“არცერთს არ გაქვთ არაფერი სალაპარაკო – არც ”ქოცებს” და არც ”ნაცებს”, – გთავაზობთ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას facebook-პოსტს:
”ვუსმინე თალაკვაძეს ”რუსთავი-2”-ზე, სადაც ბარიკადზე ამხედრებული რევოლუციის ბელადის რიხით დააყვედრა გაბუნიას და კვესიტაძეს, ახლა რომ ბევრს ტლიკინებთ სააკაშვილის დროსაც ამოგეღოთ ხმა ადამიანის უფლებების დარღვევებზეო:
1. ვეთანმები გაბუნიას და კვესიტაძის შესახებ, ნამდვილად ყალბი პათოსია მათი მხრიდან. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს კი არა ქართველსაც ტყავს აძრობდნენ სანამ ხელისუფლებაში იყვნენ;
2. თვითონ ბატონი თალაკვაძე თუ იღებდა ხმას? დამაინტერესა, მაგ: რას ფიქრობდა 2011 წლის 26 მაისის ხოცვა-ჟლეტაზე. გადავხედე მის ფეისბუქს და 26 მაისის შემდეგ პირველი პოსტი, რომელიღაც პარიზულ კონცერტს შეეხება (ამ პერიოდში მუშაობდა ნაციონალი ომბუდსმენის გიორგი ტუღუშის მრჩევლის პოსტზე). ზოგადად პოლიტიკური პოსტები 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არ გამოუქვეყნებია და მანამდე არაფერი აშფოთებდა.
ასე, რომ არცერთს არ გაქვთ არაფერი სატლიკინო, არც ქოცებს და არც ნაცებს.
P.S. თორდიას კაფე-კაფე ბორიალი როცა დაჭირდათ იმავე ღამეს იპოვეს და გამოაქვეყნეს და ჩიტაძის ქუჩიდან კამერების ამოღებას, თურმე ძალიან ბევრი დრო და ძიება ჭირდება, ათასობით ანძაო და ჩანაწერიო და კიდევ რაღაცეები იბჟუტურა”, – წერს კახა კუკავა.