Home სხვადასხვა დაიჯესტი მარგველაშვილი რუსეთის მიმართ სააკაშვილისეულ მავნებლურ პოლიტიკას აგრძელებს

მარგველაშვილი რუსეთის მიმართ სააკაშვილისეულ მავნებლურ პოლიტიკას აგრძელებს

საინფორმაციო სააგენტო „თბილისი 24“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით, „მარგველაშვილი, НЕ МОЖЕШЬ СРАТЬ – НЕ МУЧАЙ ЖОПУ“.  სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს ხათრით არჩეული“ პრეზიდენტი მარგველაშვილი რუსეთის მიმართ  სააკაშვილისეულ მავნებლურ  პოლიტიკას აგრძელებს და მოლაპარაკების ნაცვლად, მხოლოდ მყვირალა, გამაღიზიანებელი განცხადებებით იფარგლება.

„იგი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ე.წ. მთავრობებთან (სხვათაშორის იგივე  ე.წ. შეიძლება ითქვას საქართველოს, აშშ-ს საელჩოდან მართულ  მარიონეტულ ხელისუფლებაზეც) შეთანხმებების ხელმოწერას მასკარადს უწოდებს და აცხადებს, რომ ანტი -ანექსიური პოლიტიკის წამალი, მხოლოდ და მხოლოდ  საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა.

მოდით, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, არაღიარების პოლიტიკა უკვე წარმატებაა. აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. მსოფლიოს მასშტაბით საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა მიაღწიეს იმას, რომ არაღიარების პოლიტიკა ფაქტია. აქ წერტილი დასმულია.

ამის საპირისპიროდ, ამაზე საპასუხოდ გადადგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციამ. არაღიარების პოლიტიკით სრული კრახის ფონზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განიცადა, მათ გადაწყვიტეს განახორციელონ ანექსიური პოლიტიკა.

რაში გამოიხატა ეს – 2014 წლიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებში – სტრატეგიული შეთანხმებების ხელმოწერაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ არსებულ რეჟიმებთან, შემდგომ საერთაშორისო დიპლომატიის მასკარადში, რაც განხორციელდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”ვექტორში”.

მარგველაშვილისვე განცხადებით, ანტი ანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტია ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

p.s. შესანიშნავი გამოთქმა აქვთ რუსებს, ბატონო ე.წ. პრეზიდენტო , იქნებ გაითვალისწინოთ: “Не можешь срать – не мучай жопу”. – ნათქვამია სტატიაში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here