Home ახალი ამბები საქართველო გიორგი მარგველაშვილი: რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას დავიწყებული!

გიორგი მარგველაშვილი: რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას დავიწყებული!

899
საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, რომ რუსული ენა, რომლითაც ვურთიერთობთ აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, არ უნდა იყოს მივიწყებული. მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული.

„არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში და ბევრად მეტად უნდა იყოს გამოყენებული ერთიანი მესიჯის მისატანად. თუ ჩვენ დავტოვებთ აფხაზებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ერთი-ერთზე (კიდევ ერთხელ, არა ცუდ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან, რომელიც კარგად და ეფექტურად მუშაობს), მაშინ არ ვიცი, რის ხარჯზე ვაპირებთ ამ ადამიანების ინტეგრაციას. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას დავიწყებული საქართველოში, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, „როდესაც შენ გაგაჩნია ძალა და სიმართლე, შენ არ უნდა ჩახსნა ამ სიმართლის გავრცელების საშუალებები“.

 

 

 

1 COMMENT

  1. მგონი გადმოგვხედა უფალმა და ერთი სწორი აზრი გამოიმეტა ყველასთვის საჭირო და აუცილებელი.
    ყოჩარ პრეზიდენტო .
    ეს გამონათება კარგად გამოვიდა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ჭელიძე ლეილა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here