newsის გავრცელებით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებსო. როგორც ფორუმის ერთერთმა ორგანიზატორმა ნოდარ ტანგიაშვილმა განაცხადა, უნდა არსებობდეს სპეციალური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამ პროცესს მუდმივად გააკონტროლებს, და რომ ასეთი სამსახურის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია, რასაც არაერთი კვლევა ნათლად ადასტურებს. ქართულ მედიაშირუსული პროპაგანდის კვალისადაანტიდასავლური განწყობების გამღვივებელამა თუ იმ საინფორმაციო ნაკადის გამო ლიბერალებს ისტერიკული კბილთაღრჭენა ადრეც არაერთხელ დამართნიათ. როგორც ჩანს, მათთვის გამაღიზიანებელია ის, რომ საინფორმაციო საშუალებები, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ, დაუფარავად ამხელენ ნეოლიბერალური იდეოლოგიის ყველა სიმახინჯეს. ამას გულისხმობენ, ალბათ, საფრთხეშიც და მოთხოვნაც, შესაბამისად, კატეგორიულია: აიკრძალოს რუსული მედია საქართველოში! ანუ, მათი ლოგიკით, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა თავისი შეხედულებისამებრ უნდა გადაწყვიტოს, რომელი არხები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქართველი საზოგადოებისთვის და რომელი _ არა, რომელი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ ამა თუ იმ საკითხზე და რომელი _ არა. რა აკრძალვებსა თუ შეზღუდვებზეა ლაპარაკი, რაზეა გათვლილი აღნიშნული რიტორიკა და შეესაბამება თუ არა ეს ყველაფერი დასავლეთის დემოკრატიულ პრინციპებს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიული ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე

_ ბატონო გულბაათ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და მათიექსპერტებიისტერიკაში არიან იმის გამო, რომ თურმე საქართველოში რუსული პროპაგანდა სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. რას ემსახურება ეს რიტორიკა, როცა საფრთხეს თვითონ ამ განცხადების ავტორები შეიძლება ქმნიდნენ უცხო ძალის სამსახურიში დგომით?

_ არანაირი რუსული პროპაგანდა არ არსებობს საქართველოში. ისინი, უბრალოდ, რუსულ პროპაგანდას ეძახიან იმას, რასაც ხალხი ხედავს საკუთარი თვალით და აანალიზებს საკუთარი გონებით. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში: რას აკეთებს ჩვენთან დასავლეთი, რამდენი დაპირებაა და მათგან რამდენი შესრულდა რეალურად. აგრეთვე, რა შედეგი მოიტანა იმ მახინჯმა და რაციონალური კონტექსტიდან ამოვარდნილმა პოლიტიკამ, რომელსაც პროდასავლური, პრონატოური და, საზოგადოდ, ევროატლანტიკური კურსი ჰქვია. ახლა რაც შეეხება ისტერიკას, რომ თურმე რუსული პროპაგადა გაშმაგებით მუშაობს და სერიოზულ გავლენას ახდენს ქართულ მედიაზე, ეს უკვე ისეთი იაფფასიანი პროპაგანდა გახდა და ისე აშკარაა მისი პროვოკაციული ხასიათი, ვფიქრობ, სერიოზულად, საერთოდ, არც უნდა ვისაუბროთ ამაზე. სხვათა შორის, ამას წინათ ამერიკის ელჩი ჩავიდა კონფლიქტის ზონაში და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ გამომწვევად პოზირებდა კამერების წინ სასაზღვრო ზოლზე. მერე “რუსთავი 2”-მა გადმოსცა, რომ ის ზოლი მოხვდა იქით მხარეს, ანუ ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს და გასაგებია, რისთვისაც. მაგრამ ამ პროვოკაციის შედეგად დაისაჯა ვინ? _ საქართველო. ახლა ამას რატომ აბრალებენ რუსულ პროპაგანდას, ჩემთვის გაუგებარია. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის: რუსულ პროპაგანდაში ისინი გულისხმობენ იმას, რომ ხალხი უკვე ძალიან ცუდად აღიქვამს დასავლეთს. მაინტერესებს, თბილისში გეიაღლუმების ჩატარება ვისი მოგონილია: რუსეთის?! რუსეთი ითხოვს ამას თუ დასავლური ფონდებიდან დაფინანსებული .. არასამთავრობოები, ევროკომისიის წარმომადგენლები, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება მეგობრებსა და პარტნიორებს ეძახის?! აი ამაზე გამცენ პასუხი. კიდევ რამდენი უმსგავსობა და მიუღებელი რამ ხდება საქართველოში… ავიღოთ თუნდაც ეს ე.წ. მიგრანტების მომრავლება აზიიდან და ახლო-აღმოსავლეთიდან ან მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა. ეს ხომ რუსეთიდან არ იმართება?! და კიდევ: გაშმაგებული პროპაგანდა რომ მიდის, თითქოს ქართველი გლეხი ზარმაცია, არაფრის გაკეთება არ უნდა და ინდუსები უნდა ჩამოვიყვანოთ მიწის დასამუშავებლად… ამ ყველაფერს ხომ ხედავს ქართველი ხალხი?! ანტიდასავლური განწყობები რომ იზრდება, რატომ აბრალებენ რუსულ პროპაგანდას?! აქ რუსეთი, საერთოდ, არაფერს აკეთებს; სად, რაში დაინახეს კრემლის გავლენა?! ერთადერთი, რაც მათ აღიზიანებთ, არის თქვენი გაზეთი, რომელიც რეგულარულად წერს რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე, და ძალიან კარგსაც შვრებით.

_ “რუსული პროპაგანდის საფრთხემათ უკვე ისე აშინებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ თბილისში სპეციალური ფორუმიც კი ჩატარდა, იმსჯელეს ამსაფრთხისწინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და საშუალებებზე; ისაუბრეს იმაზეც, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს რუსული მედია საქართველოში. თუ ასე მოხდება, სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ პროცესმა?

_ როგორც გითხარით, რუსეთი საქართველოში არაფერს აკეთებს. საქართველოში არ არსებობს რუსული პროპაგანდა და, როცა საფრთხეებზე საუბრობენ, რეალურად ამაში იგულისხმება ის ანტიდასავლური განწყობა, რომელიც, უკვე წლებია, არსებობს საზოგადოებაში დასავლეთის მიერ თავსმოხვეული მკვეთრად მიუღებელი პოლიტიკისა და იდეოლოგიის გამო. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ფორუმს, არ ვიცი, რა ღონისძიება ჩატარდა და ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ არის ერთი რამ, რაც უნდა ითქვას: თუ ისინი მართლა ხედავენ რაღაც საფრთხეებს და ეს საფრთხეები პრორუსული ძალებიდან მოდის, დაუძახონ ამ ძალებს, დასხდნენ პირისპირ და გაარკვიონ, რაშია საქმე. ჩვენ ხომ გვაქვს მათგან იარლიყი მოკერებული, რომ თურმე პრორუსული იდეოლოგიის სამსახურში ვართ, დაგვიძახონ და გვითხრან, რაში მდგომარეობს ეს, ან, თუ აქვთ შეკითხვები, დაგვისვან ეს შეკითხვები. მაგრამ მათ რეალურად არ სჭირდებათ რამის გარკვევა, ეს ყველაფერი სჭირდებათ მხოლოდ ქულების ჩასაწერად. ამის იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ და არც ექნებათ იმიტომ, რომ მათთვის მთავარია გრანტი, ხოლო საქართველო სად იქნება და ვისკენ, მათთვის სულერთია.

_ გამუდმებული ისტერიკა და შეშფოთება იმის გამო, რომ თურმე რუსული პროპაგანდა მედიაზე დიდ გავლენას ახდენს, ხომ არ მიანიშნებს პრორუსული განწყობების მატებაზე საზოგადოებაში?

_ ასეა, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ხაზგასასმელი, როგორც უნდა ცდილობდეს დღეს ჩვენი მასმედია რუსეთის პრეზიდენტის დემონიზაციას, ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მან სიმპათია არაერთხელ გამოხატა. დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა რომ სუნთქავს, სწორედ მისი დამსახურებაა და, ვისაც აინტერესებს, შეუძლია, გადახედოს კონკრეტულ ციფრებს, სად მიდის საქართველოს სასოფლოსამეურნეო პროდუქტების უდიდესი ნაწილი. რაც შეეხება პროპაგანდას, დღეს საქართველოში არის მხოლოდ დასავლური პროპაგანდა და ამ პროპაგანდას აქვს სრული მონოპოლია. გამუდმებით მიმდინარეობს შეტევა ეროვნულ ფასეულობებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე და პარალელურად ხდება საზოგადოების აზროვნების, ცნობიერების ფუნდამენტური შეცვლა. სწორედ ეს მახინჯი მცდელობები უბრუნდებათ მათ უკან და ამის გამო იმატებს ანტიდასავლური განწყობა. ეს უკვე ვთქვით, ხოლო რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ მათ აქვთ ერთი ინტერესი _ საბოლოოდ ჩატეხონ ამ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის აღდგენის შესაძლებლობის ხიდი. მე თუ მკითხავთ, ჩვენ პირიქით _ დასავლურ პროპაგანდას უნდა აღვუდგეთ წინ, თუნდაც იმიტომ, რომ მას არ ჰქონდეს მონოპოლია და არ გვკარნახობდეს, არ გვიდგენდეს და გვიწესებდეს წესებს.

_ რა მექანიზმები არსებობს ამ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად იმ პირობებში, როცა თვითონაც ამბობთ, რომ მათ აქვთ სრული მონოპოლია?

_ სხვათა შორის, რუსეთი ამ მიმართულებით რომ მუშაობდეს, ცუდი არ იქნებოდა ბალანსისთვის, მაგრამ ეს ქვეყანა ახლა სხვა რამეზეა ორიენტირებული. ამიტომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, უნდა დავუპირისპირდეთ ტყუილსა და იმ ყალბ რიტორიკას, რომელიც მოდის ამ ე.წ. ლიბერალური ძალებისგან. საერთოდ, სიტყვა პროპაგანდა ყოველთვის დატვირთულია შინაარსით, რომ შეიცავს ტყუილს და სწორედ ეს ტყული უნდა ვამხილოთ. უნდა განემარტოს საზოგადოებას, რა იგულისხმება რეალურად ამა თუ იმ რიტორიკაში, დაპირებაში, გადაწყვეტილებაში…

როგორ და რა საშუალებებით შეიძლება ამის გაკეთება? ვიცი, რომ ცოტა ხნის წინათ, მკითხველთა თხოვნით, თქვენს გაზეთს ჰქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან კახეთის რეგიონში. ასეთი შეხვედრები უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი. საჭიროა ჩასვლა რეგიონებში, სადაც ნაკლებია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობას ადგილზე უნდა ავუხსნათ სიმართლე ყველა საკითხზე. მხოლოდ ასე შეიძლება დაპირისპირება იმ დეზინფორმაციასა და სიბინძურესთან, რომელიც, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში მოედინება სხვადასხვა ტელეარხიდან. რაც მთავარია, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ეს სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ სიცრუეს, რომელზეც აგებულია მათი პროპაგანდა.

_ არის კი მზად ამისთვის ქართველი საზოგადოება, განსხვავებით დასავლელი საზოგადოებისგან, რომელმაც დიდწილად უკვე დაძლია ნეოლიბერალური ტერორი?

_ განსხვავებით დასავლეთისგან, სადაც მოხერხდა ნაციონალისტურ-პატრიოტული სუბიექტების კონსოლიდაცია, ჩვენთან ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ეროვნულ-პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება. ცალკე აღებული რამდენიმე პარტია არსებობს, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ გაერთიანებას. შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ნდობას. ყველა თავისთვისაა, ცალკე დგას და ცალკე აწყობს რაღაც გამოსვლებს… თითქოს ეს მათი კერძო საკითხია და არა საზოგადო. ამ ყველაფერს დიდი ნეგატიურ გავლენა აქვს საზოგადოების განწყობაზე, თორემ სხვა ხალხი აქამდე უკვე მოიშორებდა ამ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს.

_ ამ ვითარებაში, როცა, როგორც თქვენ ამბობთ, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების ნდობას დაიმსახურებს, არჩევნებს რა აზრი აქვს, რას შეცვლის ის რეალურად?

_ ვერაფერს შეცვლის. ეს არჩევნები სრული უაზრობაა. მე ამ არჩევნებზე არ წავალ. კობახიძისნაირი სამარცხვინო თავმჯდომარე რომ ეყოლება პარლამენტს და სხვაგან კიდევ შეიძლება უარესები სხედან, რა არჩევნებზეა საუბარი? არანაირი ცვლილება აქ არ მოხდება და არც უნდა ველოდოთ, სანამ, კიდევ ვიმეორებ, ცალ-ცალკე მდგომი მეტ-ნაკლებად საღი ძალები არ გაერთიანდებიან.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

4 COMMENTS

  1. martals ambobt batono gulbaat,rom unda gaertiandet! met-naklebad saRad da erovnulad ! moazrovne dzalebi, sxvagvarad araperi gamova. pativs vcem patriotta alians, magram marto egeni verapers miagceven da ampartavnobam ar sheipklrot. upaltan mividet axlos xalxic da politikosebic torem sashineleba daemarteba kvelas , sakartvelo ganadgurdeba ampartavani kartvelebis(gamyidvelebze agarapers vitkvi) xelit!!! gons movegot kvelapolitikosic, eric da beric!! eklesia unda axlos dadges xalxtan da politikosebtan—ase schirdeba dges kvekanas, isini ki chemi azrit shors dganan am sashineli movlenebisgan, romelic kvekanas sabolood gaanadgurebs!!

  2. იძულებული ვარ დავეთანხმო მარგველაშვილის მოსაზრებას ქართველთა დებილობასთან დაკავშირებით. 220 პარტია რომ გვყავს და უმეტესობა ერვნულობაზე რომ ვდებთ თავს, რატომ არ ვერთიანდებით ერთიანი ბლოკის სახით მაინც? ასე ხომ ხმებს წავართმევთ ერთმანეთს და ვერც ერთი ვერ გავიმარჯვებთ?! ნუთუ პირად ამბიციებს უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა? ჯერ გავერთიანდეთ, გავიმარჯვოთ და მერე ხალხს მივცეთ შესაძლებლობა აირჩიოს ხელმძღვანელები!

  3. ლგბტ ორგანიზებული დაცვა ჩვენ ვართ ჩვენ უძლიერესები ვართ! ჩვენ დავიკავეთ ყველა ქუჩა და ყველა ინსტიტუტი_ რუსსკი მირი კი აქ აღარაა!

  4. ყზბეგის იაგო იაგორს. მთლიანად გეთანხმებით. გნსაკუთრებით მინდა ვუსაყვედურო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს ირმა ინაშვილს, თარხან მოურავს, ადა მარშანიას და სხვებს – რატომ არ ერთიანდებით ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობასთან”, ჯონდი ბაღათურიას “ქართულ დასთან” და სხვა ეროვნულ პარტიებთან? თქვენი ხედვები და მიზნები ხომ ერთი–ერთში ემთხვევა ერთმანეთს!? სასწრაფოდ გადადეთ პიროვნული ამბიციები, შექმენით ერთიანი მძლავრი ეროვნულ–პოლიტიკური ბლოკი, მხარი დაუჭირეთ ეროვნულ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს, მაგალითად, შაშიაშვილს ან კუკავას და გააგრძელეთ ბრძოლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: იაგორი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here