Home რუბრიკები პოლიტიკა გასა-20-არი 2020, ანუ ეკა ბესელიას ნინობურჯანაძიზაცია

გასა-20-არი 2020, ანუ ეკა ბესელიას ნინობურჯანაძიზაცია

1637
ეკა ბესელია

კათოლიკური საქორწინო რიტუალის დროს წესია ასეთი: მღვდელი სვამს კითხვას _ ხომ არ არსებობს ვინმე, ვისაც აქვს სათქმელი რაიმე არგუმენტი, რომლის გამოც ეს ქორწინება არ უნდა შედგეს? თუ ასეთი არსებობს, თქვას ან ახლავე, ან არასოდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების ცხოვრებისეული კრედოც არა მხოლოდ ქორწინების, არამედ ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენის დროსაც. მაგალითად, თუკი მიგაჩნია, რომ გვერდით არის ვინმე უღირსი ადამიანი და შენი მეგობრები ამას ვერ ან არ ხვდებიან, უნდა თქვა ეს ან იმ ადამიანის დანახვისთანავე, ან აღარასოდეს. რა შუაშია ეს ბიძინასთან დაქართულ ოცნებასთან”? კავშირი საკმაოდ თვალნათელია.

მოდი, დავუსვათ კითხვა ქალბატონ ეკა ბესელიას: 2016 წელს, როდესაც ჩაიხედეთ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში და იქ ვანო ზარდიაშვილის გვარი ამოიკითხეთ (სხვებისაც), რატომ დათანახმდით ასეთი უღირსი ადამიანის გვერდით მჯდარიყავით პარლამენტში, თანაც “ერთი და განუყოფელი გუნდის” ეგიდით?

ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობისას, ბესელია ხან ერთ უაზრობას აბრეხვებს, ხან _ მეორეს, მაგრამ მისგან დამაჯერებელთან მიახლოებული პასუხიც კი ვერ მოვისმინე. მტკიცება იმისა, რომ თურმე ამის გამო მას “გუნდის შიგნით ჰქონდა პროტესტი” _ არასერიოზულია. 3 წლის განმავლობაშიგუნდის შიგნით პროტესტიცოტა ღიმილის მომგვრელიცაა და ამას გარდა, საკითხავია: თუკი ვანო ზარდიაშვილი ასეთი ქვეყნის დამაქცევარი და ურჩხული იყო, რატომ გქონდათ პროტესტი მხოლოდგუნდის შიგნითდა რატომ არ აყვირდით მაშინვე: არიქა! “ქართული ოცნებადა ბიძინა ივანიშვილი უღირს ადამიანებს სვამს საპარლამენტო სიაში და, თუ ის ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებს, “ოცნებისრიგებს დავტოვებთო?

ალბათ, არ ესიამოვნებათ “ოცნებიდან” გაქცეულებს, მაგრამ აქ პასუხი ერთადერთია: ამ ადამიანებისთვის “ყველაფერი კარგადაა”, სანამ თვითონ კარგად ჭამენ; მაგრამ, როდესაც აშკარად ხედავენ ე.წ. კარმუშკის გადაკეტვის საფრთხეს, მაშინ ზარდიაშვილი საფრთხობელა ხდება.

ასეთმა ვითარებამ ადამიანს ისეთი სისულელეც კი შეიძლება ათქმევინოს, როგორიც თქვა, მაგალითად, ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში: მე ვებრძოდი ბობოლებს და მაღალჩინოსნებს, ზარდიაშვილის მსგავს დაბალი ფენის შემსრულებლებთან არ მქონია შეხება, ამიტომ 2016 წელს არც კი ვიცოდი, ვინ იყო ზარდიაშვილი, მისი გვარი გაგონილიც კი არ მქონდა, ამიტომაც არ გავაპროტესტე მაშინდელი გამსვლელი საპარლამენტო სია”. ეს რომ მტკნარი ტყუილია, ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ელემენტარულად, ეკა ბესელია იურისტია და გამორიცხულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი ვინ იყო 2010-2012 წლებში (მანამდე კი ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი), არ სცოდნოდა. ზარდიაშვილი, ფაქტობრივად, ყველა სასამართლოს მანდატურების უფროსი იყო და მის წინააღმდეგ 2011 წელს საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა საპროტესტო აქციაც კი მოაწყვეს: ზარდიაშვილი უკანონო დავალებებს გვაძლევსო. ეს არ იცოდა ეკა ბესელიამ? დაუჯერებელია, მაგრამ კეთილი, დავუშვათ, არ იცოდა.

2016 წელსვე, როდესაც გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” გამსვლელი საპარლამენტო სია, სოციალურ ქსელებში უამრავმა ადამიანმა დაწერა, ვინც იყო ზარდიაშვილი. პირადად ეკა ბესელიასადმი მიმართვებიც გამოაქვეყნეს; მას პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ვანო ზარდიაშვილის (და სხვების) გვერდით ჯდომა პარლამენტში, თანაც “ერთი გუნდის” სტატუსით, ძალიან სამარცხვინო იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “ოცნების ძველი გვარდიის” წარმომადგენლობას იჩემებდნენ და რომლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ “კოაბიტაცია” და “ნაცების პორტირება” მმართველ პარტიაში არაჯანსაღი პროცესია.

სხვათა შორის, მეც გამოვაქვეყნე ასეთი მიმართვა. არც ეკა ბესელიას, არც გედი ფოფხაძეს, არც ლევან გოგიჩაიშვილს ყურიც არ შეუბერტყავს. არც საკრებულოელ “ოცნებელებს” _ ვატო შაქარიშვილსა და ჯაბა ჯიშკარიანს ამოუღიათ ხმა. მეტიც _ პირადად ეკა ბესელიასგან და სხვებისგანაც პასუხად ჭკუის დარიგება მივიღეთ, _ ეს ადამიანებიც ხომ ჩვენი თანამოქალაქეები, ქართველები არიან და რას ვიზამთ, ხომ არ დავხვრეტთო? ეს ცნობილი დემაგოგიური მსჯელობა ახლა რატომ აღარ არის აქტუალური? ახლა გახდა ვანო ზარდიაშვილი “დასახვრეტი”? ჩვენ მაშინვე გავეცით ამ დემაგოგიას პასუხი და ახლაც ვიმეორებთ _ არავინ არავის დახვრეტასა და დაპატიმრებას არ ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი “ნაცები” პარლამენტში “ოცნების” სიით შეიყვანოთ! მაგრამ ამის შემდეგ უკვე “ბოღმიანები”, “შურიანები” და “გაბოროტებულები” გვიწოდეს, “საკუთარი წარუმატებლობის მძევლები” და ა.შ.

ეს ყოველივე მეტი დამაჯერებლობისთვის გავიხსენეთ, თორემ ეკა ბესელია და მისნაირნი რომ ხალხის თვალში პოპულისტური განცხადებების კეთებით თვალთმაქცობდნენ და სინამდვილეში დიდად არ აწუხებდათ “კოაბიტაციის” პროცესი, თუკი თვითონ ექნებოდათ თანამდებობა და ფული, ეს 2014 წელსვე ცხადი იყო.

ფაქტი _ 2014 წელს ეკა ბესელიამ გააკეთა არაერთი მკვეთრი განცხადება “კოაბიტაციისა” და ნაცების აქტივისტთა “ოცნებაში” პორტირების პროცესის წინააღმდეგ. მან ხმამაღლა განაცხადა, რომ “ნაცრეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების დავიწყება და იმ ადამიანების წამოწევა, რომლებიც რეჟიმს მხარს უჭერდნენ, არ არის სწორი და ეს პროცესი უნდა დასრულდეს!” ხომ ძალიან კარგი და მომხიბლავი სიტყვებია? ახლა საქმე ნახეთ _ ასეთი განცხადებებიდან ოროდე თვეში ეკა ბესელიამ იმ საპარლამენტო კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო, სამუშაოდ მიიწვია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე და მას პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება ჩააბარა… როგორ მოგწონთ? ან, იქნებ, ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიაშვილის არ იყოს, არც ის იცოდა, ვინ იყო ირაკლი მაისურაძე და მისი გვარიც არ ჰქონდა მანამდე გაგონილი?

აი, ასეთია “ოცნებიდან” უსამართლობის საბაბით გაქცეულთა სიტყვა და საქმე. სწორედ ამის შედეგი იყო კვირას ფილარმონიაში ვერშევსებული დარბაზი და, სავარაუდოდ, “დაიცავი საქართველო” 2020 წლისთვის ვერც დადებს რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არჩევნებზე, თუ კი იქამდე მიაღწია.

ქართველი საზოგადოება უკვე ძალიან გამობრძმედილია ასეთ საკითხებში, ამიტომ სავარაუდოა, რომ, 2003 წელს რაც “ვჭამეთ” (თუმცა მე ყველგან ვუსვამ ხაზს, რომ არასოდეს დამიჭერია პირადად მხარი ე.წ. ვარდების რევოლუციისთვის), იმას ისე მარტივად აღარ “ვჭამთ”.

ხალხი კარგად ხედავს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მაშინ იხსენებენ სამართლიანობას და იმას, ვინ ვინ არის, როდესაც თვითონ მათ ემუქრებათ თანამდებობებიდან მოხსნის ან გუნდიდან გაშვების საფრთხე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ბიძინას გაცილებით მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი დარჩა, ვიდრე იქიდან ვითომ “სამართლიანობის” მოთხოვნით გაქცეულებს გაჰყვა. კი, ბატონო, უამრავი პრობლემა არსებობს “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის გარშემოც, მაგრამ წერილის დასაწყისში ნახსენები კათოლიკური ქორწინების პრინციპი მაინც მტკიცედ მოქმედებს _ ან უნდა გეთქვათ 2016-შივე, ან აღარ უნდა გეთქვათ აღარასოდეს და ბოლომდე ამოდგომოდით მხარში გუნდს.

დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ეკა ბესელიას, გედი ფოფხაძესა და სხვებს მართლაც რომ გამოეთქვათ პროტესტი, მაშინვე რომ წასულიყვნენოცნებისგუნდიდან, როდესაც მეც და ხალხიც ამას მოვუწოდებდით, დაენახვებინათ მართლაც პრინციპული პოზიცია, ფილარმონიასაც გაავსებდნენ დადინამოსსტადიონსაც.

მაგრამ 3 წელი “იგულავო”, გქონდეს იმის იმედი, რომ შენსას მაინც მიიღებ და გაიტან, რომ ვერავინ შეგეხება და ვერავინ ვერაფერს გაგიბედავს და ამიტომ ზარდიაშვილის გვერდითაც არხეინად იჯდე და არაფერი განაღვლებდეს, ხოლო 3-წლიანი “თანაჯდომის” შემდეგ, როცა უკვე რეალური საფრთხე დაემუქრა შენს თანამდებობასა და კეთილდღეობას, უცებ “გაგახსენდეს” ვის გვერდით მჯდარხარ 3 წლის განმავლობაში, ამას არავინ აღარ ჭამს, “ძვირფასებო”.

საბოლოოდ, ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესს პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ “ეკა ბესელიას განინობურჯანაძება”, რადგან ნინო ბურჯანაძის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა _ 2007 წლის 7 ნოემბერს იგი “რკინის ლედი” იყო და “მიშას რეჟიმის რეჟიმობას” ვერ ამჩნევდა. მანამდე სანდრო გირგვლიანის გახმაურებულმა მკვლელობამაც ვერ დაანახვა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, რომ ნაციონალები ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის საშიშნი იყვნენ. ვერც დევნილებისა და ომის ვეტერანების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა სასტიკმა მოპყრობამ მოულბო გული ქალბატონ ნინოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც მიშა სააკაშვილმა კატეგორიულად იუარა ბურჯანაძისთვის სასურველი პერსონების შეყვანა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამსვლელ სიებში, მაშინ იხუვლა ნინო ბუჯანაძეში სამართლიანობის დაუოკებელმა მოთხოვნამ და ნაციონალების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბება სცადა…

მანამდე რატომ არ აპროტესტებდით? _ ამ კითხვაზე ზუსტად ისეთივე პასუხი ჰქონდა და აქვს ნინო ბურჯანაძეს, როგორიც ეკა ბესელიას, _ გუნდის შიგნით ვაპროტესტებდი და გარეთ არ გამომქონდაო. ეს კი, არგუმენტირებული პასუხი კი არა, უკვე ძალიან გაცვეთილი და არადამაჯერებელი თავის მართლება უფროა.

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. “..და, სავარაუდოდ, “დაიცავი საქართველო” 2020 წლისთვის ვერც დადებს რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არჩევნებზე, თუ კი იქამდე მიაღწია.” – მართლა თუ მიაღწია )

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ირაკლი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here