Home რუბრიკები საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში რომელი დამპყრობლის უღელი გვადგას, პატივცემულო მათემატიკის დოქტორო?!

ბოლო წლების განმავლობაში რომელი დამპყრობლის უღელი გვადგას, პატივცემულო მათემატიკის დოქტორო?!

კარიკატურა

მიმდინარე წლის 10 იანვრის გაზეთსაქართველოს რესპუბლიკაშიგამოქვეყნდა წერილი სათაურითარა განაძღო!”, რომლის ავტორია ირაკლი ბოკუჩავა, მათემატიკის აკადემიური დოქტორი. გამაოცა რუსეთის სიძულვილით დასნეულებული ავტორის მიერ წერილში გამოხატულმა ცინიზმმა, აგრეთვე, იმან, როგორ დაბეჭდა ანტირუსული ისტერიის გამჩაღებელი ნაციონალებისწისქვილზეწყლის დამსხმელი ეს წერილიპასკვილი გამოცდილი და კომპეტენტური ჟურნალისტების გაზეთმასაქართველოს რესპუბლიკამ”, რომელიც, თავის მხრივ, ნაციონალებს ხშირად თავს ატეხს რისხვას.


გაზეთის ორ გვერდზე გაშლილი წერილი “მხატვრულად კარგად არის გაფორმებული”, ქვესათაურებითა და ორი შარჟით: ერთზე გამოსახულია მსუქანი ღორი (იგულისხმება რუსი, რუსეთი), რომელიც ფესვებს უთხრის იმ მუხას, რომელმაც გამოკვება, და მეორეზე – კბილებდაკრეჭილი დათვი (იგულისხმება რუსი, რუსეთი), ამ დათვს წინ ტანკები უხატია, გვერდით _ ნავთობის შადრევნები ამოჩქეფს. პროპაგანდაც ამას ჰქვია!

ამ წერილს გამოეხმაურა პოლიტოლოგი, ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი წერილით: “შემოქმედება”, რომელიც არა მხოლოდ ავტორს ჭრის თავს, არამედ ქვეყანასაც” (გაზ. “საქართველო და მსოფლიო”, 18–24 იანვარი. აგრეთვე, გაზ. “ილორი”, 24–31 იანვარი.) მიმაჩნია, რომ გამოხმაურება ლმობიერია, უფრო “მკაცრი” უნდა ყოფილიყო და არგუმენტებით სავსე.

ჰამლეტ ჭიპაშვილის ამ გამოხმაურებას, თავის მხრივ, ისევ უპასუხა ირაკლი ბოკუჩავამ წერილით: “დიახ, რუსეთი ვერასოდეს ეგუებოდა ერთხელ დაპყრობილი მიწების დაკარგვას!”, რომელიც ისევ “საქართველოს რესპუბლიკაში” დაიბეჭდა (#26, 3 თებერვალი).

როგორც ავტორი ამბობს, “არა განაძღო!” 2008 წლის სექტემბერში დაუწერია, ე.ი. “ცხელ გულზე”. ახლახან დაწერილ მეორე წერილშიც ძველი ბოღმა და ცინიზმი შენარჩუნებულია. ეს არ გამიკვირდა იმიტომ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ბატონი ირაკლი ამერიკაში იმყოფებოდა, .. ამერიკაგამოვლილითერგდალეულია”!

როგორც ავტორი წერს, მისი მიზანია, “ცივილიზებულ სამყაროს აუხსნას, რა ფენომენია რუსი და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში რუსეთს რა მოტივაცია ამოძრავებდა. ამისთვის მას “ისტორიულ ანალებში ქექვა” დაუწყია.

ციტატებს მოვიყვან ბატონი ბოკუჩავას წერილებიდან და მას ჩემს შეფასებებს დავურთავ.

ბატონმა ბოკუჩავამ წერილის დასაწყისშივე ხანჯალივით გვატაკა ღვარძლით სავსე სტრიქონები: დადგა დრო, რომ ამიერკავკასიაში ქართველების შემოთესლილი ჭირი ქართველებმავე გავაძევოთ”…

ბატონო მათემატიკის აკადემიურო დოქტორო, “ცივილიზებული სამყაროსთვის ასახსნელად” რა საკადრისია შეურაცხმყოფელი სიტყვა “შემოთესლილის” გამოყენება?!

“ჭირი” თავის გზაზე ყველაფერს სპობს და ანადგურებს. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კი რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოს მოსახლეობამ ნახევარი მილიონიდან 5,5 მილიონამდე მოიმატა! თქვენს შეურაცხმყოფელ მეტაფორაში სად არის ლოგიკა და მათემატიკური სიზუსტე?!

ბატონი ჰამლეტიც ამას ედავება: “კეთილი, გავაძევოთ, მაგრამ შეგვწევს ამის უნარი? ვისი გამძევებლები ვართ ჩვენივე მიწიდან გაძევებულები?”.

მეორე წერილში ბატონი ირაკლი ამბობს, რომ “გაძევებაში” ზარბაზნების დახმარებას არ გულისხმობს და ასე იმართლებს თავს: “თუ ჩემი ქვეყანა დამპყრობლის უღელს მოიხსნის, მისი ცხოვრების წესს (ავტორიტარიზმი, კორუფცია, ქრთამი და სხვა მრავალი უბედურება, რომლებიც იქიდან მოდის ) უკუაგდებს და თავის ტრადიციულ ფასეულობებს დაუბრუნდება, გაძევება არ არის? …თუ ქართველი ქართველად დარჩება და არ გარუსდება, გაძევება არ არის?”

ჯერ ერთი, საიდან უნდა გაგვეგო ჩვენ, მკითხველებს, რომ “გაძევებაში” ზარბაზნიდან ყუმბარების დაშენას არ გულისხმობდით? მეორეც, კორუფცია, ქრთამი და სხვა მრავალი უბედურება საქართველოში არ არის და მხოლოდ რუსეთიდან მოდის? იქნებ სხვა ქვეყნებიდანაც მოდის? ან იქნებ აქედანაც გადის? ეს ხომ უსუსური მსჯელობაა! მესამე _ ბოლო 20 წლის განმავლობაში რომელი “დამპყრობლის უღელი” გვადგას _ რუსეთის თუ ამერიკის? რუსეთის გუბერნატორების, მეფისნაცვლებისა და ცეკას მეორე მდივნების ნაცვლად ახლა ვინ გვიზის თბილისში? ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს ვინ ებრძვის და ემუქრება ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით და სხვა გახრწნილობით _ ევროატლანტიკური სივრცე თუ რუსეთი, სადაც აკრძალულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება? გარუსება გვემუქრება თუ გაამერიკელ-გაევროპელება, როცა 14 წლის წინათ ზურაბ ჟვანიამ ევროპარლამენტში დაახეთქა: მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”.

ეს არის რეალობა, ანუ მედლის მეორე მხარე და ამას რატომ ჩქმალავთ, ბატონო ირაკლი?

ავტორი მსჯელობს 1783 წლის გეორგიევკის ტრაქტატზე და მიაჩნია, რომ იგი რუსებმა ქართველებს “თავზე გადაახიეს” და 1795 წელს, როდესაც აღა მაჰმად ხანი თბილისში სალაშქროდ წამოვიდა, მეფე ერეკლეს რუსები არ დაეხმარნენ, რის გამოც ქართველები კრწანისში დამარცხდნენ და მტერმა თბილისი გადაწვა. ეს ნაწილობრივ მართალია, ეს ცუდი ფაქტია რუსებისა და ქართველების ურთიერთობაში, მაგრამ მხოლოდ რუსთა ღალატის ბრალი იყო ქართველთა დამარცხება და თბილისის გადაწვა? ტოტლებენმაც უღალატა ერეკლეს ასპინძის ბრძოლაში, მაგრამ მეფემ ქართველთა ძალებით მაინც დაამარცხა მტერი. თბილისთან რა მოხდა? _ ღალატი. ერთ-ერთმა არაქართველმა შეატყობინა მტერს, რომ ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავდათ. გარდა ამისა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ქართველებმა დროზე ვერ მიაშველეს საბრძოლო რაზმები მოხუც მეფეს. კონსტანტინე გამსახურდია სინანულით აღნიშნავდა: ერეკლე მეფის ცხედრის გადმოსვენებას თელავიდან მცხეთაში 11 ათასი მხედარი მოაცილებდა, კრწანისის ბრძოლაში კი 5 ათასიც რომ მიშველებოდა, გაიმარჯვებდაო! აი, ეს არის “მედლის მეორე მხარის” სიმართლე. ამ შემთხვევაში მხოლოდ “რუსის ფენომენზე” უნდა ვიმსჯელოთ, თუ “ქართველის ფენომენზეც”? ამას რატომ უვლით გვერდს, ბატონო ირაკლი? ლევან სანიკიძის “309 ქართული სირცხვილიარ წაგიკითხავთ?

თქვენ გული გწყდებათ, რომ ქართლ-კახეთი გუბერნიად მიიერთა რუსეთმა, მაგრამ, ერი რომ ფიზიკურად გადარჩა და გასპარსელებაგათურქებას რუსეთმა რომ გადაარჩინა, ცოტას ნიშნავს? მართალია, ავტოკეფალია წაგვართვეს, მაგრამ ქრისტიანობა ხომ ასე თუ ისე შენარჩუნებული იქნა ქვეყანაში?

რატომ გიკვირთ, რომ იმპერიას იმპერიული ამბიციები ამოძრავებდეს? განა სხვა იმპერიები (ბიზანტიის, ოსმალეთის, სპარსეთის, მონღოლეთის და ა.შ) დაპყრობილ ტერიტორიებზე ხალხს არ ჩაგრავდნენ? ამ მხრივ “რუსის ფენომენზე” მსჯელობა უხერხული ხომ არ არის? თქვენ დღეს მხოლოდ რუსეთი მიგაჩნიათ იმპერიად, მაგრამ განა ამერიკის შეერთებული შტატები არ არის იმპერია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში შეიჭრა, 35-მდე ქვეყანაში კიფერადი რევოლუციებითადა სხვა მეთოდებით სისხლის მდინარეები ადინა, რის გამოც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?

განა ევროკავშირი იმპერია არ არის ან თუნდაც ნატო? რა, დღეს არ ხდება მსოფლიოს გადანაწილება უძლიერეს სახელმწიფოებს შორის? თუ მიწების დაპყრობით არა, დღევანდელი იმპერიები ხომ ფინანსებით (ასევე ინფორმაციული ომებით) იმორჩილებენ ქვეყნებს! ასე რომ, ჩემი აზრით, სხვა ქვეყნების მიწების დაპყრობის მუდმივი სურვილით “რუსეთისა და რუსის ფენომენის” ამოხსნა უადგილოდ მეჩვენება.

წერილის ავტორი “რუსის ფენომენის” ამოხსნის ძიებაში რუსეთის კულტურასა და მის დიდ მწერლებს _ კრილოვს, პუშკინს, ტოლსტოის, დოსტოევსკის _ შეურაცხყოფს და ამცირებს:

“რუსებს ერთი კარგი მეიგავარაკე მწერალი ჰყავდათ _ კრილოვი. ამ კრილოვის იგავ-არაკის არ იყოს (რაც ლაფონტენიდან უნდა იყოს თარგმნილი) (ისევ ცინიზმი! _ უ.ჯ), ერთმა პატივცემულმა ცხოველმა მუხის ფესვებს დაუწყო დინგით თხრა, მას შემდეგ, რაც რკოთი მაგრად გამოძღა”. მეორე წერილში აკონკრეტებს: “ეს იგავი კრილოვმა რუსებზე დაწერა, კარგად იცნობდა რა მათ ზნე-ჩვეულებებს”.

ბატონო ირაკლი, მე, როგორც ფილოლოგი და ჟურნალისტი, თქვენ, როგორც მათემატიკოსს, გეუბნებით, რომ ასეთი მსჯელობა იგავ-არაკზე, როგორც ჟანრზე, პრიმიტიულია!

დიდი მეიგავეები (ჩვენი სულხანსაბასი არ იყოს) იგავ-არაკებში ამათრახებდნენ ყველა ხალხსა და ყველა დროში ჩანერგილ მანკიერ თვისებებს და არა რომელიმე ერთი ხალხისას (ერისას), თუნდაც ერთი ადამიანისას… “ასეთ ღორში” რატომ გულისხმობთ მაინცდამაინც რუსსა და რუსეთს? ვთქვათ, ქართულ მიწაზე, “ქართული მუხის” ქვეშ, “ქართული ღორი” როცა რკოთი გამოძღებოდა, თუ მოესურვებოდა, არ დაიწყებდა მუხის ფესვების თხრას თუ მე და თქვენ დავუშლიდით?! იგავ-არაკის ჟანრზე თქვენი შეცდომა ისე განაზოგადეთ, რომ წერილის სათაურადაც აირჩიეთ _ “არა განაძღო!”, თანაც ღორის მაგივრად ზოგჯერ “გამძღარ დათვს” წერთ. ჩემი აზრით, აქ “გაძღომა-არგაძღომასთან” კი არ გვაქვს საქმე, არამედ ჯიბრსა და სხვადასხვა ისტორიული სიტუაციიდან გამომდინარე განრისხება-გაბრაზებაზე. როცა ის დათვია და მე – კურდღელი, განა ზოგჯერ ამ განრისხებულ დათვს “ბაბაია” არ უნდა დავუძახო და არ უნდა ვეფერო?! თუ სააკაშვილივით უნდა ვუძახო: “პუტინ, ლილიპუტინ”, ან ოქრუაშვილივით, _ “რუსეთში ფეკალიებიც იყიდება”?! (ორივე გამონათქვამმა საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა). ან თინა ხიდაშელივით სამარცხვინოდ უნდა ვაზროვნებდეთ, ლენინგრადის დამცველებს რომ დასცინა, _ ვირთხებს ჭამდნენო?! ანდა რატომ არის დასაძრახი, რუსეთის დიდი მწერლები თავიანთი ხალხის ისტორიულ გამარჯვებებზე აღფრთოვანებით თუ დაწერენ თავიანთ ნაწარმოებებში? ეს სულაც არ ბღალავს რუსი “ადამიანის ბუნებას” და მის “ფენომენს!” _ პირიქით!

განა აღფრთოვანებულ ლიტერატურულ წერილებს არ უძღვნიდა დიდ რუს მწერლებს რუსეთის ჰეგემონიის დაუძინებელი მტერი და კომუნისტური რეჟიმის მოძულე ზვიად გამსახურდია (ისევე, როგორც მამამისი)? ერთ-ერთი წერილი ზვიადის სიკვდილის შემდეგ “ლიტერატურნაია გაზეტამ” დაბეჭდა, რათა რუსი ხალხისთვის ეჩვენებინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ერუდიცია და ობიექტურობა. შესაძლოა, ზოგიერთ ერს ეს არც გაეკეთებინა. კარგი იქნება, ობიექტურობა ვისწავლოთ ბევრმა ჩვენგანმა.

ბატონო ირაკლი, რომელი დიდი ფსიქოლოგი თქვენ ბრძანდებით, ერის “ადამიანურ ბუნებაზე” რომ მსჯელობთ და მისი “ფენომენის ამოხსნას” ცდილობთ? თვით დიდი ფსიქოლოგ-ფილოსოფოსებიც ვერ ბედავდნენ ასეთ უფაქიზეს და ურთულეს თემებზე საუბარს. და თუ მაინც საუბრობდნენ, ხალხის დადებით მხარეებსაც წარმოაჩენდნენ და უარყოფითსაც. როგორ შეიძლება, რომელიმე ერს მხოლოდ უარყოფითი მხარეები ჰქონდეს? თქვენ კიმოხსენით გუდას პირი და უკადრებელს კადრულობთ. ასე მსჯელობენ კაცობრიობის მოძულე მასონი-ლიბერასტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს აქამდე მოტანილი ადამიანური მორალი. თქვენ კი, ნებსით თუ უნებლიეთ, როგორც უკვე ვთქვი, მათ წისქვილზე ასხამთ წყალს.

მათემატიკის პატივცემულო დოქტორო, ქარიშხლიანი ისტორიული ცხოვრების ლაბირინთებზე, პოლიტიკაზე (მით უმეტეს, იმპერიულზე), ერის ფსიქოლოგიასა და თუნდაც თითოეული ადამიანის ფენომენზე წერა განტოლებების ამოხსნა ხომ არ გგონიათ? ადამიანთა (მით უმეტეს, ერის) ბედზე, ფსიქოლოგიურ პერიპეტიებზე წერა, მისი ამოხსნა გაცილებით ძნელია და აქ “ორს მივუმატოთ ორი” ზოგჯერ ნამდვილად არ უდრის ოთხს. ეს უნდა გაითვალისწინოთ!

ამბობთ, რომ მიმდევარი ხართ აკაკის ცნობილი შეგონებისა: “დამეხსენი, ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ უნდა მომიარო?”. ეს აკაკიმ ახალგაზრდობის წლებში დაწერა, როგორც ჩანს, თქვენსავით “ცხელ გულზე” და გაბრაზებულმა, მაგრამ შემდგომ წლებში, მოწიფულობის თუ სიბრძნის ჟამს, იმდენი კარგი სიტყვა, ლოცვა და სამადლობელი აქვს ნათქვამი რუსსა და რუსეთზე, რომ ამ ახალგაზრდულ-ქარაფშუტულ ნათქვამს ათასჯერ გადაწონის. ამაზე რატომ არ ლაპარაკობთ? ცხადია, აკაკიმ სხვა რეალობა დაინახა და თავისი შეცდომა გამოასწორა. თქვენ კი მეორე წერილში 8 წლის წინათ “ცხელ გულზე” დაწერილი წერილის ცინიზმი და ბოღმა ისევ გადმოიყოლეთ. ან ილიას, ერის მამის, გამონათქვამები გაიხსენეთ რუსეთზე, ან თუნდაც სტალინის, ომში გამარჯვების შემდეგ რუს ერზე რომ თქვა, დიდი რუსი ერიო. სტალინი კი სიტყვებს ჰაერში არ ისროდა.

თქვენ წერთ: “1918 წლის საზღვრებში არსებული დამოუკიდებული საქართველოს ტერიტორიებიდან შემდგომში რუსებმა მას ჩამოაცილეს არტაანისა და ართვინის რაიონები თურქეთის სასარგებლოდ”…

ჯერ ერთი, ეს იყო საზავო ხელშეკრულება და გერმანიამ და ინგლისმა რუსეთს იძულებით “ჩამოაცილებინეს” აღნიშნული რაიონები. მეორეც, იმაზე რატომ არ ლაპარაკობთ, რომ 1878 წელს რუსეთმა სისხლის ფასად საქართველოს (ანუ თავის იმპერიას) დაუბრუნა სამი საუკუნის წინათ თურქეთისგან მიტაცებული არა მხოლოდ არტაანისა და ართვინის რაიონები, არამედ ბათუმი და სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის ჩათვლით? 1921 წლიდან ხომ სწორედ რუსეთის წყალობით შემოგვრჩა ბათუმიც და სამცხე-ჯავახეთიც (თუმცა აქ დიდი იყო ქართული ჯარის წვლილიც)? ესეც მედლის მეორე მხარის სიმართლეა!

უკადრებელს კადრულობთ-მეთქი, ზემოთ გაკადრეთ. რას ვგულისხმობ? აი, ორი “ნიმუში”:

  1. რუსი ორი საუკუნის მანძილზე დაეთრეოდა საქართველოში. გულუბრყვილო მასპინძლების ხარჯზე ძღებოდა და თვრებოდა, მერე ზოგი გვაგინებდა, ზოგიც მომავალში კიდევ გაძღომის იმედით გვაქებდა”;
  2. “რუსს დემოკრატია ისე სჭირდება, როგორც ვირს _ კრიალოსანი …” მხოლოდ რუსები იგინებოდნენ და თვრებოდნენ? ქართველები არ თვრებოდნენ და არ იგინებოდნენ თუნდაც რუსეთში გახსნილ თავიანთ რესტორნებში? სხვის თვალში ბეწვი დავინახოთ და საკუთარში _ დირეც არა? ეს გეკადრებათ?

ესეც “მედლის მეორე მხარის” მიმართლეა!

მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში რომ არის გადახვეწილი და იქიდან არჩენს საქართველოში დარჩენილ ოჯახებს, ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს? თუ რუსი ასეთი ცუდია, როგორ ცხოვრობენ და შრომობენ ერთად?

“რუსს ფეხქვეშ ამოგებული მეგობარი უნდა”, _ ბრძანებთ თქვენ. XX საუკუნეში, სოციალიზმის ეპოქაში, საქართველო ვითომფეხქვეშ ამოგებულიიყო? საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან ყველაზე მეტი სახსრები მოსკოვიდან საქართველოს გამოეყოფოდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ სხვა სიკეთეზე, რომლებსაც საქართველო იღებდა. უმადურობა ცუდი თვისება რომ არის, ეს არსად წაგიკითხავთ?

პუტინის დასამცირებლად წერდით (პირველ წერილში), რომ იგი უპატრონოთა თავშესაფარშია გაზრდილი. მეორე წერილში აღიარეთ, რომ ეს სიმართლე არ არის, მაგრამ დაცინვა აქაც ვერ მოიშორეთ: არც ოჯახში გაზრდის ეტყობა რამე. ვითომ უპატრონოთა თავშესაფარში (და ობოლთა სახლებში) გაზრდა ადამიანისთვის ხარვეზია? შეგახსენებთ: გასული საუკუნის 20_30-იან წლებში მაკარენკოს სისტემით აღზრდილი თითქმის ყველა ბავშვი (რამდენიმე ათეული) საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა! როგორ ფიქრობთ, ამ “უპატრონოებმა” ვერ გვაჯობეს მე და თქვენ, ბატონო ირაკლი? იმასაც შეგახსენებთ, რომ, თითქმის ბოლო ათი წელია, პუტინი საერთაშორისო გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რამდენჯერმე დასახელდა პლანეტის “წლის ადამიანად”. ეს შემთხვევით ხდება?

სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რა საჭირო იყო რვა წლის წინათ დაწერილი წერილის ახლა გამომზეურება. იმიტომ ხომ არა, რომ ზურგი გაუმაგროთ იმ ანტირუსულ ისტერიას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილშია ფესვგადგმული (ჩემი აზრით, მცირე ნაწილში)? მერედა, ვინ წარმართავდა (და ახლაც წარმართავს) ანტირუსულ ისტერიას საქართველოში? ვინ და, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი, მიშა სააკაშვილი და მისი ყოფილი და ამჟამინდელი ლაქიები: ბოკერია (მეუღლითურთ), გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, გაბაშვილი და სხვა ნაციონალები, ჟურნალისტი გოგიტიშვილი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი და ამერიკის “ძუძუნაწოვი” არასამთავრობოები, დემოკრატიის ნიღბით ადამიანთა უფლებების ვითომ დამცველები, ე.წ. ლგტბ-თემის წევრები. ყველანი სოროსელები არიან, ფულითა და მატერიალური კეთილდღეობით უზრუნველყოფილგანებივრებულები, მაშასადამე, მოსყიდულები და სამშობლოს მოღალატენი. არ ვიცი, მათთან რა გაკავშირებთ, მაგრამ თქვენმა წერილებმა კი (პირველმაც და მეორემაც) მათწისქვილზესაკმაო წყალი დაასხა. ერთი თვის წინათ სწორედ მათ მიაღებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ 50 გრამი მარიხუანითიკაიფონ”, სწორედ მათ გამოფინეს ორი კვირის წინათ მთავრობის სახლთან საბორდელო პლაკატები, ხოლო შემდეგ გათავხედებულებმა ლამის გადაწვეს ბათუმი.

რატომღაც მგონია, რომ რეალობას ხართ მოწყვეტილი (ჩვენი მთავრობისა არ იყოს). ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მსოფლიოში ვითარება იცვლება და იცვლება რუსეთის სასარგებლოდ (ვგულისხმობ ტრამპის გაპრეზიდენტებას, ევროპული გაზაფხულის მოახლოებას და სირიაში ტერორისტების დაბომბვებს)? თქვენ ბატონ ჰამლეტს უკიჟინებთ, რომ იდეებითა და შეგონებებით ისევრუსეთში გვერეკება”. სამაგიეროდ, თქვენ ამერიკისკენგვერეკებით”! ბოლო 25 წლის განმავლობაში რა გაგვიკეთა ამერიკამ ისეთი, რომ ცოტა მაინც ამოგვესუნთქა? თუნდაც ერთი მსხვილი საწარმო გახსნა ჩვენს ქვეყანაში? მხოლოდ ვალებით (მსოფლიო ბანკი და .) დაგვაბა მსხვილი ჯაჭვით და ეს ვალები წლიდან წლამდე იზრდება. ან, როცა რუსეთი ცხინვალსა და გორს ბომბავდა (აგრეთვე, სხვა ადგილებს), ეს ჩვენისტრატეგიული პარტნიორირატომ იყო გატრუნული და შორიდან უყურებდა სეირს? ნუთუ არ მოგბეზრდათ, რომ მხოლოდ “აღშფოთდებიან” ხოლმე რუსეთის ქმედებით და ეს არის და ეს? თავის დროზე ამერიკა და ნატო შეჰპირდნენ რუსეთს (ადრე – საბჭოთა კავშირს), რომ შეიარაღებას აღმოსავლეთ ევროპაში არ განალაგებდნენ, მაგრამ რაკეტები და ტანკები შემოუწყო მის დასავლეთ საზღვრებს (ბალტიისპირეთში, უკრაინის “ბუნტზე” რომ არაფერი ვთქვათ.). საქართველოც სადგისის ფუნქციისთვის სჭირდება ამერიკას, რათა რუსეთს წარამარა უჩხვლიტოს ხოლმე ერთ უხერხულ ადგილზე. ერთგან წერთ, პატარა საქართველოს უთმინა, უთმინა რუსეთმა და ბოლოს ვეღარ მოუთმინაო. რატომ გიკვირთ? რუსეთის ადგილზე რომ იყოთ (ყოფილიყავით), მოითმენდით სადგისის ხშირად ჩხვლეტას თქვენს ერთ უხერხულ ადგილზე? ეს ხომ იგივეა, დათვს სადგისით წარამარა ჩხვლეტდეს კურდღელი?! ჰოდა, მომავალშიც შეიძლება ვეღარ მოუთმინოს პატარა საქართველოს, თუ ნატო (იგივე ამერიკა) აქ სამხედრო ბაზების განლაგებას მოინდომებს.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ ბატონი ჰამლეტის ყველა დებულება გააბათილეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ასე არ არის _ წერილში მოყვანილ მის ძირითად მოსაზრებებს, უბრალოდ, გვერდს უვლით.

მაგალითად, ბატონი ჰამლეტი წერს: “არ იქნებოდა სააკაშვილის მიერ მძინარე ცხინვალზე გახსნილი ცეცხლი და რუსეთი ომში არ ჩაერთვებოდა. არ იქნებოდა სააკაშვილის მიერ მედვედევ-სარკოზის შემუშავებული ხელშეკრულებიდან უაღრესად მნიშვნელოვანი პუნქტის ამოღება (მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსასაზღვრად) და არ იქნებოდა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად მათი აღიარება”. ამ მოსაზრებაზე თქვენს პოზიციას რატომ არ გამოხატავთ? _ იმიტომ, რომ ბატონი ჰამლეტი მართალია? მაშინ ხომ თქვენი წერილებიც არ დაიწერებოდა. ბატონ ჰამლეტს ვეთანხმები, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში იყო კარგიც და ცუდიც (ახლაც ასეა). მაგრამ “კარგი” რომ “ცუდს” აშკარად გადაწონის, ცხადია! თქვენ კი არ გინდათ, ეს დაინახოთ.

ბატონ ჰამლეტს ვეთანხმები ამ მოსაზრებაშიც: რუსეთი დაკარგულს არ მისტირის. ერთადერთი, რასაც ითხოვს, არის ის, რომ მისი მიმდებარე ქვეყნების ტერიტორიები არ გადაიქცეს ნატოს ჯარების პლაცდარმად, რაც უდავოდ დაარღვევს მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსს. ძალთა ბალანსის დარღვევა კი ომს მიშნავს”.

ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, რომელიც შეიძლება ატომურ ომში გადაიზარდოს! თუ ატომურში არ გადაიზრდება, აქლემების ომში კოზაკი მაინც იჭყლიტება ხოლმე. ეს “კოზაკი” კი ჩვენ ვართ _ პატარა ქვეყანა.

ბატონო ირაკლი! სამწუხაროდ, თქვენ, დიდი ალბათობით, ომის მომხრე ხართ; პირველი წერილის ბოლოს იმუქრებით: “რთული სამუშაოა ჩასატარებელი ამათ (ე.ი. რუსების) ჭკუაზე მოსაყვანად(!), გაერთიანებული მცდელობით დასავლეთი ამას მიაღწევს”.

მე არ მაქვს და არც მინდა, მქონდეს დასავლეთის (ამერიკის) იმედი, რომელიც მართლმადიდებლობას გვართმევს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებით გვემუქრება. ჩვენი კარის მეზობელი კი ერთმორწმუნე ქრისტიანული ქვეყანაა. ქრისტიანობის ერთერთი პოსტულატი კი ურთიერთმიმტევებლობაა! როგორც ბატონი ჰამლეტი ბრძანებს, დროა, საქართველომ პოლიტიკის ვექტორი შეცვალოს!

თქვენს მეორე წერილში მაინც გესაუბრათ და მოგეთხოვათ რეფერენდუმის ჩატარება საკითხზე _ საქართველოს მოსახლეობას ევროატლანტიკური სივრცე უფრო უნდა თუ რუსეთი? ან დაგესახათ გზები, როგორ შევურიგდეთ აფხაზებსა და ოსებს და გავამთლიანოთ საქართველო. აი ეს იქნებოდა საქმე!

ასე რომ, ცხოვრების ქარიშხლიან ველზე ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით არ (ვერ) გამოიანგარიშება (ამოიხსნება) და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორს რომ ორი მივუმატოთ, ყოველთვის ოთხს არ უდრის, პატივცემულო მათემატიკის დოქტორო!

უშანგი ჯანგირაშვილი,

რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი

. ბორჯომი

8 COMMENTS

  1. ჩვენი მთავარი მტერი უცოდინრობაა!თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდაო- ასეა ჩვენი საქმე.ჩვენ არ უნდა გაგვეწყვიტა კავშირი რუსეთთან,ეს იყო ჩვენი სხეულის მთლიანობის,,გადარჩენა,რაც თავის დროზე ერეკლე მეფემ გააკეთა.

  2. სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ,ბატონო უშანგი.ერთ რამეს დავამატებდი, ამერიკაში ძალიან ცოტაღა დარჩა ამერიკელი. ნამდვილი ამერიკელები კონკისტადორებმა, ესპანელმა,ინგლისელმა, პორტუგალიელმა, ავანტიურისტებმა გაწყვიტეს. 100 მილიონამდე ინდიელი გაანადგურეს. ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს? (ამერიკა ხომ დემოკრატიის შუქურაა).

  3. ბატონო უშანგი, საქართველოში დასავლეთისა და რუსეთის თემა თეორიული დისკუსიის საგანი როდია, რომ არგუმენტები ვაგროვოთ და ვაშალაშინოთ მეცნიერული სიზუსტითა და სინდისით. ეს ინტერესთა ჯახია, სადაც თეორიას ნაკლებად დაგიდევენ. მედასავლეთეები დასავლეთს ეტრფიან და რუსეთს აგინებენ, რადგან დასავლეთიდან ფინანსდებიან. მათ ჩინებულად იციან, თუ რა სჯობს პირადად მათთვის, ხოლო მიუფურთხებიათ იმისთვის, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. სხვათაშორის, ქვეყნის ინტერესები დღითიდღე სულ უფრო განყენებული თემა ხდება ჩვენში და, თუ არ ვცდები, არა მხოლოდ ჩვენში. მთელი მსოფლიო კორუპციის ფანტასტიურ ჭაობში ჩაეფლო და ღრმა სულიერმა კრიზისმა მოიცვა. ,,ქვეყნის ინტერესები” იქნებ აღარც არსებობს, რადგან ქვეყანა აღარაა. ქვეყანა არსებობს მხოლოდ ვერბალურად და ამ სიტყვით მხოლოდ სპეკულირებს ორივე მხარე — მედასავლეთეც და მერუსეთეც. მე მგონია, რომ რუსეთი ერთობ საძაგელი გახდა და თავისი ყოველდღიური ქმედებებით მედასავლეთეების წისქვილზე ასხამს წყალს. მან უარი თქვა დიპლომატიაზეც კი ჩვენთან ურთიერთობაში. მის შეფასებაში მედასავლეთეები არ ცდებიან. მაგრამ დასავლეთიც ზუსტად ასევე უნდა შეფასდეს. მხოლოდ ეს იქნება ჩვენი გამოღვიძების დასაწყისი, მაგრამ ასეთი გარიჟრაჟი არ ჩანს. შუაღამეა, გაუთენებელი!

    • ნათია :აბსოლუტური სიმართლეა, ვეთანხმები ბ-ნ ზურაბს. მაგრამ სად არის საქართველოსთვის ხსნის გზა? რა არის რეალური გამოსავალი. ამაზე ხომ უნდა იფიქროს ვიღაცამ. ფსევდოდემოკრატიულმა ფასეულობებმა მთლიანად წაშალა ქართული ცნობიერება.5 -6 წელიწადში ძალიან გვიანი იქნება ალბათ. უკაცრავად, ჩავერთე, გულგრილი ვერ დავრჩი.

  4. ბატონო უშანგი! გფარავდეთ უფალი.იარეთ წინ მუხლჩაუხრელად!

  5. რატომ დგას ეს ქვეყანა ერთ ადგილას მუდმივად ? რატომ შეუძლია დღესაც კოლექტიური წერილების წერა ადამიანებს და ერის სახელით საუბარი ? რატომ არ სცხვენიათ ადამიანებს მტრის გადამრჩენლად წარმოჩენა ? — იმიტომ რომ ამ ქვეყანაში შეიძლება მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს ჰამლეტ ჭიპაშვილის სახელით :)))) უთხრა შენ უცოდინარო:)) მტერს მტერი რატომ უწოდეო . დიახ , ასეთმა ათრიეს სულხან საბა წვერით, ესროლეს ილიას, საკუტარი ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი ძაღლივით მოკლეს სამეგრელოს ტყეში. ასეთები ებრძოდნენ და ებრძვიან საქრთველოს მომავალს რადგანაც ბატონის გარეშე არ შეუძლიატ ცხოვრება , მონური სულის არიან ესენი და მონური სულის იყვნენ წინაპარნი მათი . მათემატიკის მეც. დოქტორს ისიც ეყოფა სადიდკაცოთ ეს სალხი რომ ცუდად მოიხსენიებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here