Home რუბრიკები პოლიტიკა გაჩუმდით, თორემ ბიძინა წავა!

გაჩუმდით, თორემ ბიძინა წავა!

5507
გაჩუმდით, თორემ ბიძინა წავა!

მუქარაც არის და მუქარაც. ყველას გვსმენია ვინმესგან, თუნდაც ბავშვობაში მშობლისგან, ასეთი მუქარა: “წესიერად მოიქეცი, არ მომიყვანო მანდ!” ან კიდევ: “იცოდე, თუ მოვედიიი…” მაგრამ, აი, “წესიერად მოიქეცით, თორემ წავალ”, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი უცნაური მუქარაა, რომელიც აგერ, თითქმის 30 წელიწადია, გვესმის ქვეყნის ყველა პირველი პირისგან.

უფროსი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მუქარა: “მე თუ გადავდგები, საქართველოში სისხლისღვრა ატყდება და საშინელება დაიწყება”. არადა, რომ არ გადადგა მშვიდობიანად და თავდაცვის მინისტრად და პრემიერად მისსავე მოყვანილ ავანტიურისტ პუტჩისტებს საბაბი მისცა, სწორედ ამიტომ ატყდა სისხლისღვრა, თორემ ბევრი ჭკვიანი ადამიანი ზვიადს მაშინ მოუწოდებდა, გამხდარიყო “ქართველი დე გოლი” _ გადამდგარიყო, არ მიეცა სამოქალაქო ომის დაწყების საბაბი მოწინააღმდეგეებისთვის და რამდენიმე წელიწადში ხალხი მართლაც მეტად დაფასებულს დააბრუნებდა უკან. მაშინ ზვიად გამსახურდიას ამის ნებისყოფა არ ეყო. შემდეგ ედურად შევარდნაძე გადავიდა პირდაპირ მუქარაზე, _ საერთოდ წავალ ამ ქვეყნიდან და იყავით მანდ “მხედრიონისა” და “გვარდიის” თარეშსა და შიმშილშიო! მაშინ, ირინა სარიშვილის მეცადინეობით, რუსთაველზე შეკრებილი ხალხის ნაწილმა დაუჩოქა კიდეც ედუარდს: შენი ჭირიმე, არ წახვიდე, არ დაგვღუპოო! მოგვიანებით მიშაც გვემუქრებოდა წასვლით, მაგრამ უკვე ისე ჰყავდა ქართველ ხალხს მობეზრებული, რომ მისი ეს მუქარა კომიკური უფრო იყო.

ეს “ტრადიცია” საბოლოოდ დახვეწა ბიძინა ივანიშვილმა და, როგორც კი ვინმე რამე გადაბრუნებულს იტყვის მასზე, მისი ფანატიკოსი მომხრეები იმწუთს ააჭრელებენ ხოლმე სოციალურ ქსელებს ასეთი შინაარსის პოსტებით: “რომ ადგეს ახლა ეგ კაცი, დაიხუროს ქუდი და წავიდეს ქვეყნიდან, გაქრეს საერთოდ, რას აპირებთ მერე? ასეთი უმადურები ხომ არ უნდა იყოთ? მადლობა უთხარით, რომ არ მიდის ბიძინა, თორემ რა გვეშველებოდა მერე?”

აქ ყველაზე მთავარი და გამაოგნებელი სიტყვებია “მადლობა უთხარით”.

ე.ი. ჩვენ, ქართველმა ერმა, მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ქუდს არ იხურავს და სამუდამოდ არ მიდის ქვეყნიდან და ბედის ანაბარა არ გვტოვებს.

რა ინფორმაციას გვაძლევს ეს ყოველივე? სამწუხაროდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციის მომცემია, რომ, 30 წელიწადია, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა და ისევ და ისევარ წახვიდე, შენი მუხლების ჭირიმე”- ფორმულით მოქმედებს.

საზოგადოების ამ ნაწილს “ბელადის ერთადერთობასა და გადამრჩენლობაზე” აქვს კომპლექსი ჩამოყალიბებული და ვერ წარმოუდგენია, რა შეიძლება მოიმოქმედოს “ფარამ” “მწყემსის” გარეშე, რადგან, თუ ცნობიერად არა, ქვეცნობიერად მაინც საკუთარი თავიც ამ “ფარის” შემადგენელ ნაწილად წარმოუდგენია და არა მოაზროვნე ადამიანად.

რაც მთავარია, ეს ყოველივე იმ ინფორმაციას იძლევა, რომ არც ბელადებს და არც მათფარასარ აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს სიტყვაპასუხისმგებლობა”, მით უფრო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე.

“ბიძინა ადგება და წავა!” _ ისე მარტივად ამბობენ, თითქოს ამის გაკეთებას უფლება და პასუხისმგებლობა არ სჭირდება. აქვს კი ბიძინა ივანიშვილს ამ ვითარებში წასვლის უფლება? ამ კითხვას რატომღაც არავინ სვამს.

ქართულ სუფრაზე ყველას გექნებათ გაგონილი ერთი ძალიან საინტერესო გამოთქმა: “,მოსვლა შენი ნება იყო და წასვლა უკვე ჩვენი ნებაა!” აი, სწორედ ასეა საქმე მაშინაც, როდესაც საკითხი სახელმწიფოს სათავეში მოსვლა-წასვლას შეეხება.

მოხვედი? ასე ვთქვათ “იჩალიჩე”? წინა ხელისუფლება გააგდე? ხალხს დაპირებები მიეცი? ჰოდა, კეთილი ინებე და, შეასრულე! დაიკისრე პასუხისმგებლობა? მოვალეობა და საქმე გააკეთე!

“ბიძინა დაიხურავს ქუდს და წავა. მერე რომ ატყდება აქ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა, ქვეყანაში რომ შიმშილი დაისადგურებს და ჩამოიქცევა ყველაფერი, მერე რაღას იზამთ?” _ ნიშნის მოგებით წერენ ბიძინას ფანები და აზრადაც არ მოსდით, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი პირები არა მხოლოდ მოსვლაზე, არამედ წასვლაზეც არიან პასუხისმგებლები.

წავა ბიძინა და ატყდება ქვეყანაში ხოცვა-ჟლეტა? კარგი, დავუშვათ! და ვინ იქნება, თქვენი აზრით, ამაზე პასუხისმგებელი და, ადრე თუ გვიან, ვის მოეთხოვება პასუხი ამ ყოველივეს გამო?

სწორედ მაგ თქვენს ბიძინას.

სანამ ქართველი საზოგადოება არ მივა დასკვნამდე, რომ 1991 წლის სამხედრო პუტჩზე ყველაზე მეტად სწორედ ზვიად გამსახურდია არის პასუხისმგებელი, ხოლო 2003 წლის .. ვარდების დანაშაულებრივ სახელმწიფო გადატრიალებაზე ყველაზე მეტად სწორედ ედუარდ შევარდნაძე, მანამდე მართლაც არაფერი გვეშველება.

სწორედ ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს გადაღლილი და გაუბედურებული ხალხის უმძიმესი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე და ხელისუფლების უზურპაციაზე პასუხისმგებელი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი “ნაცპარტია”.

დიახ, “ნაციონალურ მოძრაობას”, პირდაპირ ვთქვათ, თავში რომ არ ავარდნოდა და მათი “ძლიერი ხელი” უკონტროლო ძალადობაში არ გადასულიყო, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, ასი წელი ვერ მოვიდოდა საქართველოს სათავეში.

სხვათა შორის, მაშინნაციონალური მოძრაობისლიდერებს არაერთი მართლაც კეთილისმსურველი აფრთხილებდა: ნუ გადახვალთდაუკრეფავში”, თორემ რომელიმე ფულიანი ავანტიურისტი ამით ისარგებლებს და ხელისუფლებას ჩამოგართმევთო.

მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის “ტრიუმფალურ ტრიოს” ისე ჰქონდა თავში ავარდნილი, რომ არაფრის გაგონება არ სურდა და სწორედ ეს გამოიყენა ათასგვარ ინტრიგებში გამოცდილმა მილიარდერმა.

საზოგადოდ, ქვეყნისთვის თავის დაყვედრება სხვადასხვა “ფორმულით” ახალი ამბავი არ არის. მაგალითად, ასევე გვაყვედრიან თავს სხვადასხვა სფეროს მინისტრებიც, რომლებსაც საზღვარგარეთ აქვთ განათლება მიღებული.

შემეძლო ძალიან უზრუნველად მეცხოვრა უცხოეთში, მაგრამ ჩემი სამშობლოს სამსახურში მინდოდა ჩადგომა, მინდოდა თავი გამეწირა ჩემი ქვეყნისთვის და იმიტომ ჩამოვედი, ახლა კი უნდა დამაფასოთ და თქვენი სუსი არ გავიგო, არ გაბედოთ და არ გამაკრიტიკოთო! _ ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმულა, ოღონდ, საქმე ისაა, რომ ასეთი “თავშეწირული მოღვაწენი” სამშობლოში მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისა და ფუფუნების პირობებით ბრუნდებიან რატომღაც. როგორც ჩანს, სულ სხვა ხიბლი აქვს სამშობლოსთვის თავგანწირვას, როდესაც 10 ათასი ლარი გაქვს ხელფასი.

სხვათა შორის, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც ზუსტად ასე გვაყვედრიდა თავს: ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი ანაზღაურების მქონე იურისტი შემეძლო ვყოფილიყავი, მაგრამ სამშობლო მეძახდაო.

ედუარდ შევარდნაძის მომხრეებიც გვამუნათებდნენ: ეს კაცი, რომელ ქვეყანაშიც უნდოდა, იქ იცხოვრებდა უზრუნველად, მაგრამ გაჭირვებაში ჩავარდნილი საქართველო შეეცოდაო.

არც მილიარდერის “ფარა” გვაკლებს მსგავს დამუნათებას: ბიძინა თავისი ფულით უშფოთველად იცხოვრებდა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი, შევეცოდეთ და ახლა ასე ვუფასებთო?!

არ შეგეკემათებით, უბრალოდ პირდაპირ გეტყვით: როდესაც ადამიანი სახელმწიფოს სათავეში მოდის და სახელმწიფოს მართვის პრეტენზია უჩნდება, უნდა იცოდეს, რომ ეს სწორედაც უმადური საქმეა და მზად უნდა იყოს ამისთვის.

და, თუ არ არის ამისთვის მზად, მაშინ არც უნდა მოვიდეს.

ამიტომ, რაც შეეხება იმას, რომ ბიძინას შეეძლო უზრუნველად ეცხოვრა, ვთქვათ, სადმე არგენტინაში შეძენილ საკუთარ რანჩოზე, პასუხი მარტივია: თუ არ ჰქონდა გააზრებული, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა და მადლობებს ნაკლებად უნდა ელოდო, მაშინ არც უნდა მოსულიყო ქვეყნის სათავეში და უნდა წასულიყო იმ არაგენტინაში თუ კიდევ სხვაგან თავის რანჩოზე უზრუნველად საცხოვრებლად.

“ახლა ადგება, დაიხურავს ქუდს და წავას” რაც შეეხება: აი, მანდ კი უფრო რთულად არის საქმე, ანუ გააგდო სააკაშვილი, მოვიდა, გადახლართა სიტუაცია, დაამკვიდრა კოაბიატაცია, რომელმაც არ გაამართლა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე მოიტანა, ცალკე _ აშკარა ეკონომიკური სტაგნაცია, ხალხის კიდევ უფრო გაღარიბება, ათასი უბედურება და ახლა “დაიხურავს ქუდს და წავა”? აბა, რა კარგია! და მერე ჩვენ კიდევ იქით უნდა ვეხვეწოთ, არ წახვიდეო?!

აი, სანამ ასე იაზროვნებს საზოგადოების თუნდაც 20 პროცენტი, მანამდე ამ ქვეყანას მართლაც არაფერი ეშველება, ხოლო, თუ ბატონ მილიარდერს წაბრძანება სურს, მაშინ ჯერ ამ თავის მახინჯ კოაბიტაციაზე აგოს პასუხი, თავისი ჩასვრილი საქმეები გამოასწოროს და შემდეგ უკვე შეიძლება კიდევ ერთი სახალისო ირონიული გამოთქმა გავახსენოთ ქართული სუფრიდან: “აბა, ახლა, როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლითაც გაგვახარე, ბატონო ბიძინა!”

ბაკურ სვანიძე

4 COMMENTS

  1. დაგეთანხმებით გარდა ერთისა! ეს წასვლა მოსვლა და სისხხლისღვრას ყველა შემთხვევაში მაინც მოახდენს თქვენგან გამოტოვებული ალბათ თქვენთვის არაფრად მიჩნეული უფროსი ძმად მიჩნეული დიდი მეზობელი, ასე რომ საკმარისია თავის და სხვების ქვიშაში თავის ბანაობა, თორე ამას ქვია სად ბანაობ!

  2. ბევრ რამეში შეიძლება, თქვენთვის დათანხმება ბატონო ბაკურ, ერთგან ძირეულად რომ არ სცდებოდეთ, ზვიად გამსახურდიამ იცოდა, რა შინაურ ,,ხლისტებთან” და გარეულ ,,ტურა-მგლებთან” ჰქონდა საქმე, ამიტომ არ გადადგა, მას თანამდებობა თავის ოჯახისა და ახლობლების გასამდიდრებლად და ქვეყნის გასაჩანაგებ-გასანადგურებლად არ სჭირდებოდა, გამსხვავებით მისი შემდგომი მემკვიდრეებისა, მისი პრეზიდენტობის მცირე პერიოდში მისი მოღვაწეობის თითოეული ნაბიჯი ქვეყნის, ეროვნული სულის გაძლიერების, ქართველობის სიკეთეზე ზრუნვით იყო განპირობებული, მისი თვითოეული პირდაპირი თუ სატელევიზიო გამოსვლა პატრიოტ ქართველს სიკეთის ერთმანეთის სიყვარულის იმედს აღუძრავდა, ქვეყნის გაძლიერებისაკენ იყო მიმართული, სანამდის ამ ,,ქრისტეს ძვლის მკვნეტელებმა”იუდა შევარდნაძისა და მისი ტრიუმვირატის (სიგუა,იოსელიანი, კიტოვანი) წინამძღოლობით მეხუთე კოლონის დახმარებითა და აქტიური მხარდაჭერით ძალით არ დაამხეს ეროვნული ხელისუფლება. (რომელთა დიდი ნაწილი დღეს უკვე მიმხვდარია, და ფარისევლურად ვითომ ინანიებს კიდეც თავის ქმედებებს). სწორედ ამან დაუდო სათავე იმ უკანონო რეჟიმს, რითაც იტანჯება დღეს მთელი ქვეყანა. ასე, რომ ერთ პინაზე ვერ აიწონება გამსახურდიასი და დანარჩენი ყველა შემდგომი ხელისუფლების ,,ღვაწლი” ქვეყნის დაქცევაში.

    • ვაიმე რა ძნელია ამ ფანატიკოს ზვიადისტებთან რაიმეზე საუბარი 🙂 თან ამ წერილს რომ წაიკიღხავს ადამოიანი და ასეთ ფანატიკურ-მონურ სულისკვეთების კომენატრს დატივებს 🙂 არ გეშველებათ თქვენ არასოდეს არაფერი!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნიკო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here