Home ახალი ამბები მსოფლიო ბევრი სახელმწიფო რუსეთის წყალობით არსებობს

ბევრი სახელმწიფო რუსეთის წყალობით არსებობს

2693
ბევრი სახელმწიფო რუსეთის წყალობით არსებობს

ევროპის ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის მონობის უღლისგან რუსეთმა გაათავისუფლა. რუმინეთი, საბერძნეთი, ჩერნოგორია, მაკედონია, მოლდოვა და ბულგარეთი 1877-1878 წლების რუსეთთურქეთის ომის შედეგად გაჩნდნენ.

დიდმა რუსმა მხედართმთავარმა ალექსანდრე სუვოროვმა 200 წლის წინათ შვეიცარია საფრანგეთის მონობის უღლისგან გაათავისფლა. მას შემდეგ შვეიცარიას არასოდეს უომია. რუსი იმპერატორების მხარდაჭერამ კი ჩრდილოეთ ამერიკის შტატებისთვის ბრიტანეთთან ომში აშშ-ის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუწყო ხელი.

რუსმა ჯარისკაცებმა სპარსეთთან ომების შედეგად გაათავისუფლეს სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 1802 წლამდე ფინეთს არასოდეს ჰქონია სახელმწიფოებრიობა და მხოლოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში “აჩუქეს” მას ავტონომია. ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა კი ნაციონალური ღირსება რუსეთის მეფის დაცვის ქვეშ მოიპოვეს.

მანამდე კი ბალტიისპირელები გერმანელებს ჰყავდათ დამონებული და მათ პირუტყვებს ეძახდნენ, ლატვიური ენის პირველი სახელმძღვანელო რიგაში მხოლოდ 1868 წელს დაიბეჭდა. მისი შექმნის ინიციატორი რუსეთის ხელისუფლება იყო. რუსებს, ამერიკელი კოვბოებისა და ესპანელი კონკისტადორებისგან განსხვავებით, არასოდეს გაუნადგურებიათ მცირე ერები და არც მათი ასიმილაცია უცდიათ ძალის გამოყენებით. ჩამორჩენილ ყიშლაყებსა და აულებში კი რუსები წასვლის შემდეგ ბიბლიოთეკებსა და თეატრებს ტოვებდნენ.

რუსეთს არასოდეს გაუნადგურებია, დაუმონებია და გაუძარცვია დაპყრობილი ხალხები. რუსეთის იმპერიის საზღვრების გაფართოებისას თითოეულ ეთნოსს ეძლეოდა განვითარების შესაძლებლობა. ამერიკელი ინდიელებისგან განსხვავებით, მცირერიცხოვანი ერები კვლავ თავიანთ მშობლიურ მიწაზე ცხოვრობენ. რუსები იზიდავდნენ თითოეულ ხალხს, ადამიანს და მათ უქმნიდნენ განვითარების პირობებს”, _ ასე მიიჩნევს პოლიტოლოგი ანატოლი ვასერმანი.

საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ნაციონალური მშენებლობის სპეციალისტებმა დაიწყეს სრულიად განსხვავებული ტომებისგან ეროვნებების შექმნა. მათ შეუქმნეს კოსტიუმები, სამზარეულო, მოუწესრიგეს ენა (კოდიფიკაცია). სწორედ მაშინ გაჩნდნენ თურქმენები, ყირგიზები, ყაზახები და სხვა ეროვნული უმცირესობები, რომლებიც მანამდე მომთაბარე ტომები იყვნენ. მათ ლანგრით მიართვეს ცივილიზაცია. ტალიშები, ტატები, ლეკები, მომთაბარე თურქები გააერთიანეს და შექმნეს აზერბაიჯანელები. ლაპარაკი აღარ არის უკრაინელებზე, რომლებსაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რესპუბლიკის გარდა, ცალკე ენაც მოუფიქრეს. თვით ცნობილი ცეკვა გოპაკი, რომელიც უკრაინელთა ეროვნულ ცეკვად ითვლება, შექმნეს ალექსანდრე ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელებმა. ეს მზრუნველობა ხშირად რუსი ერის ხარჯზე ჯდებოდა. სხვა ერები კარგად რომ ყოფილიყვნენ, ისინი კომუნისტებმა დაასაჩუქრეს ძირძველი რუსული ტერიტორიებით. ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას სამხრეთი ციმბირი აჩუქეს. კაზაკების მიწები კავკასიის მთიელ ხალხებს გაუნაწილეს.

ხალხიგანმათავისუფლებელი

დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირს რომ არ გაემარჯვა, ამჟამად მსოფლიოს რუკაზე არ იქნებოდა ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და თანამედროვე ევროპის, აზიისა და აფრიკის ბევრი ქვეყანა; არ იქნებოდა სხვა ენა, გერმანულის გარდა. კომუნისტებისგან განსხვავებით, ფაშისტები მკაცრად აღკვეთდნენ არაარიული კულტურის განვითარებას.

სხვათა შორის, სწორედ საბჭოთა კავშირი დაეხმარა დამარცხებულ გერმანიას მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დარჩენაში. სტალინის პოზიციამ აშშ-სა და ინგლისთან მოლაპარაკებებისას 1945 წელს საშუალება მისცა გერმანელებს, შეენარჩუნებინათ სახელმწიფოებრიობა მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ.

საბჭოთა კავშირი მონაწილეობდა ჩინეთის, ვიეტნამის, ჩრდილოეთ კორეის, ინდოეთის, ალჟირის, კუბის, ისრაელის, ანგოლის, მოზამბიკისა და სხვა ბევრი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. სწორედ დეკოლონიზაციის მოძრაობამ, რომელშიც მთავარ როლს საბჭოთა კავშირი თამაშობდა, შეაძლებინა კოლონიებს, მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა.

რუსეთის ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში _ მეფეებისა და კომუნისტების დროსაც _ თანამიმდევრული იყო ერებისა და ხალხების თვითგამორკვევის პრინციპების დაცვაში და ყველანაირად უწყობდა ხელს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნას.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

3 COMMENTS

  1. გასაოცარი მეხსიერება აქვთ ქართველების დიდ ნაწილს. საქართველოს ტერიტორიების 20% რომ რუსეთის მიერაა ოკუპირებული ეს კარგად ახსოვთ, რომლის დაბრუნების შანსიც არსებობს, თუკი საქართველო დაასრულებს ანტირუსულ ისტერიას. მაგრამ რატომღაც ქართველებს არ ახსოვთ რომ საქართველოს ტერიტორიის 100%-ის ხელა მიწები საქართველოს მუსლიმი მეზობლების მიერ სამუდამოდაა მიტაცებული, რომლებიც არასდროს დაუბრუნდება საქართველოს, რაც არ უნდა ეპირფერონ ქართველები თავის მუსლიმან მეზობლებს!
    რუსეთთან 5 დღიანი ომი კარგად ახსოვთ ქართველებს და არ ივიწყებენ ანწუხელიძეს, სამაგიეროდ ქართველებს არ ახსოვთ მუსულმან მეზობლებთან 5 საუკუნოვანი ომი, რომლის დროსაც მუსულმან მეზობლებმა ანწუხელიძის მსგავსი ასი-ათასეულობით ქართველი გმირები ამოწყვიტეს და გაჟლიტეს!
    რუსეთს ვერ იტანენ ქართველები, რომელთანაც საქართველოს საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები ქონდა, სამაგიეროდ აპატიეს და ხელგაშლილი ხვდებიან მუსლიმ მეზობლებს და ქართულ მიწებს ყიდიან მათზე ვინც საუკუნეების განმავლობაში აოხრებდა საქართველოს!
    ხო არ გინდოდათ ქართველებს რუსები, ხო გააკეთეთ ყველაფერი რომ საქართველოდან რუსეთი და რუსები გაგეძევებინეთ, ხოდა აწი ითვალეთ რამდენი ირანელი და თურქი იყიდის ქართულ მიწებს, ჯერ არაფერ დაწყებულა და ირანელები უკვე იმდენი არიან თბილისში რომ ფილარმონიას და სპორტის სასახლეს ავსებენ. მინიმუმ 2-3 წელში ირანელები, თურქები და აფრიკელები იმდენი იქნებიან რომ გადაჯეგავენ მთელ საქართველოს და თუ არა ვნახოთ.
    ახლო მომავალში, როდესაც საქართველო მეორე საინგილოდ და ფერეიდნათ გადაიქცევა და როდესაც ქუჩაში ქართული საუბრები იშვიათობა გახდება, ქართველები ძალიან ბევრს ინანანებენ იმისათვის რომ საქართველოდან მართმადიდებელი რუსები გააძევეს და ისინი მუსულმანი ირანელებით ჩაანაცვლეს, მაგრამ უკვე გვიან იქნება!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here