Home სხვადასხვა დაიჯესტი ბილ გეიტსისა და რომის პაპის ერთსულოვნება

ბილ გეიტსისა და რომის პაპის ერთსულოვნება

რისთვის სჭირდება პონტიფიკოსს პლანეტის მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია

1553
ბილ გეიტსისა და რომის პაპის ერთსულოვნება

მაისის დასაწყისშიმაიკროსოფტისდამფუძნებელმა (პოლ ალენთან ერთად), მულტიმილიარდერმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომკოვიდ-19”-ის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს სჭირდება ვაქცინის 14 მილიარდი დოზა და ესრაც შეიძლება ჩქარაუნდა გაკეთდეს. მილიარდერი თავს უფლებას აძლევს, ილაპარაკოს, როგორცსაზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში მთავარმა პირმა”, მეტიც _ როგორც კაცობრიობის ინტერესების წარმომადგენელმა.

“ეს (ვაქცინის დოზები) სასწრაფოდ უნდა გავრცელდეს, როგორც კი პირველი პარტია დამზადდება. ვაქცინაცია თავდაპირველად უნდა ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებს შორის, შემდეგ _ იმ ქვეყნებში, რომლებშიც შემოსავლების დონე დაბალია, რადგან იქ დაავადების გავრცელების ალბათობა გაცილებით მაღალია”, _ მოგვიწოდებს ბილ გეიტსი.

დედამიწის მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციაზე, როგორც “გადაუდებელ ამოცანაზე”, გეიტსმა კორონავირუსის გავრცელებამდე კარგა ხნით ადრე ილაპარაკა.

2016 წლის 21 იანვარსსიენენ”-ის კორესპონდენტმა ბილ გეიტსს ჩამოართვა ინტერვიუ, რომელშიც მილიარდერმა კითხვას: “ათი მილიარდი დოლარი მომდევნო 10 წელიწადში, რათა მივაღწიოთ ვაქცინაციის წელს” _ ეს რას ნიშნავს?”, ასე უპასუხა:

ჩვენ გვჯერა, რომ ამ ათი წლის განმავლობაში შევძლებთ მივაღწიოთ უდიდეს პროცესს ახალი ვაქცინების გამოგონებით და ამ ვაქცინებით ყველა იმ ბავშვის უზრუნველყოფას, რომლებსაც ისინი სჭირდება. შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ 6-7 წელი და გვექნება ბავშვთა სიკვდილიანობისა და ადამიანის პოპულაციის შემცირების საშუალებები. შედეგი იქნება სტაბილურობა და ჯანმრთელი გარემო”.

ეს აზრი ბილ გეიტსმა კიდევ რამდენიმე ინტერვიუში გამოთქვა.

რომის პაპმა მხარი დაუჭირა ბილ გეიტსს პლანეტის მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის საკითხში
რომის პაპმა მხარი დაუჭირა ბილ გეიტსს პლანეტის მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის საკითხში

გეიტსთან ერთად მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის აგიტაციას ეწევა რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელიც. მსოფლიოსადმი თავის ბოლო მიმართვაში პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ “პანდემია _ ეს არის ბუნების პასუხი კაცობრიობის მხრიდან კლიმატური ცვლილებების იგნორირებაზე” და ხაზი გაუსვა, რომ “ნებისმიერი წარმატებული ვაქცინა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში”.

პონტიფიკოსისა და ამერიკელი მილიარდერის ერთსულოვნება ვაქცინის საყოველთაო გამოყენების საკითხში, იმ ვაქცინისა, რომლის შესახებაც დღეს ცნობილი არაფერია, ბევრ კითხვას აჩენს, რადგან, კორონავირუსისა და სხვა დაავადებების მიუკერძოებელი სტატისტიკის მიხედვით, სულაც არ მტკიცდება, რომკოვიდ-19”-ის საფრთხე ყველაზე აქტუალურია კაცობრიობისთვის.

მაგალითად, გერმანიაში, რომლის მოსახლეობაც 83 მლნ ადამიანია, კორონავირუსის გავრცელების შედეგები 9 მაისს ასეთი იყო:

ინფიცირებული _ 170, 5 ათასი;

გამოჯანმრთელებული _ 143,3 ათასი;

გარდაცვლილი _ 7,5 ათასი.

სხვა მასობრივი დაავადებების შედეგებთან შედარებით ეს რიცხვები გაცილებით მცირეა. გერმანიაში ფილტვების დაავადებებით წელიწადში 680 ათასი ადამიანი ავადმყოფობს, მათგან 130 ათასს სტაციონარში მკურნალობა სჭირდება. ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 10%-ია. 2016 წელს გერმანიაში ფილტვების ანთებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 35 ათასი შეადგინა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევები.

რომის პაპმა მხარი დაუჭირა ბილ გეიტსს პლანეტის მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის საკითხში

თუ განვიხილავთ მსოფლიოს მონაცემებს, რომლებზეც ლაპარაკობენ ბილ გეიტსი, ჯანდაცვის ორგანიზაცია და რომის პაპი (კორონავირუსით დასნებოვნდა დაახლოებით 4 მლნზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 276 ათასი გარდაიცვალა), და მათ ჩვეულებრივი ფილტვების ანთების მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ფილტვების ანთებით წელიწადში 1,1 მლნ ბავშვი (5 წლამდე) იღუპება. სულ კი გრიპის ჩვეულებრივ ფორმებთან ერთად პნევმონიის მსხვერპლი ყოველწლიურად 7 მლნ ადამიანია (ბავშვებიც და ზრდასრულებიც), ანუ ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით საგანგაშოა და ეს მონაცემები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ არც ბილ გეიტსსა და არც რომის პაპს ამის გამო შეშფოთება არასოდეს გამოუხატავთ. რატომ არ აღელვებთ ეს კაცობრიობაზე მზრუნველებს? იმიტომ ხომ არა, რომ პნევმონიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები დეტალებშია დამუშავებული და ამისთვის არანაირი ახალი ვაქცინა საჭირო არ არის? ცნობილია ისიც, რომ პნევმონიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლების მთავარი მიზეზი _ ეს არის საზოგადოებრივი უთანასწორობა და ამით გამოწვეული ცხოვრების ცუდი სოციალური პირობები ღარიბ და უღარიბეს ქვეყნებში. დავუშვათ, ეს სრულიად არ აღელვებს ამერიკელ მილიონერს, მაგრამ რატომ არ აწუხებს რომის პაპს, ეს ხომ მისი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს?

ცნობილია, რისთვის სჭირდება ბილ გეიტსს დედამიწის მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია _ ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება. სახელდობრ, ამაზეა ლაპარაკი ცნობილი ამერიკელი ეკონომისტისა და პოლიტოლოგის, უილიამ ენგდალის, წიგნში “ნგრევის თესლი. გენეტიკური მანიპულაციების საიდუმლო სარჩული”, მაგრამ საკითხავია, რისთვის სჭირდება საყოველთაო ვაქცინაცია რომის პაპს? რა ხდება (ან უკვე მოხდა) ვატიკანში?

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. მეორედ მოსვლა იწყება ! მაგრამ ვერც ეგენი ინავარდებენ დიდხანს !

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სოსელო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here