ბოლოს და ბოლოს, ეს მოხდა. აშშ–მა ოფიციალურად გამოაქვეყნა თავისი კოლონიების სია. “დემოკრატიის სამიტზე”, რომელსაც ამერიკელები 9-10 დეკემბერს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართავენ, ვაშინგტონმა ერთგულებისა და მორჩილების პრინციპით შერჩეული 110 ქვეყანა და ტერიტორია მიიწვია. მოდი, შევისწავლოთ მონაწილე ქვეყნების სია _ ის სავსეა უსიამოვნო მოულოდნელობებით. იმის გამო, რომ ჯო ბაიდენის დემოკრატების პერიოდში ვაშინგტონის მოთხოვნები ვასალიტეტის მიმართ გარკვეულწილად შეიცვალა, ჩართეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ “ღირებულებითი დიქტატიც”.
სია, რომელიც მსოფლიოში არსებული ქვეყნების ნახევარზე ცოტა მეტს მოიცავს, განთავსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ესაა ქვეყნები, რომლებიც “დემოკრატიის წარმომადგენლობით სამიტზე” მიიწვიეს. ღონისძიებაში სახელმწიფოების წარმომადგენლების გარდა, ბიზნესმენები, სამოქალაქო გაერთიანებები და საქველმოქმედო ორგანიზაციებიც იქნებიან. მონაწილეებს მხოლოდ აშშ-ის ხელისუფლება შეარჩევს.
“სამიტი მიეძღვნება დემოკრატიების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და პლატფორმას დაუთმობს ლიდერებს, შინ და გარეთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად ინდივიდუალური და კოლექტიური ვალდებულებების, რეფორმებისა და ინიციატივების გამოსაცხადებლად”, _ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სინამდვილეში კი, საუბარი შეეხება ახალი ამერიკული იარლიყების მიღებას ფორუმის “დემოკრატიული” მონაწილეებისთვის. აშშ-ს დღეს დემოკრატები მართავენ, ხოლო დემოკრატია დღეს არის დემოკრატებისა და მათი მმართველობა, ვისაც ისინი ასეთებად აღიარებენ, თუნდაც სინამდვილეში თავზეხელაღებულნი იყვნენ.
აზიური იმპერიები არ მონაწილეობენ
მსოფლიოს ორმა უდიდესმა სახელმწიფომ _ რუსეთმა და ჩინეთმა _ ბუნებრივია, ამ სამიტზე მოსაწვევები არ მიიღეს, როგორც მათი სუვერენიტეტის, ასევე სრულიად განსხვავებული ძირითადი ღირებულებების გამო. ფორუმის მონაწილეთა შორის არის ტაივანი, რომელიც ჯერჯერობით თავს ჩინეთის რესპუბლიკას უწოდებს, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელისუფლება აპირებს, მალე უგულებელყოს ჩინეთი და გამოაცხადოს თავი მისგან ცალკე სახელმწიფოდ. მიუხედავად იმისა, რომ ფარისევლურად სიტყვიერ ერთგულებას უცხადებს “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკას, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტაივანის სეპარატიზმმა გაიმარჯვოს, მიუხედავად შესაძლო სამხედრო კონფლიქტის საფრთხისა. ამერიკას ძალიან სჭირდება “ჩაუძირავი ავიამზიდი” ჩინეთის სანაპიროზე, რომლიდანაც შეუძლია ჩინეთი სამიზნეში ამოიღოს და განაგრძოს ამ ქვეყნის დაყოფა ცალკეულ და აშშ–ის მორჩილ ქვეყნებად.
იყო და რჩება კოლონიად
ევროპამ, სამწუხაროდ, დაადასტურა თავისი, როგორც დიდი ამერიკული კოლონიის, სტატუსი რამდენიმე საინტერესო ნიუანსით. ვაშინგტონმა დაადასტურა ევროკავშირის ყველა ქვეყნის კოლონიური სტატუსი პატარა უნგრეთის გარდა. ამის მიზეზი ბუდაპეშტის სუვერენული პოლიტიკა იყო, კერძოდ, რუსეთთან მისი ენერგეტიკული თანამშრომლობა, აგრეთვე, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ გლობალისტი და ევროპის მესაფლავე ჯორჯ სოროსის სტრუქტურების გაძევება, ფსევდოლტოლვილების მიღებაზე უარი, ტრადიციული ღირებულებების დაცვა.
სამიტზე არ დაპატიჟეს სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ნახევრად ევროპული თურქეთიც. ამერიკელები, უბრალოდ, ითმენენ რეჯეპ თაიფ ერდოღანს, რომელიც რუსეთისგან ყიდულობს C-400-ებს და მუდმივად სტუმრობს ვლადიმერ პუტინს კონსულტაციებისთვის. დიდ სიურპრიზად იქცა ის გარემოება, რომ აშშ-ის ვასალების სამიტში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის არაწევრი სერბეთი, რომელიც თავს რუსეთის საუკეთესო მეგობრად აცხადებს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ევროკავშირის არაწევრ ბალკანურ წვრილფეხობასთან ერთად ამ შაბაშში მონაწილეობისთვის მოსაწვევი მიიღო კოსოვომაც. მერე რა, რომ მას ბანდიტები და ავაზაკები მართავენ?! ისინი სასარგებლო არიან აშშ–ისთვის და, მაშასადამე, “დემოკრატებიც”. ალბანეთი, ბუნებრივია, ასევე მონაწილეობს.
პოსტსაბჭოთა სივრცეზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყალობით შევიტყვეთ, რომელ ქვეყნებს მიიჩნევენ ამერიკელები ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მათი თანხმობით, თავის კოლონიებად და რომელს _ არა. ევროკავშირში შემავალი ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, ისინი დაახლოებით თანაბრად დაიყვნენ. კოლონიებია: სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და, რა თქმა უნდა, უკრაინა. უკრონაცისტებს, რომლებიც აშინებენ და ანადგურებენ განსხვავებულად მოაზროვნე თანამემამულეებს, შეუძლიათ კმაყოფილი იყვნენ _ ისინი “დემოკრატები” არიან.
ვაშინგტონის გადმოსახედიდან ეშმაკიც კი შეიძლება დემოკრატად აქციო, თუ ის რუსეთს დააზარალებს. კიევს მიუტევებენ არა მხოლოდ რუსული კულტურის, ენის მოსპობას, რუსების ფიზიკურ განადგურებას დონბასსა თუ ოდესაში (ამერიკელი და დასავლელი “დემოკრატები” ამას, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევენ), არამედ იმ მიგრანტების დახოცვის ბრძანებებსაც, რომლებიც უკრაინაში ბელარუსიდან მიიჩქარიან.
ბელარუსის გარდა, აშშ-ის ვასალების სამიტში მონაწილეთა სიაში არ არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.
აზია
რაც შეეხება საზღვარგარეთ აზიას, იქ სიურპრიზები არ ჩანს, გარდა ერთისა. ესაა მონღოლეთი _ თითქმის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ის მონაწილეა. ამერიკულ ღონისძიებაში მონაწილეობა ინდოეთისა, რომელიც ფორმალურად ითვლება “მსოფლიოში უდიდეს დემოკრატიად” და ღრმად არის ინტეგრირებული დასავლურ ეკონომიკასა და ფინანსებში, გასაგებია. ის, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი ვასალია, რადგან ნიუ-დელის ბევრის საშუალება აქვს, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ინდოელებს ძალიან ეშინიათ ჩინელების, რომლებთანაც ვერ იყოფენ ჰიმალაის და კიდევ სხვა რამესაც, ამიტომაც დასჭირდათ ამერიკული “იარლიყი”. და ეს მილიარდიანი ქვეყანა მას მიიღებს, მიუხედავად ვაშინგტონის უკმაყოფილებისა ინდოეთის პოლიტიკის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტით. მსოფლიოს ამ უზარმაზარ რეგიონზე მეტს აღარ დავწერთ, ჩამოვთვლით მხოლოდ აშშ-ის მეტ-ნაკლებად დიდ, დიდი ხნის ცნობილ კოლონიებს: ინდონეზია, მალაიზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, პაკისტანი. ამ უკანასკნელის ამერიკელთა ვასალების სიაში ნახვა გასაკვირია, რადგან ის ჩინეთის დიდი ხნის მოკავშირეა, რომელმაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა, უკვე გარკვეული ხანია, დაამყარა. ეს აშკარად გამონაკლისია, რომელიც ხაზს უსვამს წესს. როგორც ჩანს, აშშ-ს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ ისლამაბადს, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, სრულად გააკონტროლებს.
ეს გასაოცარი ახლო აღმოსავლეთი
ამერიკული დემოკრატიის სიაში ყველაზე გასაოცარია ვასალების არარსებობა ახლო აღმოსავლეთში. მასში მხოლოდ ორი ქვეყანაა _ ისრაელი (ეს გასაგებია) და… ერაყი. იქ ამერიკელები, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ და საიდანაც მათი სამხედროები მალე ფეხს ამოიკვეთენ. ეს არის და ეს! არც ეგვიპტე, არც საუდის არაბეთი, არც იორდანია და არც ყატარი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, ფორუმზე არ იქნებიან.
ნუთუ მართლაც ასე ემანსიპირებულები არიან თუ მაინცდამაინც არ მეგობრობენ ამერიკელ დემოკრატებთან და მათ უფრო კონსერვატორ რესპუბლიკელებს ამჯობინებენ? როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი უფრო მართებულია. ამერიკის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა ხომ არა მხოლოდ გეოპოლიტიკას, არამედ “ღირებულებებსაც” ეხება, ახლო აღმოსავლეთი კი ამ სოდომს, უბრალოდ, ვერ აიტანს. ირანიც, კიდევ ერთი უძველესი იმპერია, რა თქმა უნდა, არ მიუწვევიათ.
დანარჩენები
ოკეანიასთან ყველაფერი რიგზეა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, პაპუა–ახალი გვინეა და ყველა სხვა წვრილფეხობა, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ყოფილი და ამჟამინდელი კოლონიები, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ, მათთვის არაფერი იცვლება.
სამაგიეროდ, აფრიკა, სადაც აშშ-მა სერიოზულად შეავიწროვა ჩინეთი და ახლახან რუსეთიც, სუსტად არის წარმოდგენილი. ესენია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, სენეგალი, ნამიბია, ბოტსვანა, ზამბია და რამდენიმე სხვა ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვასალებს შორის არ არის ეთიოპია, რომელსაც ის ახლა ანადგურებს და რომელიც სულ ახლახან აჩვენებდა ეკონომიკური ზრდის ფენომენალურ ტემპებს ჩინეთის დახმარების წყალობით. არ არის გენოციდის შემდეგ ფეხზე წამომდგარი რუანდა, რომელიც ატომურ ენერგიაზეც კი ფიქრობს რუსეთის დახმარებით. ამერიკელებს ასეთები არ სჭირდებათ: მათ სურთ, განაგრძონ აფრიკის ქვეყნების ძარცვა, თანაც ისე, რომ რუსები და ჩინელები ახლომახლო არ ჩანდნენ.
ლათინურ ამერიკასთან არანაირი სენსაცია არ არის. ვასალის სტატუსი დაადასტურეს მექსიკამ (ცხვარი ცხვართან დააბიო), კოლუმბიამ (დემოკრატიაც ასეთი უნდა), ასევე პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, რუსეთისგან დავალებულმა თავისუფლებისმოყვარე პარაგვაიმაც კი, რაც იმედგაცრუებად იქცა; ასევე პატარა ქვეყნებმა, როგორიცაა გაიანა, რომ აღარაფერი ვთქვათ კარიბის ზღვის ქვეყნებზე, რომლებსაც არასდროს არაფერს ეკითხებოდნენ. ვენესუელა და ნიკარაგუა, კუბასთან ერთად, რა თქმა უნდა, ასევე არ მიუწვევიათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ჰქონდა ამერიკულ წამოწყებაზე და ვაშინგტონი დაადანაშაულა “ხალხებისა და ქვეყნების დემოკრატიულ და არადემოკრატიულებად დაყოფის მცდელობაში”. სერგეი ლავროვმა, რომელმაც ამის შესახებ განაცხადა, აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ პოლიტიკის მხარდაჭერის დემონსტრირება სურს, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ “დემოკრატიისთვის” სამიტს უწოდა “ქიმერა, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ კოლექტიურ დასავლეთს აქვს ერთგვარი კონსტრუქციული, გამაერთიანებელი დღის წესრიგი”.
ყველაფერი სწორია, მაგრამ შეგვიძლია დავძინოთ, რომ ბაიდენის აშშ–მა გადაწყვიტა, გადახედოს და განაახლოს თავისი ვასალების სია, რათა ხელ–ფეხი შეუკრას ზოგიერთ მათგანს თავიანთთვის სასარგებლო მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის გატარებაში. მაგრამ აშშ–ს ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავს და მათი უმრავლესობა კარგს ვერაფერს მიიღებს ვაშინგტონისგან. სამაგიეროდ, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით, სერბეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა რუსეთსა და ჩინეთს მათთან თანამშრომლობის ენთუზიაზმს დაუკარგავს, ხოლო მოსკოვი და პეკინი საჭირო დასკვნებს აუცილებლად გამოიტანენ.
tsargrad.tv–ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა
ნინო ბერიძემ