Home სხვადასხვა დაიჯესტი გაუკუღმართებულთა ეპოქა დადგა

გაუკუღმართებულთა ეპოქა დადგა

გაუკუღმართებულთა ეპოქა დადგა

საფრანგეთში პედერასტების კრიტიკა აკრძალეს

თავისუფლება სულ უფრო წარსულის გადმონაშთად ყალიბდება. ეს, უწინარეს ყოვლისა, საფრანგეთზე ითქმის, სადაც ნებისმიერი განცხადება პედერასტებზე, ფემინისტებზე ან ქალისთვის კომპლიმენტის გაკეთება დაჯარიმების ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს.

მაისის შუა რიცხვებში საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი `ინტერნეტში სიძულვილის გაღვივების დაუშვებლობის შესახებ. კანონპროექტს პრეზიდენტი მაკრონი აუცილებლად მოაწერს ხელს, რადგან მისი (კანონის) მიღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. კანონპროექტი მიიღეს, ძირითადად, მაკრონის პარტიის დეპუტატებმა და ლიბერალებმა, სოციალისტებმა თავი შეიკავეს. წინააღმდეგი იყვნენ მხოლოდ `ეროვნული ფრონტი” და ეული კომუნისტები. როგორც კი კანონი ძალაში შევა, ყველა, ვინც მხარს არ დაუჭერს `ევროპულ ღირებულებებს” და ამასთანავე მაკრონს, როგორც ამ ღირებულებათა დამცველს, დაჯარიმდება 15 000 ევროთი ან ციხეში ჩაჯდება ერთი წლით, ხოლო ვებგვერდი და სოციალური ქსელი, რომელიც უარს იტყვის `გამაღიზიანებელი” გამონათქვამების პუბლიკაციიდან ამოღებაზე, დაჯარიმდება 1,25 მილიონი ევროთი.

ამ დოკუმენტის დეტალურ განხილვას თავი რომ დავანებოთ და დასკვნით შეფასებაზე გადავიდეთ, იძულებულნი ვიქნებით, ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი არის გარყვნილთა და გაუკუღმართებულთა ტოტალური დიქტატურის დაკანონების დასტური; კანონი, რომელიც, სიმართლისა და დიალოგის ნაცვლად, არის უმცირესობის კანონად ჩამოყალიბებული აზრისა და მოთხოვნების დემონსტრაცია.

ენის მიმტანებს `უმცირესობიდან”, თავი რომ არ შეიწუხონ არგუმენტების ძებნით, კანონი საშუალებას აძლევს, გამოიყენონ საჩივრის შეტანის `ელექტრონული ფორმა” ან ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებანი.

`სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის მთქმელი” მედიასაშუალებები, რომლებიც არ გასცემენ ინფორმაციას `არაკანონიერი კონტენტის” გამომქვეყნებელი პირების შესახებ, გადაიხდიან ჯარიმას 250 ათასი ევროს ოდენობით. თუ ვებგვერდი უარს იტყვის `არაკანონიერი მასალების” წაშლაზე დადგენილ ვადებში, ჯარიმა 1,25 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

დიდი ფული ტრიალებს პედერასტების დამცავ სისტემაში. ფული, როგორც ცნობილია, ხელის მოთბობის საშუალებაც არის.

ვინ მიუჯდება ამ ახალ კოცონს, მალე შევიტყობთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here