აშშ–ის ტეხასის შტატში დააპატიმრეს 44 წლის კერი სიუ კელი, რომელსაც ბრალად წაუყენეს თავისი 8 წლის გოგონას გაყიდვის მცდელობა “სექსუალური მომსახურებისთვის”.
The New York Times-ის პუბლიკაციაზე დაყრდნობით Lიფე იუწყება, რომ გამოძიება 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ქალმა 2017 წელს მამაკაცს ნებრასკიდან 100 დოლარად შესთავაზა თავის 8 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარება.
მამაკაცი დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა ამ უბინძურესი შეთავაზების თაობაზე. მან ნება დართო პოლიციის თანამშრომელს, მისი სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკება ამ ქალთან. ოპერატიული თვალთვალის შემდეგ კელი 4 ივნისს დააპატიმრეს. დაკითხვის დროს მან აღიარა დანაშაული. 12 ივნისს იგი გრეგის ციხეში გადაიყვანეს.
დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, რომ დედას ჩაწერილი ჰქონდა ეროტიკული რგოლები თავისი შვილის მონაწილეობით.