Home ახალი ამბები საქართველო გერმანია დაგვცინის, იზორიას უხარია

გერმანია დაგვცინის, იზორიას უხარია

თურმე გერმანია ნატოში შესვლაში დახმარებას დაგვპირებია.

1431
ლევან იზორია და ფონ დერ ლაიენი

პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოს მიმართ და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრებლად მაქსიმუმს გააკეთებს”, _ აღტაცებით განაცხადა ლევან იზორიამ ბერლინში გერმანელ კოლეგასთან _ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან იზორია ან თავს იტყუებს ან საქართველოს მოსახლეობას ატყუებს, ან კიდევ ორივე ერთად. სულ რამდენიმე დღის წინათ იმავე ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, განაცხადა, რომ ნატო საჭირო აღარ არის და ევროპის ქვეყნებმა ევროპული არმიის შექმნაზე უნდა იზრუნონ. იმავე აზრზეა ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უარყოფითი დამოკიდებულება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ საყოველთაოდაა ცნობილი.

მაშ, რა უხარია ლევან იზორიას?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ეტყობა, ვერ ხვდება, რომ გერმანელებმა დაგვცინეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. იზორიას უხარია რომ დაგვცინიან, თავად კი გვაბოლებს, ჩვენ კი სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ ასული და იქედან ჩამოსვლა არგვსუურს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here