Home სხვადასხვა დაიჯესტი ბოროტმოქმედი მრავალშვილიან დედას სახლამდე აედევნა, რათა ეძალადა მის ოთხი წლის გოგონაზე

ბოროტმოქმედი მრავალშვილიან დედას სახლამდე აედევნა, რათა ეძალადა მის ოთხი წლის გოგონაზე

1038
თომას ევანსი

37 წლის თომას ევანსი აედევნა 31 წლის ქალს, რათა გაეუპატიურებინა იგი და მისი ოთხი წლის გოგონა. მას შემდეგ, რაც ქალმა თავისი ორი უფროსი შვილი სკოლაში მიიყვანა და  უმცროს გოგონასთან ერთად შინ დაბრუნდა, მოძალადე თავს დაესხა, გააუპატიურა და სცემა. შემდეგ ევანსმა გაიტაცა გოგონა და მიიმალა.

პოლიციამ ევანსსა და ბავშვს ორი კვირის შემდეგ მიაგნო რკინიგზის მახლობლად გაჩერებულ ავტომანქანაში. ბავშვს დიდი ზომის კაბა ეცვა, თომასი კი გალეწილი მთვრალი იყო.

ჩარლტონის პოლიციის მონაცემებით, გოგონა გაუპატიურებული იყო.

თუ სასამართლოზე დამტკიცდება თომასის ბრალეულობა, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. როგორც გაირკვა, ეს კაცი ახლახან გამოვიდა ციხიდან, სადაც იგი იხდიდა სასჯელს არაერთი სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here