Home ახალი ამბები საქართველო ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი მომავალ კვირას იქნება ცნობილი

ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი მომავალ კვირას იქნება ცნობილი

1466
ბუნებრივი აირი

ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში, 17 და 18 ივლისს, გახდება ცნობილი. როგორც სემეკიდან იუწყებიან, მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვისბუნებრივი აირის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

18 ივლისს კომისია განიხილავს შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისთვის”, შპს “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სს “საქორგგაზისთვის” ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here