ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში, 17 და 18 ივლისს, გახდება ცნობილი. როგორც სემეკიდან იუწყებიან, მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” ბუნებრივი აირის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
18 ივლისს კომისია განიხილავს შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისთვის”, შპს “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სს “საქორგგაზისთვის” ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.