37 წლის თომას ევანსი აედევნა 31 წლის ქალს, რათა გაეუპატიურებინა იგი და მისი ოთხი წლის გოგონა. მას შემდეგ, რაც ქალმა თავისი ორი უფროსი შვილი სკოლაში მიიყვანა და უმცროს გოგონასთან ერთად შინ დაბრუნდა, მოძალადე თავს დაესხა, გააუპატიურა და სცემა. შემდეგ ევანსმა გაიტაცა გოგონა და მიიმალა.
პოლიციამ ევანსსა და ბავშვს ორი კვირის შემდეგ მიაგნო რკინიგზის მახლობლად გაჩერებულ ავტომანქანაში. ბავშვს დიდი ზომის კაბა ეცვა, თომასი კი გალეწილი მთვრალი იყო.
ჩარლტონის პოლიციის მონაცემებით, გოგონა გაუპატიურებული იყო.
თუ სასამართლოზე დამტკიცდება თომასის ბრალეულობა, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. როგორც გაირკვა, ეს კაცი ახლახან გამოვიდა ციხიდან, სადაც იგი იხდიდა სასჯელს არაერთი სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო.