“უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში” ატეხილმა გეისკანდალმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების გაყოფის გეგმა ჩაშალა.
ბლოგერმა ანატოლი შარიიმ მიტროპოლიტ ალექსანდრე დრაბინკოს მიმოწერის სკრინშოტი გამოაქვეყნა, რომლიდანაც ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ სასულიერო პირი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და არა მხოლოდ ის.
უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის შესუსტება ამერიკის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა სტრატეგიული ხაზია. პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში მათ შეძლეს, შეექმნათ კვაზიგაერთიანება “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია” ადგილობრივი ერთიანი ეკლესიის სახით, რომლის ცენტრი კონსტანტინოპოლში იქნებოდა, მაგრამ, როგორც კი პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, პროექტმა ჩაფლავება დაიწყო.
თავდაპირველად კიევის საპატრიარქოს მეთაურმა ფილარეტმა განაცხადა, რომ პოროშენკომ ყველა მოატყუა ე.წ. ტომოსის საკითხზე და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო მორიგ განხეთქილებას ეკლესიის წიაღში. შემდეგ სასამართლოში დაბლოკეს კანონი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევის შესახებ იმ საბაბით, რომ აგრესორ ქვეყანას უკრაინაში კულტურის ცენტრი არ უნდა ჰქონოდა, შემდეგ კი დაიწყო “ცისფერი სკანდალი”.
უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეისკანდალის უკან დგას “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” მიტროპოლიტი ეპიფანე. მას თითქოს ისე ეშინია ალექსანდრეს (დრაბინკოს) გავლენის გაძლიერება, რომ თვითონ გაავრცელა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიტროპოლიტის მიმოწერის სკრინშოტები. თუ ეს მართლა ასეა, წარმოგიდგენიათ, რა ზნეობრივი ატმოსფეროა “უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში”? საერთოდ კი, აღმაშფოთებელია, რომ მრევლს “მართლმადიდებლობის ფასეულობებზე” ჰომოსექსუალები ელაპარაკებიან.
“უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში” წარმოქმნილი განხეთქილება აშფოთებს აშშ-ის საელჩოს _ ამერიკელი დემოკრატების სტრატეგიულ ხაზს, მიმართულს უკრაინაში მართლმადიდებლობის დასუსტებისკენ, საფრთხე შეექმნა და ამაში დამნაშავენი მაღალი საეკლესიო იერარქიის ჰომოსექსუალები არიან.
politobzor.net–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა