Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ბრიტანეთში ყველაზე დიდი ტრასის ქვეშ ძველი რომაული ქალაქი იპოვეს

ბრიტანეთში ყველაზე დიდი ტრასის ქვეშ ძველი რომაული ქალაქი იპოვეს

ქალაქი ტრასის ქვეშ

გამოდის, რომ თითქმის 2 ათასი წლის წინათ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ადგილებში, ამავე მარშრუტით სარგებლობდნენ.

საგზაო-სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ დიდ ბრიტანეთში, ედინბურგისა და ლონდონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, აქ უძველესი რომაული დასახლების კვალი აღმოაჩინეს.

მუშებმა ამ ადგილას იპოვეს ძველი ფიალები, გასაღებები, ვერცხლის სამკაულები, ფეხსაცმელი, ქარვის ქანდაკება და უამრავი სხვა რამ. “ნაპოვნი ნივთების რაოდენობა დაუჯერებელია”, _ ამბობს არქეოლოგიური ჯგუფის წარმომადგენელი ნეილ რედფერნი.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს აღმოჩენა ცვლის არსებულ წარმოდგენას თანამედროვე იორკშირის ადგილას უძველესი დასახლების  ისტორიაზე და მიუთითებს, რომ იქ ცხოვრობდნენ მდიდრები და არა უბრალო გლეხები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here