Home სხვადასხვა TV დაიჯესტი განმუხურის ინციდენტისას მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა

განმუხურის ინციდენტისას მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა

2007 წლის 30 ოქტომბერს განმუხურის ინციდენტისას მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს.

ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში 2007 წლის 30 ოქტომბერს, განმუხურში მომხდარი ინციდენტის ამსახველ სატელევიზიო სიუჟეტს აქვეყნებს.

“2007 წლის 30 ოქტომბერი. განმუხური. მეგისი და მიშა ერთად (0.56 წამზე, მიშა რომ არ იცნობს)”, – წერს ჩრდილელი.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ორჯერ ჰყავს დაჯილდოებული. 2010 წელს მეგის ქარდავა სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა „კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის“. 2012 წელს კი „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“ გადასცა ღირსების ორდენი.

მიხეილ სააკაშვილი მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილი წერს, რომ ქარდავას არ იცნობს, არასოდეს შეხვედრია და მისი არსებობა მხოლოდ პრესიდან შეიტყო. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას კიევში დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here