Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-მა კვლავ დაბომბა სირიის არმიის შენაერთის განლაგების ადგილი

აშშ-მა კვლავ დაბომბა სირიის არმიის შენაერთის განლაგების ადგილი

სირია

სამხედრო ძალებმა კოალიციისა, რომელსაც აშშ მეთაურობს, დეირეზზორის პროვინციაში განლაგებული სირიის სამთავრობო არმიის პოზიციები დაბომბეს, _ იუწყება სააგენტო SANA.

“ჩვენი რამდენიმე პოზიცია ქალაქ ალ-ბუკამალის მახლობლად კოალიციის ჯარებმა დაბომბეს”, _ განუცხადა  სააგენტოს სამხედრო წყარომ. მსხვერპლი არ არის. დარტყმა განხორციელდა ერთი დღე-ღამის შემდეგ, როცა “ბოევიკები” თავს დაესხნენ სირიელ სამხედროებს იმავე რაიონში.

Reuters-ის ცნობით, შეტევა განხორციელდა ერაყის საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით. პენტაგონმა ეს ინფორმაცია უარყო.

მაისის დასაწყისში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” 5 ლიდერი _ ოთხი ერაყელი და ერთი სირიელი, რომლებიც დეირ-ეზ-ზორზე იყვნენ პასუხისმგებლები. ცნობის მიხედვით, ასეთი იყო ამერიკისა და ერაყის სამხედრო ძალების ერთობლივი სამთვიანი ოპერაციის შედეგები.

ტერორისტული დაჯგუფებებისგან ქალაქი გათავისუფლდა 2017 წლის ნოემბერში. ბლოკადა სამ წელიწადზე მეტს გრძელდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here