კელი დეგნანი ამერიკამ ცოტა ხნის წინათ დანიშნა ელჩად საქართველოში. მანამდე “უპატრონოდ” ვიყავით _ თითქმის ორი წელი აშშ ჩვენთან ელჩს არ უშვებდა და ამაზე ცალკე ოპოზიცია ნერვიულობდა, ცალკე _ ხელისუფლება. მეტიც, ოპოზიცია ბრალს სდებდა ხელისუფლებას: ამერიკას უნდა ელჩის დანიშვნა, მაგრამ თქვენ ბლოკავთო. ეს განცხადება ძალიან სასაცილოა, რადგან საქართველომ ამერიკას რამე დაუბლოკოს, სასწაულია და თან ისეთი სასწაული, რომელიც არ ხდება. მოკლედ, დაინიშნა დეგნანი ელჩად და საქართველოს საშინაო საქმეებში კი არ ერევა, არამედ განაგებს _ მის გარეშე არც მთავრობა დგამს რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს და ოპოზიციის ლიდერები ხომ, საერთოდ, ტუალეტში შესვლის ინტენსივობასაც მასთან ათანხმებენ, ეგებ ქალბატონმა კელიმ მოწყალე თვალით გადმოგვხედოს და მხარი დაგვიჭიროსო. ვერ გეტყვით, მერამდენე წელიწადია, რომ ამერიკის ელჩი მართავს საქართველოს, მაგრამ ყველაფერი თვალნათლივ 2003 წლიდან გამოჩნდა. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 17 წელია, რაც ამერიკელებს თათი უდევთ საქართველოზე და სწორედ მათი ელჩების ნებაზეა, როგორ წარიმართება საქართველოს საშინაო თუ საგარეო კურსი.
მოდი, ჯერ იმაზე ვთქვათ, რა რეაქცია ჰქონდა დეგნანს, როცა შეიტყო, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.
“თუკი მან გადაწყვიტა, რომ ღონისძიება ჩატარდეს სტრასბურგში, არ მგონია, ეს უპრეცედენტო მოვლენა იყოს. ადრეც ყოფილა პრეცედენტი. როგორც ვიცი, რუსეთი არ აპირებდა, მკაფიოდ ეთქვა, ვის გამოგზავნას გეგმავდა დელეგაციის ხელმძღვანელად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით. ეს საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა არ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო მისთვის. ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუმცა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა”, _ განაცხადა დეგნანმა.
ეს არ არის ყველაზე საინტერესო, რაც ამერიკის ელჩმა თქვა. კელი დეგნანის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მთავარი გზა არის ჟენევის ფორმატი, ე.ი. საქართველომ და რუსეთმა უნდა ისაუბრონ ჟენევაში და არა რუსეთში ან საქართველოში. ამ განცხადებით დენგანმა თქვა, რომ საქართველო ამერიკის მძევალია და არ აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. ამ განცხადებით აშშ–ის ელჩმა დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის უმაღლესი პირები თანახმა იქნებიან, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და საქართველოს პირველ პირებს ერთი–ერთზე ესაუბრონ, ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ. ამერიკის ელჩი დაუფარავად ამბობს, რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ არც გაგიშვებთ და არც აქ მიგაღებინებთ რუსეთის დელეგაციასო. კითხვას _ რატომ ეშინია ასე საქართველო–რუსეთის პირისპირ საუბრის ამერიკას? _ არავინ სვამს… ისევ ამერიკის შიშით. ეს _ რაც შეეხება საგარეო კურსს, ანუ იმას, რასაც გვკარნახობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საგარეო კურსის დღის წესრიგს; როგორ გვიხსნის, ვინ უნდა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ვინ _ არა, ვის უნდა შევხვდეთ და ვის _ არა, სად უნდა გაიმართოს შეხვედრები და სად _ არა.
ახლა საშინაო ამბებს მივხედოთ. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის მიერ არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე და ამით გამოხატეს ამომრჩეველთა ნება, ევროპელი დიპლომატები, ამერიკის ელჩის მეთაურობით, კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს და მიიღოს კანონი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დიახ, არ აქვს, რადგან საუბარია 110/40-ზე ან 120/30-ზე სისტემაზე. ასეთი რამ კი არსად არ ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი პროპორცია არსად არ არის, მაგრამ იცით, რაშია საქმე? პარლამენტში ერთხელ ჩავარდნილ კანონს მეორედ ვეღარ შეიტანენ და ამიტომ ცდილობენ, ყველაფერი ისე დახატონ, თითქოს ეს ახალი კანონია და სინამდვილეში სისტემა მთლიანად პროპორციული გამოდის. აბა, რა აზრი ექნება იმას, რომ 10 მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარს აირჩევს?! ათს კი არა, ერთს ვერ პატრონობენ დეპუტატები და ეს იქნება უბრალო ფორმალობა, ფორმალობა იმისთვის, რომ მოიტყუონ თავი, მოატყუონ კანონი და, რაც მთავარია, მოატყუონ ამომრჩეველი. ამას არ ჰქვია საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაზე პირდაპირი იერიში, რომელიც მასზე ამერიკის ელჩმა მიიტანა და ევროპელი დიპლომატები ტაშს უკრავენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ არც ერთი, ვიმეორებთ, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არ გამოსულა და არ უთქვამს: რას აკეთებენ ეს ელჩები, ჩვენს საქმეებში რატომ ერევიანო? პირიქით _ ხელისუფლება თუ ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობენ, ევროპელებს ერთი ადგილი მოულოკონ და არც იმას აქვს მნიშვნელობა, ის ადგილი სუფთაა თუ არა; მთავარია, ამ ლოკვით ერთგულებასა და მორჩილებას აჩვენებენ.
მედალს მეორე მხარეც აქვს და წამით წარმოვიდგინოთ, რომ კანონების შეცვლა და დეპუტატების დახურულ შეხვედრებზე ტარება კი არა, რუსეთის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ეთქვა, ქართული პოლიტიკური სპექტრი კრიზისშიაო (მართლა არის), რა მოხდებოდა. პირველ რიგში, ისევ კელი დეგნანი გამოყოფდა თავს და იტყოდა: რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევაო. შემდეგ ევროპელი დიპლომატები ხბოს აღტყინებით დაიწყებდნენ კუნტრუშს და ოპოზიცია თუ ხელისუფლება ცალ–ცალკე გამართავდნენ ბრიფინგს: ხედავთ, რა ხდება, რუსეთი ჩვენს საშინაო საქმეებში ერევაო. არადა, ევროპა და ამერიკა არათუ ჩვენს საშინაო საქმეებში ერევიან, ისინი განაგებენ ყველაფერს და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ ხანდახან აძლევენ უფლებას, ჩაერიონ ჩვენს მეორეხარისხოვან საშინაო საქმეებში.
საინტერესოა, 2003 წლიდან მოყოლებული, იმავე ამერიკამ და ევროპამ რატომ არ აიძულეს “ნაციონალური მოძრაობა” და პირადად მიხეილ სააკაშვილი, კანონმდებლობა შეეცვალათ?! მაშინ არ იყო ეს კანონი მიუღებელი? ამ საარჩევნო კოდექსით არ დამარცხდა მიშა 2012 წელს? რა მოხდა? რა შეიცვალა? თუ იმხანად სააკაშვილი ყურებით ჰყავდათ დაჭერილი, საჭიროების დროს ომიც გააჩაღებინეს და ახლა ეს ხელისუფლება ვეღარ დაიყოლიეს ომზე? არადა, მცდელობა იყო, თანაც რამდენიმე, მაგრამ ამჟამინდელ ხელისუფლებას ეყო გონიერება და არ გაისროლა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ამერიკასა და ევროპას ამჟამინდელი ხელისუფლება არ სურთ, ხელს არ აძლევთ ხელისუფლების სათავეში ყოფნა ადამიანებისა, რომლებიც რუსეთს იარაღის ენით არ ესაუბრებიან და ამიტომაც აპირებენ შეცვლას.
არჩევნების ჩატარება საქართველოში დაახლოებით 50 მილიონი ჯდება და ეს არჩევნები, ალბათ, ყველაზე ძვირი იქნება _ ას მილიონს ისე აარტყამს, როგორც არაფერი და ამიტომ იქნებ სჯობდეს, არჩევნები საერთოდ არ ჩავატაროთ. როცა მოვა საარჩევნო წელი, კანონების ჭრა-კერვის ნაცვლად, ამერიკის ელჩს ვკითხოთ, _ ვინ სურს ხელისუფლებაში და იმის მიხედვით დავნიშნოთ პრემიერი და მინისტრები. ასე ორ კურდღელს დავიჭერთ _ ოფიციალურად გვეცოდინება, რომ ამერიკის მონები ვართ და ფულიც დაიზოგება. არც ხალხს დააწყდება ნერვები იმაზე ფიქრით, ხმა ვის მივცეო და არც წინასაარჩევნო დაპირებებით გამოგვილაყებენ თავს, მაინც არაფერი არ სრულდება. ელჩმა დანიშნოს ხოლმე ხელისუფლება და გამოგვიცხადონ მერე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გმართავენ პეტრე ან პავლე, ხოლო პეტრეს ან პავლეს ვმართავთ ჩვენო. აღარ გვინდა ასე სტრატეგიული პარტნიორის საფარქვეშ შეფუთული მონობა, მწარე სიმართლე ვთქვათ და დასრულდება ყველაფერი.
ხუმრობა იქით იყოს და, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის წარმომადგენელთა უხეში ჩარევით მერამდენედ მოისპო საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი პირების პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა? ხომ ფაქტია, რომ დასავლეთს ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ერთ მაგიდასთან პირისპირ დარჩენილმა ქართულმა და რუსულმა მხარეებმა არსებული სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი იპოვონ, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მისაღები იქნება. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მოგჭამა ჭირი ნატოში შეთრევის შესაძლებლობამ, მონობამ და ამერიკის ელჩის პარპაშმა საქართველოში. დარჩებიან მშივრები არასამთავრობოები, გრანტებს ვეღარ მიიღებენ “დასავლეთზე ორიენტირებული” პარტიები და რეალურად ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც მოსახლეობას სურს და ქვეყნისთვის უკეთესია, თუმცა როდის იყო, მოსახლეობის სურვილს ითვალისწინებდა დასავლეთი. ასე რომ იყოს, აგერ, რამდენიმე წლის წინათ ხომ გაუფორმა სააკაშვილმა, ამომრჩევლის უმრავლესობა ითხოვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასო, მაგრამ არაო, ჯერ მზად არ ხართო. ახლა კიდევ, ამის მესამედიც არ შერჩათ და მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის დამონებაზე გადავიდნენ.
ისე, რას ერჩით, მშვენივრად გამოსდით!
ბესო ბარბაქაძე
ბოკერია Შეიყვარეთო,დიდი ხანია გვეუბნებიან.
ეგრეა…ეგრეეე…
ისმის კითხვა იმას რასაც ამერიკის ელჩი და რამოდენიმე კონგრესმენი საქართველოს მიმარჩ ჩადიან., კერძოდ არასწორია ხელმოწერები საელჩოში, კერძოდ ელჩის კაბინეჩტში.მათი მოთხოვნები ვის შეხვდეს და ვის არა ხელისუფლება.შემიუშვებს თუ არა ვინმეს ჩვენთან სასაუბროდ.გაანთავუფლონ ვითომ პიტპატიმრები, სინამდვილეში მიუჯეტის ქურდები როგორ ჩატარდეს არჩევნები. ვინ უნდა დაბრუნდეს და უამრავი სხვა არ ევება ელჩს ჩაერიოს კიარა მართავს საქართველოს შჯნაურ საქმეებს და ჩვენი მძინარა ხელისუფალნი გუნდრუკის ქნევით ეთანხმებიან ათას სისულელეზე. მაინტერესება ყოვუვე ეს იცის თუ არა ბატკნმა ტრამპმა თუ ყტველაფერი შეთანხმებულია მასთამ? და თუ არიცის , რა თქმა უნდა არ იცის, მაშინ რატომ უმალავენ? როგორ უნდა მივაწვდინოთ ხმა ბ ნ ტრამპს რას სჩადის და რაებს კადრულობს ელჩი საქზრთველოში