სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგბარ მნაცაკანიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე დაგეგემილი არ არის. მინისტრის თქმით, ამ “პროცესს დრო სჭირდება”. ამჟამად მზადდება შეხვედრა სომხეთისა და ამერიკის თანამდებობის პირებს შორის თითქმის ყველა დონეზე, დგინდება უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროც.
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგბარ მნაცაკანიანი გაეროს გენერალური ანსამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობენ, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მიმდინარეობს. გაეროს სერიის ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე მიმდინარე წლის ივლისში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.
შეხვედრაზე უარის მიუხედავად, ტრამპმა ფაშინიანს წერილი გაუგზავნა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (21 სექტემბერი), რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს თვეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად კარგი შესაძლებლობები არსებობს.