Home სხვადასხვა დაიჯესტი ბელარუსში მომავლის სატრანსპორტო სისტემა შექმნეს

ბელარუსში მომავლის სატრანსპორტო სისტემა შექმნეს

676
ბელარუსში მომავლის სატრანსპორტო სისტემა შექმნეს

ზაფხულის მიწურულს, ეკოფესტივალის ჩარჩოებში წარმოდგენილი იქნა ბელარუსელი ინჟინრის, ანატოლი იუნიცკის, მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი სატრანსპორტო სისტემა SkyWay. კონსტრუქტორის თქმით, ახალი სატრანსპორტო ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა, ავტომობილთან შედარებით 5-7-ჯერ შემცირდეს ენერგოდანახარჯები. ამასთანავე, ის გაცილებით გამძლეა და არ აბინძურებს ატმოსფეროს.

სატრანსპორტო სისტემა SkyWay-ს არსი არის ის, რომ მცირე ზომის სამგზავრო მოდელები რელსურ-სიმური კონსტრუქციების წყალობით მიწის ზედაპირის ზემოთ გადაადგილდება. კონსტრუქციებში გამოყენებულია წინასწარ გაჭიმული სიმებით არმირებული (არმირება _ კონსტრუქციის გაძლიერაბა სხვა მასალით) ფოლადის ან რკინა-ბეტონის გაუჭრელი კოჭი. საყრდენების სიმაღლე რამდენიმე მეტრიდან შეიძლება აღწევდეს რამდენიმე ათეულ მეტრს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს კაფსულის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას და შედეგად მცირდება ენერგოდანახარჯები გადაადგილებაზე. თანაც, მსგავსი კონსტრუქციები რამდენჯერმე მტკიცეა ტრადიციულ ხიდებსა და ესტაკადებზე.

ამას გარდა, ასეთი “საჰაერო გზების” მშენებლობა გაცილებით იაფი ჯდება სიმური რელსის გაუჭრელი სტრუქტურის გამო, რომელსაც გაცილებით ნაკლები სამაგრი დეტალი და სამშენებლო მასალა სჭირდება. შესადარებლად: 1 კმ-ის სიგრძის ჩვეულებრივი ესტაკადის ასაგებად 100 მლნ დოლარია საჭირო, ხოლო SkyWay-ს ანალოგიური სიგრძის მონაკვეთისთვის _ 3 მლნ.

ბელარუსში მომავლის სატრანსპორტო სისტემა შექმნეს

რაც შეეხება სამგზავრო მოდულს, ის აღჭურვილია სინქრონული გამწევი ელექტროძრავით, რომელსაც მაღალი გრეხვითი მომენტი აქვს და შეუძლია, კაფსულს 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარებინოს. იუნიბუსის მართვა ხდება ინტელექტუალური სისტემის საშუალებით, რომელიც განუწყვეტლივ აანალიზებს ვითარებას მოდულის შიგნით და გარეთ. ეს ტოქნოლოგია საშუალებას იძლევა, სრულიად გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი და კაფსულებს შორის მოძრაობის ინტერვალი შემცირდეს 20-25 წმ-მდე.

SkyWay-ს ერთი სამგზავრნო “კაბინა” 10 ადამიანს იტევს. ინჟინრების თქმით, ორმიმართულებიანი სისტემისთვის პიკური გამტარობა 20-საათიანი მუშაობისას დღეში 720 ათასი ადამიანი იქნება. ამასთანავე, რელსურ-სიმური კონსტრუქცია აბსოლუტურად არ ვნებს გარემოს და არ ანგრევს ლანდშაფტს, რადგან არ სჭირდება გრუნტის ამოღება-დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ 11 მოდელიდან 4-მა უკვე გაიარა სერტიფიკაცია. ამ ინოვაციურ სატრანსპორტო სისტემაზე 86 საკონსტრუქტორო ბიურო მუშაობს. უამრავმა ინვესტორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მხარი დაუჭირა პროექტს, ხოლო დუბაიში ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაში შეიტანეს.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გოგა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here