Home რუბრიკები პოლიტიკა “გაფარჩაკებული” საქართველო და ამერიკის “შეშფოთებული” შტატები

“გაფარჩაკებული” საქართველო და ამერიკის “შეშფოთებული” შტატები

3671
“გაფარჩაკებული” საქართველო და ამერიკის “შეშფოთებული” შტატები

საქართველო, დიდი ხანია, ყოველგვარი მორალური პრინციპების, წესების გარეშევითარდება”, რადგან, ეტყობა, ვერ გავითავისეთ ჭაბუა ამირეჯიბის სენტენციად ქცეული გამონათქვამი: “ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!” ეს, ისე, წინამდებარე წერილის მცირე ლირიკული შესავალი მკითხველის შესამზადებლად არცთუ ლირიკულ თემაზე სასაუბროდ.

ზაფხული, კერძოდ, აგვისტო ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როგორც წესი, პოლიტიკური აქტივობის სტაგნაციის პერიოდია, მაგრამ არა საქართველოში. სწორედ ამ ზაფხულს, როგორც იტყვიან, აირია მონასტერი ისე, რომ ძნელად წარმოსადგენია სიტუაციის დალაგება. რით დავიწყოთ: ლგბტ თემის გადამწყვეტი ბრძოლის გამოცხადებით მათი “შელახული” უფლებების დასაცავად თუ სხვენში შენახული კომბლებით? იქნებ “ერთადერთი დამოუკიდებელი” ტელევიზია “რუსთავი 2”-ის “დახურვით” აჯობებდა? ანაკლიის მშენებელ, უბრალო ხალხის ხარჯზე გამილიარდერებულ “პატიოსან” მამუკა ხაზარაძესა და მის “პადელნიკ” ბადრი ჯაფარიძეზე რას იტყვით? ან “რუსთავი 2”-ზე არანაკლებ საზიზღარი ტელევიზიის მფლობელი წერეთელი რით არის ხაზარაძეზე ნაკლები? და ა.შ. მაგრამ ყველას და ყველაფერს ბიბილოვის ულტიმატუმმა რომ “მოუჯოკრა”, ვფიქრობ, სადავო არ არის. ყოველივე ზემოთ თქმულს ერთი სახელი ჰქვია _ საქართველოს “გაფარჩაკება”, რის დამტკიცებასაც ქვემოთ შევეცდები. ამას ქუჩის ჟარგონებსა თუ სლენგებში მცირე ექსკურსის (წინამდებარე სტატიის სათაურის გამოც) და აქედან გამომდინარე გარკვეული ალეგორიების გარეშე ვერ შევძლებთ…

ფარჩაკიკრიმინალური ჟარგონით ყოფილ ე.წ. კანონიერ ქურდს ნიშნავს, რომლის “ძველი დიდებიდანაც” აღარაფერია დარჩენილი. მათზე მაღლა არა მხოლოდ ე.წ. კაი ბიჭები (დამნაშავეთა სამყაროს ტერმინოლოგიით, კანონიერი ქურდების მომდევნო რანგი), არამედ რიგითი პატიმრები, ე.წ. პატიოსანი ჰარიფებიც დგანან. თუ როლებს ალეგორიების მიხედვით გავანაწილებთ, გამოვა, რომ რუსეთის იმპერია კანონიერი ქურდი ყოფილა, ხოლო საქართველო _ მის მიერ დანიშნული ზონის (წაიკითხე, კავკასია) .. მაყურებელი.

აი ასე, ჟარგონით თუ ვიტყვით, 200 წლის განმავლობაში “ვუყურებდით” “კავკასიის ზონას” ქართველები და საქართველო. საქართველო, რომელიც, ჟარგონის კი არა, ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით, რუსეთის იმპერატორებმა მიზანმიმართულად სრულიად კავკასიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად აქციეს დედაქალაქით ტიფლისი, აქედან გამომდინარე პრივილეგიებითურთ…

რომანოვების იმპერიის კრახის შემდეგ საქართველომ არათუ შეინარჩუნა ზემოხსენებული სტატუს კვო, არამედ გაზარდა კიდეც. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ რუსეთის წითელი იმპერიის “კანონიერი ქურდი” გახდა ქართველი იოსებ სტალინი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდა საბჭოეთს უმაღლესი ზნეობითა და საზოგადოებრივი მორალის მიხედვით.

საქართველოს ფარჩაკიზაცია ლამის საბჭოეთის ნგრევასთან ერთად დაიწყო და, დღემდე გრძელდება კი არა, მგონი, უკვე დამთავრებულიცაა…

ნატო-ევროკავშირის ქიმერის დევნაში საქართველოს ტერიტორია შაგრენის ტყავივით დაპატარავდა, ზნეობა გადაგვარდა, ქართველობა კი დავცოტავდით. დაკარგულის დაბრუნება კი არა, სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, ისიც არ დავკარგოთ, რაც ჯერჯერობით ჩვენია. სამწუხაროდ, ასე გვაქვს საქმე.

ქოცები და ნაცები იმის თვლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი ხელისუფლების პერიოდში უფრო მეტი აღშფოთების განცხადება გააკეთეს ჩვენმა დასავლელმამეგობრებმა”. იმას კი არავინ დაგიდევთ, რომ ამ განცხადებათა რაოდენობის პირდაპირპროპორციულად მოიწევს წინ მავთულხლართები .. კონფლიქტის ზონაში. ამის საპასუხოდ ოდენ შიშველი უკანალების აქციებს მართავენ საქართველოსპატრიოტები”. აბსოლუტურად იგნორირებულია საღი აზრი მასმედიასა თუ პარლამენტში. იგნორირებას ვინ ჩივის, თუ იტყვი, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო, სამშობლოს მოღალატის იარლიყი გარანტირებული გაქვს; თუ იტყვი, რომ ლგბტ არ გინდა _ რუსული ნარატივია; თუ იტყვი, დავითგარეჯა საქართველოა _ რუსული ნარატივია; იტყვი, რომ დასავლეთიდან ნიაღვარივით მოედინება გარყვნილების პროპაგანდა _ რუსული ნარატივია და უამრავი ასეთი “იტყვი, რომ” აქვთ მომზადებული ნაცებს… არადა, რა მარტივია გამოსავალი შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან _ დავანებოთ რუსების უაზრო ლანძღვა-გინებას თავი (მოლა ნასრედინისა არ იყოს, რამდენიც უნდა იძახო “ჰალვა, ჰალვა”, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობ); კმარა ამდენი “ოკუპანტო”-ს ძახილი. რა, ამ შეძახილით შევაშინებთ რუსეთს და გაიყვანს სოხუმ-ცხინვალიდან სამხედრო ბაზებს? სოხუმი და ცხინვალი კი არა, რუსეთმა ყირიმის თემა დახურა… ჩვენსმეგობარდასავლეთს არც არასოდეს არ უფიქრია ჩვენ გამო რუსეთთან დაპირისპირებაზე და, მიუხედავად სანქციების ბრახაბრუხისა, მათი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ნელნელა რუსეთისკენ იხრება.

ახლახან შეიცვალა ხელისუფლება უკრაინაში და პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საპარლამენტო უმრავლესობაც მოიპოვა _ ყოფილი იუმორისტის ხელში აბსოლუტური ძალაუფლება აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევისთვის სამხედრო მიზნებისთვის გამოყოფილი 250 მილიონი უკან წაიღო მანამდე, სანამ, ტრამპის თქმით, არ დარწმუნდება, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება სასარგებლო იქნება ამერიკისთვის. უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ კი განაცხადა: უკრაინა წლების განმავლობაში იარაღით ხელში იბრძოდა იმისთვის, რომ კიევს მოსკოვისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ჰქონოდა და რა მივიღეთ შედეგად? დავკარგეთ ყირიმი და დონბას-ლუგანსკი, ხოლო იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვთან კონფრონტაციისკენ გვიბიძგებდნენ, ვლადიმერ პუტინთან ერთად ლამის იცეკვონ. ზუსტი ციტირებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად ეს თქვა უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ, უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკის ნაცვლად, დიალოგის აუცილებლობაში დარწმუნდნენ.

ყველა ჩვენზე ჭკვიანი როგორ უნდა გამოდგეს?!

ახლა _ ბიძინასა და მისი “ქართული ოცნების” შესახებ, რომლის გულშემატკივარიც მანამდე გახლდით, სანამ არ დავინახე (2016 წლის არჩევნების შემდეგ), რომ “ქართული ოცნება” სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება. იმ დღიდან ქოცების ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში ვარ, მაგრამ ახლა დროებით კვლავ ბიძინას გულშემატკივარი გავხდი… ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ყოველდღიურად აღარ მესმის საქართველოს დამანგრეველი “რუსთავი 2”-ის ხმა; ახლაა და, სანამ გაზეთის ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, როგორც ჩანს, საქართველოს ახალი პრემიერი ეყოლება. ქართველი საზოგადოების უმრავლესობა იწონებს გიორგი გახარიას ქმედებებს, დაე, კიდევ დაიჭირონ, ვინც დასაჭერია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ “პოლიტიკური რეპრესიები” ვერ იქნება “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის ხელშეუხებლობის ინდულგენცია-გარანტიები პოლიტიკური ცოდვებისთვის.

ქართველი საზოგადოების უპირველესი ამოცანაა, ქოცების რეიტინგის დაცემამ ნაცების რეიტინგის მატება არ გამოიწვიოს.

არც ქოცი და არც ნაცი! _ აი მთავარი ლოზუნგი მომავალი არჩევნებისა. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაზე ლაპარაკი ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს?

მაგრამ, მაშ, ვინ? ვიღაც ხომ მოვა ხელისუფლებაში?

იმედია, ეს “ვიღაც” 2020 წლის არჩევნებისთვის გამოჩნდება და იქნებ ქართველმა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს _ ხელისუფლებაში ის ეროვნული ძალა მოიყვანოს, რომელიც ფიზიკური განადგურებისა და მენტალური გადაგვარებისგან იხსნის საქართველოს.

დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის!” _ ბრძანა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დიდმა ილია ჭავჭავაძემ. ნეოლიბერასტო ხლისტებო, წმინდა ილია მართალიც კრემლის აგენტი და სამშობლოს მოღალატე იყო?

დავით მხეიძე

4 COMMENTS

  1. “მაგრამ, მაშ ვინ?….” არც არავინ. იგივე ნაგავი “პოლიტიკისების” სახეები საარჩევნო პლაკატებზე. პატიოსან კაცს არავუნ დაუფინანსებს საარჩევნო კომპანიას, რომ მისგან არც არაფერს მოელიდოს. ხოლო თვით პატიოსან კაცს, საარჩევნო კომპანიისათვის საკმარისი თანხა რომც ჰქონდეს, ოჯახს მოახმარს, იმიტომ რომ ერთი პატიოსანი კაცი 150 ნაძირალას შორის ვერც ვერაფერს გახდება. გაფარჩაკებულები ხომ ვართ საქართველო, სულ მალე ნაკუწ-ნაკუწ დაგვგლეჯენ უახლოვესი მეზობლები. სვანეთი, რაჭა და ინერეთი თუ შევრჩებით საქართველოს….

  2. წარმოდგენა არ მაქვს ვინ ბრძანდებით..არ ვგუგლავ ჩავწერო დავით მხეიძე და დავინტერესდე..ერთს კი გეტყვით რომ მესამე ძალა არ იქნება..თუ იქნება ისიც რუსეთიდან მართული..ასე რომ შეეგუე ნაციონალები მოდიან,..ხალხი ხმას ვაძლევთ შენებას და წინსვლას..აუცილებელი ყოფილა ეს სამარცხვინო 7 წელი რომ ნაციონალების დაფასება გვესწავლა….ჯობია დროზე გამოფხიზლდეთ…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ??gttu Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here