აშშ–ის სენატის ორმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, უკრაინაში მოღვაწეობაზე. ლაპარაკია ჰანტერის მუშაობაზე ბუნებრივი აირის კომპანია Rurisma–ს მმართველობაში, _ იუწყება “ამერიკის ხმა”.
87-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნეს ეროვნული უშიშროებისა და საფინანსო კომიტეტებმა. დოკუმენტის ავტორები არიან სენატორები რესპუბლიკური პარტიიდან _ რონ ჯონსონი და ჩაკ გრესპი, ისინი ამტკიცებენ, რომ ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში მუშაობა ქმნიდა ინტერესთა კონფლიქტს, რადგან იმხანად ჯო ბაიდენს ეკავა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი და კურატორობდა უკრაინის საკითხებს.
“კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოძიების მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ იცოდა, რა პოსტი ეკავა ჰანტერ ბაიდენს Burisma-ს მმართველობაში. ეს პრობლემას ქმნიდა და ხელს უშლიდა უკრაინის მიმართ ეფექტიანი სტრატეგიის განხორციელებას”, _ ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთანავე, ანგარიშში მითითებულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გავლენას ახდენდა უმცროსი ბაიდენის უკრაინაში მუშაობა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ.
ru-an.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ
ბაიდენი უკვე იყო ამერიკის პრეზიდენტი? არ მახსოვს.(წერეთ ყურადღებით)