Home ახალი ამბები მსოფლიო “გამოძიებას ჩვენი კანონით ვატარებთ და არა ევროპარლამენტის”

“გამოძიებას ჩვენი კანონით ვატარებთ და არა ევროპარლამენტის”

937
კარმან ალიევი

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე კარმან ალიევი ირწმუნება, რომ აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა ინფორმაციას ფლობს ევროპარლამენტი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან აზერბაიჯანი საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას.

“ის დააკავეს, როცა საზღვარს უკანონოდ კვეთდა. ამ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. არის თუა არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან? მე არ ვაწარმოებ გამოძიებას და არ შემიძლია ამ კითხვას ვუპასუხო. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ. თვალყურს ვადევნებთ და არანაირი კითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ არსებობს. არ ვიცი რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ევროპარლამენტი, რომ მუხთარლის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეს მათი საქმეა, მაგრამ აზერბაიჯანი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ევროპარლამენტის”, _ განაცხადა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილემ.

1 COMMENT

  1. გენაცვალე სულში, აი პროკურორი, ისწავლეთ ქართველებო რამე მაინც აზერბაიჯანელი მეზობლებისგან! ის რომ მაბეზღარა არასამთავროებისა და საკუთარი ჩრდილის გეშინიათ ყველას გვესმის, მთავარია ხელფასები და კეთილდღეობა არ დაკარგოთ, საქართველო ჭირში წასულა. სამშობლოზე მეტად ფული გიყვართ, ამაშია ბრალი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი/ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here